|
მერე რა, რომ "ელჩად" დავიბადე? არ ვემსახურები ჩემს საყვარელ ქვეყანას? რა, ძალიან შორს ვარ და ვერა?
ამ გადაკარგულში, სამშობლოზე და ჩემს ხალხზე ვლოცულობთ.
მაისის დასაწყისში, საქართველოს დროშა გამოეფინება, ორეგონის შტატის უნივერსიტეტში. მეუღლე იქ მუშაობს და შეახსენა "აღმასრულებლებს", ჩემი ქვეყნის დროშა, თუ შეიძლება იყოს გამოფენილი, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთადო? მივალთ მთელი ოჯახით და პატივს ვცემთ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს განსახიერებას, ხუთ-ჯვრიან ბაირაღს. /გადავიღებ ვიდეოს./ მინდოდა დამეწერა გუშინაც, მაგრამ თავი შევიკავე. დღეს კიდევ, სამ, სხვადასხვა გაზეთში იყო, ჩემი "კნეინა", ჩვენს დახატულ ქართულ დროშასთან ერთად, პირველ გვერდზე. იქ, მოყოლილი აქვს, ვინ ვართ, რატომ ვართ აქ და რა მოხდა აგვისტოში. "ეგენი", ჩემი ცოლშვილი, მაშინ იქ იყვნენ, აგვისტოში. მანამდე, ექვსი წლის წინ, აქ წამოყვანილი ბავშვები, იქიდან მეუბნებოდნენ:-მამიკო, მაინც აქა სჯობიაო.
მერე რა, რომ ქართველი ვარ?
P.S. ეგეთებისთვის გაგვიძლია?
ძლიერი სიყვარულითა ვაართ დაკეთებულები და ჩვენც, ძლიერ მომავალს გავაკეთებთ.
|