↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს წერილი ეკუთვნის ნათელა მდინარაძეს. (მხოლოდ ფრაგმენტი)
ღამეა.მარტოს, დაღლილს ფიქრებით, შენი წერილის წაკითხვის შემდეგ, ამტკივდა გული და იმას ვფიქრობ, პასუხი გაგცე-ნეტავ თუ შევძლებ.-ცაზე ვარსკვლავებს აქრობს ღრუბელი, მხრებზე მაწვება კუპრივით ღამე, სანთელს ვანთებ და გულს ვეკითხები, რა ვუპასუხო-მითხარი რამე.-ჩურჩულებს სიო დათმის კულულებს ელამუნება ჩემს ყვირმალებთან, ყელზე მევლება, ვით შენი ხელი, შენგან მოსული იდუმალება.-კაცი, რომელიც ფიქრობს წარსულზე, აწმყოც აწუხებს და მომავალიც, ავბედობაც და კაი ბედობაც ხვედრია მისი. რა ბედნიერი ქალი ვარ მაინც ,რომ გავხდი შენი წერილის ღირსი.
-ისევ გახსოვარ და ისევ ნატრობ ჩემი თვალების ხილვას და ციმციმს. სიმართლე გითხრა ,მეც მენატრები,უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს, ქალისთვისგანა ადვილი არის გადავიწყება ლამაზი ბიჭის.
-რატომ გგონია, არ გითქვამს ჩემთვის სასიყვარულო სიტყვა არცერთი, როგორ არ გითქვამს, აბა ამქვეყნად, აქამდე, ჩემო, როგორ გავჩერდი?-სულაც არ მიყვარს მე ის გულცივი, ვინც იებს აძრობს დედამიწიდან, შენ კი გეგონა,შენს თავს მერჩივნა, ყველა ვინც თურმე იებს მიძღვნიდა. არ ხარ მართალი, ჩემო ძვირფასო, მე ორგულობის არამაქვს ნიჭი, ქალაქში დღესაც არ მეგულება შენზე კარგი და ლამაზი ბიჭი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლურსმანა!!!

ძვირფასო მეგობარო...ბედის გამზიარებელო და სათაყვანებელო ლურსიკო!!! ოოოოოო რარიგ ამაღელვა ნათელას ფრაგმენტმა.............ოოოოო რარიგ მაღვრევინა მდუღარე ცრემლი...........ოოოოო ბარბაროსი ......ტარტაროზი და მხეცი ეს ვინც იებს დედამიწიდან წიწკნის და აძრობს.....ლურსმანოოოოოოო შენსა მზესაააააა......იებიიიიიი თუ არის თქვენსააააააააა.....ოოოოო.
ვიმეგობროთ ლურსმან, თორემ აქ ისეთი რაღაცნაირი არარომანტიული ხალხია რომ სულ ღადავი და ღადავიო..........არადა რომანტიკაზე მეკეტება.......ნაზი ქარი,ფიქრები..ოოოოოოოოოო სიყვარულო სიყვარულო ყოვლისშემძლეო...........ოოოოო ბიჭო დაუვიწყაროოოოო..............ოოოოო ლურსმანოოოო გულითსატარებელოოოოოოოოო.......აღარ შემიძლია......ვქვითინებბბბბბ

=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
აიკო თქვენ იმდენს ტირიხართ ჩემს პოსტებზე, ლამის ხელი ამაღებინოთ წერაზე, ნუ იტირებთ გაიცინეთ და იხარეთ სიცოცხლით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოოოო ლურსმანოოოო!!!
სანატრელო საყვარელო სულის მეგობარო ლურსმანოოო.....ვერ გავიცინებ ვერაააააააააააააააა......მენატრება რომანტიკა......სიყვარული და ნაზი სიო.......ოოოომენატრებააააააააააა რომანტიკული საუბრები არაფერზე და ყველაფერზე................ოოოო ლურსმანოოოოოოოოო შენ ...მხოლოდ შენ ერთსსსსსს...შენ ერთს გეტყვი ჩემი გულის ვულკანიზაციის დარდს.................რა ვქნა:::::რომანტიკააააააააა სიყვარულიიიიიიიიიი აი რა მატირებს და აი რა გესმის შენ ჩემო ძვირფასო ლურსმანოოოოოოოოოოო.......შენა ხააააარ ჩემი გულის მესაიდუმლეეეეეეეეეეეეეე

უი ხო მართლა....ლურსმანო...შენობით მებაასე ძვირფასო, თორემ მეც თუ თქვენობაზე გადავედი ძააააააან ნუ ძააააააან არქაული დამოკიდებულება ჩამოყალიბდება................მეცი პატივი ლურსმანოოოოოოოოო.......ანდა იცი რა სულზე უტკბესო??? იქნებ მიცნობს თქო.....ეგეც ვიფიქრე......მგონი მართებულადაც......შენს გადაწყვეტილებას დავემორჩილები რამეთი ბუნებით საოცრად ნაზი და მორჩილი არსება ვარ და ჰო-.......კიდევ....ისა.....კეთილიც და რაც მთავარია რომანტიკულიიიიიიიიიიიიიიიიიი ნუ ძაააააააააან

=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
აქ მიდის დუეტი რომანტიული=ae= =ae= =ae= :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლიაკო, მე ნატოს ქარტიის ხელშეკრულება მინდა გავაფორმო ამ რომანტიკულ დუეტში, მაგრამ ჯერ არაფერი გამომდის.=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ბევრჯერ დავაპირე შენთვის მეთქვა ის,რასაც ახლა გწერ,მაგრამ როცა გხედავ,გივი თარგამაძესავით ვლაპარაკობ.ამიტომ ვამჯობინე წერილი მომეწერა,ისე როგორც ბურჯანაძემ-სააკაშვილს.
ჩემო სიყვარულის ტრიბუნავ,როცა პირველად დაგინახე,გული ისე შემიტოკდა,როგორც მგალობლიშვილს შეუტოკდა,პრემიერად დანიშვნისას.მას მერე შენზე ფიქრი აღარ მშორდებოდა,-როგორც გუგავა ნათელაშვილს.აქუბარდიასავით სამუდამოდ დარჩი ჩემი სულის "სპექტრში".ყოველ დილით ვუსმენდი შენი ნაბიჯების ხმას,როგორც მერაბიშვილი-ტელეფონებს.ყველა სხვა ოცნება გადამიკარგე ცხრა მთას იქით,როგორც სააკაშვილმა-ბექაური.
გახსოვს,ჩემო ოცნების მაპო,როცა პაემანი დაგინიშნე ,შენ ისე მალულად მოდიოდი,როგორც გაჩეჩილაძე მიდიოდა სააკაშვილთან შეხვედრებზე,მე ყვავილები გაჩუქე და შენ ისე გაგიხარდა როგორც ნიკა გილაურს 4,5 მილიარდიანი დახმარება,მერე თეატრში წავედით.გახსოვს,საყვარელო,რა კარგად თამაშობდნენ მსახიობები,როგორც დავითაია და თორთლაძე თამაშობენ ოპოზიციონერობანას,ყველაფერზე ბრავოს ვიძახდით ჩვენი პარლამენტივით.მერე ღამე რუსთაველის პროსპექტს გავუყევით და ჩვენი სიყვარული ისე გვაყვირებდა როგორც მიტინგის დარბევა-ბეგაშვილს.ქუჩის ჩაბნელებულ კუთხეში მიგიმწყვდიე,როგორც ჯინსიანმა სპეცნაზელმა ჯორბენაძე და ტუჩებში დაგეკონე როგორც ლუკაშენკო-ჩავესს.უბედნიერესი დრო იყო ჩემთვის როგორც ვიტალი ხარაბაძისთვის შევარდნაძის დრო.
მაგრამ ისე უცებ მოვიდა უბედურება,როგორც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი,ბანკებივით გაკოტრდა ჩემი სიყვარული და გრძნობა ნავთობის ფასივით დაეცა.
ერთხელ ვიღაც მამაკაცთან ერთად შეგნიშნე,როგორც ხაინდრავა შენიშნეს "მაესტროსთან" და ისე გავბრაზდი როგორც პუტინი გაბრაზდა აგვისტოში.ისე სწრაფად მოვვარდი შენთან როგორც ბორისოვი გორში.-ვინ არის ეს? დაგეკითხე პაატა დავითავიასავით.მახსოვს თვალები ისე აგიცრემლიანდა როგორც მიშას პენსიონერებთად შეხვედრისას.შენ ჩემი კითხვით გაბრაზებულმა ხელჩანთა მესროლე,როგორც გივიმ ავტოკალამი ეროსის.ის კაცი სარკოზივით იქნევდა ხელებს და მერკელივით ორაზროვნად ლაპარაკობდა,თუმცა მე შენთან ურთიერთობას წერტილი დავუსვი,როგორც საქართველომ რუსეთთან.მას მერე დიდი დრო გავიდა. შენ ისევ მარტო ხარ ჯონდი ბაღათურიასავით,რამდენჯერვე დაააპირე ჩემთან პირდაპირი ურთიერთობის აღდგენა,როგორც იაკობაშვილმა კოკოითთან,მაგრამ არაფერი გამოვიდა გაეროს რეზოლუციასავით.ჩვენი სიყვარულის მომავალი ისეთივე გაურკვეველია,როგორც საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების საკითხი,ამიტომ ორივენი ვსხედვართ და ველოდებით შეუცნობელ მომავალს,ნატოს სამიტზე მიმავალი მიხეილ სააკაშვილივით.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი