|
აიკოოო,ჩემო ძვირფასო ვირტუალურო მეგობარო! ვიცი ახლა მავანნი იღიმებიან და იტყვიან,სიყვარული და ვირტყალური არ არსებობსო,მაგრამ ახლა ჩემებურად დაგელაპარაკები და 'მაგას ვჩივი დაია?მე და შენ ხომ ვიცით?'
აბსოლიტურად ხელს ვაწერ შენს ნებისმიერ გამონათქვამს და ნაფიქრალს.ხშირად დავფიქრებულვარ ეპითეტების გამოთქმისას და სიფრთხილითაც მოვკიდებივარ,ხშირად მიკამათნია მეგობრებთან,როდესაც უთქვამთ 'ნამდვილ სიყვარულს' ,'ნამდვილ მეგობრობას' გაუმარჯოსო,მიკამათნია რადგან მაშინაც და დღესაც მგონია,ადამიანი მანამ უნდა დაფიქრდეს ამ ეპითეტის გაცემამდე,იფიქროს ვიდრე მეგობრობას და სიყვარულს ეტყვის სხბას,მაგრამ ტუ ეტყვის,მერე მისთვის ამ ეპითეტით გამაგრება,მე ,როგორც პიროვნებას,შეურაცხმყოფელი მგონია. თუ მეგობარია,ნიშნავს ნამდვილია და ფაიზაღი, არ რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და რითი განსხვავდება ის უბრალოდ სიყვარულისაგა.რითია ის მეტად დატვირთული.?
თამილაგიო,ძვირფასო ქართველო,მინდა მოგესალმო,მოგეფერო და გვერდში დაგიდგე,მაგრამ აიკომაც მოგახსენათ და მეც გეტყვით,რომ აქაც და ერთ საყვარელ გვერდზეც,რომელსაც 'ბუკაკიეს ფოთისა ოდა ქვია' პოლიტიკასთან არ ვმეგობრობთ,ასეთი გვერდები უამრავია აქ.
როგორც ჩვენმა ნიჭიერმა მეგობარმა განმარტა,თუ არ მიწყენთ,უნდა გითხრათ,რომ ბევრად უფრო გაუსაძლისია ემიგრაცია,ვიდრე სამშობლოში მშიერი ყოფნა,რადგან სულიერებისთვისაა საკვები იქ ბლომად,აქ მარტო სტომაქი გვაქვს ამოყორილი და სულგამოცლილები დავფარფატებთ მხოლოდ.
რაც არ კეთდება,ყველაფერი უკეთესიბისათვისო,უთქვამთ და უნდა გითხრა მეგობარო,რომ ამ ცხოვრებამ გვასწავლა,რომ საკუთარ თავს უნდა ეპატრონო და არავის ხელის შემყურე არ უნდა იყვე,მითუმეტეს სახელმწიფოსი,სამწუხაროდ დაღი გვაქვს დასმული ისეთი მწარე და ისეთი ღრმა,რომ მისი ამოგლეჯვა-ამოწვა ითხოვს დიდი მსხვერპლს,მაგრამ უმაგისოდაც არ იქნება,რამეთუ ან ერთი და ან მეორე,მეორე უფრო კატასტროფული-დაღუპვა.
'სულიერების ანატომია' - რა შესანიშნავი ფრაზაა,რამდენად რთული და მრავალფეროვანი ასახსნელად,რადგამ თითოეულ ინდივიდში მეორესაგან განსხვავებული სულიერება დევს და ერთი მეორეს ებრძვის ცუდ შემთხვევაში,ერთი მეორეს ეხმარება ჩვენს შემთხვევაში.
აიკო,ჩემო სულიერო მეგობარო! მიუხედავად ყოველდღიური გაუსაძლისობისა,უღიმღამო დღეებია,რაღაც სიხარულის ერთი პატარა ნაპერწკალია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში,ეს ნათელი პატარა მოლოდინს და დიდ სიხარულს უკავშირდება,როდესაც ვირტუალი რეალად იქცევა და სულიერებაც უფრო გამყარდება. უნდა დავამტკიცოთ ადამიანებმა,რომ სიყვარულის ნიჭიერება იმაშია,რომ გარდა ფიზიკურად ხელის შეხებიასა და შეგრძნებისა,როგორც ამას მავანნი ამტკიცებენ,უდიდესი ძებუნებრივი ძალა აქვს,დაფრინავს და დაფარფატებს და ეძებს ამ ნიჭში მის სწორს,ჩემს ნიჭიერებაზე არ მინდა ლაპარაკი,მადლობა უფალს,შენს ნიჭიერებას რომ დამაჯახა. გაკოცეეე
|