↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts18
კარმა1
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ჩემო კარგო ქართველებო! ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას, ვიცი რომ ეს ყველაფერი გულთან მიგაქვთ და წრფელად ლაპარაკობთ... მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო... ხომ იცით, სიმართლე ცხენის ნალს გავს: მარტივია და გამოსადეგი, მაგრამ უნდა იცოდეთ, როდის გამოიყენოთ, ისევ ნალზე გავაგრძელოთ... თუ ცხენს შუბლზე მიაჭედებ, ცხენსაც გააგიჟებ და მხედარსაც, მაგრამ თუ ფლოქვებზე დააჭედებ - ორივესათვის სასარგებლო იქნება! ჩემი აზრით ეს სიტყვები ცხენისთვის შუბლზე ნალის მიჭედების ტოლფასია: \"ბევრი მათგანი მოინათლა და ეხლა ქრისტიანია თუმცა ფერეიდანელი ქართველები რა სარწმუებისაც არ უნდა იყვნენ ისინი პირველ რიგში ქართველები არიან ესაა დასაფასებელი\"
ძალიან გთხოვთ, თუ მართლა გიყვართ ფერეიდნელი ქართველები, ასეთ ინფორმაციებს ნუ წერთ - ეს მტკნარი სიცრუეა!!!!!
ჩვენ უზრუნველად ვართ აქ და რასაც გვინდა იმას ვწერთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთმა სიტყვებმა შეიძლება ცუდი შედეგი მოიტანოს!
გთხოვთ!
ჩემთვის რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა რა სარწმუნოების არიან ფერეიდანელი ქართველები ამას მთელი გულით ვამბობ ისინი ჩემთვის ისეთივე ქართველები არიან როგორც სხვემი თუმცა არა ისინი უფრო კარგი ქართველები არიან იმიტომ რომ ძაალიან უყვართ სა უფრთხილდებიან თავიანთ ქართველობას:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბატონო გიორგი ერთ-ერთ წერილში მოყვანილი გყავთ ფერეიდანში მცხოვრები გვარად რამიშვილი მე პირადად დიდი სურვილი მაქვს მისი გაცნობის, დროებით წერილობით ან კომპიუტერით ,ამჟამად დროებით ამერიკაში ვიმყოფები და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შემიძლია ვინახულო კიდევაც წავიდე და ახლო ურთიერთობა დავამყარო ოჯახთან თუ მათი სურვილიც იქნება რა თქმა უნდა, წინასწარ გიხდით მადლობას, პასუხი შეგიძლიათ აქ დაწეროთ და დადებით შემთხვევაში დაგიკავშირდებით შემდეგ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ გვარი \"რამიშვილი\" არ მახსოვს... იქნებ რომელიმე ქვეთავში არის მოხსენიებული, რომელიც სხვა ავტორმა მომაწოდა? თუ ასეა, შემახსენეთ და დიდი სიამოვნებით დაგაკავშირებთ.
რაც შეეხება ჩემს წინა წერილს, დავამატებ რომ ამ ბოლო ხანებში საიტის სხვადასხვა ქვეთავებიდან საკუთარი ხელით 12 სურათი ამომაღებინეს, რაზედაც ძალიან დამწყდა გული... ეს მეც კი \"შემეშალა\"... ასე რომ ძალიან ვიფრთხილოთ და რელიგიურ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ!
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბატონო გუგა დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ,რაც შეეხება თუ რომელ წერილში გყავდათ მოხსენიებული რამიშვილი ,მეხსიერება თუ არ მღალატობს მე მგონი თქვენი პირველი ვრცელი წერილი იყო ,შევეცდები მოვძებნო და შემდეგ მოგწერთ პასუხს, გაიხარე და იცოცხლეთ ასეთი კეთილი საქმის კეთებისთვის

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქართველი ყველაქართველია და აროვნება აქვს ქართველი ადამიანი კეთილი
იყოს და სადაც უნდა იქ ილოცოს
თვითეული ქართველი მოსაფრთხილებელია და არ დასაკარგი

გაუმარჯოთ ქართველებს გამრავლდით რომ ძაან ბევრნი ვიყოთ
თქვენ გენაცვალეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
უნივერსიტეტში ტარდებოდა კონცერტი სადაც მიწვეულნი იყვნენ ფერეიდნელი ქართველებიც.ასევე მაქვს მათ მიერ ჩატარებული კონცერტის კლიპი თუ მოვახერხე დავდებ საიტზე.სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი! მაგრამ ესენი ვითომ ფერეიდნელები არიან? თუ მათზე გექნებათ რამე, გამოაქვეყნეთ! ახლა 26 მაისისთვის ალბათ კიდევ ჩამოვლენ არა მარტო ფერეიდნელები, არამედ სხვა ქართული დიასპორაც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კი გუგუა ბატონო ,მე არ ვიცი მაკოსპაკოს რა აქვს ,მაგრამ სურათის მიხედვით ესინი ის ფერეიდნელი ქართველებია, ჩანოსული რომ იყვნენ ეხლახან და რუსთავი ორზე, ვანოს შოუში რომ იმღერეს ნანახი მაქვს თან საუბრის დიალექტიც მოვისმინე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
ბატონო გუგუა!ნამდვილად ფერეიდნელი ქართველები არიან,უბრალოდ მე ძალიან გაოცებული ვიყავი მათი შემოქმედებით რადგან სურათში რომ არის მარცხნიდან მეორე პიროვნება გახლავთ 85 წლის და მან ისე კარგად იცეკვა ხალხი გაკვირვებული დატოვა.ძალიან მინდა კლიპის დადება, ვცდილობ კასეტიდან დისკზე გადატანას რომ მერე საიტზე დავდო. მადლობელივარ პირადად მე ასეტი საინტერესო თემის ამოტივტივებისათვის ღმერთი გფარავდეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined03 Apr 2008
Posts54
კარმა5
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts67
კარმა52
OFFLINEPROFILE
მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და მის გარდა არაფერი, როგორც ჩვენი ღმერთის სიყვარულსავით!
შენ ხომ ჩემი სამოთხე ხარ, საქართველო, მე ხომ დაღლილი ვარ, ავად ვარ შენ შორობით, მხოლოდ შენ ხარ ჩემი წამალი და შენი გაბრწყინება ჩემი დიდი ნატვრაა. ღვინოც კი აღარ მისვამს, მაგრამ შენზე ფიქრი მამთრალებს...
გამარჯობა, ჩემო ძველო მეგობარო {საქართველო},
ყველანი წყურვალები ვართ, სად ხარ?
ღამეში დავრჩით მარტო, სად ხარ?
აბა მოდი და მზე და სითბო მოგვიტანე...
ჩემი სახლი ხარ, იმედის სახლი,
ნეტავ ის დრო დაბრუნდეს, როცა დავით აღმაშენებლის ჩრდილი გფარავდა!
აბა, ვინ გატკინა გული, შენ, ჩემო სისხლო?!
ჩვენი ღმერთი ხომ აქ არის, ჩვენთან, მა რატო ჯერ ავად ხარ?
400 წლის შემდეგ მიხაროდა სამშობლოს ნახვა!
იცი, ქართველი ჯერ არ დაბადებულა, რომ შენთვის ცრემლი არ დაეღვაროს გულიდან, საქართველო!
აბა მითხარი, შენს გარდა ვის უნდა შევეფარო?
შენ ხომ ჩემთვის როგორც ღმერთი ხარ!
მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენი გაცნობა.
უშენოდ ხომ სახლიც არ მექნების, მაშ მომითხოვე ჩემ სახლში!
იცოდე კარგად, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენთვის თავს დავდებ ამ წმინდა მიწაზე, სისხლს დავღრი და გავაძღობ ჩემ სისხლით შენ მიწას და მოვკდები.
იცოდე, ეს ჩემთვის პირველი და ყველაზე დიდი ოცნება არის.
ეჭვიც კი არ გეპარებოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ და რანაირად?
მინდა თავი დავდვა შენ თბილ მიწაზე და სისხლით ვიტირო!
გულის დარდს გეტყვი მაშინ, დიახ,გეტყვი 400 წლის დარდს...
შენი შავი მიწა როგორც შავი ღამეა, მაგრამ გაბრწინებულია ვარსკვლავებით.
მე შენთავი ჩემზე უფრო მეტიად მიყვარს, იცოდი?
ყველაზე მარტო ვარ აქ, ვაიმე, როდესამდე შორობა? ვაიმე...
შენი სიყვარული, როგორც სიზმარია და ეს სამშობლოში მოსვლა და წასვლა მხოლოდ დარდი და ტანჯვა არის ჩვენ ქარველებისათვის.
ღმერთო, ღმერთო, როდის მოვა ის დღე, რომ საქართველო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საქართველო გახდეს!..

დავით გუგუნაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ქართველებო, ყურადღებით იყავით, დიდი შეცდომა არ დაუშვათ...ფერეიდნელი ქართველები რომ ნაღდი ქართველები არიან, ეჭვი არავის შეეპაროს...15 წელი გაატარა ჩემმა ოჯახმა მათ შორის, მამა დიპლომატიურ სამსახურში იყო ირანში და ამის გამო...თქვენ რომ იცოდეთ, რა ხალხია, მარტო ერთმანეთში ქორწინდებიან, შაჰის დროს და მერეც კაი ხანს მარტო ფერეიდნელი ქალები არ იხურავდნენ ჩადრს...თავიანთი რეზერვაციის ფარგლებში აქვთ \"მცხეთა\", \"თბილისი\"...კომუნისტური მმართველობის პირობებში ჩემს მშობლებს დიდი რისკის ფასად გადაჰქონდათ დედა-ენები და ფერეიდნელებში წერა-კითხვის აღდგენა-გავრცელებას ეწეოდნენ...დღემდე გვაქვს შემონახული მათი ბატისფეხური მხედრულით ნაწერი, ცრემლიანი წერილები საქართველოზე...\"ძვირფასო\"-ს ნაცვლად \"უფასო\"-ს ხმარობენ თავის დიალექტში და ასეც წერდნენ,\"ჩვენი უფასო სამშობლო გვენატრებაო\"...ასე რომ...ცოტა ღმერთსა და ისტორიასაც შეხედონ ცინიკოსებმა,შევეკამათები და დავუმტკიცებ ნებისმიერს, რომ ფერეიდნელი ქართველები_გადასახლებული, ნატანჯი, ნაგვემი,მაგრამ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი არიან!და სამწუხაროდ ვერაფრით ვშველით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts33
კარმა50
OFFLINEPROFILE
შეხვრდრა ხომ არ მოგვეწყო?
მოვიპატიჟოთ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
კარგი აზრია, მაგრამ სად მოვიპატიჟოთ, მე აშშ-ში ვარ, ზოგი ევროპაშია...ასე ხომ არ მოვქცეულიყავით, სადაც ვართ იქ დავადგინოთ ფერეიდნელი ქართველების რიცხვი და დავუკავშირდეთ? ან იქნებ ვინმეს უკეთესი აზრი აქვს, გთხოვთ გამოგვეხმაურეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts33
კარმა50
OFFLINEPROFILE
დორადო
გამარჯობა
მე ვკონტაქტობ მათან მეც რათქმაუნდა ინტერნეტით
პირველია ალბატ წერილი გაუგზავნოტ ფორუმიდან და მოვიტვიოთ სასაუბროთ
იქიდა მხრიდან არის დაინტერესება რომ ჩვენი ურთიერთობაბი მომავალი ფრიად მნისჰვნელოვანია

მაგ კონფერენტია სკაიპზე

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 172 posts ] 
დესპანი