↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
საზღაური

გაუსაძლისი ტკივილია...
ესეც სასჯელი!
ირმადქცეული სხეულიდან
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
გავრბივარ...
ტევრში სიკვდილია ჩასაფრებული...
ვიცი!...
მე თვითონ ჩავასაფრე დღეს ეს სიკვდილი...
ო, ეს ქვაბული...
ეს ნიმფებით გარშემორტყმული შენი სხეული,
შენი თვალები...
ღირდა სასჯელად!
არ ვნანობ წუთით!
ახლა ძნელია გაარჩიო მტყუან - მართალი...
სრბოლა არსაით...
გავურბივარ ჩემივ მახეებს,
მაგრამ როდემდე?!
ისევ ტკივილი...
სისხლი იცლება ძარღვებში და
მაცლის არაქათს,
მაინც მომყვება ნუგეშივით
შენი თვალები - ჩემი სასჯელი...
და არ მაქვს შიში,
კვლავ ვაგრძელებ რბოლას სიკვდილთან,
მაინც როდემდე?...
აი ადმეტიც - ჩემი ძმობილი...
უსწრაფესია მისი მშვილდი,
აუცდენელი!
ამ უკანასკნელ გაელვებას
ვხდები სიმშვიდით!
საზღაურს ვიღებ
შენი სხეულის ხილვისათვის და -
არ ვნანობ მაინც არაფერს!
მიწაზე გართხმულს
ხორცს მაგლეჯენ ჩემივ ძაღლები,
მე კი ვეღარ ვგრძნობ ტკივილს,
ტკივილი გაქრა!
მხოლოდღა თვალებს ვხედავ შენსას
და ადმეტის ხმა მესმის -
აქტეონ სად ხარ?!...

სხვათა შორის მე სულაც არ ვთამაშობ. არ მიყვარს :)
არ ვარ აზარტული, პროფესიიდან გამომდინარე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვა, აბა გურულების სტუმრობაო ნუ გონიათ ხუმრობაო!:) :) :)

ისე ემოციაზე ქე შეგეტყო გურულობა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხლა მე თუ ლექსები ვიწერე ძმაო.....მე არ ვიცი....ესე იგი ძველი ლექსები....აქ რაც დავწერე იმ წუთებში იწერებოდა....ეგაა ჯირითი აბა რომ გადმოიწერ თუნდაც შენი იყოს....ეგ არა რა,.....მარა გურული რომ ხარ იმიზა ხარ კაი კაძახი.....ეე მაია გურულები....არ დავაქციეთ თლა ქვეყანა??/ ვისი გვარის ხარ შენ ძამია??? მე დარჩია ვარ....სისონა დარჩიას ბადიში ვარ------რავა არ იცი ყაჩაღი რომ იყო=zer= =zer= =zer= =zer=
ახლა აი ქურდი მახო თლა მომსპარი გურულია....ბუკაკიე??? დიდუუუუ...შენ ძამია ოდაში მოი და ღადაობას იქინე განახებთ=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
რაის ოდაში და ბუკკიეს ოდაში.....

სისონაი დარჩიაი ცნობილია ბიჭობაში..
მევიდა და ძმა იტირა.არ შესინდა იმდონ ხალხში-----აი ხალხურია კაძახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეიხ=ცა ახლა გამუუშვა ლექსი...ცხელ-ცხელი მაგფერი კარა შენ რომ ხალადელნიკიდან იღებ=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამაში არ გიყვარს????
ვგიჟდები ანცია...
თამაშის სურვილი...
ისეთი ბასრია...
ისეთი ნათალი ათასფერ ფერებად...
გიშრად გადმოგყვები..
განახებ ფერებას..
სიცოცხლის სიყვარულს,
გიდიდებ ზურმუზტად...
ათასჯერ აგიგებ,
სამოტხეს გულუხვად,
ისეთი სილაღით მოგიტან ლაჟვარდებს,
რომ ანდამატივით იფიქრო ხვალამდე....
ეს რა დეპრესია.....
არ მომწონს...
მაცივრის ლექსია....
ჩემი კი ცხელია..
სისხლია წვეთებად;;;
გრძნობაა შიშველი...
სუნთქვაა ოხვრებად....
ეხლაც გამეჯიბრე ცივია ეგ ლექსი
ნუ გიყვარს სიმსვიდე....
თუნდაც რომ გიღირდეს...
წამომყე....გავჭენდეთ ლექსია ეს რემა....
წამოდი სანამდე სიბერე გეცემა=zer= =zer= =zer= =zer= =zer=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

1 აიკო 25 აპრილი 2009 წელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოო, სისონაი დარჩია ქე იყო მარა, ჩემი გვარიზა მილიონს ვალად იდებდნენ ;)

რამიშვილი ვარ ბატონო (ვალდოუდებელი! :) )

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ახლა სუ ლოთობა და დეპრესია კი არ მაქვს ;):)

აღსარება

ახლა,
ისე მინდა მოგეფერო,
როგორც არავის და
არასოდეს.
ღამე
ნაფაზებად გავისერო,
აღარც
გათენების მეშინოდეს...
სუნთქვა -
ნაწნავებად გადაშლილი
მკლავზე
მონატრებად გავიფინო,
ჩურჩულშეპარული მდუმარება
ჩუმად გაგანდო და …
გაგიცინო,
მერე,
გადაღლილი სინანული -
სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა,
აპრილს შევატოვო
ბალახებში -
უკვე
დავიწყებულ მოგონებად.
მერე,
ისევ ისე მოგეფერო,
როგორც, არავინ და
არასოდეს.
დილაც -
შეიშალოს თუნდაც აწი,
ისევ -
მეორე დღის საღამომდე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაი გამარჯობა რამიშვილო,,,შენ ვინ გყავდა ყაჩაღი????
ახლა რას გეტყვი რამიშვილო...კაძახი თუ იცი,....გაბარბალებული ვარ კაძახო იმფერი ავათ ვარ...მარა მაგარი ვიჭენავეთ დღეს
ქე გუუძლებ კიდო პატარას მარა...კაძახი ხარ და უნდა დაგითმო.....მიმიხთი???? ისთე ვითამ ნაზი ვარ......ხოდა მოი რამიშვილო ბუკაკიას ოდაში იქანე გურულების ღადავიაიმფერი რომე.....არა რაია იცი???....კაი ფარაცაა ჯო.....კიდომ კაი სმა ჭუმა.....ეეე კაი სამუშაოს მოგხემს ბუკაკიე.....რაცხა ფულის პრეზიდენტი გვაკლია>>>> ჰე ახლა რაფერ ხარ ფარაში......თუ არ გაქ ჩუენ აგავსებთ ჯო......სა ხართთთთ გამეეძახეთ ამ პატიოსან კაცს......სამუშაოს ეძებს.....ეეე გუუმასპინძლდი ახლა ბუკაკია....ჰე =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
დარი დური დარი დური დარეებიიიი
გურულს გიგააავს თვალებიიიი
=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

მეიცა ახლა პაპიროზს მოვწევ და მუალ/...კი ნამეტანი უხდება სიცხეს:) ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოო ფირალები ქე იყვენ ბლომათ :) :) და მაგ ოდაში რაფრა მევიდე, ერთი ლინკი მესროლეთ თვარა მე მაცივრიდან ლექსის გამოღება ვიცი, ფორუმებზე ხეტიალი კი ვერ ვისწავლე =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩურჩულშეპარული მდუმარება...
როგორ მომენატრე კარგო....
გრილი სიოს ხმა და მდინარება....
ამდენი წელის მარტო......
როგორ მომესურვა სულთქმა გაზაფხულის..
ფეხების ბაკუნი...შენსკენ..
რგორ დამაბნია შენმა მწუხარებამ....
თეთრმა ქულებმა ...კლდეზე,
როგორ ამეშალა გრძნობის საცნაური...
როგორ დამედაღა გული....
სულ არ მცოდნებია
და არც გამიგია....
ასეთი სიმღერა რთული....
აღარ გავატარებ..სურვილს ნართაულის..
აღარ გეცრემლები ალბათ....
ისევ თავდაღმართში შეგხვდი ნაბახუსევს...
არ მიღირს ცრემლებად.....დაღლად.

1 აიკო 25 აპრილი 2009 წელი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამიშვილო რაფერ და ეიხედე ზეით მარჯვენა კუთხეში ხომაა თემები ჩამოწერილი....ეეეე იქანაა ბუკაკიეს ფოთისა ოდა....დააკლიკე ეეე იმას და ქე დურთავ იქინე თავს....ხოდა ქე მუალ მეც ასთე 3 წუთში:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადექი,
ზარია...
იმსხვრევა ფანჯრები,
ახლა ხომ,
ისეთი
ფიქრებით დათვერი
რომ, აღარ გცალია -
ფერადი ფანქრებით
დახატო სიჩუმე...
გაიგე,
ქარია -
აღარ შეუძლიათ,
წარსულის საძებნად
გაქცევა ოცნებებს -
სადღაც რომ გამქრალან,
ასეთი მარტივი
სიტყვების თამაშით.
დამთავრდა პარტია...
საკუთარ თავს უკვე
რამდენჯერ უცხადებ -
შამათს ლაზიერით...
არ იცი -
ღამეა,
თუ უკვე გათენდა,
არეულ საათზე
ისრებს ატრიალებ -
დაკარგულ წამებად
უცნაურ იერით.
უკვე რა ხანია -
მიხვდი
რომ, არ გძინავს...
და ასე -
მარტივით შეშლილი,
დადიხარ,
დაეძებ გასასვლელს
ამ უცხო ოთახში...
აქ სადღაც ბზარია...
და ისევ დაცლილი
ვნებების ფანტომი
აწვალებს გონებას.
ფიქრები შიშველი...
გაიგე,
წამია
ცხოვრება - უაზრო,
შენ უკვე აღარ ხარ,
და მაინც,
ნახტომი -
ჩამსხვრეულ ფანჯრიდან
ვერაფრით გიშველის...
ამიტომ, -
ადექი,
ზარია...
გააღე კარები.
წუხელ ხომ
ისეთი
ფიქრებით დათვერი
რომ, აღარ გცალია -
და არც გაქვს სურვილი
ფერადი ფანქრებით
დახატო სიჩუმე...
რომელიც ამ წუთას
ძალიან გაკლია

26.04.09 4:25

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფერადი ფანქრებით
დავხატავ ლაჟვარდებს..
შენს სუნთქვას დავხატავ
ავაგებ ასაგებს.....
გიშერად მოგიყვან ...
ნართისფერ დარდიანს....
ლოთივით დავთვრები....
დაგიდებ მაზიანს....
სულ არ მეშინია არ მეყოს რითმები....
დამაგდოს ოცნებამ..
წამართვას ფიქრები....
ლაპის ლაზულებით...
დავხატავ სიდინჯეს....
გაკოცებ გიმღერებ..
რომ არა გიჭირდეს....
ფირუზით დავხატავ ..
სიხარულს ასფრთიანს...
გულს გაგიხალისებ....
თმას ვიწნი ბაბთიანს....
ძოწებით დავხატავ ..
სიყვარულს ალიანს....
ყმას გაუღიმილებ...
ხოგაის ფარიანს....
მერე ვერცხლისფერის ,
მოყვება ნათება....
სილაღის სიმღერებს
გიმღერებ ხატებთან....
მერე დავიღლები ...
და ცისფერ მდელოზე....
ხვანჭკარას გაგემებ
დაგათრობ გემოზე....
მერე.....გაგექცევი...
დაგტოვებ დარდიანს....
აბა რა გეგონა???
ამ ღამეს ბადრიანს???

1 აიკო 25 აპრილი 2009 წელი.
:) :) :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლექსები წერეთ-მეთქი გთხოვეთ,
ის კი არ მითხოვია,პირი დამაფჩენიეთ მეთქი.
ძლიერები ხართ ნამდვილად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი