|
მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და მის გარდა არაფერი, როგორც ჩვენი ღმერთის სიყვარულსავით! შენ ხომ ჩემი სამოთხე ხარ, საქართველო, მე ხომ დაღლილი ვარ, ავად ვარ შენ შორობით, მხოლოდ შენ ხარ ჩემი წამალი და შენი გაბრწყინება ჩემი დიდი ნატვრაა. ღვინოც კი აღარ მისვამს, მაგრამ შენზე ფიქრი მამთრალებს... გამარჯობა, ჩემო ძველო მეგობარო {საქართველო}, ყველანი წყურვალები ვართ, სად ხარ? ღამეში დავრჩით მარტო, სად ხარ? აბა მოდი და მზე და სითბო მოგვიტანე... ჩემი სახლი ხარ, იმედის სახლი, ნეტავ ის დრო დაბრუნდეს, როცა დავით აღმაშენებლის ჩრდილი გფარავდა! აბა, ვინ გატკინა გული, შენ, ჩემო სისხლო?! ჩვენი ღმერთი ხომ აქ არის, ჩვენთან, მა რატო ჯერ ავად ხარ? 400 წლის შემდეგ მიხაროდა სამშობლოს ნახვა! იცი, ქართველი ჯერ არ დაბადებულა, რომ შენთვის ცრემლი არ დაეღვაროს გულიდან, საქართველო! აბა მითხარი, შენს გარდა ვის უნდა შევეფარო? შენ ხომ ჩემთვის როგორც ღმერთი ხარ! მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენი გაცნობა. უშენოდ ხომ სახლიც არ მექნების, მაშ მომითხოვე ჩემ სახლში! იცოდე კარგად, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენთვის თავს დავდებ ამ წმინდა მიწაზე, სისხლს დავღრი და გავაძღობ ჩემ სისხლით შენ მიწას და მოვკდები. იცოდე, ეს ჩემთვის პირველი და ყველაზე დიდი ოცნება არის. ეჭვიც კი არ გეპარებოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ და რანაირად? მინდა თავი დავდვა შენ თბილ მიწაზე და სისხლით ვიტირო! გულის დარდს გეტყვი მაშინ, დიახ,გეტყვი 400 წლის დარდს... შენი შავი მიწა როგორც შავი ღამეა, მაგრამ გაბრწინებულია ვარსკვლავებით. მე შენთავი ჩემზე უფრო მეტიად მიყვარს, იცოდი? ყველაზე მარტო ვარ აქ, ვაიმე, როდესამდე შორობა? ვაიმე... შენი სიყვარული, როგორც სიზმარია და ეს სამშობლოში მოსვლა და წასვლა მხოლოდ დარდი და ტანჯვა არის ჩვენ ქარველებისათვის. ღმერთო, ღმერთო, როდის მოვა ის დღე, რომ საქართველო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საქართველო გახდეს!..
დავით გუგუნაშვილი
|