საზღაური
გაუსაძლისი ტკივილია...
ესეც სასჯელი!
ირმადქცეული სხეულიდან
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
გავრბივარ...
ტევრში სიკვდილია ჩასაფრებული...
ვიცი!...
მე თვითონ ჩავასაფრე დღეს ეს სიკვდილი...
ო, ეს ქვაბული...
ეს ნიმფებით გარშემორტყმული შენი სხეული,
შენი თვალები...
ღირდა სასჯელად!
არ ვნანობ წუთით!
ახლა ძნელია გაარჩიო მტყუან - მართალი...
სრბოლა არსაით...
გავურბივარ ჩემივ მახეებს,
მაგრამ როდემდე?!
ისევ ტკივილი...
სისხლი იცლება ძარღვებში და
მაცლის არაქათს,
მაინც მომყვება ნუგეშივით
შენი თვალები - ჩემი სასჯელი...
და არ მაქვს შიში,
კვლავ ვაგრძელებ რბოლას სიკვდილთან,
მაინც როდემდე?...
აი ადმეტიც - ჩემი ძმობილი...
უსწრაფესია მისი მშვილდი,
აუცდენელი!
ამ უკანასკნელ გაელვებას
ვხდები სიმშვიდით!
საზღაურს ვიღებ
შენი სხეულის ხილვისათვის და -
არ ვნანობ მაინც არაფერს!
მიწაზე გართხმულს
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
მე კი ვეღარ ვგრძნობ ტკივილს,
ტკივილი გაქრა!
მხოლოდღა თვალებს ვხედავ შენსას
და ადმეტის ხმა მესმის -
აქტეონ სად ხარ?!...
სხვათა შორის მე სულაც არ ვთამაშობ. არ მიყვარს

არ ვარ აზარტული, პროფესიიდან გამომდინარე
