ქალბატონო მაგდა მტკვრისპირელო, მე არ ვიცი რა ასაკის ბრძანდებით და როგორ მოგმართოთ და ოპტიმალურ გამოსავალს ვპოულობ.
რაც შეეხება იმას, რომ ეჭვი შევიტანე თქვენში, ეს რომ გაიგოთ რატომ, ცოტა ადრე უნდა გამოჩენილიყავით ამ ჩვენს დიდებულ საიტზე, რომელიც უფლებას გვაძლევს, სამშობლოდან გადახვეწილ და შორს მყოფ ქართველებს, ჩვენი ენერგიის, შემოქმედების, სულიერი მოთხოვნილებების, ჭირ ვარამის გაზიარების, მოფერების, მოსიყვარულების, ქართულად ჩვენი დახარჯვის(გრუბად რომ ვთქვათ) რეალიზაციაში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ საიტის ადმინისტრაციის და ეს არაერთხელ ითქვა აქ ჩემი პირიდან.მაგრამ ზოგიერთებმა ისარგებლეს დესპანელი პოეტების შემოქმედებით და თავი სულ სხვაგვარად წარმოაჩინეს ჩვენს წინაშე და ამ დროს გამოჩნდით თქვენ.
მე პირადად მოხარული ვარ თითოეული ქართველის გამოჩენით, იქნება თუ არა ის ნიჭიერი და ექნება თუ არა ჭეშმარიტად საუკეთესო ნაწარმოებები შექმნილი, მაგრამ იმ შემთხვევამ ისე გაგვაოგნა, რომ ყველას ჩასაფრებით დავუწყეთ ცქერა.ამიტომ გთხოვეთ, რომ გეზიარებინეთ თქვენს შემოქმედებას. ჩვენ ხომ აქ იმიტომ კი არ ვწერთ რაიმეს, რომ სახელი მოვიხვეჭოთ ან ვინმეს შეფასებები მოვისმინოთ, ან კონკურსები მოვაწყოთ(როგორც ეს ხდება სხვადასხვა ლიტერატურულ საიტებზე) არამედ ჩვენი გულისთქმა გამოვხატოთ. აქ ყველას ერთი სატკივარი გვაქვს, - ჩვენი სამშობლო. ყველანი ძალიან დამძიმებულები ვართ საქართველოს მდგომარეობით და ცალკე იმითი რომ ძალიან ნოსტალგიებში დაგვეწყო.. ამიტომ ვცდილობთ, რომ იმ ჩვენი ხუმრობებით და გიჟმაჟური კაფიებით, რომელსაც თქვენ ტაკიმასხარაობა დაარქვით,ერთმანეთი გავახალისოთ და წუთიერად მაინც გადავივიწყოთ ყველა ის ტკივილი, რომელიც გვაწუხებს. აბა თქვენ რას გვირჩევთ? დავჯდეთ და მოთქმა და გოდება დავიწყოთ? მაშინ ხომ უფრო გაუსაძლისი იქნებოდა აქ ყოფნა სადაც ვართ? აქ ჩვენი უდაბნოს ოაზისია და ყველა ჩვენთაგანი უდიდესი სურვილით მოვილტვით აქეთ სულის განსასვენებლად.იმ ჩვენს ტაკიმასხარაობაში, თუ ძალიან დააკვირდებით, უდიდესი მონატრება, სიყვარული, ცრემლი და სისხლის წვეთებია გარეული და ყველაზე მთავარი, ჩვენი ახალგაზრდობის წლები, რომელიც ფუჭად და უაზროდ მიფრინავს ჩვენი სამშობლოს გარეთ. მაგდა, აქ ჩვენ ბედნიერ წუთებს ვიჭერთ და მერე ლიაკო გვიფიქსირებს ამას ყველაფერს.როგორც მიხვდით ლაპარაკია ტოპიკზე ბუკაკიას ოდა, სადაც დიდი სიამოვნებით თქვენაც გიწვევთ.
მე თქვენს პოეზიაში დავინახე ძალიან დიდი ტკივილი, ნამდვილად გულიდან მომდინარე და გაგვიხსენით ეს გული, გაიღიმეთ და შემოგვიერთდით მხიარულებაში. დამერწმუნეთ, რომ ყველა დარდი გადაგვარდებათ. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ პოზიცია ხართ თუ ოპოზიცია. ჩვენ მაინც გულში ჩაგიხუტებთ და მოგეფერებით და მაგ ცრემლსაც, რომელიც წამწამზე დაგკიდვიათ კოცნით და ფერებით შეგიშრობთ.
მე, არა მაქვს არც ერთი წიგნი გამოშვებული და პოეტობას ვერ დავიჩემებ,მაგრამ ლექსების წერა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სერიოზულია ის თუ კაფია არა აქვს მნიშვნელობა.მე მიყვარს პოეზია და არა მაქვს პრეტენზია ვიყო პოეტი, ან ჩემი ლექსები იბეჭდებოდეს, თუმცა, საქართველოში რომ ვყოფილიყავი ან აქედან რომ დამესპონსორებინა, მაგისი მოხერხებაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მოვინდომე და თუ ვინმეს ჩემი ლექსები მოეწონება, მე მოხარული ვიქნები, თუ არა და არ მეწყინება.( მიუხედავსდ ჩემი ჰუმანიტარული, კერძოდ, ლიტერატურული განათლებისა)
ტანში ჟრუანტელი მივლის, როდესაც აიკოს ლექსებს ვკითხულობ და მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს ჭეშმარიტი პოეზიაა.
მისი ლექსები მე სახურავზე ასხლეტილ წვეთებს კი არა ნამდვილ მარგალიტებს მაგონებს, თან ეს ადამიანი თვითნაბადი პიეტია,ლექსს შეკვეთით კი არ სწერს, არამედ წყაროსავით გადმოედინების.
რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას, ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცნობ სათანადოდ და არც ის მინდა, რომ შექებით გაგათამამოთ და არც ის, რომ გული გატკინოთ. ამიტომ ჯერ-ჯერობით არ მიწყინოთ თუ თავს შევიკავებ ჩემს კომენტარზე, ისე კი ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან გულითაა დაწერილი და თქვენი სულიერ ტკივილებს ნათლად ასახავს. მაგდა მაპატივე, მაგრამ ჭირი და ლხინი განუყოფელია, და თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა რაიმე სასიხარულო, რამაც კალამი აგაღებინათ ხელში? მე ვისურვებდი წამეკითხა თქვენი ამ სტილის ნაწარმოებებიც, და ძალიან გთხოვ, თუ კი გაქვს საშუალება დადე.
აბა ეხლა დროებით გემშვიდობები,რადგან აქ ძალიან გვიანია და შეიძლება კომპიუტერი გავტეხო თავით.
გისურვებ წარმატებებს და შემოქმედებით წვას.
კეთილი სურვილებით მანა
გვიგულვეთ თქვენს მეგობრად და გვესტუმრეთ ოდაში აუცილებლად.=ko=
