ისევ ჩემი მეგობრების შესახებ მინდა მოგახსენოთ....სულერთია ეგ ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრობაზე მექნება საუბარი
, იმდენად აირია ყველაფერი ერთმანეთში რომ.....ხანდახან ძნელი გასარკვევია...ვის რამდენი ადგილი უკავია ჩემსა თუ თქვენს გულებში.ცივილიზაციამ მოგვიტანა....დიახ, ცივილიზაციის პროდუქტია დროის დეფიციტი...არ მიყვარს სიტყვა პროდუქტი მაგრამ საუბედუროდ ნამდვილად ადგილზეა.
დაძაბული დღე....ოჯახური მოვალეობები....საერთოდ რომ არაფერს აკედებდეთ, მერწმუნეთ თქვენი მშობლიური სიყვარული მაინც ბევრს გავალებთ,....დიახაც, სიყვარული ვალია..და რაც უფრო დიდია ეს გრძნობა მით მეტ ხარკს მოითხოვს, აქ დედაშვილობას არ შევეხები, აფსოლიტურად უაზრობად მეჩვენება დედაშვილურ სიყვარულზე საუბარი, იმიტომ რომ დედის უკიდეგანო გრძნობა სწორეთაც რომ ნორმალურია,ანომალიაა ის როდესაც ეს გრძნობა არაა. და კვლავ დავაყოლებ....მე ასე ვფიქრობ.
აქ როგორც მოგახსენეთ მეგობრობაზე მინდა ვისაუბრო და რადგან ვირტუალურ სამყაროში ვიმყოფებით, კვლავ ვირტუალურ მეგობრობაზე. და კვლავ დროის დეფიციტს მოვიმიზეზებ...სხვაგვარად არც ვირტუალობას ექნებოდა აზრი.
ძალიან რთულია ამ მეგობრობის დაწყებაცა და განმტკიცებაც, განსაკუთრებით დაწყება. პირველი ნაბიჯები ალბათ განაპირობებს ჩვენს შემდგომ არსებობას ვირტუალურ მეგობართა წრეში და იმასაც მიგვიღებენ თუ არა ამ წრეში. მოვდივართ სურვილით ვიმეგობროთ, სურვილით უყვარდეთ, ჩვენც გვიყვარდეს და ჩვენი პიროვნული ღირსებებიც არ დაიკარგოს უკვალოდ. ჩემს თავზე ვიტყვი, შეცდომა ადამიანურია, შეცდომას რომ არ უშვებდეთ ანტიკური ღმერთების პოზიციებზე ვიდგებოდით, ჩემი პირველი მოსვლაც არ იყო იოლი, დავპოსტე ასეთი რამ...
--ფასი იმას აქვს რაც არ იყიდება-- და მივაწერე...ჩემი სიტყვებია, თავმდაბალი არასდროს ვყოფილვარ მეთქი( ისე მართლა ჩემი აზრია)....მეორე დღეს , თემა რომ გავხსენი..ჩემი ამჟამად საყვარელი მეგობრის , ქურდიმახოს კომენტარი დამხვდა , ,,კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდებისო,,--მართალი გითხრათ გავშრი....იმიტომ კი არა რომ შეურაცყოფილად ჩავთვალე თავი,( არადა არც ისეთი პატარა გოგო ვარ)იმიტომ რომ აფსოლიტურ სიმართლეს მეუბნებოდნენ და ჩემი ამგვარი პრეტენზია ნამდვილად უადგილო იყო. შეცდომები ადამიანურია თქო, მაგრამ მათი აღიარების უნარი უნდა გაგვაჩნდეს, საკუთარი უარყოფითის დანახვის უნარი. ერთი ჩანართი მინდა აქ დავამატო:,,საკუთარ შეცდომებზე მარტო სულელები სწავლობენო,,--ბრძანა ნაპოლეონ ბონაპარტმა და მეორე დღეს ვატერლოო წააგო, იმიტომ რომ ზემოხსენებული სარდალიც მხოლოდ ადამიანი იყო,რომელიც ადამიანურს განუდგა და ,,მანია გრანდიოზას,,(განდიდების მანია)
სენით შეპყრობილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, სწორედ თავის შეუცდომლობაში დარწმუნებულმა.
პირველ მოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს მეთქი, სწორედ აქ და სწორედ ვირტუალურ მეგობართა შორის, თქვენ რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ბრძანდებოდეთ მოლეკულური ფიზიკის დარგში და პირველად მობრძანებულმა სახეში მომახალოთ თქვენი ,,დიდებულება,,..არ გაგიკვირდეთ უკურეაქციისა, ჯერ ერთი ეგ პრემიაც თქვენია და განათლებაც, მე რატომ უნდა მომამადლოთ თქვენი ,,მოლეკულარობა,,?
ან რატომ უნდა იფიქროთ რომ მუხლებზე დავეცემი და ხელზე გემთხვევით? ხართ ბატონო ,,ნობელატორი,,( უფ...ეს ახალი სიტყვა რა სახალისოდ გაჟღერდა:) )და იყავით,,მე რას მემართლებით?ანდა თქვენი ,,ნობელატორობა,, ჩვენი მეგობრობის საწინდარი როგორ უნდა გახდეს? განა ეგ თქვენს ადამიანურ მომხიბლავობასა და სითბოსა და სიყვარულის გაცემის უნარს ამტკიცებს?.....ჰოდა ძვირფასნო აქ მხოლოდ ეს ბოლო ორი თვისება ფასობს და სხვა არაფერი.
ნუ შეგვეშინდება დაშვებული შეცდომების, ნუ შეგვეშინდება მათი აღიარებისა და გამოსწორების....დიდსულოვნება სწორედ დათმობაშია და
არა ,,გინდათუარა გოლის გატანაში,,.. მერწმუნეთ გაგიგებენ და სიყვარულისა და სითბოს გარემოცვაში მოხვედრილნი, ჭეშმარიტად იგრძნობთ, რომ თურმე ადამიანობასა და სათნოებას ყავლი არ გასვლია.
ეს თემა იმიტომ დავდევი, რომ იქნებ გვემსჯელა ამის შესახებ, ან საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა, ყველას საკუთარი აზრი გვაქვს, ბევრს ვისწავლიდით, ბევრს გავიგებდით და სულიერად გავმდიდრდებოდით.
მე კი მაინც მგონია , რომ რა ზომითაც გასცემ სიყვარულსა და სითბოს იმავე ზომით მოგეცემა.
