ცის ლაჟვარდისთვის მოვკვდები მხოლოდ,
და ქარიშხალის გავხდები შვილი,
არ დამიოკებს ხალისის ნდომას,
სევდის ნაჟური...წყეული ძილი,
იასამნისფერს შევხვდები დილას,
და ვარსკვლავების ცვენას მოუსმენ..
ალბათ ათასი სურვილის ხიბლი,
მომათმენიებს სურვილს მოუთმენს,
ჩანჩქერს მივცემდი გულის სიხარულს,
სიოს ვაჩუქებ აზრის ხატებას,
და სინანული ასე სულელი...
გულზე არასდროს დამეხატება,
გამიშხუილებს არწივის მართვე...
ძალას მოიკრებს, შეჰკრავს კამარას....
არც რომ არასდროს დავრჩენილიყავ...
მოთმინების და... დროის.. ამარა..
და თუ ოდესმე....ქარაფის პირას...
ზევით გავხედავ ცის დასალიერს....
ხელებს გავშლი და წრფელი სილაღით...
შევეგებები ცოდვას მადლიერს.....
ნურც რომ მენახოს...ლალის სილურჯე...
ნურც დამელიოს ჯირითის კვალი...
ისე დასრულდეს ჩემი სიცოცხლე...
ვით ამორძალის ხიბლი და ვალი...
გაუყიჟინებ....ისევ ქარაფებს.....
ისევ ვახტუნებ კლდეზე...შავრაზას
კვლავ მეყვარება სიცოცხლე ისე...
თითქოს მზემ..თავის გზებით დამრაზა..
...........................................................
შეუერთდები ალბათ საცისფრეთს...
და დავიწვები როგორც სანთელი....
და რა სინაზით გიმღერებთ სიოდ....
ოღონდაც დარჩეს...კვალი ნათელი....
1აიკო 2009 წლის 29 აპრილი....
მიყვარს ჯირითი....და სიცოცხლის ალად ფენება
...ვიცი....რომ ...ნაღდად ... ცხოვრებას.....რჩეულს
მხოლოდ რჩეული..სიტყვა მოეფერება.

-- თავხედია ტანდემია:)
