↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცის ლაჟვარდისთვის მოვკვდები მხოლოდ,
და ქარიშხალის გავხდები შვილი,
არ დამიოკებს ხალისის ნდომას,
სევდის ნაჟური...წყეული ძილი,
იასამნისფერს შევხვდები დილას,
და ვარსკვლავების ცვენას მოუსმენ..
ალბათ ათასი სურვილის ხიბლი,
მომათმენიებს სურვილს მოუთმენს,
ჩანჩქერს მივცემდი გულის სიხარულს,
სიოს ვაჩუქებ აზრის ხატებას,
და სინანული ასე სულელი...
გულზე არასდროს დამეხატება,
გამიშხუილებს არწივის მართვე...
ძალას მოიკრებს, შეჰკრავს კამარას....
არც რომ არასდროს დავრჩენილიყავ...
მოთმინების და... დროის.. ამარა..
და თუ ოდესმე....ქარაფის პირას...
ზევით გავხედავ ცის დასალიერს....
ხელებს გავშლი და წრფელი სილაღით...
შევეგებები ცოდვას მადლიერს.....
ნურც რომ მენახოს...ლალის სილურჯე...
ნურც დამელიოს ჯირითის კვალი...
ისე დასრულდეს ჩემი სიცოცხლე...
ვით ამორძალის ხიბლი და ვალი...
გაუყიჟინებ....ისევ ქარაფებს.....
ისევ ვახტუნებ კლდეზე...შავრაზას
კვლავ მეყვარება სიცოცხლე ისე...
თითქოს მზემ..თავის გზებით დამრაზა..
...........................................................
შეუერთდები ალბათ საცისფრეთს...
და დავიწვები როგორც სანთელი....
და რა სინაზით გიმღერებთ სიოდ....
ოღონდაც დარჩეს...კვალი ნათელი....

1აიკო 2009 წლის 29 აპრილი....
მიყვარს ჯირითი....და სიცოცხლის ალად ფენება
...ვიცი....რომ ...ნაღდად ... ცხოვრებას.....რჩეულს
მხოლოდ რჩეული..სიტყვა მოეფერება.
:) :) :) :) -- თავხედია ტანდემია:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
...ვიცი....რომ ...ნაღდად ... ცხოვრებას.....რჩეულს
მხოლოდ რჩეული..სიტყვა მოეფერება.
-- თავხედია ტანდემია=sher=
=sher= =sher=
მიხარია რომ გიცნობ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკოოოო მპუაა მპუააა....აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს....ასეთი ცხოვრება მწამს და სხვაგვარად არ ძალმიძს..

ფერი მწამს ბრჭყვიალიანი...
კაცი მწამს.მარად მზიანი...
ქალი მწამს სათნოიანი....
დედობა ხავერდიანი....
შვილობა გულფასიანი....
იმედი ბარაქიანი....
დარდი შავია წყეული...
მწამს მხოლოდ დაძლევიანი....
გული მწამს ცეცხლად ქცეული...
ალად დმწვარი ზნიანი...
მეგობარი მწამს.მეურვე..
მებრძოლი ერთგულიანი....
სული მწამს ლაჟვარდიანი...
ლექსი მწამს ხატულფრთიანი...
სიკვდილიცა მწამს...გარდასვლა...
ახალი საცნებიანი.....
თქვენ ყველა მწამხართ.....
მიტომაც ვარ ასე ხალისიანი....

1აიკო 2009 წლის 29 აპრილი.
მეწერება და ვწერ.....
სიხარულს მანიჭებს და ვხარობ...
სიცოცხლე მიყვარს და მინდა სხვებსაც უყვარდეს...
ენერგია მიყვარს...მზის სიმცხუნვარე ...ქარიშხლიანი გამოწვევა..
უშიშრობა მიყვარს...შიში ბინძური და სულელია..
სულის სიფაქიზესა და გამჭვირვალებას ვეთაყვანები...
აღმაფრენა მიყვარს...ზეცაში ყურება....:)
არწივის ფრენა...ცხენის სილაღე...ლომის ღრიალი..
ჩემი შვილები მიყვარს თავდაუზოგავი სიყვარულით...
პატივს ვცემ მათ როგორც პიროვნებებს...და ეს პატივისცემაც მიყვარს...
როგორც სიცოცხლისუნარიანი ხის...ჭეშმარიტი გაგრძელება
უფალს ასე შეუქმნივარ:)
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მე ჩემს ტკივილებს გულს ჩავიკლავ, სხვას არას ვეტყვი,
რომ ჩემი სულის მწუხარება გაითავისონ,
სარკეს ვაჩუქებ ყველა ურვას და ჩუმ გოდებას,
ამ ტკივილებმა თუნდ თვალები ცრემლით ამივსონ,
მე თქვენ გაჩუქებთ ლამაზ დილას, სიცოცხლით სავსეს,
როგორ შემოდის აალებით ჩემში აისი,
სემირამიდას დაკიდებულ სასწაულ ბაღებს,
ჰა თქვენი იყოს გაზაფხული, თეთრი მაისი.
მე შემს ტკივილებს თვით მოვუვლი სხვას არას ვეტყვი,
რომ მსმენელებმა გულში სევდა აღარ ჩაიდონ,
არღანს ვაჟღერებ, და ვიმღერებ მხიარულ ჰანგებს,
და უხედნ ცხენებს შევუყენებ მე ჩემს ფაეტონს,
არა და არა არ მინდა რომ ვინმემ იტიროს,
გულში ჩამიკრან სიბრალულით დამიწყონ ცქერა,
ვერ დაგაღონებთ, და ვერ მოგგვრით სევდის კაეშანს,
რადგან მიყვარხართ,
და მიხარია ხალისიან მსმენელთა მზერა.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
=sher= =sher= მანა უფროსო მაგარი ხარ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლიაკო მადლობა.=ko=
აიკუნა ჩაგეხუტე და ჩაგპროშტნე.=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დამესიზმრება იისფერი ნაპირის ნისლი,
სულ აღარ გელი და აღარც გიცდი,
დამესიზმრება ყაყაჩოების სიწითლე მწველი
ჰაშიშის ველი.....სიმართლის ენით ნათქვამი
სიცრუე......ნამდვილად წრფელი.
გაივლის დრო და გაივლის სურვილიც უაზრო თმენის
გადაიდარებს და მეყვარება ნაპირი უცხო,
ზურმუხტისფერი

იაკო 1 თებერვალი 2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მოლოდინი

მე შემოდგომის ფოთოლცვენას მარტო შევხვდები
და გავაცილებ ზაფხულის მზეს მარტო,უშენოდ...
გარს მეხვევიან უცხო ქვეყნის უცხო ვერხვები
და მეც დავდივარ უსახლკაროდ...უგზოდ...უჩეროდ!
მერე დამათოვს სევდიანი ზამთრის ფიფქები
და გამახსენებს შენს უძირო,თაფლისფერ თვალებს,
მარტოდ დარჩენილს კვლავ დამატკბობს შენზე ფიქრები,
დილის ნისლები დაფარავენ ჩავლილ ნაკვალევს!
და გაზაფხულზე,როცა ისევ მზე გამიღიმებს,
თოთო ბალახზე გამოჩნდება ცივი ლოდები,
როცა მთილს კალთა კვლავ შეიხსნის მოქარგულ ღილებს,
შენც მაშინ მოხვალ...მე კი ჩუმად დაგელოდები!
მოხვალ ფრთიანი ანგელოზის ნატიფი მზერით
და ჩემს მფარველად დამკვიდრდები გულის ტაძარში,
მეც მხოლოდ შენთვის დავიღლები ლექსების წერით
და ბოლოს ყველას შენი ფრთებით ავუშვებ ცაში!
და ამ ზამთარსაც მარტოდამარტო ,უშენოდ ვხვდები,
უშენოდ ვიფრენ კენტად მთებზე, ვით თეთრი ფიფქი,
შენი სულის და სილამაზის მუზა გავხდები
არ დავიღლები შენზე ლოცვით და შენზე ფიქრით!

კარამელკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
როს გვეღირსება ნეტავ,
დაწყნარებული ზეცა,
დაწყნარებული ცა და,
გაბრწყინვებული მზე,ცა.
გაღიმებული დედა,
ამღერებული ჩანგი,
ის დათაფლული ჩელა,
ვით შემპარავი ბანგი.
ველით ამ წუთებს, ველით
ლოდინს არ უჩანს ბოლო,
ჩხუბია ირგვლივ, ყველგან,
შეხლა - შემოხლა მხოლოდ.

მანა 2 აპრილი 2008

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმრავლეთ,იმრავლეთ და იხარეთ,
ჩემო უნიჭიერესო ხალხნო,მართლაც მიხარია
რომ გიცნობთ და მიხარია რომ ქართველები ხართ.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
დარი დური ჰარალალეებიიიიი
მანას მიგავს თვალებიიიი
(თუ არ მიგავს და მინდა მიგავდეს)
დარი დური დარეეებიიიიი
ყველას ვენაცვალეებიიიიი
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
თქვენ აღარ ხუმრობთ
ბრავო ბავო და ბრავო კიდო
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაგრები ხართ ჩემო კარგებო,უფალმა სულ სიყვარულში გაცხოვროთ.გეფერებით=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სიგარეტის და მწვანე შუქის
დილის პეპლები......
ვნებად გევლები...
ასათიანის მწვავენ ღელვები...
არ მიმატოვო....
უსუსური....
ნატვრა თუ თხოვნა...
ალბათ ძნელია......
აზრის თუ გონის...
თუნდ სიხარულის....
ნაწილის პოვნა...
სასწაულია....
ისე მომწონს..
სიუხვე ცნობის...
თუდაც მაგ გრძნობის...
საფიცარი ხარ ალბათ....
დრო..მირბის ზანტად...
მიყვები სივრცეს...
გაქცევა მიწევს....
ნუ დაიდარდებ...კვლავაც მოვლენ
გაზაფხულები.....
ნუ დაიტოვებ მაგ გულზე....
მტკივნეულია სულის ხნულები.

1აიკო 29 აპრილი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მახოიამ დაგვპაიჯა,
დეიბნია აჩკები,
სიხარულით ჭორიკანებს,
დაგვაწყებია ტანცები,

აიკიე აქით ეცა,
და წეისვა პუდრი,
მის კალოშებს ტუჩს უბზუებს,
მახოიე ქურდი,

ლიაკიამ არ დეიკლო,
მაკიაჟი პედიკური,
მანაიას სიგარეტმა,
გუუშავა მანიკური,

ლეტიგიას ზღვაურ ქარმა ,
უუფრიალა დუმფარები,
მახოიას შეაჟრჟოლა,
დეეყარა ვნების ყუმბარები,

აბა ჩქარა ციციკია,
ჩქარაააა ნუ წეიღე გული,
რომ მოგვშივდეს შეახვიე,
ნენა ერთი ხაჭოპური,

ბუკკაკიე მოძუნძულობს,
დუუკიდია რედიკული,
რაი ექნა აპა ბეჩა,
სა დეეტიებია ფული?

ლაკუნიე ფრანცუცკებით,
მას მოყობა ტამოუტე
აპა ვინმემ გაგვიტრაკოს?????
ისიც მაგრა შამოუტევს.

აპა აქით აპა იქით,
მახუნიე დგია შვაში,
ერთი კაცი, ჩვენი დროშა,
ამ ქალების ქარვასლაში.

მანა 29 აპრილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი