↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
დედოვ,რა ხთება აქანე,რა დოEღი მარულაა გამართული ნენა.
თქვენ ვის არ გააგიჟებთ,რა.
მოცართი ნენა,პაწე ფრთხილად ნენა მაგ ქალბატონთან,ამა ყურში გეუბნები ფურჩულით.

შესჭიდებიხარ აზვირთულ ტალღას,
'მუზას' ,რომელიც ვერა გრძნობს დაღლას,
მიმიობნეული აქვს მას რითმები,
ყველა სიტყვაზე ნენა,ყველა 'ნამიოკზე' ნენიკოო,
ლექსთა კონებს და პოემებს ხლართავს.

მოგდომებია გაჯიბრება მღელვარე ზღვასთსნ,
ტალღის ზვირთებზე მოცეკვავე,ამ ლამაზ ქალთან.
ბევჯერ რომა აქვს გამოცდილი ვნება სონეტის,
'ჰანგთა მეფეო' მოგიწონე ნიჭი პოეტის.

პატივისცემით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლოთს თუ დაირქვამ....
გეყვარება ალბათ სარდაფი....
ჩუმუ ღიღინი დუდუკის და
ტივები მტკვარზე......
მხოლოდ ნუ მეტყვი ,
რომ ბოდლერი გაბოდებს
მხოლოდ.....
რომ მხოლოდ გხიბლავს
ევროპული ხალისი ქნარზე,
მხოლოდ ნუ მეტყვი,
რომ დაკარგე ნაღდი სიმთვრალე...
სასიყვარულოდ მოწიფული
აზრი და გონი.....
ნურც იმას მეტყვი,
რომ ნოტრდამიზე ხშირად გინახავს...
ასე იაფი სიყვარულით დაკარგვა ცდომის,
ოღონდ ნუ მეტყვი ,
რომ მოგხიბლა,
თეთრმა მკლავებმა...
სკვითური სისხლის ყოვლისშემძლე..
გულის ზარებამ
ნურც იმას მეტყვი,
რომ არ გინდა სულაც იფიქრო....
რომ ასე ხშირად ეძებ მხოლოდ დროის ტარებას.....
მეგობრობაა....ალბათ ...
მთვრალი სურვილის ეშხი.....
და განაბული სასიკვდილოდ....
თეთრი ნიბლია.....
ათასი თვალის სასიკეთოდ გადაკარგულო...
შენი ცოდვები მხოლოდ
გზის გასაყარზე გაგიყიდია...
რამდენჯერ კიდევ დაგეწვება ..
ბარაქა სულის...ალბათ
სანთლად დაგეღვენთება...
ალბათ იწამებ.....უცხო ღვინოს....
და უცხო ტომს....ღვინის ღმერთებად..

1 აიკო 2009 წლის 25 აპრილი.:) :)

გეხვეცები რა მოცარტი ამდენს ნუ მაცდევიებ.....არაა კარგი ტონი მამაკაცისაგან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ა ბატონო:)

ლოთი

შეშლილი ღამე -
მოგონებებს აურევს გროვად,
სისხლი -
ოფლივით დაცვარულა
ხელისგულებზე,
თითქოს ეს ხალხი -
გეჩვენება ძაღლების ხროვად,
როცა გაახელ
დილით თვალებს ნაბახუსევზე.
შენ ეს თვალები
გაშინებენ
მრუდე სარკეში,
უაზრო მზერა ირგვლივმყოფთა
უფრო გახელებს,
შენ უკვდავი ხარ,
როცა მთვრალი ქვის სამარეში
მიცვალებულებს შემოახვევ
გაყინულ ხელებს.
და ეს ფოთლები -
ღამის საბნად რომ მოგიხურავს,
გეალერსება -
უცხო ქალის ნაზი თითებით,
სასაფლაოზე შეღამებას
თოვლი გასუდრავს,
თითქოსდა ღვინით დაბანგული
თეთრი ფიფქებით.
ეს მდუმარება -
შემზარავი,
შენ არ განაღვლებს...
ჩუმი ალერსი გენატრება
ღვინის წვეთების,
არ უშინდება ეს წადილი
სისხლიან ტალღებს,
არ ეშინია -
უსასრულოდ ქვებზე ხეთქების.
ო,
შენს ფიქრებში
მხოლოდ ღვინის სევდა
ბატონობს,
მხოლოდ
ბახუსის სურნელებას
ემორჩილები,
შენს შთაგონებას
მთვრალი ღამე
მორცხვად პატრონობს
და შენ არ გზღუდავს
ამ ცხოვრების ყრუ ბორკილები.
შენთვის სავანედ გაჩენილა
ეს სასაფლაო -
სადაც სიჩუმე
გარდაცვლილთა თეთრ ძვლებს
დარაჯობს,
შენთან სტუმრობენ
სასაფლაოს ძველი მუზები
და თეთრი თოვლი
შენს სუფრაზე ნაზად
სარაჯობს.
შეშლილ ღამეში -
არ გაშინებს
მორჩილი სუნთქვა,
არც ეს სიცივე არ გაწუხებს
ბახუსში თოვლით.
გათენებამდე
მხოლოდ
ერთი გსურს რომ ჩაუთქვა
გელოდებოდეს
ბოთლი ღვინო
დილაზე თრთოლვით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაიცა კაცო, თქვენ რა გგონიათ ამეებს ეხლა ვწერ? :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
კი ხო მოცარტ, ცვენ მაის მოლოდინში ვართ=ae= =ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
დილაზე ბოთლით მელოდება...
ღვინო ხვანჭკარა...შენმა სევდებმა,
სარდაფ-სარდაფ...დიდხანს მატარა...
არ მიჭაშნიკებს არც სისხლი და არცა ავდარი,
ალბათ შევიმკობ ისევ სხეულს...შენი აბჯარით..
ბედად დამყვება უფლის ძალა ბრძოლის წყურვილი
თავად მითხარი რატომა ვარ ასე გულდანდობილი...
რწმენის და ძალის რატომ მერჩის მუდამ ზმანება...
რატომ სიმშვიდის სიო თბილი არ მეტანება....
რატომ ფადეძებ უსასრულოდ ცხოვრების ქარბუქს...
რატომ არა მსურს მოუსმინო რჩევსა ბრძნულად თქმულს....
მოაპობს თიტქოს გრძნობის ტალღას შუბი ეული...
კვლავ საბრძოლველად ემზადება გრძნობა ეული...
კვლავაც სურვილი ომის ამინტებს სახეს...
კვლავაც სასურველ ლანდებს დაუნთებ სანთელს....
შევევედრები ცისფერ მონასტრის კედლებს მადლიანს...
კვლავ შევებმები მორკინალთა ტომებს ავზნიანს....
და საბოლოოდ გამარჯვების კოცონს ავანთებ..
როგორც ველური ყიჟინით და გრძნობით ნანათებს,,,
მზეს შევავედრებ ...ვეხვეწები ვეურ ღვთაებას.....
.....აუ სიზმარი სალოთაო,,,,მოდის ზმანებად

1 აიკო 2009 წლის 25 აპრილი,:) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტს მახოსგან პირველი კარმა
საჩუქრად.
=sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუფ, ეს ლექსები კაი ხნის დაწერილებია, მაგალითად "ლოთი" სადღაც ათი წლის წინ დავწერე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტი ეხლა არა წერ??? აბა ეგ რა თამაშია??? მე ეხლა ვწერ.....ეგრე აბა რა გამოდის??
აუუუუ გამიფიჭე ხასიათი:ohmy:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაღლა...

ახლა სუიციდი
ისე ახლოსაა,
რომ,
დაფიქრდები და...
წასვლა მოგინდება!..
დაკრულ ნაღარებად -
ტყავდება ხელები,
დარდიც სავაზნეში
რჩება მოგონებად.
ფიქრიც გვიანია
უკვე ჩამოვარდა -
საანგარიშოზე
სიცოცხლის კოჭები,
დაღლაც მოგბეზრდება,
ამდენი ლოთობაც,
ხალხი რას იტყვისო -
არც კი დაფიქრდები...
თითქოს რწმენაა და -
ისიც გაილია,
სანთლად გაყიდული,
ყალბი დალოცვებით,
მხოლოდ თვალებია
ასე რომ გიცქერენ,
ბავშვურად გიცქერენ
ახლა გაოცებით....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტი აბა იწერ რვეულიდან????...თუ საიდანაცაა.....აბა ეგ რა ჯირითია????
ეგ არაა ჯირითი......ეგ გაწრვთნილი ცხენის ჩინდრიკია....ეგრე არ მინდა რა......ოოოო:ohmy:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მაიკო! ты как всегда на высоте=ko=

ორივე ძალიან მაგრები ხართ.

ღმერთმა გაგიმარჯოთ.=ko= =ko= =ko= =ko=

აზვირთებულა პოეზიის ეს ორი ტალღა,
აღარ იციან მოსვენება და აღარც დაღლა,
მუზების ფრთებზე შემომსხდრები ცამდე ადიან,
ლექსებს ისვრიან მოსხლეტილად ისეთ მადლიანს,
სული ბობოქრობს, ღელავს, იწვის როგორც სანთელი,
უკუნ ბნელეთსაც ეპარება მათგან ნათელი.

უკვე გათენდა ლაპარაკით მოგძვრებათ ენა,
შენ გეუბნები "მოცარტა" და შენც "ბეთხოვენა."=zer=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა მე მაგდენი სად შემიძლია კაცო =ae= ერთი გურული კაცი ვარ ფშაველი კი არა,ექსპრომტებზე ვერ ვქაჩავ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბავშვურად გიცქერი მართლა გაოცებით...
ლაფში ჩააგდე ბაბთა ოცნების.....
განატკეპნ ბილიკზე სიცოცხლის ნაკვალევს....
მიყვები ასგვარად...თან სიცილს აფარებ....
არ მესმის ეგ აზრი....ცეცხლი თუ აკლია..
მაგას ხომ ქვია....ძმრიან ღვინოს...
ხვანჭკარას ბოთლიანს.... ეგ რა თამაშია...
ბლეფია ნამდვილი....
ათასჯერ ნაცადი
დაუსტვენს სასტვირი.....
ვიწერო ლექსები?? ეგაა ჯირითი????
არ მომწონს ასეთი უაზრო ბილიკი...
არ მინდა ასეთი ვნებების მკვლელობა....
მე ის მირჩევნია...
საქვეყნოდ ჩემია და თანაც ახალი....
ახალი ვნება და სიცოცხლის ფეთება....
ასეთი მითქვია მე ლექსი ღმერთებად:)

1 აიკო 25 აპრილი 2009 წელი

ვსიო---ეგ რა წესია???? :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურული ხარ კაძახო???? ნენაა ...რაია რომ ჩივი??/ მეც გურული ვარ ბიჯო
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი