↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნიკოლოზ მოვედი აქვარ სკაიპი არ მაქვს მალე მექნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სებასტიან- ანუ ლევან მე შენი პოსტის შემდეგ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა რომ შვილო დაგიძახო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნები, რომ მე პირადად ვამაყობ შენნაირი ქართველებით,შენნაირი ადამიანური და პატრიოტული სულის ხალხით. ძალიან პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და მეც ვამბობ გულახდილად , რომ ძალიან მალე ალბათ ჩვენი ოჯახიც( რომელიც მოსკოვში 15 წელი ცხოვრობდა) დიდი სიხარულით და უდიდესი ბედნიერების გრძნობით დაუბრუნდება თავის ბუდეს. კარგი ემიგრანტი არ არსებობს შვილო და ადამიანი ვერასოდეს ვერ იგრძნობს თავს კარგად ემიგრანტობაში. ძალიან გთხოვ გულდასმით წაიკითხე ჩემი ავატარის ქვემოთ დაწერილი კუპლეტი დიდი წითელი ასოების ქვეშ რომ არის და ყველაფერი ნატელი იქნება.

ვეფერები ყველა ემიგრანტს, გულდაღონებულს და მონატრების ცრემლით თვალდანამულ ყველა ქართველს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2009
Posts130
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანა დიდი მადლობა, შენმა სიტყვებმა ძალიან გამახარა და დამაბნია
იცი, სულ არ მიფიქრია რომ ვინმეში რაიმე აღფრთოვანება გამომეწვია, სულაც არა ვარ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა ამ მხრივ
ჩემი მეგობრებიდან ძაან ბევრი დაბრუნდა და აპირებენ დაბრუნებას
უბრალოდ ეს ძაან პირადული ამბავია, თავიდან ყველაფერი თვალს გჭრის, უცხოა და გიხარია
მაგრამ მერე დგება დრო როცა ხვდები რომ ეს ყველაფერი სულაც არ ყოფილა მთავარი ცხოვრებაში
მთავარია გქონდეს ქვეყანა რომელიც შენია
ყველაზე მეტად აგვისტოს ომმა ჩამაფიქრა და დააჩქარა ცემი გადაწყვეტილების მიღება
აქ პატრიოტიზმი არაფერ შუაშია და სენტიმენტები
მე ვიცი რომ ბედნიერებისთვის ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა მჭირდება
და ყველაფერი მეორეხარისხოვანია, კარიერაც და სუყველაფერი
ამიტომ არც ველოდები ჩემი ქვეყნისაგან რაღაც განსაკუთრებულს, უბრალოდ ყველა რეალისტი უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ რისი მოცემა შეუძლია ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას ჩვენთვის, და ჩვენ მისთვის
მთავარია ერთგულება და ურთიერთპატივისცემა
და კიდევ რწმენა რომ ჩვენ გამოგვივა
მე ვიცი პირადად რომ საქართველოს გამოუვა ყველაფერი
გინდა გიჟი მეძახეთ და გინ ოპტიმისტი
ცხოვრებაში ოპტიმიზმი არ მახასიათებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საოცრად ვარ დარწმუნებული ჩვენი ქვეყნის წარმატებაში
მანა დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის, მოსკოვში ბევრი ნათესავები მყავს, ვეხვეწები რომ დაბრუნდნენ, არ მისმენენ
გისურვებ რომ დროზე დააღწიო მაგათ თავი
გისურვებ დაბრუნებას
ჩვენი ქვეყანა მაინც სულ სხვა რამეა, გინდა უდაბნო ყოპილიყო

ერთი რამ მახსენდება
ახალი ჩამოსული ვარ და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დავდიოდი, ინტერნეტში მეგბრებს ვესაუბრებოდი და სურათებს ვათვალიერებდი საქართველოსას
მაშინ ყველას ეგ გატაცება გვქონდა, ქართული ინტერნეტრესურსიც ძაან მწირი იყო
ხო და ჩემს გვერდით იჯდა ერთი მაროკოელი რომელიც სულ უდაბნოს სურათებს ათვალიერებდა, აი ყვიტელი სილა, ბარხანები და ცისფერი ცა, ყველა სურათი ერთნაირი იყო
მარა მისთვის ის იყო სამშობლო, გამიგე, იმას უდაბნო ენატრებოდა და ჩვენ რო საქართველო მოგვენატროს რა გასაკვირია
კიდე ერთი მონღოლი ვიცი, რომელიც სახლში დაბრუნდა, მიტუმეტეს იცოდა რომ იქ პროფესიის თვალსაზრისით არაფერი არ გამოუვიდოდა, ხალხო ვინმეს თუ გინახავთ ულანბატორის სურათები, თუ არ გინახავთ ნახეთ
ხო და აყვავებული გერმანიიდან იქ თუ ბრუნდება ადამიანი ჩვენ აღარ უნდა დავბრუნდეთ?

ყველაზე მთავარი რაცაა ჩვენი ხალხისათვის ესაა ჩვენი განათლება, რაც უფრო განათლებულები ვიქნებიტ და პროგრესულები, ბევრი ქართველი უნდა წავიდეს ევროპაში განათლებისათვის და ყველაფერი კარგად იქნება
და კიდევ
ადამინის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა ის მართლა უნდა წავიდეს სხვა ქვეყანაში რათა თავისი თავი გამოცადოს, გაიგოს ვინაა რა უნდა, და მიხვდეს თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ენა
მეტი არაფერი
გისურვებთ ყველას ოცნებების ასრულებას
გადაწყვეტილების მირების პროცესი ძაან რთულია, მაგრამ როცა მიიღებ მერე უკვე იოლდება ყველაფერი
მანა არც კი ვიცი რამდენი წლისა ხარ, და მე რა დაგიძახო
მაშინ მე მანადეიდას დაგიძახებ =ko=
მაგრად

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined13 Jan 2010
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეგობრებო თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს: თუ კი ჩათვლით საჭიროდ, რომ პასუხი გამცეთ, მადლობელი ვიქნები, მე ვარ გიორგი, ვცხოვრობ გერმანიაში, აქ დავამთავრე უნივერსიტეტი და ვმუშაობდი 1 წელი, ფინანსური კრიზისის გამო დავქარგე სამსახური, უარი მითხრეს ვიზის გაგრზელებაზეც, მას შემდეგ ვცხოვრობ არალეგალურად. სამსახურს ვერ ვპოულობ, ნორმალურ და გრძელვადიან სამსახურს ვგულისხმობ. მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ საბუთები არა მაქვს, 4 წლის წინ ვცხოვრობდი ესპანეთში 3 თვით ( მაქვს ჩაწერა) ვფლობ ესპანურ ენას.
იქნებ რამე აზრი გამოთქვათ, როგორ შეიძლება საბუთების (Tarjeta de Residencia) აღება, ყველაზე ურთულეს სამუშაოს შევასრულებ, ოღონდ ანაზღაურება იყოს ნორმალური, იქნებ იცით რამე მეგობრებო
წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
E-Mail: tersola@gmx.de

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 34 posts ] 
უცხოეთში ცხოვრება,მხოლოდ მატერიალური დაინტერესება?
დესპანი