↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
აბა ეხლა მუზა მოვიდა ახალი კლიპისთვის=haa=
ვისაც რა გახსოვთ მოლოდინზე დაცსხეთ დაწერეთ =ae= =ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტარტიკოოოოო გახსენი ეხლა მუზების სკივრი.....მპუა მპუა ტარტიკოოო=ko= =ko=
არიქაა ლიაკოს გაცდენა სამშობლოს ღალატიააააააააააააააააააააა
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=PTMKkp0nqRE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკო...როგორც ყოველთვის....სინაზისა და სიფაქიზის ავტორი...=ko= =ko= =ko= =ko=

მაქვს ვგონებ უფლება ორი სიტყვით გამოვთქვა აზრი თავად ლექსების ავტორზე....თავდაპირველად უღრმესი მადლობელი ვარ რომ , მტკვრისპირელს ჩემი ლექსები მოეწონა, უღრმესი მადლობა...თავად გეცოდინებათ რაოდენ კარგია როდესაც თქვენი ლექსები ვინმეს სიამოვნებას ანიჭებს....მერე მეორე....პირადად მე თავს პოეტად არ ვთვლი...არ შეიძლება ადამიანმა პოეტი უწოდო თავს ვაჟას და გალაქტიონის მერე....მკრეხელობად მიმაჩნია....ჩემდა გასაოცრად სხვებს მოეწონათ ალბათ იმდენად რომ საფრანგეთში გამოიცა 2 კრებული და ოქსფორდის საიტიცაა ლექსებით.....ყოველივე ეს შეგნებულად დავმალე.....არაეთიკურად მეჩვენა.....საიტი ამჟამად ცვლილებებს განიცდის ემატება სხვა ავტორებიც რამეთუ საერთაშორისო ხასიათისაა.....ნანახი აქვს უკვე ქალბატონ მერიმგალობელს....რაც შეეხება,, კრებულებს,,...მე თავად ძლივს ჩავიგდე ხელში 2 საავტორო ეგზემპლარი...ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ შემიძლია ჩემი ლიტერატურული კოლეგის აზრის, იდეის და განწყობის შესახებ საუბარი....დაუმატებ..ალბათ შემიძლია...ვინაიდან ლიტერატურული კრიტიკოსი ნამდვილად არა ვარ და ადამიანურ-პოეტური ასპექტით მიუდგები ამას ყველაფერს.....თავად ავტორმა ბრძანა...ჩემი ლექსები დაგამძიმებთო......ასეთი შეგრძნება დამრჩა პირველი წაკითხვისას...ნამდვილად დამამძიმა.....ბალმონტისეური სიცივისა და პესიმიზმის შეგრძნება დამიტოვა...შესაძლებელია ვინმესათვის მართლაც ახლობელი იყოს....ჩემთვის ენერგიის ჩამქვრალი წყაროს შეგრძნებაა.....ოდესღაც დიდი სინათლის წყაროს დაწრეტა.....ნამდვილად პატივს ვცემ თქვენს პოეტურ შემართებას მტკვრისპირელო......მაგრამ ჩემთვის შორეული და კვლავ ვიმეორებ სიხარულისა და სილაღის მომკვლელია......თავადაც ბრძანეთ ,,ტკივილი მაწერიებსო,,...... ჩემი აზრით საკუთარი ტკივილის გადაცემა ....ალბათ მტკივნეული პროცესია.....არაფერს ვიტყვი ნიჭზე რომელიც უდაოდ აღსანიშნავია.ვფიქრობ რომ ადმინისტრაცის არ წაშლის ჩემს ნააზრევს, რადგან ახალგაზრდა და დემოკრატიული სულისკვეთების მატარებელია...ისევე როგორც საიტის შემქმნელები და თავად საიტი.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით 1 აიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტარტიკოოო,მანანო, მახუნია,მტკვრისპირელო,ლიაკო
მოგესალმებიიით=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძვირფასო ქალბატონო მტკვრისპირელო!
მე არ მომიყენებია თქვენთვის შეურაცყოფა, არც ჩემი წიგნები დამიმალია, ვთქვი რომ არ ვთვლი თავს პოეტად თქო, ვერ წარმომიდგენია გალაქტიონის და ვაჟას მერე ასეთი რამ თქო.ისიც ვთქვი ამას ყვალაფერს წამკითხავი ყავს თქო....რაც შეეხება დამძიმებას თავად ბრძანეთ ეს სიტყვები, მე მხოლოდ გავიზიარე და სიმართლეში ჩამოგართვით....არც თქვენი ლექსისათვის მიმიყენებია შეურაცყოფა, პირადად მე მიკლავს სილაღის გრძნობას თქო, ამის უფლება მაქვს როგორც მკითხველს.
ტაკიმასხარაობაზე არაფერს არ ვიტყვი...არ შეგშვენით ამდაგვარი სიტყვების ხმარება პოეტური სულის ქალს.
მე თქვენგან განსხვავებით ყველა წერილზე გიპასუხებთ თუ ამის საშუალებას მომცემთ. ძალიან გთხოვთ ნუ გადავალთ ადამიანურ ბარიერებს. ნუ უწოდებთ ერთურთს ან ერთურთის ქმნილებებს ტაკიმასხარაობას....ხომ მტკივნეულია ასეთი რამ? რამდენადაც ვიცი თავად ბრძანეთ ძალიან მომეწონა 1 აიკოს ლექსებიო,,....კომენტარს აღარ გავაგრძელებ...ძალიან გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს.
საუკეთესო სურვილებით 1 აიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქალბატონო მაგდა მტკვრისპირელო, მე არ ვიცი რა ასაკის ბრძანდებით და როგორ მოგმართოთ და ოპტიმალურ გამოსავალს ვპოულობ.

რაც შეეხება იმას, რომ ეჭვი შევიტანე თქვენში, ეს რომ გაიგოთ რატომ, ცოტა ადრე უნდა გამოჩენილიყავით ამ ჩვენს დიდებულ საიტზე, რომელიც უფლებას გვაძლევს, სამშობლოდან გადახვეწილ და შორს მყოფ ქართველებს, ჩვენი ენერგიის, შემოქმედების, სულიერი მოთხოვნილებების, ჭირ ვარამის გაზიარების, მოფერების, მოსიყვარულების, ქართულად ჩვენი დახარჯვის(გრუბად რომ ვთქვათ) რეალიზაციაში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ საიტის ადმინისტრაციის და ეს არაერთხელ ითქვა აქ ჩემი პირიდან.მაგრამ ზოგიერთებმა ისარგებლეს დესპანელი პოეტების შემოქმედებით და თავი სულ სხვაგვარად წარმოაჩინეს ჩვენს წინაშე და ამ დროს გამოჩნდით თქვენ.
მე პირადად მოხარული ვარ თითოეული ქართველის გამოჩენით, იქნება თუ არა ის ნიჭიერი და ექნება თუ არა ჭეშმარიტად საუკეთესო ნაწარმოებები შექმნილი, მაგრამ იმ შემთხვევამ ისე გაგვაოგნა, რომ ყველას ჩასაფრებით დავუწყეთ ცქერა.ამიტომ გთხოვეთ, რომ გეზიარებინეთ თქვენს შემოქმედებას. ჩვენ ხომ აქ იმიტომ კი არ ვწერთ რაიმეს, რომ სახელი მოვიხვეჭოთ ან ვინმეს შეფასებები მოვისმინოთ, ან კონკურსები მოვაწყოთ(როგორც ეს ხდება სხვადასხვა ლიტერატურულ საიტებზე) არამედ ჩვენი გულისთქმა გამოვხატოთ. აქ ყველას ერთი სატკივარი გვაქვს, - ჩვენი სამშობლო. ყველანი ძალიან დამძიმებულები ვართ საქართველოს მდგომარეობით და ცალკე იმითი რომ ძალიან ნოსტალგიებში დაგვეწყო.. ამიტომ ვცდილობთ, რომ იმ ჩვენი ხუმრობებით და გიჟმაჟური კაფიებით, რომელსაც თქვენ ტაკიმასხარაობა დაარქვით,ერთმანეთი გავახალისოთ და წუთიერად მაინც გადავივიწყოთ ყველა ის ტკივილი, რომელიც გვაწუხებს. აბა თქვენ რას გვირჩევთ? დავჯდეთ და მოთქმა და გოდება დავიწყოთ? მაშინ ხომ უფრო გაუსაძლისი იქნებოდა აქ ყოფნა სადაც ვართ? აქ ჩვენი უდაბნოს ოაზისია და ყველა ჩვენთაგანი უდიდესი სურვილით მოვილტვით აქეთ სულის განსასვენებლად.იმ ჩვენს ტაკიმასხარაობაში, თუ ძალიან დააკვირდებით, უდიდესი მონატრება, სიყვარული, ცრემლი და სისხლის წვეთებია გარეული და ყველაზე მთავარი, ჩვენი ახალგაზრდობის წლები, რომელიც ფუჭად და უაზროდ მიფრინავს ჩვენი სამშობლოს გარეთ. მაგდა, აქ ჩვენ ბედნიერ წუთებს ვიჭერთ და მერე ლიაკო გვიფიქსირებს ამას ყველაფერს.როგორც მიხვდით ლაპარაკია ტოპიკზე ბუკაკიას ოდა, სადაც დიდი სიამოვნებით თქვენაც გიწვევთ.
მე თქვენს პოეზიაში დავინახე ძალიან დიდი ტკივილი, ნამდვილად გულიდან მომდინარე და გაგვიხსენით ეს გული, გაიღიმეთ და შემოგვიერთდით მხიარულებაში. დამერწმუნეთ, რომ ყველა დარდი გადაგვარდებათ. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ პოზიცია ხართ თუ ოპოზიცია. ჩვენ მაინც გულში ჩაგიხუტებთ და მოგეფერებით და მაგ ცრემლსაც, რომელიც წამწამზე დაგკიდვიათ კოცნით და ფერებით შეგიშრობთ.
მე, არა მაქვს არც ერთი წიგნი გამოშვებული და პოეტობას ვერ დავიჩემებ,მაგრამ ლექსების წერა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სერიოზულია ის თუ კაფია არა აქვს მნიშვნელობა.მე მიყვარს პოეზია და არა მაქვს პრეტენზია ვიყო პოეტი, ან ჩემი ლექსები იბეჭდებოდეს, თუმცა, საქართველოში რომ ვყოფილიყავი ან აქედან რომ დამესპონსორებინა, მაგისი მოხერხებაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მოვინდომე და თუ ვინმეს ჩემი ლექსები მოეწონება, მე მოხარული ვიქნები, თუ არა და არ მეწყინება.( მიუხედავსდ ჩემი ჰუმანიტარული, კერძოდ, ლიტერატურული განათლებისა)
ტანში ჟრუანტელი მივლის, როდესაც აიკოს ლექსებს ვკითხულობ და მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს ჭეშმარიტი პოეზიაა.
მისი ლექსები მე სახურავზე ასხლეტილ წვეთებს კი არა ნამდვილ მარგალიტებს მაგონებს, თან ეს ადამიანი თვითნაბადი პიეტია,ლექსს შეკვეთით კი არ სწერს, არამედ წყაროსავით გადმოედინების.

რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას, ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცნობ სათანადოდ და არც ის მინდა, რომ შექებით გაგათამამოთ და არც ის, რომ გული გატკინოთ. ამიტომ ჯერ-ჯერობით არ მიწყინოთ თუ თავს შევიკავებ ჩემს კომენტარზე, ისე კი ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან გულითაა დაწერილი და თქვენი სულიერ ტკივილებს ნათლად ასახავს. მაგდა მაპატივე, მაგრამ ჭირი და ლხინი განუყოფელია, და თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა რაიმე სასიხარულო, რამაც კალამი აგაღებინათ ხელში? მე ვისურვებდი წამეკითხა თქვენი ამ სტილის ნაწარმოებებიც, და ძალიან გთხოვ, თუ კი გაქვს საშუალება დადე.
აბა ეხლა დროებით გემშვიდობები,რადგან აქ ძალიან გვიანია და შეიძლება კომპიუტერი გავტეხო თავით.
გისურვებ წარმატებებს და შემოქმედებით წვას.
კეთილი სურვილებით მანა
გვიგულვეთ თქვენს მეგობრად და გვესტუმრეთ ოდაში აუცილებლად.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანაც კაია,მაგდაც კაია
აიკელა ხომ გაგიჟდა
მაგრამ ჩვენმა ლიაკუნამ
ყოლიფერი დაგლიჯა

მანა ჩემზეც ხომ ითქმის წყაროსავით გადმოდინდებისო.
მითხარი ეხლავე თორემ თავს ვანებებ პოეტობას.
ყველას გენაცვალეთ,ყველას გეხუტუნეთ,ჩემო
მოლექსეებო,დარდიც გადმოგვეცით და სიხარულიც,
როგორც გენებოთ,ოღონდ წერეთ და სიამოვნებას ნუ
მოგვაკლებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახუნიიიიი=ko= =ko=
მანანუშკიიიი=ko= =ko= =ko=
ჩუმათ გეძახით აქ არ გავაღვიძო
ჩემი ბიჭები=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მახო შენზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ენა სამართებელივით გიჭრის ყაზილარო. მპუა შენა და წავედი ეხლა ნანოებში. მისურვე ტკბილი ძილიიიიიიიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
მახუნიიიიი=ko= =ko=
მანანუშკიიიი=ko= =ko= =ko=
ჩუმათ გეძახით აქ არ გავაღვიძო
ჩემი ბიჭები=ko= =ko= =ko= =ko=

ციციკუნა შენ აქ რა გინდა ამ დროს? ხომ ხარ კარგად დაიკო?მპუა შენაც ჩემო სულის ნეტარებავ.=ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამ ჩვენს დესპანის საიტზე
რა დაეტაკა ამ ხალხს?
ყველამ კალამი აიღო
ფურცლებს დაუწყეს ჭამა
ლექსად ამბობენ სათქმელს და
გულს იოხებენ ალბათ
ქურდი რომ ლექსად გაარჩევს
თავის საქმეებს სადღაც
ციციც რომ ლექსად ჩაიწერს
უბის წიგნაკში რაცხას
და ამ ყველაფერს ლიაკო
მუსიკად დაადებს ნაზად
ეს ყველაფერი რამ იცის?
დიდმა სიყვარულმა ალბათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლეტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, შენც გაპოეტდიიიიიიიიიიიიიიიიი? ვაი ცუდადა ვარ. გეხუტუნე მე შენ.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
:( :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურულმა რომ გავლექსე
ნუთუ გიკვირთ განა?
მთიელმა ქალამ ლეტიგომ
მთლად გამოგვისვა დანა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
დესპანი