↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სულიერების ანატომია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 242 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალიან , ძალიან თბილი სალამით მოგესალმებით ყველას, ვინც ამ წერილს წაიკითხავს.
მერწმუნეთ ნამდვილად არ ვცდილობ ფროიდისა და ვოლფის იდეების , რთული ასპექტების განხილვას, ღმერთმა დამიფაროს მათი კრიტიკაც, რამეთუ ჭეშმარიტი მეცნიერული გამოკვლევების კრიტიკისათვის არ იქმნება ეს თემა. უბრალოდ ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ ჩემი ვირტუალური მეგობრების, მათი სიხარულებისა და გულისტკივილების შესახებ.და თუნდაც იმ ახალი ტენდენციის შესახებ რაც ადამიანს ვირტუალურ სამყაროსთან აახლოვებს და ამ კოლოსის ერთ-ერთ ნაწილად ქმნის.
შესანიშნავი სამყაროა....წარმოდგენების, ხილვების...ოცნებების...შემდგომში გულგატეხილობისა და დაკარგული ილუზიების გამოცდილების შესაძენად, რაც არ უნდა ვამტკიცოდ, რომ ჩვენს ფსიქიკას არ ეხება აქ მიმდინარე პროცესები, მაინც მცდარნი ვიქნებით, რამეთუ სულიერი არსებობის დაუშრეტელ წყაროდ გადაქცეულა.
საშუალო ასაკის ადამიანებს მინდა მიუძღვნა ჩემი ნაფიქრალი.....ძალიან გთხოვთ ნუ იფიქრებთ , რომ ამ ნააზრევს რაღაც კრედოს სახით გაწვდით, ვინაიდან პირადად ჩემთვის ადამიანი მანამდეა პროგრესული და ცივილიზებული სანამ სხვისი აზრებისა და იდეების მოსმენისა და გაზიარების უნარი გააჩნია, შესაძლებელია არ ვეთანხმებოდე ამა თუ იმ აზრს, არ მომწონდეს ესა თუ ის ქმნილება ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპონენტი მართალი არაა. ამიტომ მე პირადად ყოველ ჩემს მიერ გამოთქმულ შეხედულებას, უკეთებ დანართს, რომ მე ასე ვფიქრობ თქო,რითიც მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია და არა ოპონენტის შეხედულების გლობალური ნეგატიურობა.
ნაწილი დესპანის საიტზე შემომსვლელებისა საშუალო ასაკის ადამიანებია და მათი უმრავლესობა ქალბატონები, ნამდვილად მისასალმებელია
რომ ამის საშუალება და ინტერესი საშუალო გენერაციის ადამიანებშიც გაჩნდა....ჩვენთვის, თორემ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით ასეთი რამ დიდი ხანია აღარაა გასაკვირი. დესპანი ემიგრანტების საიტია....აქ ვპოულობთ ჩვენი ქვეყნის ზეცასა და მიწის სურნელს....ეხლა იმ პირების შესახებ ვინც ამ გენერაციული საშუალოების წარმომადგენლებია....საოცარია მაგრამ ისეთ თაიგულს მოუყრია თავი, რომელნიც ნამდვილად დაამშვენებდნენ საკუთარ ქვეყანას....მათი ემიგრანტობის საბაბი??? ალბათ გაჭირვება.....ალბათ საკუთარი ოჯახების გადარჩენა....ალბათ საკუთარი ახლობლებისათვის არსებობის წყაროს შექმნა...რითი??? საკუთარი შრომით და ხშირად ისეთი შრომით რომელიც არც მათ განათლებასა და არც მათ ერუდირებას არ შეესატყვისება.....მაგალითებს მოვიყვან, რა თქმა უნდა სახელების დაუსახელებლად.....არ ამიღია ნებართვა და იქნება ჩემს ვირტუალურ მეგობრებს გული ვატკინო. ერთ-ერთი მათგანი....ამერიკაში გადასახლებული ქალბატონი....მშვენიერი მუსიკოსი....ნიჭიერი აკომპანიატორი...., მეორე ასევე ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები, ფრიად ერუდირებული ქალი...ოჯახიდანაც მოსდევს ეს ტრადიცია...ჰუმანიტარი...მშვენიერი ფსიქოლოგი, მესამე მოსკოვის მცხოვრები, წლების განმავლობაში პედაგოგიური განხრით მომუშავე,შემდეგი....ასევე სანდომიანი ქალბატონი...ისევ ამერიკა...განათლებული და ერუდირებული , ამავე დროს იუმორის ნამდვილი ოსტატი....ერთიც ევროპის კონტინენტის ბინადარი,...ექიმი...ნაზი სულის პატრონი.....რას აკეთებენ??? მოხუცებს უვლიან....ან ველიკორუსული შოვინიზმისა და სიძულვილის ატანა უწევთ...რისთვის? საკუთარი ოჯახების, შვილებისა და შვილიშვილების გადასარჩენად.....და სწორედ დესპანი გახდა მათი აზრის, ხალისისა თუ გნებავთ.....
,,ტაკიმასხრობის,, საყვარელი სამყარო,უკაცრავად მაგრამ პატარა ჩანართს მოვიყვან....სხვათა შორის ნიჭიერი ადამიანები ან ზედმეტად ხალისიანები არიან, ძალზე ნიჭიერები ნორმალურებისათვის მიუღებელნიც ხდებიან....ვირტუოზები სიგიჟის ზღვარს უახლოვდებიან.....(ნუ გამიკრიტიკებთ ფორმას--ვირტუოზები---აქ სულიერი და გონებრივი ვირტუოზობა ვიგულისხმე )ამასთან დაკავშირებით გაიხსენეთ მილოშ ფორმანის,, ამადეუსი,,....დახვეწილი და შესანიშნავი მანერების მქონე სალიერი რა გაოგნებული უყურებს...ტუტუც...მოთამაშე მოცარტს....რამდენად გაუგებარია მისთვის....საშუალოზე დაბალი დონის ნიჭიერების მქონე ადამიანისათვის მოცარტის ნიჭისა და მისი,,სისულელეების,, სინთეზი......არა ჩემო კარგებო.....ღმერთმა დამიფაროს აქ ვინმე მოცარტად მოვნათლო......აი სალიერობა კი.....ძალზე მძიმე ფაქტორია.
დაუბრუნდეთ ისევ ზევით თქმულს.....ჰოდა წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანებს....საკუთარი თავს რომ გადაახტნენ , ოჯახის, შვილების, ახლობლების საკეთილდღეოდ ვინმე რომ ეტყვის....შვილები მიგიტოვებია და ამერიკას გადავარდნილხარო.....ანდა...ტაკიმასხარა ხარო....ან შენ იმაზე მეტი არ გეკუთვნის ვიდრე სხვისი ხელზე მოსამსახურეობაო.....ანდა....ფიქრის უნარი არ გაგაჩნიაო.....იქნებ ჯერ დავფიქრდეთ სანამ რაიმეს ვიტყოდეთ.....ანდა ჯანდაბას.....თუ ბოღმა გვკლავს ვთქვათ....მაგრამ კორექტულობის....წესიერებისა და სიმართლის ნორმებს ნუ დავარღვევთ. ნურც თავს და ნურც სხვას ნუ ვაკადრებთ ამდეგვერ ქცევას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined27 Apr 2009
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
gamarjoba chemo iako.me axali shemosuli var tqvens saitze da shemtxvevit wavikitxe tqveni werili.chveni emigrantebi,rogorc tqven agnishnet namdvilad sashualo asakis adamianebi arian,romlebic chvens qveyanashi arsebulma rejimma aidzula es xalxi gadaxvewiliyvnen samshoblodan.sxva gamosavali ar dautova xelisuflebam sxa.me ar vici tqven exla sad imyofebit,magram me tbilisshi vcxovrob,var 42 wlis da samsaxurebshi mxolod 35 wlamde itxoven.mec rom ar myoloda invalidi shvili,mec idzulebuli viqnebodi gavqceuliyavi aqedan,magram ra uyo chems avadmyof shvils?vinme tu sheuracmyofel sityvebs gamoiyenebs gadaxvewil adamianebze,is mxolod ugunuri iqneba.sagad moazrovne adamiani,magas arc gaifiqrebs.guli ar dagwydes sayvarelo.patiosnad nashovni shemosavali sasircxvilo sulac ar aris sadac ar unda iyo.shvilebis da sayvareli adamianebis dasaxmareblad,normaluri adamiani yvelafers gaaketebs da aranair samsaxurs ar itakilebs.ufals vtxov sagartvelo ise gadzlierebuliyos,rom arcert adamians agar daschirdes qveynidan gasvla.yvela emigrants vusurveb gadzlierebas da motmenas.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკოოოო სიცოცხლეეე მპუაააა შენა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტამილაააა =sher= მე ციცი ვარ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამილაგიო..მადლობთ გამოხმაურებისათვის...და საუკეთესო სურვილებისათვის.
მე ეგ პერიოდი უკვე გადავიარე რაც ჩემს მეგობრებს გადააქვთ ეხლა....ამიტომ ვიცი იმის ფასი რასაც ვწერ.მართალი გითხრათ ალბათ უფალს სურდა წელში გავმართულიყავი და ნამდვილად პროფესიულად გავზრდილიყავი....
თამილაგიო...ერთი რაიმე მინდა გითხრათ, აფსოლიტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ,მაგრამ კარგად ვხედავ ცუდსაც და კარგსაც,სამწუხაროდ ვერც იმ ცუდში ვხედავ რაიმე წინსვლას და ვერც იმ ახალში რაიმე პროგრესულს.....ასე იმიტომ ვფიქრობ რომ ალბათ პოლიტიკა არ მესმის.
თამილაგიო....ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური კლიმატი არ განმიხილია და არც ჩემი მეგობრების სამშობლოდან წამოსვლის მიზეზები, არამეტ
ურთიერთშეურაცყოფის მტკივნეულ მხარეს შევეხე საიტზე.

საუკეთესო სურვილებით 1აიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
აიკოოო,ჩემო ძვირფასო ვირტუალურო მეგობარო! ვიცი ახლა მავანნი იღიმებიან
და იტყვიან,სიყვარული და ვირტყალური არ არსებობსო,მაგრამ ახლა ჩემებურად დაგელაპარაკები და 'მაგას ვჩივი დაია?მე და შენ ხომ ვიცით?'

აბსოლიტურად ხელს ვაწერ შენს ნებისმიერ გამონათქვამს და ნაფიქრალს.ხშირად
დავფიქრებულვარ ეპითეტების გამოთქმისას და სიფრთხილითაც მოვკიდებივარ,ხშირად მიკამათნია მეგობრებთან,როდესაც უთქვამთ 'ნამდვილ სიყვარულს' ,'ნამდვილ მეგობრობას' გაუმარჯოსო,მიკამათნია რადგან მაშინაც და დღესაც მგონია,ადამიანი მანამ უნდა დაფიქრდეს ამ ეპითეტის გაცემამდე,იფიქროს ვიდრე მეგობრობას და სიყვარულს ეტყვის სხბას,მაგრამ ტუ ეტყვის,მერე მისთვის ამ ეპითეტით გამაგრება,მე ,როგორც პიროვნებას,შეურაცხმყოფელი მგონია. თუ მეგობარია,ნიშნავს ნამდვილია და ფაიზაღი, არ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და რითი განსხვავდება ის უბრალოდ სიყვარულისაგა.რითია ის მეტად დატვირთული.?

თამილაგიო,ძვირფასო ქართველო,მინდა მოგესალმო,მოგეფერო და გვერდში დაგიდგე,მაგრამ აიკომაც მოგახსენათ და მეც გეტყვით,რომ აქაც და ერთ საყვარელ გვერდზეც,რომელსაც 'ბუკაკიეს ფოთისა ოდა ქვია' პოლიტიკასთან არ ვმეგობრობთ,ასეთი გვერდები უამრავია აქ.

როგორც ჩვენმა ნიჭიერმა მეგობარმა განმარტა,თუ არ მიწყენთ,უნდა გითხრათ,რომ
ბევრად უფრო გაუსაძლისია ემიგრაცია,ვიდრე სამშობლოში მშიერი ყოფნა,რადგან სულიერებისთვისაა საკვები იქ ბლომად,აქ მარტო სტომაქი გვაქვს ამოყორილი და სულგამოცლილები დავფარფატებთ მხოლოდ.

რაც არ კეთდება,ყველაფერი უკეთესიბისათვისო,უთქვამთ და უნდა გითხრა მეგობარო,რომ ამ ცხოვრებამ გვასწავლა,რომ საკუთარ თავს უნდა ეპატრონო და არავის
ხელის შემყურე არ უნდა იყვე,მითუმეტეს სახელმწიფოსი,სამწუხაროდ დაღი გვაქვს დასმული ისეთი მწარე და ისეთი ღრმა,რომ მისი ამოგლეჯვა-ამოწვა ითხოვს დიდი მსხვერპლს,მაგრამ
უმაგისოდაც არ იქნება,რამეთუ ან ერთი და ან მეორე,მეორე უფრო კატასტროფული-დაღუპვა.

'სულიერების ანატომია' - რა შესანიშნავი ფრაზაა,რამდენად რთული და მრავალფეროვანი ასახსნელად,რადგამ თითოეულ ინდივიდში მეორესაგან განსხვავებული სულიერება დევს და ერთი მეორეს ებრძვის ცუდ შემთხვევაში,ერთი მეორეს ეხმარება ჩვენს შემთხვევაში.

აიკო,ჩემო სულიერო მეგობარო! მიუხედავად ყოველდღიური გაუსაძლისობისა,უღიმღამო დღეებია,რაღაც სიხარულის ერთი პატარა ნაპერწკალია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში,ეს ნათელი პატარა მოლოდინს და დიდ სიხარულს უკავშირდება,როდესაც ვირტუალი რეალად იქცევა და სულიერებაც უფრო გამყარდება. უნდა დავამტკიცოთ ადამიანებმა,რომ სიყვარულის ნიჭიერება იმაშია,რომ გარდა ფიზიკურად ხელის შეხებიასა და შეგრძნებისა,როგორც ამას მავანნი ამტკიცებენ,უდიდესი ძებუნებრივი ძალა აქვს,დაფრინავს და დაფარფატებს და ეძებს ამ ნიჭში მის სწორს,ჩემს ნიჭიერებაზე არ მინდა ლაპარაკი,მადლობა უფალს,შენს ნიჭიერებას რომ დამაჯახა.
გაკოცეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემს ვირტუალურ მეგობრებს , ნაცნობებსა და მომავალ მეგობრებს----ერთმანეთით გაგვეძლოს....ერთმანეთის გვტკივებოდეს და რაც მთავარია ერთმანეთის წარმატება და სიხარული გვიხაროდეს.
ადამიანურია ჭირის გაზიარება .....მით უმეტეს ვფიქრობ, რომ ჭირის გაზიარება საკუთარი ჰუმანურობის ფენომენთანაა დაკავშირებული,
ჭეშმარიტი მოკეთე ისა სწორედ თქვენი წარმატება, სიკეთე ,წინსვლა, სიხალისე, დოვლათი ისე რომ უხარია როგორც საკუთარი.....მერწმუნეთ ძალიან ცოტაა ასეთი ადამიანები....რამეთუ დიდი ,რთული და ყოვლისმომცველია შური.
ვერც შურის ამოძირკვას შევძლებთ, ვინაიდან ძლიერი და ვერაგია.....მაგრამ ნურც წყალს დაუსხამთ გასახარებლად.

ბუკაკო...უღრმესი მადლობა....არც ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მოწიწება.
თავს ვხრი ყველა იმ ეპითეტისათვის რაც შენ წილად მარგუნე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო ხალხო გამარჯობათ! ბუკაკო- იაკო წავიკითხე თქვენი წერილი ------
მადლობთ, ჩემი ხასითის სწორი მიგნებისთვის და საერთოდ ყველას მიმართ სულიერი მეგობრობისთვის.მე ერთი რამე მინდა გთხოვოთ, რომ ასე მტკივნეულად ნუ მივიღებთ ყველაფერს. ჩვენ ერთმანეთი ისე გვჭირდება ,როგორც ჰაერი ნუ მოვიშლით ერთმანეთის სიამოვნებას და გახარებას ვიღაცის ჩარევით. მე დიდი ხანია დესპანზე ვარ და ბევრი თაობა გამოიცვალა აქ. ბევრი ტკივილი და უსიამოვნებც გამოვიარე ,მაგრამ ეხლა არ ვუყურებ ამას ასე მტკივნეულად.რავიცი მე ჩემი ვთქვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ლიაკო, მაგრამ ეგეც სასწავლო პროცესია, ალბათ მივალთ მაქამდეც.ჯერ-ჯერობით კი ემოციები ბობოქრობს, მიუხედავად ამისა თვით ემოციების გაუსაძლისი შემოტევის დროსაც კი შევეცადოთ არ დავკარგოთ ღირსების ფაქტორი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Jul 2007
Posts640
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო ლიაკუნა,მოგესალმები საყვარელო.მესმის ძალიან კარგად შენი,ასევე მესმის მანანასიც,რომელსაც ყლელანაირი სიხალისე დაეკარგა მხიარულების,იუმორის,

მე ჩემი სუბიექტურიდან გამოვდივარ და მგონია,რომ ოდა,რომელიც მანანამ ააშენა დიდი სიყვარულით,რომელშიც ასევე სიყვარულით ჩაგვასახლა,მის გარეშე ფუნფციას კარგავს,მის გარეშე არ მინდა წარმოვიდგინო ჩემი თავი,ეს მართლა სულიერების იმ ნაწილიდანაა წამოსული,რომელზეც ზემოთ მაიკომ ძალიან თბილად ილაპარაკა,არ არის ეს უფრალოდ გაბრაზება ან სოლიდარობა,თუმცა არც უმაგისობაა.

არ მინდა ჩემი ეს განწყობა აღქმულ იქნას მარტო სოლიდარობად ან მარტო გაბრაზებად,არის ამისი მარცვალიც,მაგრამ ეხლა გავიმეორებ ისევ,რაც ზემოთ ვთქვი
ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა იმ მეგობრიბისა,რომელიც მე მანანას ვუთხარი და არანაირი
სიტყვა 'ნამდვილი'-თ მას არ გავამაგრებ.

ამ წუთში მისი მშფოთვარე სულის მოსაფერებლად მხოლოდ ამის მოფიქრება შევძელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
აიკო ძალიან კარგი მიგნებაა შენი მხრიდან ამ გვერდის შექმნა,რამეთუ დროულია იმ მდგომარეობასთან მიმართებაში ,რაშიც ჩვენ ...ძირითადად ემიგრანტები ვიმყოფებით.ემიგრანტის ძირითადი გაჭირვება სულიერი შიმშილი და ტკივილამდე დასული მონატრებაა.სწორედ ამ სულიერი შიმშილის ნაყოფია ის ვირტუალური,სრულიად უცნობი ადამიანების ასე ჩახუტება რომელსაც სიყვარულის ნიჭი ჭირდება აუცილებლად,რომელიც უფალმა მომეტებულად მოგვმადლა ქართველებს და ნურც ნურასოდეს წაგვრთმეოდეს ამ გულისცფანცქალის შეგრძნება.

რათქმა უნდა ყველა ერთმანეთისაგან განვსხვავდებით ყველა ასპექტით და მათ შორის უდიდესი ადგილი ემოციურ მხარეს უჭირავს.და ჩემი აზრით ნებისმიერი ჩვენგანის ქცევისა თუ მეტყველების(მიმართვის )ფორმებიდან იხატება სწორედ ის ეთიკა და ინტელექტი რითაც განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.ნებისმიერი პიროვნება ვლინდება ,ამ შემთხვევაში თავისი კომენტარებიდან გამომდინარე და ისევ მის პიროვნულობას ააშკარავებს დადებითად ტუ უარყოფითად.მაგრამ ყველა ყველასათვის ვერ ვიქნებით მაინცდამაინც მისაღები ჩვენი უნდივიდუალობის გამო რა თქმა უნდა,მაგრამ ერთმანეთის მოფრტხილება და ერთმანეთის პატივისცემა ყველა ადამიანს შეუძლია,მითუმეტეს როდესაც მაღალ ზნეობაზე და ინტელექტზე პრეტენზია გააჩნია.ამბობენ გულისტკენაზე ადვილი არაფერიაო,მაგრამ მე კი მგონია მაგაზე რთული არაფერია ,რადგან ისევ თვითონ დაიტანჯები და ვერ მოისვენებ ამ ტვირთისაგან,რათქმაუნდა თუ სინდისი და თვითკრიტიკის უნარი დაკარგული არ არის.

აიკო მადლობა გენაცვალე ამ თემის გახსნისათვის.

ადმინისტრაციას დიდი მადლობა იმისათვის,რომ ამ საიტის მეშვეობით გვაქვს საშუალება ერთმანეთთან დაკავშირების,ურთიერთობის ,გართობის და დიკუსიების.
გაიხარეთ ჩემო კარგებო, მოვუფრტხილდეთ ერთმანეთის გულებს,ისედაც ასეთ ძნელად გასაძლის მდგომარეობაში,რაშიც ჩვენ ვიმყოფებით და დამატებული ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ჟამით,რის გამოც ყველანი უკლებლივ ჩვენებურად განვიცდით ძალიან მტკივნეულად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი !დიდი მადლობა თქვენი სუყველასი, რადგან სწორედ თქვენ, ჩემი ვირტუალური მეგობრები ხართ ამ გვერდის შემქმნელები, თანაავტორები, სულისჩამდგმელები და აზრის გამზიარებლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined27 Apr 2009
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
mogesalmebit chemo kargebo.me dzalian kargad mesmis tqveni tkivili.dzalian dznelia roca mowyvetili xar shens ojaxs,magram gamagrdit.ufali mowyalea,mas xom yvelas guliscema esmis.chemo sulit mdidaro da cheshmarito qartvelebo,martalia ar gicnobt fizikurad,magram tqvenma werilebma,urtietobam,sulis silamazem,dzalian didi survili gamichina tqventan megobrobis.me arc politikosi var da arc mesmis politikashi araferi.me ubralod imis tqma mindoda,rom gveyanashi arsebulma situaciam miiyvana chveni emigrantebi am mdgomareobamde,me kargad mesmis ar dznelia,roca genatreba da sishoris gamo ver xedav.me erti shemidzlia vtqva,rom gavufrtxildet ertmanets,nu vatkent guls ertmanets qartvelebi xom isedac erti muchani vart.davindot da sheundot erturts da damercmunet yvela tkivilis gadatanas shevdzlebt.gamagrdit chemo qartvelebo.ufalma gagadzlierot da dagifarot.sulita da gulit geferebit chemo sulit angelozo qartvelebo.shoridan gixutebt gulshi da gexvevit.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
უბრალოდ გეტყვით:"მე ქედს ვიხრი ყველა თქვენთანაგის წინაშე!"ღმერთმა ჯამრთელობა მოგცეთ და სულის სიმტკიცე! მე თქვენ გმირებათ მიმაჩნიხართ !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლურსმანა, ყველას მაგივრად ვერ გიპასუხებ, მაგრამ საკუთარს გეტყვი. დიდი მდლობა ჩემო კარგო სითბოსათვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 242 posts ] 
სულიერების ანატომია.
დესპანი