არ ვიცი რა იგულისხმა ამ თემის გამხსნელმა,
მაგრამ მინდა მოგაწოდოთ მრავალჯერ დაწერილი აზრი
ადამიანზე
ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენს გარშემოა, ძირითადად ჩვენეული ხედვით ვაფასებთ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სხვისი შეფასებაც ბრმად გავიზიაროთ და ადამიანი, რომელსაც სულაც არ ვიცნობთ, უკვე წარმოვიდგინოთ კარგად ან ცუდად. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი შეფასება ძალიან ხშირად ჭეშმარიტება გვგონია და სხვისი მოსმენაც კი არ გვინდა, თუკი ეს უკანასკნელი განსხვავებულ აზრსა და შეხედულებას გვთავაზობს.
ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ.მაგალითად საბერძნეთში ეპიდავროსის ტაძარში , ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.პითაგორას თქმით "მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას."
.ადამიანები , რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას- ( მძიმე როკი,მეტალი-თავისი მრავალი მიმდინარეობებითურთ) ---
ასეთი ადამიანების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყოველივე ამიში კი ისინი ადანაშაულებენ სხვებს, შესაბამისად მუსიკაც და ტექსტებიც გამსჭვალულია აგრესიით სხვების მიმართ. ისეთი მოვლენების, საგნების, ცნებების მიმართ როგორიცაა :მზე, სინათლე, სიყვარული მათ მობეზრდათ ამდენი სიტკბო და სიტკბოებაში ჩაძირული ადამიანების ყურება.ჰგონიათ რომ საჭიროა საზოგადოება გამოაფხიზლონ და ამისათვის ყველანაერ საშუალებას იყენებენ. ხშირად ამის გამო უმღერიან სიბნელეს[dark] სიძულვილს,სატანას და ა.შ.
ადამიანები , რომლებიც უსმენენ ჯაზზს, ბლუზს
. აღსანიშნავია , რომ ამ კატეგორიაში შედარებით ასაკოვანი ხალხი შედის, ანუ ისეთი ,რომლებმაც ზემოთჩამოთვლილთაგან ერთერთი საფეხური უკვე გაიარეს. მათთვის დამახასიათებელია " ფარული" , "შეცვლილილი" ან "შენიღბული დეპრესია"- - მათ მობეზრებული აქვთ ყოველგვარი ამქვეყნიური სიტკბო-სიამე და ეძებენ ჰარმონიას.პესიმისტური და სუიციდალური განწყობის პიროვნების ზოგადუარყოფითი ცხოვრების მოდუსი თავისებურად კომპენსირებულია მომეტებული შრომითი რეჟიმით,რომელიც სულის განგაშს ახშობს, პროტესტის სახით აქტიურ მობილიზაციას ახდენს საკუთარი ძალების პიროვნების უბედურებასთან საბრძოლველად. ასეთი ფარული დეპრესიის დროს ადამიანს ყურადღება გადააქვს ,ოჯახსა და სამსახურზე.
ფოლკლორის მსმენელები ---
ასეთი ადამიანები ძირითადად აღსავსე არიან პატრიოტული გრძნობებით . მათთვის დამახასიათებელია ე.წ. "ეროვნული" დეპრესია, რადგან "ერის ტკივილი-მათი ტკივილია". ისინი ძალიან გულღია,ალალი და მეამიტი ხალხია.ადვილია მათი წყენინება.მუდმივად აწუხებთ შიში და შფოთი იმისა ვაითუ ვერაფერი ღირებული ვერ დატოვონ ამ ქვეყანად.ხშირად მისტირიან წარსულს და თვლიან , რომ "ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება უარესობისაკენ მიემართება"

დეპრესიაც ძირითადად ამ ნიადაგზე ემართებათ.ხშირად აწუხებთ აკვიატებული აზრებიც(ნაციონალისტური ხასიათის), რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდება ჰიპოქონდრიულ დეპრესიაში- (შოვინისტური ხასიათის).
.საქეიფო , ე.წ. სუფრული მუსიკის მოყვარულები-
- ამ ტიპის ადამიანები გარკვეულწილად გვანან კიდეც ზემოთ განხილულ (2 კატეგორიის) ადამიანებს.მსგავსება იმაში მდგომარეობს , რომ ამ ადამიანების, რომ შეიძლება ცხოვრება ამაოა, მაგრამ რადგან "ნიახური არა ხარ , რომ მეორედ მოხვიდე", ამიტომ უნდა იქეიფო,დალიო,ღიპი დაიდო,იცეკვო,იმხიარულო და შენი გაისწორო,თუმცა გამოთქმა "ბლეზეც ყანტი, ვინ რას ფიქრობს" ამ ტიპის ადამიანებს სრულებით არ შეესაბამება.მათთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი! ასეთი ტიპის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბავშურები და გულუბრყვილოები არიან, ხშირად კონფლიქტების და აყალმაყალის მოთავეებიც ხდებიან.მათი დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: უსუსურობის და უიმედობის შეგრძნება,პათოლოგიური მელანქოლია, შეგრძნება იმისა, რომ არავის სჭირდება,არავის უყვარს და რომ საერთოდ ზედმეტია.
კლასიკური მუსიკის მსმენელები-
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის ძალიან ბევრი სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები-მხატვრები,მწერლები,თავად მუსიკოსები და ა.შ. ანუ შემოქმედი-ხელოვანი ადამიანები.ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ განსაკუთრებულადაც არიან გამორჩეულები სხვებისგან. მათთვის დამახასიათებელია ე.წ."მძიმე,ჩაკეტილი დეპრესია"-ასეთი სახის დეპრესიის ნიშნებია, ჩაკეტილობა,მძიმე ხასიათი, არა მკვეთრად გამოხატული შინაგანი შფოთი და მოუსვენრობა,აკვიატებული აზრები,ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, საკუთარი სამყაროს შექმნა და იქ ცხოვრება.