↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სულიერების ანატომია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 242 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რა სწორი მიგნებაა ჩემო აიკო, სულის ანატომია?. ნამდვილად ასეთი რამ რელში არ არსებობს. მედიცინა უძლურია ადამიანის თითქოს და არარსებული ორგანოს გამოკვლევის, შესწავლის და მკურნალობის წინაშე, რომელსაც "სული" ჰქვია. უძლურია იმიტომ, რომ მას რეალურად ვერ ვხედავთ და ვერ ვეხებით, არამედ ქვეშეცნეულად ვგგრძნობთ და ვიცით, რომ სადღაც გულის რომელიღაც კუნჭულში არის მიმალული,და მოითხოვს ჩვენგან თვალითხილულ ორგანოებზე მეტ მოფრთხელას და ლოლიავს. მერე? რა წამალი გინდათ მოიგონოთ სულის სალბუნებლად? პრაქტიკულად არაფერი. სულის ავადმყოფობამ თუ შემოგიტიაააააა, ვერაფერს ვერ მოუხერხებ, მედიცინა უძლურია მის წინაშე, ვერც სკალპელს იხმარს და ვერც რაიმე წამალს მიუყენებს.
საერთოდ რა არის სული? და რეალურად არსებობს თუ არა როგორც ბიოლოგიური ერთეული. ამ საკითხით დაინტერესდა მეცნიერთა ერთი ნაწილი და მომაკვდავი ავადმყოფი თავისი საწოლიანად უზუსტეს სასწორზე შედგეს, და იცით რამოდენიმე წამში, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა, სასწორმა განსხვავებული წონა აჩვენა, ზოგჯერ 14 ზოგჯერ 18 ზოგჯერ 24 გრამი. სად წავიდა რამოდენიმე წამის განმავლობაში ეს წონა? მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სულის ამოსვლასთან დაკავშირებით გვამის წონის შემცირება დაკავშირებულია ერთადერთ რელობასთან, რომ სული არსებობს და მას წონა გააჩნია. ხოლო ამ სულებს შორის წონაში განსხვავება კი მეტყველებს ადამიანთა დიდსულოვნებაზე.

ერთადერთი წამალი შეყვარებული სულისა, - შეყვარებულის გამოჩენაა, მწუხარე სულისა ახლობლის დაკარგვით,- მხოლოდ დროა, სამშობლოს და ახლობლების მონატრების, ანუ ნოსტალგიის წამალი,- სამშობლოში დაბრუნებაა მხოლოდ და ნათესავების ნახვა.ამ ბოლოს, ვერაფერი ვერ გაუკეთებს კომპენსაციას და ჭიასავით უღრღნის თვითოეულ ჩვენთაგანს გულს, მოსვენებას არ გვაძლევს და ამ დროს, მოფერება, დაყვავება, ალერსი, სამშომლოს ტრადიციებზე საუბარი, მშობლიურ ენაზე ჩვენი დახარჯვა, ეს ის ანალგეტიკია, რომელიც ოდნავ ჩააყუჩებს ტკივილს, იმ ჩვენი ზოგის 14 ზოგის 18 ზოგის კი 24 გრამიანი სულებისა.ჩვენი დაკოდილი სულების ექიმები ჩვენა ვართ თვითონ ერთმანეთის მიმართ დაფრქვეული სითბოთი, მოფერებით, იუმორით, შეძახებით, დაკიჟინებით ანალიტიკით და ასე შემდეგ.
აი მაგალითად, მე პირადად არ დავმალავ, რომ ძალიან დათრგუნული ვიყავი ჩემი და დავინჩის ინციდენტის გამო, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ, როცა გაირკვა გაუგებრობა, რომ ჩემი ხუმრობა ქალბატონ მაგდას ვერ გაუგია, და ამ ყმაწვილთან უთბილესი საუბრის შემდეგ, მე ისევ გამიმრთელდა ჩემი დაჭრილი სული. დათო საყვარელო მე როგორიც წარმომედგინე, ზუსტად ისეთი პიროვნება გამოდექი, თბილი და გულში ჩასახუტებელი და მადლობა შენს საყვარელ დედიკოს, რომ ასეთი ადამიანი გაგზარდა. შენ გუშინ ჩემი სულის ექიმად მომევლინე და მე ისეთივე ხალისიანი და სიცოცხლით სავსე მანა ვარ, თქვენი და მარად თქვენი, რომელიც თქვენს სიყვარულში მთლად დავიხარჯები და იოტისოდენასაც არ დავიტოვებ ჩემთვის ჩემო საყვარელო დესპანელებო, ჩემო სანაქებო ქართვლო ვაჟკაცებო და ქალებო.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ჩემო მაგდა, მე მჯერავს, რომ ჩვენ ძალიან მალე დავმეგობრდებით, იმიტომ,რომ ეს აქსიომაა,: რაც ცუდად იწყება,- კეთილად ბოლავდება.მე დავითმა გადმომცა, თუ როგორი საუკეთესო ადამიანი ხართ რეალში თქვენი იუმორით და ბავშვური გულუბრყბილობით და მე მჯერავს რომ ეს ასეც იქნება, ხოლო თქვენი პოეზიის სიმძიმე, თქვენი გავლილი მძიმე ცხოვრების შედეგია. მოდით დავივიწყოთ ყველაფერი, ჩავკიდოთ ხელი და ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი. ამითი გავიადვილებთ სიცოცხლეს და სამშობლოს გარეთ ჩვენს ყოფნასაც.=ko=

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ ჩემი მეგობრების შესახებ მინდა მოგახსენოთ....სულერთია ეგ ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრობაზე მექნება საუბარი
, იმდენად აირია ყველაფერი ერთმანეთში რომ.....ხანდახან ძნელი გასარკვევია...ვის რამდენი ადგილი უკავია ჩემსა თუ თქვენს გულებში.ცივილიზაციამ მოგვიტანა....დიახ, ცივილიზაციის პროდუქტია დროის დეფიციტი...არ მიყვარს სიტყვა პროდუქტი მაგრამ საუბედუროდ ნამდვილად ადგილზეა.

დაძაბული დღე....ოჯახური მოვალეობები....საერთოდ რომ არაფერს აკედებდეთ, მერწმუნეთ თქვენი მშობლიური სიყვარული მაინც ბევრს გავალებთ,....დიახაც, სიყვარული ვალია..და რაც უფრო დიდია ეს გრძნობა მით მეტ ხარკს მოითხოვს, აქ დედაშვილობას არ შევეხები, აფსოლიტურად უაზრობად მეჩვენება დედაშვილურ სიყვარულზე საუბარი, იმიტომ რომ დედის უკიდეგანო გრძნობა სწორეთაც რომ ნორმალურია,ანომალიაა ის როდესაც ეს გრძნობა არაა. და კვლავ დავაყოლებ....მე ასე ვფიქრობ.
აქ როგორც მოგახსენეთ მეგობრობაზე მინდა ვისაუბრო და რადგან ვირტუალურ სამყაროში ვიმყოფებით, კვლავ ვირტუალურ მეგობრობაზე. და კვლავ დროის დეფიციტს მოვიმიზეზებ...სხვაგვარად არც ვირტუალობას ექნებოდა აზრი.
ძალიან რთულია ამ მეგობრობის დაწყებაცა და განმტკიცებაც, განსაკუთრებით დაწყება. პირველი ნაბიჯები ალბათ განაპირობებს ჩვენს შემდგომ არსებობას ვირტუალურ მეგობართა წრეში და იმასაც მიგვიღებენ თუ არა ამ წრეში. მოვდივართ სურვილით ვიმეგობროთ, სურვილით უყვარდეთ, ჩვენც გვიყვარდეს და ჩვენი პიროვნული ღირსებებიც არ დაიკარგოს უკვალოდ. ჩემს თავზე ვიტყვი, შეცდომა ადამიანურია, შეცდომას რომ არ უშვებდეთ ანტიკური ღმერთების პოზიციებზე ვიდგებოდით, ჩემი პირველი მოსვლაც არ იყო იოლი, დავპოსტე ასეთი რამ...
--ფასი იმას აქვს რაც არ იყიდება-- და მივაწერე...ჩემი სიტყვებია, თავმდაბალი არასდროს ვყოფილვარ მეთქი( ისე მართლა ჩემი აზრია)....მეორე დღეს , თემა რომ გავხსენი..ჩემი ამჟამად საყვარელი მეგობრის , ქურდიმახოს კომენტარი დამხვდა , ,,კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდებისო,,--მართალი გითხრათ გავშრი....იმიტომ კი არა რომ შეურაცყოფილად ჩავთვალე თავი,( არადა არც ისეთი პატარა გოგო ვარ)იმიტომ რომ აფსოლიტურ სიმართლეს მეუბნებოდნენ და ჩემი ამგვარი პრეტენზია ნამდვილად უადგილო იყო. შეცდომები ადამიანურია თქო, მაგრამ მათი აღიარების უნარი უნდა გაგვაჩნდეს, საკუთარი უარყოფითის დანახვის უნარი. ერთი ჩანართი მინდა აქ დავამატო:,,საკუთარ შეცდომებზე მარტო სულელები სწავლობენო,,--ბრძანა ნაპოლეონ ბონაპარტმა და მეორე დღეს ვატერლოო წააგო, იმიტომ რომ ზემოხსენებული სარდალიც მხოლოდ ადამიანი იყო,რომელიც ადამიანურს განუდგა და ,,მანია გრანდიოზას,,(განდიდების მანია)
სენით შეპყრობილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, სწორედ თავის შეუცდომლობაში დარწმუნებულმა.
პირველ მოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს მეთქი, სწორედ აქ და სწორედ ვირტუალურ მეგობართა შორის, თქვენ რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ბრძანდებოდეთ მოლეკულური ფიზიკის დარგში და პირველად მობრძანებულმა სახეში მომახალოთ თქვენი ,,დიდებულება,,..არ გაგიკვირდეთ უკურეაქციისა, ჯერ ერთი ეგ პრემიაც თქვენია და განათლებაც, მე რატომ უნდა მომამადლოთ თქვენი ,,მოლეკულარობა,,?
ან რატომ უნდა იფიქროთ რომ მუხლებზე დავეცემი და ხელზე გემთხვევით? ხართ ბატონო ,,ნობელატორი,,( უფ...ეს ახალი სიტყვა რა სახალისოდ გაჟღერდა:) )და იყავით,,მე რას მემართლებით?ანდა თქვენი ,,ნობელატორობა,, ჩვენი მეგობრობის საწინდარი როგორ უნდა გახდეს? განა ეგ თქვენს ადამიანურ მომხიბლავობასა და სითბოსა და სიყვარულის გაცემის უნარს ამტკიცებს?.....ჰოდა ძვირფასნო აქ მხოლოდ ეს ბოლო ორი თვისება ფასობს და სხვა არაფერი.
ნუ შეგვეშინდება დაშვებული შეცდომების, ნუ შეგვეშინდება მათი აღიარებისა და გამოსწორების....დიდსულოვნება სწორედ დათმობაშია და
არა ,,გინდათუარა გოლის გატანაში,,.. მერწმუნეთ გაგიგებენ და სიყვარულისა და სითბოს გარემოცვაში მოხვედრილნი, ჭეშმარიტად იგრძნობთ, რომ თურმე ადამიანობასა და სათნოებას ყავლი არ გასვლია.
ეს თემა იმიტომ დავდევი, რომ იქნებ გვემსჯელა ამის შესახებ, ან საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა, ყველას საკუთარი აზრი გვაქვს, ბევრს ვისწავლიდით, ბევრს გავიგებდით და სულიერად გავმდიდრდებოდით.
მე კი მაინც მგონია , რომ რა ზომითაც გასცემ სიყვარულსა და სითბოს იმავე ზომით მოგეცემა.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა!!!! ჩემო კარგო, ამ წუთას ჩავათავე შენი წერილის კითხვა, მანა დიდი მადლობა....რა შესანიშნავია, რამდენი შემმატე და რამდენით გამაგდიდრე...და სწორედ სულიერად.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
მანა!!!! ჩემო კარგო, ამ წუთას ჩავათავე შენი წერილის კითხვა, მანა დიდი მადლობა....რა შესანიშნავია, რამდენი შემმატე და რამდენით გამაგდიდრე...და სწორედ სულიერად.=ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მანა შემოგევლე!!!

ცავიკითხე შენი პოსტი და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ალბათ იმიტომ ,რომ სწორედ იმ ძვირფასი, ადამიანური თვისებების დეფიციტს განვიცდით მეტ-ნაკლებად,რაც ქვეცნობიერად ყველა ადამიანის სულში და სიღრმეშია ჩამალული,განსხვავება მხოლოდ გამომჟღავნებაშია.ზოგს უფრო ლაღად,ალალად შეუძლია ამის გადმოცემა და გარშემომყოფთათვის განაწილება,ზოგი კი კლიტეს ადებს თავის სულს,ალბათ ესეც პიროვნულობიდან და ინდივიდუალობიდან გამომდინარე,რასაც აუცილებლად ექნებოდა წინაპირობები ცხოვრების განვლილ გზაზე,არადა უკლებლივ ყველა ადამიანის ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე,სურვილია სითბო და სიყვარული.
ურთიერთობას ხომ ჩვენთვითონვე ვქმნით კომუნიკაციებით,აქედან გამომდინარე ისევ ჩვენ ვაზლევთ დადებით თუ უარყოფით მიმარტულებას ამ ურთიერთობებს.ამიტომაცაა აუცილებელი ასეთი აზრთა გაცვლა-გამოცვლა,საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და მერე საკუთარ თავში ანალიზის გაკეთება.

მანა ჩემო კარგო,ძალიან დიდ პატივს გცემ შენი დიდი ბუნების გამო რაზეც შენი კომენტარები მეტყველებენ.=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

აიკოოოო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თემის გახსნისთვის.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
აქას გამარჯობათ ქართველებო
ხომ არ იცით წაიშალა თემა "რასაც ლექსი ვერ ამბობს" თუ მე ვერ ვპოულობ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეტიგო ეგ მართლა არ ვიცი ჩემო კარგო...არა წაშლილი ნამდვილად არ იქნება, აბა ვის უნდა წაეშალა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა შენ შემოგევლე,მართლაც რომ
ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.რა შემზარავი
და ამავე დროს შესანიშნავი საკითხი დასვი.
მე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ ჩემს
თვალში კარგის სულის ადამიანი ხარ და უზომოდ
მიყვარხარ.
ერთი შეკითხვა თუ შეიძლება:იმ ციფრებიდან
რომელი უფრო სასურველია, 14,18 თუ 24.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ კომენტარს "მაპატიე"-ში უნდა ვაკეთებდე,
ვინაიდან ჩემდა უნებურად თურმე ჩემთვის
უსაყვარლესი პიროვნებისთვის გული მიტკენია.
აიკო,სიცოცხლე მაპატიე,გთხოვ,ნამდვილად არ
მახსოვს არც შენი წერილი და არც ჩემი პასუხი,
იქნებ მიმაგნებინო და პირობას გაძლევ რომ ავიღებ ჩაქუჩს,
რომელსაც მე ელჩის მანქანიდან ამოღებულ უროს
ვუწოდებ და იმით გავიხეთქავ თავს.
მ ა პ ა ტ ი ე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახოოოო შენ შემოგევლე რას ამბობ??? რა გაპატიო?? რომ ჭეშმარიტება დამანახე??? რომ შენი სამართლიანობით შენს და სხვების სიყვარულამდე მომიყვანე?? რომ შეცდომა არ დამაშვებიე???
მახო გიმადლი ამას ყველაფერს რას ქვია გაპატიო??? გენაცვალე მახო....პირიქით გამამდიდრე...სწავლა არასოდეს არაა გვიან..მთავარია გვინდოდეს სწავლაც და საკუთარი ამპარტავნობის დათმობაც....მახუნაააააააააააააა მადლობელი ვარ ...უუუღრმესი მადლობელი და ბევრს გკოცნი=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ჩემო შოკოლადი-ჭამია გოგო,მარა
მაინც მაინტერესებს სა ვიყავი ამფერი ჭკვიანი.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=
=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო მგონი დესპანის ჩათში თუ ანდაზებში.....კი ნამდვილად ანდაზებში.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
მანა შენ შემოგევლე,მართლაც რომ
ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.რა შემზარავი
და ამავე დროს შესანიშნავი საკითხი დასვი.
მე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ ჩემს
თვალში კარგის სულის ადამიანი ხარ და უზომოდ
მიყვარხარ.
ერთი შეკითხვა თუ შეიძლება:იმ ციფრებიდან
რომელი უფრო სასურველია, 14,18 თუ 24.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

მახუნია გეხუტუნეეე, მეც მაი კითხვა მკლავდა, ნეტა რომელია უფრო კაი წონის და მაინცა და მაინც საიქიოს უნდა გევიგოთ მაი ამბავი?

ხუმრობა გვერდზე იყოს და ორიოდ სიტყვა მეც მინდა , რომ დავდო ამ გულის ამაჩუყებელ თემაში, i am humbled, მაპატიე აიკო ინგლისურად ჩემი გრძნობის გამოხატვისათვის, მოწიწება ალბათ ყველაზე მიახლოებული თარგმანია ამ სიტყვის, არ მინდა მავანმა ჩემი გულწრფელობა მარიაჟში ჩამითვალოს ამის გამო, მაგრამ ინგლისური ვარიანტი თავისი დატვირთვით უფრო ზუსტად ასახავს ჩემს გრხნობას ამ შემთხვევაში....
ვიცი ეს თემა ჩემთან დაკავშირებული გაურკვევლობის საბაბით დაიწყო, მიზეზები კი უფრო ღრმა იყო, მართალი გითხრა მე ისე სერიოზულად არც კი აღმიქვია ჩემი მისამართით მომხდარი თავდასხმა, რადგან ასეთი სიმდაბლეები ყურადღებას მოწყურებული ადამიანებისაგან ჩვეულებრივ ამბად მეჩვენება და მე ამის კონტროლი ნამდვილად არ შემიძლია, ვისაც თვალის გახელა უნდა, ვინც გამოსავლის ძიებაშია წარამარა ის პოულობს კიდეც ამას, ჩემი დასკვნებით ვინმემ, თუ შეურაცხოფილად იგრძნო თავი აბა რა ჩემი ბრალია, ეხლა რაც აქ ხდება ზოგიერთი განაწყენებული დესპანელის თავს სწორედ ამის დასტურია, რომელიღაც დესპანელმა მაპატიოს ზუსტად აღარ მახსოვს ნიკი, მგონი nj-maiko რებუსი დაგვიდო სამი ყრუ, მუნჯი და ბრმა მაიმუნის სახით, სანამ ამ პოზაში ვართ პირადად სუყველანი საშველსაც ვერ ვპოულობთ ვერასოდეს და მაიმუნივით აგრესიულ თავდასხმებს ვერ ავცდებით საკუთარი თავის დასაცავად ყოველი საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში, ასე, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამით შემოვიფარგლები, მე უფრო მეტად გულახდილობისათვის ჯერ მზად არა ვარ აიკუნა, მანდაც მივალ ალბათ ერთ მშვენიერ დღეს, ყოველ შემთხვევასი ასეთი პირი უჩანს და თუ არ დავბრმავდები მაგის საბაბს ყოველთვის წავიკითხავ ამ გვერდებზე დარწმუნებული ვარ ამაში.
მადლობა კი მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ მე თქვენთან სიახლოვემ სულიერების სამიტზე არა ერთხელ ამაფრინა და ჯერ სადა ვარ ვიცი, ეხლა იმის მცდელობაში ვარ ბალანსი ვიპოვო რეალსა და ვირტუალურს შორის, რადგან რეალური ეჭვიანობს ვირტუალურის საფრთხეებისაგან და თავადაც ამის გარკვევის მცდელობებში ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტამოუტია გენაცვალე,ჩემს თვალში ერთი
ყვერებიანი ვაჟკაცი ქალბატონი ხარ.(კარგი გაგებით)
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამუთიას კვერცხები უყიდიაააააააააააააააააააააააააააააა

გამიშვით ეხლა...........რააააააააააააააააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 242 posts ] 
სულიერების ანატომია.
დესპანი