↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამხანაგო ჭიპილია ქურდუნია რატომ არ მოდის ჩემი9 მესიჯები თქვენს სკაიპში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ დესპანელებო..... აბა რა გითხრათ, მაინც ვერაფერს მიმხვდარხათ.......

:( ვინ ცნობილია და ვინ არა კიდე, მაგას დრო განსჯის!

ეს ლექსიც ჩემგან ჰქონდეს თქვენს ფორუმს ( რომ არ იფიქროთ რომ ნაწყენი ვარ)

ზეტის პახმელია

მე და შენ -
სამყაროს პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი, და
ახალი როლები
იწყებენ ფორიაქს
ცხოვრების მინდორზე...
გაქცევა?!
საიდან,
ან სულაც სადამდე?
ფიქრები ერთია,
მთვრალი და შეშლილი,
დილა ხომ ისედაც
მაშიშვლებს ვადამდე
და აღარც ღმერთია
რაიმის შემცვლელი...
მოდი და მითხარი
რომ ახლა ყველაფერს
ვამსხვრევ და ვატოვებ
გამოვლილ პანდუსებს.
ხო, მოდი მითხარი
რომ ისევ მთვრალი ვარ,
დღეს მაინც ავიტან
სიცილს და დატუქსვებს,
და ისევ ისეთი
უცვლელი დოზებით,
ტკივილს გავიყუჩებ
სარდაფში სირჩებით,
ისევ -
გათოვებად დავუცდი
სიგიჟეს,
და ალბათ დილასაც
შევხვდები გინებით,
რომ მერე არ იყოს
ისევ საფიქრალი -
ვიღაცის თვალებში
ნაპოვნი სიმშვიდე,
ნაწყვეტი სუნთქვების
ფიქრებად ფრიალი,
დარდი და...
საშინლად უაზრო სიშიშვლე...
მოდი და მითხარი,
რომ არ ვართ მე და შენ -
სამყაროს
საოცრად პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი,
და
ახალი როლები იწყებენ
ფორიაქს -
ცხოვრების მინდორზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
P.S. პატივისცემით - ბექა რამიშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
mozarti wrote:
ციტატა:
ეჰ დესპანელებო..... აბა რა გითხრათ, მაინც ვერაფერს მიმხვდარხათ.......

:( ვინ ცნობილია და ვინ არა კიდე, მაგას დრო განსჯის!

ეს ლექსიც ჩემგან ჰქონდეს თქვენს ფორუმს ( რომ არ იფიქროთ რომ ნაწყენი ვარ)

ზეტის პახმელია

მე და შენ -
სამყაროს პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი, და
ახალი როლები
იწყებენ ფორიაქს
ცხოვრების მინდორზე...
გაქცევა?!
საიდან,
ან სულაც სადამდე?
ფიქრები ერთია,
მთვრალი და შეშლილი,
დილა ხომ ისედაც
მაშიშვლებს ვადამდე
და აღარც ღმერთია
რაიმის შემცვლელი...
მოდი და მითხარი
რომ ახლა ყველაფერს
ვამსხვრევ და ვატოვებ
გამოვლილ პანდუსებს.
ხო, მოდი მითხარი
რომ ისევ მთვრალი ვარ,
დღეს მაინც ავიტან
სიცილს და დატუქსვებს,
და ისევ ისეთი
უცვლელი დოზებით,
ტკივილს გავიყუჩებ
სარდაფში სირჩებით,
ისევ -
გათოვებად დავუცდი
სიგიჟეს,
და ალბათ დილასაც
შევხვდები გინებით,
რომ მერე არ იყოს
ისევ საფიქრალი -
ვიღაცის თვალებში
ნაპოვნი სიმშვიდე,
ნაწყვეტი სუნთქვების
ფიქრებად ფრიალი,
დარდი და...
საშინლად უაზრო სიშიშვლე...
მოდი და მითხარი,
რომ არ ვართ მე და შენ -
სამყაროს
საოცრად პატარა რგოლები,
პლიუსი,
მინუსი,
ოქტავა მინორზე...
მთავრდება ძველი,
და
ახალი როლები იწყებენ
ფორიაქს -
ცხოვრების მინდორზე...

ბექა,რატომ ფიქრობთ რომ ვერაფერს მივხვდარვართ,
ქვემოთ მოცემული ჩემი კომენტარის მერე მითუმეტეს.

ბექა გენაცვალე,სად წაიკითხეთ რომ ირინას
გაბრაზება გაგვიკვირდა.პირიქით,მოულოდნელობისგან
რომ იტყვიან პირი დაგვრჩა ღია,ირინას გავუგეთ,
გადავხედეთ თქვენს საიტს,გვეწყინა,გავბრაზდით
და აღვშფოთდით კიდეც.
ეხლა რას გვირჩევთ,როგორ მოვიქცეთ.
თქვენ ასე ადვილად გაიმეტებდით თქვენს ღვიძლ
შვილს და სამუდამოდ დაემშვიდობებოდით? ეტყობა ყველა ვერ ასრულებს გამზრდელის მოვალეობას.
გაგამ ნამდვილად დააშავა მაგრამ მწარე გაკვეთილიც მიიღო,ვხედავთ როგორ ტრიალებს დესპანის
გარშემო,კითხულობს გასაკიცხსაც და მიმტევებლურ
პოსტებსაც,მაგრამ ვერ შემოდის,სცხვენია ჩვენიც,
თქვენიც და პირველ რიგში 1აიკოსი,რომელმაც მეგობრული ხელი გაუწოდა,ეს კი უკვე დიდ
პლიუსად მიმაჩნია. ამიტომ სურვილი გვაქვს
იგი დარჩეს ჩვენი "ოჯახის წევრი"-ად როგორც
თქვენ აღნიშნავთ.
სხვათაშორის არ ვიკრიბებით აქ ისეთი დაბალი
დონის ხალხი,ვისაც წაკითხული არ ჰქონდეს
"გამზრდელი'-ცა და "მატეო ფალკონე"-ც,
(ასევე ხუმრობით) თუმცა არც მასეთ ქართველებს
ვკრავდით ხელს..
გასაგებია თქვენი განრისხება,გულთან მივიტანეთ
მაგრამ გთხოვთ დამშვიდდეთ და დაივიწყოთ ეს
ამბავი.
პატივისცემით ქურდი მახო

არა მგონია ვერ ხედავდეთ იმ დიდ სითბოს,რომელსაც ჩვენი ფორუმი ამჟღავნებს ნიჭიერი,ახალგაზრდა
პოეტების მიმართ.ჩვენ თქვენს ლექსებსაც ვიცნობთ და
დიდად მოხარული ვიქნებოდით,თუ შემოუერთდებოდით
დესპანის პოეტების სიას. სულითა და გულით
ვიმეგობრებდით და გავითავისებდით თქვენს მიერ
შემოთავაზებულ თვითოეულ სტროფს.
პატივისცემით ქურდი მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ჩაამატეთ ლექსები =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკო სად ხააარ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტს-ზეტის პახმელიაზე ნათქვამი.

რგოლების არსია....
დავქარგოთ არშია...
ქალური თასია...
პახმელია ბრაზია....
მინდა რომ გიყვარდე....
სიშიშვლეს მიქებდე...
გეძინოს ჭიქებზე....
ათასგვარ ფიქრებზე...
ეგ შენი ფასია....აბა რა გარსია
არა....არც ლორკა....
ვიყიდით,, გორკას,,
ჩემია ლათაი....
არ გინდა სათქმელი...
მიტოვებ ჰაერში.....
ამდენ ინტელექტის თამაში,
...სირბილი...დაეშვი....
სიცოცხლე რთულია???
აზრია სამყარო.....
ათასგვარ ფაქტორში .....
უაზროდ გატარო.....
წისქვილში გიფქვავდე ....
მომავლის ნაზავებს....
არავინ არ ფიქრობს....
ვინ სად რას აზავებს....
ცეცხლები..
ფიქრები...
დილემა...
პროგები....
ყველამ გაიარა....:)
ეგეთი ,,გონკები,,...
ბოლოა ურღვევი .
ნაღდი და კაიფი....
ვერაფერს ვერ იტყვი...
,,ზეტის,, პახმელია....
ვობლა რა ხმელია....
მარტივი ფორმულის ...
ვყოფილვართ კვადრატში ძირები....
გაგიჟდი თუ გინდა...
მრავლდება.....
მრავლდები....
ვმრავლდები....
შვილებით:) :) :) :) :) :) :) :) :)

1აიკო. 2009წლის 24 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკუნააააა მპუაააა=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
აიკო, გიღიმით :)

ამ კუპლეტს ვიმღერებ

Я коней напою,
Я куплет допою,-
Хоть немного еще постою на краю!...
В. Высоцкий

იცი?!...
ვხედავდი ახლა შენს თვალებს და...
თითქოს თოვლი მაწნავდა სილებს,
თითქოს ალიონს -
ფერფლისფერი ეცვა სიჩუმე...
ისევ უთქმელი სიტყვებია
გაჩხერილი ყელში და...
ვეძებ რაღაცას...
სადღაც -
ცხენებისგან გაქელილ მინდვრებს,
უაზროდ შიშველ სტეპებს
და ველურ ყირგიზებს,
ალბათ არც კი გაუგიათ ჩვენი არსებობა...
მაგრამ იქ თოვლიც არ გაუგიათ,
მე კი, ვუცდი იმ წუთს
როცა გამინელდება სასმელი სულში...
არა,
არ იფიქრო, რომ ახლა მთვრალი ვარ....
უფრო სწორედ - სიმთვრალე მალაპარაკებს.
ახლა ისეთი მართალი ვარ,
როგორც არასდროს!
შენ კი,
ნუ მიყურებ, როგორც
ბანალურ და ლოთ ციმბირელს...
ხო, მე ლოთი ვარ...
და ერთგული მაინც ამ ღამის.
რომლებიც თოვლთან ერთად
მაწნავდნენ სილებს...
შენ კი სდუმდი...
მე აღარ მინდა სიმღერა...
ამ გიტარასაც შემოვამსხვრევ ყინულზე ახლა!...
დაღლილ ნაბიჯებს გადაფარავს ალბათ ნამქერი.
დამიცდი?
ვიცი - არა...
და მაინც,
ჩემი სუნთქვაა შენი თვალები!
დამსჯიან ვიცი.
შენც
ალბათ წყენას ჩაიდებ ჩემზე,
ამღამ -
ეს, ცხენით გათელილი ტრამალი მიცავს,
ვიცი ისიც რომ, სეტიელი მუშტებს მიღერებს...
დღეს სინანული არ შემშვენის,
დღეს ამაყი ვარ!
და ამ კუპლეტსაც,
უსათუოდ,
გულით ვიმღერებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გავცეთ საპასუხო პატ.- მოცარტს ძალიან დაგვაფასა მმშვენიერი ლექსით
=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტი....მეც გიღიმით...:) თანაც სიხარულით..:) .მადლობთ!!

მეც ვიმღერებდი ოკუჯავას.....რაიმეს, მაგრამ რუსული შრიფტი არ მაქვს. :) უკაცრავად ესე იგი აქ ვაზუსტებ...მოცარტი თუ ვისოცკის იმღერებს მე ოკუჯავა დამამმშვენებდა თქოოო:) ......,,ვინოგრადნუიუ კოსტოჩკუ.,,.....

ვიცი ყოველთვის გულით იმღერებ....
თუნდაც ნამქერმა ...გაგაწნას სილა
არც ისე თოვდა...როგორც რომ ცივა..
ანდა დამაფიქრებს სისუსტე სქესის.....
ასე რომ მხარჯავს ამ ტიალ ლექსში...
ანდა...არც ვიფიქრებ...ფიქრი შენია...
მე ალბათ შენი....თბილი ხელები მელიან..
არ მინდა აზრის და სიტყვების ჭიდილი....
იყავი ჩემთან სასურველ ბიჭივით....
ფიქრი?? ან იდეა? ან დილემა მწვავე???
ნუუუუ...არა...ჩემო კარგო....
მხოლოდ ალერსით აზრი დამიღალე...
მხოლოდ სიცხით მომითენთე გული....
ნუ იქნები ასე პოლიტიკურად კრული...
არც ანომალია...ქალების ვალია....
სისავსე გრძნობის....სილაღე ტრფობის....
აბა რად მინდა ეგ ფილოსოფია???
ნუ დამმართე საკუთარი თავის ფობია...
არც ნიცშეს არ ვიცნობ.....არც მინდა
დომინოლოგია.........
მხოლოდ შენი სურვილი...
სანსუსის ტოლია......ვაიმეეეეეეე
რა ლამაზიაააა ზღვის პირას თოლიააააააა

მპუაააა მოცარტიიი.....აი თქვენ ნამდვილი ქალის ლექსი
1 აიკო.24 აპრილი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოცარტიიი

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მეამაყება შენი მაიკო. ბრავო =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი