mozarti wrote:ციტატა:
ეჰ დესპანელებო..... აბა რა გითხრათ, მაინც ვერაფერს მიმხვდარხათ.......

ვინ ცნობილია და ვინ არა კიდე, მაგას დრო განსჯის!
ეს ლექსიც ჩემგან ჰქონდეს თქვენს ფორუმს ( რომ არ იფიქროთ რომ ნაწყენი ვარ)
ზეტის პახმელია
მე და შენ -
სამყაროს პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი, და
ახალი როლები
იწყებენ ფორიაქს
ცხოვრების მინდორზე...
გაქცევა?!
საიდან,
ან სულაც სადამდე?
ფიქრები ერთია,
მთვრალი და შეშლილი,
დილა ხომ ისედაც
მაშიშვლებს ვადამდე
და აღარც ღმერთია
რაიმის შემცვლელი...
მოდი და მითხარი
რომ ახლა ყველაფერს
ვამსხვრევ და ვატოვებ
გამოვლილ პანდუსებს.
ხო, მოდი მითხარი
რომ ისევ მთვრალი ვარ,
დღეს მაინც ავიტან
სიცილს და დატუქსვებს,
და ისევ ისეთი
უცვლელი დოზებით,
ტკივილს გავიყუჩებ
სარდაფში სირჩებით,
ისევ -
გათოვებად დავუცდი
სიგიჟეს,
და ალბათ დილასაც
შევხვდები გინებით,
რომ მერე არ იყოს
ისევ საფიქრალი -
ვიღაცის თვალებში
ნაპოვნი სიმშვიდე,
ნაწყვეტი სუნთქვების
ფიქრებად ფრიალი,
დარდი და...
საშინლად უაზრო სიშიშვლე...
მოდი და მითხარი,
რომ არ ვართ მე და შენ -
სამყაროს
საოცრად პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი,
და
ახალი როლები იწყებენ
ფორიაქს -
ცხოვრების მინდორზე...
ბექა,რატომ ფიქრობთ რომ ვერაფერს მივხვდარვართ,
ქვემოთ მოცემული ჩემი კომენტარის მერე მითუმეტეს.
ბექა გენაცვალე,სად წაიკითხეთ რომ ირინას
გაბრაზება გაგვიკვირდა.პირიქით,მოულოდნელობისგან
რომ იტყვიან პირი დაგვრჩა ღია,ირინას გავუგეთ,
გადავხედეთ თქვენს საიტს,გვეწყინა,გავბრაზდით
და აღვშფოთდით კიდეც.
ეხლა რას გვირჩევთ,როგორ მოვიქცეთ.
თქვენ ასე ადვილად გაიმეტებდით თქვენს ღვიძლ
შვილს და სამუდამოდ დაემშვიდობებოდით? ეტყობა ყველა ვერ ასრულებს გამზრდელის მოვალეობას.
გაგამ ნამდვილად დააშავა მაგრამ მწარე გაკვეთილიც მიიღო,ვხედავთ როგორ ტრიალებს დესპანის
გარშემო,კითხულობს გასაკიცხსაც და მიმტევებლურ
პოსტებსაც,მაგრამ ვერ შემოდის,სცხვენია ჩვენიც,
თქვენიც და პირველ რიგში 1აიკოსი,რომელმაც მეგობრული ხელი გაუწოდა,ეს კი უკვე დიდ
პლიუსად მიმაჩნია. ამიტომ სურვილი გვაქვს
იგი დარჩეს ჩვენი "ოჯახის წევრი"-ად როგორც
თქვენ აღნიშნავთ.
სხვათაშორის არ ვიკრიბებით აქ ისეთი დაბალი
დონის ხალხი,ვისაც წაკითხული არ ჰქონდეს
"გამზრდელი'-ცა და "მატეო ფალკონე"-ც,
(ასევე ხუმრობით) თუმცა არც მასეთ ქართველებს
ვკრავდით ხელს..
გასაგებია თქვენი განრისხება,გულთან მივიტანეთ
მაგრამ გთხოვთ დამშვიდდეთ და დაივიწყოთ ეს
ამბავი.
პატივისცემით ქურდი მახო
არა მგონია ვერ ხედავდეთ იმ დიდ სითბოს,რომელსაც ჩვენი ფორუმი ამჟღავნებს ნიჭიერი,ახალგაზრდა
პოეტების მიმართ.ჩვენ თქვენს ლექსებსაც ვიცნობთ და
დიდად მოხარული ვიქნებოდით,თუ შემოუერთდებოდით
დესპანის პოეტების სიას. სულითა და გულით
ვიმეგობრებდით და გავითავისებდით თქვენს მიერ
შემოთავაზებულ თვითოეულ სტროფს.
პატივისცემით ქურდი მახო.