↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი ეგ თავისთავად ეგრეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხოო საინტერესოა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხოვრება, მართლაც საინტერესოა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცხოვრება რაც არ უნდა მოხდეს ,მშვენიერია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არ ვიცი რა იგულისხმა ამ თემის გამხსნელმა,
მაგრამ მინდა მოგაწოდოთ მრავალჯერ დაწერილი აზრი
ადამიანზე

ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენს გარშემოა, ძირითადად ჩვენეული ხედვით ვაფასებთ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სხვისი შეფასებაც ბრმად გავიზიაროთ და ადამიანი, რომელსაც სულაც არ ვიცნობთ, უკვე წარმოვიდგინოთ კარგად ან ცუდად. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი შეფასება ძალიან ხშირად ჭეშმარიტება გვგონია და სხვისი მოსმენაც კი არ გვინდა, თუკი ეს უკანასკნელი განსხვავებულ აზრსა და შეხედულებას გვთავაზობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ.მაგალითად საბერძნეთში ეპიდავროსის ტაძარში , ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.პითაგორას თქმით "მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას."

.ადამიანები , რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას- ( მძიმე როკი,მეტალი-თავისი მრავალი მიმდინარეობებითურთ) ---

ასეთი ადამიანების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყოველივე ამიში კი ისინი ადანაშაულებენ სხვებს, შესაბამისად მუსიკაც და ტექსტებიც გამსჭვალულია აგრესიით სხვების მიმართ. ისეთი მოვლენების, საგნების, ცნებების მიმართ როგორიცაა :მზე, სინათლე, სიყვარული მათ მობეზრდათ ამდენი სიტკბო და სიტკბოებაში ჩაძირული ადამიანების ყურება.ჰგონიათ რომ საჭიროა საზოგადოება გამოაფხიზლონ და ამისათვის ყველანაერ საშუალებას იყენებენ. ხშირად ამის გამო უმღერიან სიბნელეს[dark] სიძულვილს,სატანას და ა.შ.

ადამიანები , რომლებიც უსმენენ ჯაზზს, ბლუზს

. აღსანიშნავია , რომ ამ კატეგორიაში შედარებით ასაკოვანი ხალხი შედის, ანუ ისეთი ,რომლებმაც ზემოთჩამოთვლილთაგან ერთერთი საფეხური უკვე გაიარეს. მათთვის დამახასიათებელია " ფარული" , "შეცვლილილი" ან "შენიღბული დეპრესია"- - მათ მობეზრებული აქვთ ყოველგვარი ამქვეყნიური სიტკბო-სიამე და ეძებენ ჰარმონიას.პესიმისტური და სუიციდალური განწყობის პიროვნების ზოგადუარყოფითი ცხოვრების მოდუსი თავისებურად კომპენსირებულია მომეტებული შრომითი რეჟიმით,რომელიც სულის განგაშს ახშობს, პროტესტის სახით აქტიურ მობილიზაციას ახდენს საკუთარი ძალების პიროვნების უბედურებასთან საბრძოლველად. ასეთი ფარული დეპრესიის დროს ადამიანს ყურადღება გადააქვს ,ოჯახსა და სამსახურზე.

ფოლკლორის მსმენელები ---

ასეთი ადამიანები ძირითადად აღსავსე არიან პატრიოტული გრძნობებით . მათთვის დამახასიათებელია ე.წ. "ეროვნული" დეპრესია, რადგან "ერის ტკივილი-მათი ტკივილია". ისინი ძალიან გულღია,ალალი და მეამიტი ხალხია.ადვილია მათი წყენინება.მუდმივად აწუხებთ შიში და შფოთი იმისა ვაითუ ვერაფერი ღირებული ვერ დატოვონ ამ ქვეყანად.ხშირად მისტირიან წარსულს და თვლიან , რომ "ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება უარესობისაკენ მიემართება":)დეპრესიაც ძირითადად ამ ნიადაგზე ემართებათ.ხშირად აწუხებთ აკვიატებული აზრებიც(ნაციონალისტური ხასიათის), რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდება ჰიპოქონდრიულ დეპრესიაში- (შოვინისტური ხასიათის).

.საქეიფო , ე.წ. სუფრული მუსიკის მოყვარულები-

- ამ ტიპის ადამიანები გარკვეულწილად გვანან კიდეც ზემოთ განხილულ (2 კატეგორიის) ადამიანებს.მსგავსება იმაში მდგომარეობს , რომ ამ ადამიანების, რომ შეიძლება ცხოვრება ამაოა, მაგრამ რადგან "ნიახური არა ხარ , რომ მეორედ მოხვიდე", ამიტომ უნდა იქეიფო,დალიო,ღიპი დაიდო,იცეკვო,იმხიარულო და შენი გაისწორო,თუმცა გამოთქმა "ბლეზეც ყანტი, ვინ რას ფიქრობს" ამ ტიპის ადამიანებს სრულებით არ შეესაბამება.მათთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი! ასეთი ტიპის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბავშურები და გულუბრყვილოები არიან, ხშირად კონფლიქტების და აყალმაყალის მოთავეებიც ხდებიან.მათი დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: უსუსურობის და უიმედობის შეგრძნება,პათოლოგიური მელანქოლია, შეგრძნება იმისა, რომ არავის სჭირდება,არავის უყვარს და რომ საერთოდ ზედმეტია.

კლასიკური მუსიკის მსმენელები-

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის ძალიან ბევრი სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები-მხატვრები,მწერლები,თავად მუსიკოსები და ა.შ. ანუ შემოქმედი-ხელოვანი ადამიანები.ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ განსაკუთრებულადაც არიან გამორჩეულები სხვებისგან. მათთვის დამახასიათებელია ე.წ."მძიმე,ჩაკეტილი დეპრესია"-ასეთი სახის დეპრესიის ნიშნებია, ჩაკეტილობა,მძიმე ხასიათი, არა მკვეთრად გამოხატული შინაგანი შფოთი და მოუსვენრობა,აკვიატებული აზრები,ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, საკუთარი სამყაროს შექმნა და იქ ცხოვრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
კაი ბატონო წავიკითხე შეფასებები და დაახლოებით მივხვდი როგორი ადამიანი ვარ.
რახან ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ჟანრის მუსიკით ვიყავი გატაცებული ესე იგი მაგარი ჰიბრიდი ვარ ჩამოყალიბებული!!!
ე.ი დილას მომწონს კლასიკური მუსიკა ღიღინ -ღიღინით ვიცვამ და ვუსმენ ვივალდის , ჰო მერე სახლის დალაგებაზე რომ გადავდივარ ვრთავ ბობ დილანს, ვარ ასული სკამზე ვასუფთავებ კარადის თავს თა თან ელექტრო გიტარის იმიტაციას ვაკეთებ(ვხალისობ ჩემთვის, ვის რას ვუშლი) ჰო მერე საჭმლის კეთებას რომ ვიწყებ ვრთავ პერტუჩიანს ან ვინმე სხვა ჯაზმენს და ვჭრი ხახვს მთელი შემართებით, ტელეფონზე მაქვს ქართული ფოლკლორის ერთერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქმნილება( ააა ხიდისთავს შევკრათ პირობაა) ტელეფონი 10 მაინც რეკავს დღეში!!
გამოიტანე ეხლა დასკვნა როგორი ადამიანი ვარ მე?!
საერთოდ მირიკინებს თუ განკურნებადია??

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ადამიანს, მარტო მუსიკის ხედვით ვერ გამოიცნობ ნატუკი.
ეს უბრალოდ ერთი პარამეტრია ადამინის პიროვნების
შესაფასებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
liako_ წერს:
ადამიანს, მარტო მუსიკის ხედვით ვერ გამოიცნობ ნატუკი.
ეს უბრალოდ ერთი პარამეტრია ადამინის პიროვნების
შესაფასებლად.

ამ ტესტის მიხედვით ხომ გამოვდივარ ასათიანის პაციენტი არა??? :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" />

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
natiku წერს:
liako_ წერს:
ადამიანს, მარტო მუსიკის ხედვით ვერ გამოიცნობ ნატუკი.
ეს უბრალოდ ერთი პარამეტრია ადამინის პიროვნების
შესაფასებლად.

ამ ტესტის მიხედვით ხომ გამოვდივარ ასათიანის პაციენტი არა??? :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" />

ასათიანის პაციენტი მე გამოვდივარ თუ გამოვდივარ ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლის დიდი სიამიოვნებით ვუსმენ. გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ, აბა მე მქონია გაჟუილებული თუ მქონია, საწყალი ჩემი ქალიშვილი ჩემს ხელში. მიშველეთ ხალხნოოოოოოოოოო! =bx

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 10 posts ] 
დესპანი