↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კავკასიური სახლის გზა თბილისიდან - ნუკრიანამდე
ნინო ბექიშვილი

32

"კავკასიური სახლის" ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ ღირებულებებს და სულიერ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით; სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა."

ნაირა გელაშვილი

ამ სახლს, გალაკტიონის 20 ნომერს, ძველი და ლამაზი ისტორია აქვს - XIX საუკუნის შუა წლებში თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა შვედ არქიტექტორს, ოტო სიმონსონს ააგებინა და შემდეგ, შვილიშვილს, ელისაბედს გაატანა მზითვად. ასე იქცა თამამშევის სახლი სმირნოვ-თამამშევების სახლად. აქაა დაცული ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის უნიკალური ნივთები, რომლებიც მისმა შთამომავლებმა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოიტანეს. ამ სახლში იმდროინდელი თბილისური არისტოკრატია იკრიბებოდა და რუსეთიდან თუ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც მასპინძლობდნენ.

ალბათ სახლებსაც აქვთ ბედისწერა. სახლი მისმა უკანასკნელმა მკვიდრმა, მიხეილ სმირნოვმა გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს, კერძოდ კი "მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიას" უანდერძა. საბჭოთა თბილისში "კოლეგია" ერთი პატარა სამოთხე იყო, სადაც, როგორც რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უყვარდათ ხოლმე თქმა, "სუნთქვა შეიძლებოდა" - ამ პატარა ოაზისში იმ თავისუფლებასა და სილაღეს გრძნობდნენ, რასაც ჩრდილოეთში ასე იყვნენ მოკლებულნი. ჩემი მშობლებიც "კოლეგიაში" მუშაობდნენ, ამიტომ, ხშირად მიწევდა ყოფნა და რომ ვიხსენებ, როგორი გარემო იყო იქ, როგორი წიგნები ითარგმნებოდა, როგორი საუბრები იმართებოდა, ნამდვილად მესმის იმ რუსებისა. ეს ყველაფერი კი მაინც ერთი კაცის, ოთარ ნოდიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც მოახერხა და 70-იანი წლებიდან ამდენი ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ირგვლივ. სწორედ ოთარ ნოდიას და მის "კოლეგიას" უანდერძა საკუთარი სახლი და ქონება მიხეილ სმირნოვმა, ვინც თავისი უკანასკნელი არჩევანი სწორად გააკეთა - სახლი ცოცხალია, სმირნოვების მუზეუმის ექსპონატები - მოვლილი, რესტავრირებული და გამოფენილი, და რაც მთავარია - "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" სწორედ იმ იდეალებს ემსახურება, რისიც მიხეილ სმირნოვს სწამდა - ერთაშორის ურთიერთობებს და კულტურას.

"კავკასიური სახლის" დამაარსებელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, კარგად იცოდა, მარტო კალმით საქართველოში კომუნიზმის ეპოქის რეალურად დასრულებისათვის ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. ამისთვის სხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობა იყო საჭირო - იმ საქმის კეთება, რომელსაც შედეგად ქართულ საზოგადოებაში საერთო ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოჰყვებოდა თან. ნაირა გელაშვილი ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც პოსტკომუნისტური ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხეები არა მხოლოდ იგრძნო და ამაზე ხმამაღლა საუბარს არ მოერიდა, არამედ, გადაწყვიტა, ემოქმედა.

1989-90 წლებში "კოლეგია" მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა. ზურაბ ჟვანიამ და ნაირა გელაშვილმა საერთო კავკასიური მოძრაობა დაიწყეს სახელწოდებით - "კავკასია ჩვენი საერთო სახლია". მათ კარგად ესმოდათ, რომ, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემების გამო, კავკასიის ხალხებს ცალ-ცალკე გადარჩენის პერსპექტივა ნაკლებად ჰქონდათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაზე დიდ და საშიშ მეზობელთან, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობაც. იმ დროსვე გამოქვეყნდა ნაირა გელაშვილის ესეი - "ეკოლოგია, ტექნოკრატია, პოეზია" - საბჭოეთისგან გათავისუფლებულ საქართველოში ახალი, ევროპული აზროვნების და ღირებულებების შემოტანის ყველაზე ხმამაღალი მცდელობა. ძალიან ბევრმა სწორედ ამ ესეს წაკითხვის შემდეგ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ჩვენს პლანეტას ემუქრება.

მერე თბილისის ომიც დაიწყო. სმიროვების სახლი იმდროინდელ ბარბაროსობას, ძარცვას და დარბევას "კოლეგიის" თანამშრომლების თავდადებამ გადაარჩინა - მორიგეობით დარაჯობდნენ და შეუძლებელი შეძლეს - მუზეუმის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

90-იან წლებში, მწერალთა კავშირისა და მრგვალი მაგიდის მეცადინეობით, კოლეგიას ჩამოერთვა და გაიყიდა მთავარი შენობა, სმირნოვების სახლსაც რესტორნად გადაქცევას უპირებდნენ, სწორედ ამას შეეწირა ოთარ ნოდიას სიცოცხლე. 1993 წელს "მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიის" დირექტორი ნაირა გელაშვილი გახდა. ორგანიზაციას მხოლოდ სმირნოვისეული სახლი დარჩა, ისიც ავარიული, დანგრეული, გაყინული და ჩაბნელებული, როგორც იმდროინდელი თბილისური სახლების უმრავლესობა. ისევე, როგორც მაშინ "კოლეგიაში", ახლაც "კავკასიური სახლის" არსებობა ერთი ადამიანის, ნაირა გელაშვილის დამსახურებაა. იდეების ერთგულება, თანამოაზრეების შემოკრება და სწორი ორიენტირები - ამდენი წელია, კავკასიური სახლი სწორედ ამ საფუძვლებზე დგას.

ნაირა გელაშვილი იხსენებს:

" -1993 წელს ბერლინში ჩემი წიგნი გამოვიდა. ასე ერქვა: "საქართველო - სამოთხე ნანგრევებში". აფხაზეთის ომის დროს დავწერე, ქვეყანა თავზე რომ გვექცეოდა, მაშინ. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ გერმანულენოვანი სამყაროს ყურადღება ჩვენს მიმართ გაძლიერდა, აინტერესებდათ ეს ქვეყანა, ინფორმაცია კი თითქმის არ ჰქონდათ. წიგნი კარგად გაიყიდა. მაშინვე ვწერდი კავკასიური სახლის იდეაზე. ვწერდი, რომ საქართველო თავისი ფუნქციით, გეოგრაფიული მდებარეობით, ტრადიციით კავკასიის კულტურული ცენტრია და სწორედ მან უნდა წარმართოს კავკასიის ინტეგრაციის და განვითარების პოლიტიკა. ისე მოხდა, რომ შემდეგ, ამ წიგნმა ბევრი ევროპელი მოიყვანა ჩემთან. მაშინ აღმოვაჩინე ერთი რამ - ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში სახელმწიფო სამსახურებში შინაგანად მოტივირებული ადამიანები მუშაობენ, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ დედამიწის მოქალაქეები არიან და ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყნის უბედურება მათი უბედურებაა. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაში გათვალისწინებული აქვთ ეკონომიკური ხარჯები ამ ქვეყნების დასახმარებლად. ისინი უშუალოდ განიცდიდნენ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა. 1996 წელს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მრჩევლის, ბატონ ნოიფელდის რეკომენდაციით, "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ" (GTZ) დახმარების ხელი გამოგვიწოდა - ერთწლიანი პროგრამა გააკეთეს, 80 ათასი მარკა მოგვცეს და მახსოვს, როგორ ამოვისუნთქეთ.

იმავე პერიოდში ცნობილი გერმანელი მრეწველების გვარის, ჰენლეების შთამომავალი, იორგ ჰენლე გავიცანი, რომელმაც ქართული მოთხრობის გერმანულენოვანი ანთოლოგიის შედგენა და თარგმნა შემიკვეთა. ანთოლოგია გამოვეცით და 1995 წელს იორგ ჰენლე საქართველოში მოვიწვიეთ. ჩამოვიდა და ნახა, რა პირობებში ვმუშაობდით. ნახა ავარიული სახლი, რომელიც ყოველ წუთას შეიძლებოდა დანგრეულიყო, თაგვები დაშლიგინებდნენ, შუქი არ იყო, გათბობა არ გვქონდა, ვიყინებოდით, მაგრამ დილიდან საღამომდე მაინც ვმუშაობდით, სამსახურში ძლივს მოვდიოდით, ტრანსპორტიც არ დადიოდა. აქ კი ყოველ დღე რაღაც ხდებოდა - შეხვედრები, დისკუსიები, პოეზიის საღამოები. ამ ყველაფერმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჰენლეზე, რომ გადაწყვიტა, დაგვხმარებოდა. იორგ ჰენლე ევროპული ფონდის "HORIZON", ერთ-ერთი დამფუძნებელია, ფონდი ჰოლანდიაშია, თვითონ ჰენლე გერმანელია. ჯერ სახლის გადარჩენა გადაწყვიტეს. თქვეს, ეს ხალხი ამ შენობაში დაიხოცებაო, და კაპიტალურად გაარემონტეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სტეფან უეგსთილი, რომან ოლეარჩიკი

ეს საბოლოო პოლიტიკურ დაბრუნებას ჰგავს. ხუთი წლის წინ, ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური კარიერა თითქოს დასრულდა ის ”ნარინჯისფერმა რევოლუცია”-მ მოსპო. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი ვიქტორ იუშჩენკომ სასტიკად დაამარცხა, მოსკოველემა მოკავშირეებმა კი მიატოვეს. მან სასტიკი დამცირება განიცადა, როდესაც გაირკვა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერები აშკარა ფალსიფიკატორები იყვნენ. ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში ეს დასასრული იქნებოდა

თუმცა გუშინ ღამით, იანუკოვიჩი მისი უდიდესი წარმატების ზღვარზე გახლდათ. ეგზითპოლების შედეგებით ჩანდა, რომ ის მტკიცედ მიიწევდა წინ და მის ორ მთავარ კონკურენტზე ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-იდან – ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოზე – უპირატესობა მოიპოვა.

მოსალოდნელი ტრიუმფი იანუკოვიჩს სიმტკიცისა და გამძლეობისთვის ერგო. ამ ადამიანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ახალგაზრდობაში ციხეში იჯდა ქურდობისა და ფიზიკური ძალადობისთვის, ასევე დიდხანს მუშაობდა მექანიკოსად, ვიდრე გზას გაიკაფავდა მაღალი ჩინოვნიკური საფეხურებისკენ საკუთარ ინდუსტრიულ რეგიონში უკრაინის აღმოსავლეთით.

თუმცა ამ 59 წლის პოლიტიკოსის დაბრუნება მხოლოდ მისი ძლიერი ხასიათის დამსახურება არ არის. მისი დამარცხება სულაც არ იყო ისეთი საბოლოო და სრული როგორც შეიძლება გვეფიქრა, როდესაც მისი ქმედებების საერთაშორისო გაკიცხვას ვუცქერდით. 2004 წლის არჩევნების მეორე ტურში, რომელსაც დამკვირვებლებმა სამართლიანი უწოდეს, იანუკოვიჩმა ხმების 44% მოაგროვა იუშჩენკოს 52%-ის წინააღმდეგ. მას აღმოსავლელმა უკრაინელებმა უერთგულეს და იანუკოვიჩს დაუჭირეს მხარი იუშჩენკოს წინააღმდეგ.

ამ ქვეყნის ტრადიციული დაყოფა დასავლეთზე ორიენტირებულ და უკრაინულად მოსაუბრე დასავლეთ რეგიონებად და რუსულენოვან აღმოსავლეთად უფრო მნიშვნელოვნად და არსებითად ითვლებოდა, ვიდრე ზნეობრივი უღირსობა. ტრაიბალიზმმა გაიმარჯვა.

უკრაინული ბიზნესის მაგნატებმა, ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის რინატ აჰმეტოვის ხელმძღვანელობით გადალახეს ყოყმანი და იანუკოვიჩთან ერთად დარჩნენ. ის თავისი შეზღუდული ინტელექტითა და სუსტი იდეოლოგიით იყო და რჩება ძალიან სასარგებლო პოლიტიკურ შირმად.

რუსეთის ხელმძღვანელები არ მალავენ თავიანთ ნეგატიულ განცდებს იანუკოვიჩის მიმართ. ”კაგებე”-ს ყოფილ ოფიცერს, დღევანდელ პრემიერ-მინისტრ პუტინს ცოტა აქვს საერთო ამ ჩაფსკვნილ ყოფილ პატიმართან, მაგრამ მოსკოვს იანუკოვიჩზე უარი არ უთქვამს. სანაცვლოდ, ის განაგრძობდა მუშაობას მასთანაც და ტიმოშენკოსთანაც და ამ ორი კანდიდატის რბოლაში ფსონი ორივეზე დადო. პუტინისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო პრო-დასავლური იუშჩენკო დაემარცხებინა.

განხეთქილებამ ტიმოშენკოს და იუშჩენკოს შორის იანუკოვიჩს ხელისუფლებაში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა. 2004 წელს, გამარჯვებიდან რამდენიმე კვირაში, იუშჩენკომ იანუკოვიჩის მოსინჯვა დაიწყო, ეძებდა რა გზებს ტიმოშენკოს პოზიციების შესარყევად. 2006 წლისთვის იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ საკმარისად აღიდგინა პოზიციები იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაემარჯვა. იუშჩენკოს მხარდაჭერით იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ის სასწრაფოდ შეუდგა საკუთარი ხელისუფლების კონსოლიდაციას და მან ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ იუშჩენკოს შეეშინდა, შესაძლო შეთქმულებაზე ალაპარაკდა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამჯერად, პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო გახდა, რომელმაც საკუთარი თავის პოზიციონირება იუშჩენკოს მემკვიდრედ დაიწყო, მაგრამ საქმეში ეკონომიკური კრიზისი ჩაერია და კიევი იძულებული გახდა გაწვდილი ხელით საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მიემართა. საერთაშორისო ურთიერთობებზე ევროპული საბჭოს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი ენდრიუ უილსონი დღეს ამბობს, რომ 2008 წელს ტიმოშენკოს რომ მთავრობა დაეტოვებინა, დღეს ის შეიძლება გამარჯვებული ყოფილიყო, მაგრამ როგორც მოქმედმა პრემიერმა, მან ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო ამომრჩევლებისგან დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო.

და ბოლოს, იანუკოვიჩმა მოიგო საკუთარ მიმდევრებში იუშჩენკოს და ტიმოშენკოს მუდმივად წარუმატებელი ბრძოლებით კორუფციასთან. ყოველწლიურად ზნეობრივი განხეთქილება, რომელიც ცხადად ჩანდა 2004 წელს, სულ უფრო რთულდებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ იუშჩენკომ ვერ შესძლო 2004 წლის არჩევნების ფალსიფიკაციასა და მის მოწამვლაზე ბრალდებების წარმოდგენა.

იანუკოვიჩის კრიტიკოსებისთვის მისი პრეზიდენტად არჩევა ზნეობრივი კატასტროფაა. 57 წლის ბიზნესმენი ვლადიმერ ოგორევიჩი ამბობს – ”მე ხმა იულიას მივეცი, რადგან არ მსურს, რომ ქვეყანას ბანდიტი ხელმძღვანელობდეს. მე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებზე ვნერვიულობ”.

მაგრამ ეგზით პოლებს თუ დავუჯერებთ, ამომრჩევლების უმრავლესობა საპირისპიროდაა განწყობილი. ყოფილი მეცნიერი 75 წლის ანატოლი მელნიკი ამბობს – ”მე ხმა იანუკოვიჩს მივეცი, რადგან ის ქვეყანაში წესრიგის აღდგენას შესძლებს”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის რუსების ქართული ხვედრი
09.02.2010 11:58
ირაკლი ცქიტიშვილი

"დროა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რომ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მეგობრად და მოკავშირედ მიგვაჩნდა, რომელსაც ჩვენ თავიდან ბოლომდე ვინახავთ და რომლისთვისაც ასზე მეტი ჩვენი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, დამყარდა ეთნიკური დიქტატურა, როდესაც მოსახლეობის 30% – აფახაზები, დაკავებული არიან სხვა მოქალაქეთა დისკრიმინაციით.

რესპუბლიკაში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც გუშინ დაჩაგრული ხალხი დღეს თვითონ გახდა მჩაგვრელი. ეს მოდის ზევიდან, როდესაც აფხაზეთის კონსტიტუციის 49–ე მუხლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იქნეს არჩეული მხოლოდ ეროვნებით აფხაზი. ეს დაუჯერებელია. განა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკის კონსტიტუციით აშშ–ს პრეზიდენტად მხოლოდ თეთრს ირჩევდნენ, რუსეთის პრეზიდენტად კი მხოლოდ რუსს!

პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი თანამდებობა აფხაზს უჭირავს, მეთაურები ჯარში და შსს–ში – აფხაზები არიან, მოსამართლეები და პროკურორები – აფხაზები, და ა.შ. საყოფაცხოვრებო დონეზე აფხაზებს, განსაკუთრებით ვინც ომობდა, გააჩნიათ უფრო მეტი უფლება და სარგებლობენ უფრო მეტი კეთილდღეობით, ვიდრე სხვა მოქალაქეები. ყველაფერი ეს იწვევს კანონის მასობრივ დარღვევას, უუფლებობას სასამართლო სისტემისა, რომელიც გამოჰყოფს აფხაზებს როგორც განსაკუთრებულ, კანონის დაუმორჩილებელ ეროვნულ ჯგუფს. ასე მაგალითად, თვითონ აფხაზები ამბობენ, რომ სასამართლოში არააფხაზი ყოველთვის წააგებს აფხაზთან, და თუ სასწაული მოხდა და მაინც როგორღაც გაიმარჯვა, თავის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას აფხაზისგან ის მაინც ვერ მიაღწევს. რესპუბლიკაში ბატონობს ძლიერი კლანური მმართველობა, კანონის უგულვებელყოფა და თემური გაგება. რუსები, რომელთაც არ გააჩნიათ თემური მხარდაჭერა, სრულიად დაუცველნი და უუფლებონი არიან".

ეს არ არის მე–20 საუკუნის დასაწყისის ჩანაწერები, ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა, რომელშიც აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზეა საუბარი, ეს გახლავთ ამონარიდი ვლადიმერ კარატაევისა და ანდრეი ეპიფანცევის სტატიიდან "როგორ ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა აფხაზეთში".

არაფერს გაგონებთ? მაშინ შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა უმცირესობამ, იმ რუსი ოკუპანტის მხარდაჭერით, რომელსაც დღეს აფხაზეთში პირი დაუღია და პრეტენზია განუცხადებია აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილი ქართველების ქონებაზე, ზუსტად იგივე გაუკეთა ქართველობას გამოყარა რა 250 ათასზე მეტი ქართველი და სხვა ეროვნების მაცხოვრებელი.

აფხაზები ხომ მაშინაც ზუსტად ასე ცხოვრობდნენ, როგორც რუსი ავტორები აღნიშნავენ – "საუკეთესო" თანამდებობები მათ ეკავათ, ყველა ხელმძღვანელ პოსტზე ისინი ინიშნებოდნენ, პრივილეგია აფხაზეთში მათ არ აკლდათ, თუმცა ბოღმა ყოველთვის კლავდათ.

მოვიყვანთ ნაწყვეტს აფხაზი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას სტატიიდან, რომელშიც ის აღწერს იმ პრივილეგიებს, რითაც აფხაზები სარგებლობდნენ:

"70–იან წლებში ყაბარდო–ბალყარეთის, ჩრდილო–ოსეთის, ჩეჩენ–ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ყარაჩაი–ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში, მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები იყვნენ მოკლებულნი უფლებას მიეღოთ სწავლა–განათლება საკუთარ ენაზე, ჩვენთან კი ჯერ 25 აფხაზური სკოლა ფუნქციონირებდა, ბოლოს კი –73 (აფხაზური და შერეული), სადაც “სატიტულო” ერის ენაზე სწავლა–განათლებას 4 ათას ბავშვზე მეტი იღებდა.

სოხუმში ფუნქციონირებდა აფხაზური უნივერსიტეტი, ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურად გადმოსცემდა, აფხაზური დრამატული თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დ. გულიას სახელობის ლიტერატურულ–მემორიალური მუზეუმი, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, საცეკვაო ანსამბლები "შარატინი", "ერცახუ", სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზური სახელმწიფო კაპელა, ვოკალურ–ინსტრუმენტული ქალთა კვარტეტი "გუნდა", უხუცესთა ცეკვისა და სიმღერის ეთნოგრაფიული ანსამბლი "ნართაა". ზემოთჩამოთვლილი კოლექტივების დიდი ნაწილი არაერთხელ არის ნამყოფი გასტროლებზე უცხოეთში, სადაც მაყურებელს აფხაზურ ეროვნულ კულტურას აცნობდა.

ნაყოფიერად მუშაობდნენ სხვადასხვა კავშირები – მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა, საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრალური საზოგადოება. გამოიცემოდა საკუთარ ენაზე მხატვრული, ისტორიულ–ეთნოგრაფიული ლიტერატურა, საკუთარი ბეჭდვის სახლის ბაზაზე გამოდიოდა ჟურნალები და გაზეთები.

ბოლო მოწვევის სსრკ უმაღლეს საბჭოში საქართველოდან რვა იყო აფხაზი, საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან ყოველთვის აირჩეოდა 40 ადამიანი, მათ შორის 15 აფხაზი. ავტონომიური რესპუბლიკის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში 140 დეპუტატი იყო. მათ შორის აფხაზი – 57 (40,7%), ქართველი – 53 (37,9%), რუსები, სომხები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები – 30 (21,4%). საქალაქო და რაიონულ საბჭოებში აფხაზები თითქმის მესამედს შეადგენდნენ, ხოლო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აპარატში და კომპარტიის საოლქო კომიტეტში – ნახევარზე მეტს. 13–დან 8 მინისტრი და 8–დან 5 სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ აგრეთვე აფხაზი იყო, ხუთ საქალაქო პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ მკვიდრი ეროვნებების წარმომადგენლები. და თუ იმ აფხაზთა ხვედრითი წონა, რომელიც დაკავებული იყო საზოგადოებრივ წარმოებაში, შეადგენდა 17,8%, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო".

მკითხველს შეუძლია შეადაროს, რა პრივილეგიები გააჩნდათ აფხაზებს, რომელნიც აყვნენ რუსული ფაშიზმის გამოვლინებებს და საუკუნოვანი თანაცხოვრების მიუხედავად, თავიანთ ქართველ ძმებზე აღმართეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართველები მათ არასდროს არაფერს აყვედრიდნენ, ისე როგორც დღეს ამას რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რადგან რუსებმა იბრძოლეს "მათი დამოუკიდებლობისთვის", ამიტომ მათ განუსაზღვრელი პრივილეგიები უნდა გააჩნდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული გამოცემები არაერთხელ აღნიშნავდნენ რუსულ–აფხაზური ურთიერთობების დაძაბულ ფონს, რუსული და აფხაზური მხარეები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქართული მხარე ტყუის, რომ აფხაზებსა და რუსებს შორის არ არის და არც შეიძლება რაიმე დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი. როდესაც რუსებსა და აფხაზებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ისინი ყველაფერს ქართველებს აბრალებდნენ.

პირველი სერიოზული ბომბი ამოქმედდა ცნობილი კრემლის ჟურნალისტის მარინა პერევოზკინას სტატიით, სადაც ის საუბრობს იმ ვაქხანალიაზე, რაც აფხაზეთში ხდება. პერევოზკინა საკმაოდ დასაბუთებულად აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსებს "საკუთარი სახლებიდან" ყრიან და ამჟამად ოფიციალურად 4 ათასი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. მიუხედავად მცდელობისა, რომ საცხოვრებელი სახლები მართლაც რუსების საკუთრებად “მონათლონ”, არსებობს უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები, რომ საუბარია რუსების მიერ მითვისებულ ან გარიგებით შეძენილ ქართველთა სახლებზე, რომლებიც 1993 წელს გაძევებულნი იქნენ აფხაზეთიდან გენოციდის შედეგად. ამასვე ამტკიცებს რუსი ქალბატონი, ინტერვიუ რომელთანაც მოჰყავთ კარატაევსა და ეპიფანცევს.

"ჩვენთან ხომ ომამდე 200 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ისინი ყველანი წავიდნენ. ყველა მათი საცხოვრებელი გაყიდეს. თუმცა საერთაშორისო ნორმებით არ ჰქონდათ ამის უფლება. და ვის მიჰყიდეს? რუსებს, მოსკოვიდან, როსტოვიდან, ვისაც ფული აქვს. როცა ეს ვაქხანალია ხდებოდა ქართველების ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით, მე ვუთხარი მეუღლეს – აი ნახავ, დამთავრდება ქართველთა სახლები, და ისინი მიადგებიან რუსებს, ბერძნებს, იმიტომ რომ ფული ხომ უნდა იშოვონ მათ საიდანმე. დედაჩემი ამბობს – მე ვიყავი ერის მოღალატის შვილი, მაგრამ მაშინაც კი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს, ჩვენთვის სახლი არ ჩამოურთმევიათ", – საუბრობს რუსი ქალბატონი, რომლის სახელს და გვარს გარკვეული მიზეზებით ავტორები არ ასახელებენ. ავტორები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ინტერვიუ ჩაწერილია ორი წლის წინ, მაგრამ არ იქნა გამოქვეყნებული, რადგან მიაჩნდათ, რომ სიტუაცია ზედმეტად გამუქებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ინტერვიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება კი მიიღეს მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ამ ქალბატონის ნათქვამი სიმართლეა და რეალობაა.

ეს ქალბატონი კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გვიამბობს:
"– მაგრამ, ქართველების სახლებს ხომ მოსკოველები ყიდულობდნენ?!
– დიახ, მოსკოველები, როსტოველები. ჩემი ნაცნობი ადვოკატი ამბობს, რომ მასთან როსტოვიდან ჩამოვიდნენ. ძალიან დიდ თანხად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, ისინი კი "გადააგდეს". ეხლა დარბიან პრეზიდენტთან, იქით – აქეთ, და ვერაფერს აკეთებენ. დაიკარგა ფული. როდესაც ბინები იაფი ღირდა, მათ ხომ თითომ 8–10 ბინა დაიტაცა, ისინი მათ ლამის უფასოდ ასაღებდნენ, ეხლა ისინი დამოუკიდებელნი არიან, რა თქმა უნდა, რუსეთიც ხომ მათზე ზრუნავს. ეხლა ყიდიან ძვირად. იმათ კი, ვისაც კაპიკებად მიჰყიდეს, აგდებენ სახლებიდან. "თქვენ ყიდულობდით, როცა ჩვენ არაფერი გვქონდა საჭმელი, თქვენ იყიდეთ 3–5 ათასად. ეხლა ეს უფრო ძვირი ღირს!". ეხლა ეს ადამიანები წრეზე დადიან და ვერაფერს აკეთებენ. იმიტომ რომ ყველა ეს გარიგება იყო ტყუილი, საბოლოო ჯამში, საკუთრება დარჩება ლუჟკოვს და ტკაჩოვს. იცით რა დაჩა აქვს მას გაგრაში? სტალინის!"

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი სერგეი შამბა რუსეთის მოქალაქეების "საკუთრების" საკითხის კომენტირებისას მათ საჩივლელად გაეროში აგზავნის. "არის საჩივრები ცალკეული რუსეთის მოქალაქისგან. მათ რუსეთის საგარეო სამინისტროდან ჩვენთან აგზავნიან. ჩვენ მათ განვიხილავთ. აქ კანონის რაიმე მასობრივ დარღვევას ადგილი არ აქვს. საცხოვრებლის საკითხი ყოველთვის იწვევს გარკვეულ კამათს. ამისთვის არის სასამართლო. ვიღაც უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შეუძლია იჩივლოს არა მარტო რუსეთის საგარეო სამინისტროში, არამედ სხვადასხვა ინსტანციაში, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან", – აცხადებს შამბა "პირველ კავკასიური" არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზეთის მაცხოვრებელთა შორის გამოღვიძების ელემენტებიც შეინიშნება. მაგალითად, ეს ქალბატონი გარკვეული ნოსტალგიით იხსენებს ქართველებს და აცხადებს: "მე ღიად ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამბობენ, ქართველები ცუდები არიანო, მათ ათასჯერ გადაასწრეს აფხაზებმა. მე მიცხოვრია ქართველებს შორის და არც ერთს არ უთქვამს – შე რუსო, გაეთრიე აქედანო. საკმაოდ მაღალი სტატუსის ადამიანებსაც კი, მინიშნებითაც კი, არ მოუყენებიათ შეურაცხყოფა".

მოკლედ, სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საკმაოდ რთულია. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაეპატრონენ ქართველთა სახლებს, ეგრე ადვილად არ დათმობენ პოზიციებს. განა მათი სანუკვარი ოცნება არ იყო, რომ ვეებერთელა ქვეყნის ცივი რეგიონებიდან ამ სამოთხეში აღმოჩენილიყვნენ? განა ამისთვის არ მოაწყვეს ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა? თანაც მათ ფული გადაიხადეს. ეხლა კი, როდესაც ამ "ტროფეებს" ართმევენ, ისინი კრემლისკენ იყურებიან და დახმარებას ითხოვენ.

საინტერესოა, რომ რუსულ პრესაში ამ სტატიების გამოჩენა სულაც არ არის შემთხვევითი, და შესაძლოა, არც იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებზე გულისტკივილს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ისეთი ავტორები, როგორიც მარინა პერევოზკინაა (ძირითადად მუშაობს ცხინვალის რეგიონის თემაზე, რისთვისაც მან კოკოითისგან მედალიც კი მიიღო) და ანდრეი ეპიფანცევია (რომელიც კრემლს ინსტრუქციებს უწერს, როგორ უნდა დაშალონ საქართველო), არ დაკარგავენ დროს მხოლოდ ვიღაცის ქონებისთვის, რომელიც ისედაც უკანონოდაა მითვისებული. საკითხი ამჯერად უფრო ღრმაა, ის პირდაპირ კავშირშია რუსეთის გეგმებთან მყარად გაიდგას ფესვები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და დაეპატრონოს ყველას და ყველაფერს, და წარმოადგენს ზემოთაღნიშნული ჟურნალისტების ანტიქართული მისიის გაგრძელებას.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება შეიძინონ აქ რაიმე საკუთრება, მათ შორის ბინები, მიწა და სხვა. ეს გარკვეულწილად აკავებს რუსეთის მოქალაქეთა შემოდინებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსული ბიზნესიც კი, რომელიც იქ მოქმედებს, ძირითადად (ოფიციალურად) ქირაობს შენობა–ნაგებობებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კრემლის სტრატეგიას და არ აძლევს მას საშუალებას ჩაასახლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისდამი ლოიალური მოსახლეობა. კრემლი არაერთხელ ცდილობდა (ალბათ, არ ითხოვდა დაჟინებით, თორემ აქამდე მიაღწევდა საწადელს) აფხაზეთში ამ კანონის გაუქმების მიღწევას, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული სტატიები გამოჩნდა მაშინ, როდესაც აფხაზეთი ძველი ახალი ლიდერის ე.წ. ინაუგურაციის მოლოდინშია. ცნობილია, რომ ინაუგურაციის შემდეგ, უკვე "პრეზიდენტის" რანგში ის გაემგზავრება მოსკოვს, სადაც შეხვდება რუსეთის პრემიერ–მინისტრს პუტინს. განიხილება აგრეთვე პრეზიდენტ მედვედევთან მისი შეხვედრის შესაძლებლობა.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო ე.წ. არჩევნებში რუსეთმა გადაწყვიტა არ ეცადა ბედი და რეიტინგით უფრო მაღალი ბაღაფშისათვის მიეცა კარტ–ბლანში ამ არჩევნებში გამარჯვებისათვის. იმის მოყოლით, თუ როგორ "დემოკრატიულად" ჩატარდა არჩევნები, თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ის, რომ მოსკოვსა და ბაღაფშს შორის გარიგებას ადგილი ჰქონდა, ეჭვს არ იწვევს.

რუს მოქალაქეთა საკუთრებაზე ზრუნვა ამ პოლიტიკის ერთ–ერთი ნაწილია. კრემლი ყველანაირად შეეცდება, რომ აიძულოს ბაღაფში გააუქმოს კანონი, რომელიც ხელს უშლის აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების დამკვიდრებას. სწორედ ამას ემსახურება რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიები. რუსი კიბერ–გენერალებიც უკვე ამუშავდნენ და თავიანთ კომენტარებში მოუწოდებენ: "რად გვინდა აფხაზები, დავუტოვოთ საჯიჯგნად ქართველებსო". არ გეგონოთ, თითქოს მათ უცებ აიცრუეს გული აფხაზებზე – ეგ მხოლოდ კრემლის პოლიტიკაა და აფხაზებზე ზეწოლას ემსახურება, თორემ აფხაზები არც არასოდეს ყოფილან დაჩაგრულნი ქართველებისგან, და არც მაშინ დაიჩაგრებიან, თუ რუსებმა ისინი "ქართველების ამარა" დატოვეს.

გამომდინარე აქედან, სიტუაციის განვითარების ორი ვარიანტი იკვეთება:
1) აფხაზები დაჰყვებიან კრემლის ნებას და გააუქმებენ კანონს. ზემოხსენებული კანონის გაუქმება გამოიწვევს რუსი ოლიგარქებისა და საშუალოზე მაღალი ბიზნესის მქონე მოქალაქეების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მთელი უძრავ–მოძრავი ქონების დაპატრონებას. მერე რა, რომ ფულს გადაუხდიან შამბებს და ბაღაფშებს, სამაგიეროდ აფხაზეთი უკვე მათი იქნება. შემდეგ აფხაზებმა რაც არ უნდა იძახონ დამოუკიდებლები ვართო, ჩვენ სახელმწიფო ავაშენეთო, ამ სახელმწიფოში ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში იქნება. შესაბამისად, ისინი იმ ვირტუალურ დამოუკიდებლობასაც დაკარგავენ, რომელიც დღეს გააჩნიათ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სოჭში ოლიმპიური მშენებლობისთვის დაკავებული ტერიტორიებიდან გამოყრილი სომხური მოსახლეობა აფხაზეთში მოიყრის თავს. აი მერე ნამდვილად "საცეკვაოდ" ექნებათ საქმე აფხაზებს.

2) აფხაზები არ დაჰყვებიან კრემლის ნებას. კრემლის ზეწოლა აფხაზებზე გაიზრდება. გამოყენებული იქნება შიდა სომხური ფაქტორი, რამეთუ მათი რაოდენობა აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის დაახლოებით 40% შეადგენს, შესაბამისად გაიზრდება მათი პოლიტიკური როლი. დღეისათვის სომხური ფაქტორი არ არის ამოქმედებული, ისინი იქცევიან საკმაოდ წყნარად, და პრეტენზიებს ღიად არ გამოხატავენ, ფეხს იკიდებენ მთელ ტერიტორიაზე, და შესაძლებელია, კრემლიდან ბრძანების შემთხვევაში, ერთიანად წამოიძახონ როგორც ჯავახეთის სომხებმა – ავტონომია მოგვეცითო. თუმცა, აფხაზეთის შემთხვევაში ავტონომიას ალბათ აღარ დასჯერდებიან. რუსეთი შეეცდება არიოს სიტუაცია, და გააძლიეროს სხვა ეთნიკური ძალები, მაგრამ არა აფხაზური და არა ქართული. გაძლიერდება ფინანსური ზეწოლა – შესაძლებელია კრემლმა ანახოს ვინ არის "ოჯახში მამაკაცი" და შეუმციროს დაფინანსება სეპარატისტულ რეჟიმს. ასეთი პრეცენდენტი უკვე გვაქვს: როდესაც რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას დასმა აფხაზეთში, გადაუკეტა აფხაზებს საზღვარი ფსოუზე.თითქოს მაშინ უნდა გაეგოთ აფხაზებს, როგორი მეგობრები არიან მათთვის რუსები, თუმცა ეტყობა ჯერაც "დამოუკიდებლობის" ეიფორიაში არიან.

სიტუაციის განვითარების ორივე ვარიანტი სავალალოა აფხაზებისათვის, იმიტომ რომ, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა განაცხადა, „რუსეთი მოვიდა აფხაზეთში სერიუზულად და დიდი ხნით“. ასეა თუ ისე, აფხაზებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საკუთარ “საქათმეში მელა გაბატონებულიყო”, და ამიერიდან მათი გადაშენების ერა იწყება. თუმცა როგორც ყველაფრიდან, გამოსავალი აქაც არის, და ერთ–ერთი ვარიანტი შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია გახდეს.

რუსი ქალბატონი, რომლის ინტერვიუც შემოგვთავაზეს ეპიფანცევმა და კარატაევმა, საუბრობს აგრეთვე თურქეთის როლის გაძლიერებაზე აფხაზეთში. მისი აზრით, აფხაზეთი თურქეთისკენ იყურება და რუსეთი აინტერესებს მხოლოდ როგორც თავისი "დამოუკიდებლობის" გარანტი. ის ასევე აცხადებს, რომ "აფხაზეთიდან რუსები წავლენ, და სადაც წავლენ, იქ უკეთესად იქნებიან ვიდრე აქ". არც ეკლესია მონაწილეობს რუსი მართლმადიდებლების ცხოვრებაში, თუმცა არც მუსულმანურ რელიგიას აქვს სერიოზული გავლენა აფხაზებზე. "მე მყავდა ნაცნობი მუსულმანი ქალი, 35 წლისამ კი მოინათლა. ეს მათთან არ დომინირებს. დომინირებს ფული. სოციალური მდგომარეობა, სტატუსი და ფული...", – აცხადებს აფხაზეთში მცხოვრები ქალბატონი.

სანამ ფულისა და სოციალური სტატუსის მოყვარული აფხაზები საკუთარ წამიერ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ამ რუსი ქალბატონის ნათქვამის საწინააღმდეგოდ, რუსი კი არ წავა, არამედ უფრო ძლიერ მოიკიდებს ფეხს ამ ძირძველ ქართულ მიწაზე. აფხაზები არასოდეს არ უყურებდნენ რუსებს, როგორც თავიანთ ძმებს, განსაკუთრებით კი ისტორიაში ცნობილი მოხაჯირობის შემდგომ. არც რუსები უყურებენ მათ როგორც თანასწორთ, რამეთუ მიაჩნიათ, რომ აფხაზებს მათი მართებთ, და შესაბამისად ცხვირში ამოადენენ ყველა იმ "სიკეთეს", რაც ვითომ "დამოუკიდებლობის" აღიარებით მოუტანეს.

ამაზე მეტყველებს რუსი სამხედროს ინტერვიუც, რომელიც ზემოთხსენებულ სტატიაშია მოყვანილი. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტზე საუბრისას ის აღნიშნავს: "მათ აღშფოთებას იწვევს აფხაზების დამოკიდებულება მათთდამი და რუსეთისადმი. ისინი მიაჩნიათ დამპყრობლად, და არა მშვიდობისმყოფელად. როცა ისინი დადიან ფორმით, დამოკიდებულება აფხაზების მხრიდან მშვიდი და საკმაოდ ლოიალურია. საკმარისია ფორმის გარეშე გამოჩნდე ბაზარში, მაღაზიასთან იწყება ნეგატიური მოქმედებები – მოტყუება, ცემა–ტყეპა. აღშფოთების გამოხატვის მცდელობას მოჰყვება ბრბოს აგრესიული მოქმედებები. აფხაზები დადიან იარაღით და იქცევიან როგორც ბანდიტები. ჩვენი სამხედროების განცხადებით, თავიანთ დამოკიდებულებას რუსებისადმი აფხაზები შემდეგი ფრაზით გამოხატავენ – "წავიდნენ ძაღლები, მოვიდნენ ღორები..."

მეტი აღარაფერი გვეთქმის. გილოცავთ რუსებო, რეალობაში დაბრუნებას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ორი ათეული წელია, რაც საქართველოში პოლიტიკოსები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის ერთმანეთს სახელისუფლო სკამებისთვის ებრძვიან. მათი ბრძოლის შედეგი კი ყოველთვის საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფით მთავრდება, უბრალო ხალხი კი პირში ჩალაგამოვლებული რჩება. ცოტა ხანში კი ქართულ ეკონომიკაში დაწყებული “დიდი არაბობის” გამო ჩალაც აღარ დარჩებათ.
პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, ბრძოლა წესებით თუ წესების გარეშე, კომპრომატებით, შავი პიარითა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებით. ისიც ხშირად ხდება, რომ წარსულ წყენასა და შეურაცხყოფას ადვილად ივიწყებენ და ერთ დროს დაუძინებელი მტრები ერთ ბანაკში აღმოჩნდებიან; ან ერთი იდეალებისთვის თუ ხელისუფლებისთვის მხარდამხარ მებრძოლნი სხვადასხვა ფლანგზე აღმოჩნდებიან ხოლმე. შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში ყველაზე ხშირად ხდება პრინციპებისა და შეხედულებების ცვალებადობა. ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ რიგიანად “მოქალაქეთა კავშირის” პირმშოს სირცხვილის ჩამორეცხვა ვერ მოასწრო, რომ უკვე ნაციონალობა გახდა ჩამოსარეცხი. პოლიტიკურ მეხსიერებას თუ დავძაბავთ, ამის ბევრ თვალასაჩინო მაგალითს გავიხსენებთ. ამჯერად ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ფერიცვალებას გადავავლოთ თვალი.
ქალბატონი ბურჯანაძე ოპონენტების წინააღმდეგ მკვეთრად შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას არ იყენებდა და მის პოლიტიკურ ლექსიკონში ხშირად იკვეთებოდა სიტყვა “კონსტრუქციული”, თუმცა მას შემდეგ, რაც თვითონ გახდა ხელისუფლების ოპონენტი, კონსტრუქციულობა პოლიტიკურ სეკვესტრში მოხვდა, მისი განცხადებები კი რადიკალურად შეიცვალა.
ნინო ბურჯანაძე ყელზე დაკიდებული ძვირფასი მარგალიტების მსგავსად, ვერ იცილებს კორუმპირებული ოჯახისშვილობას. “ფქვილის პრინცესას” იარლიყი მამამ - ანზორ ბურჯანაძემ შვილს 90-იანი წლების დასაწყისში მიაწება. შემდეგ იყო ავადსახსენებელი მოქალაქეთა კავშირი, ახლა კი ნაციონალობისგან განწმენდას ცდილობს.
ბურჯანაძის განცხადებით, “დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს და მაქსიმალურად აკონტროლოს. აღნიშნულის დასტურად ისიც კმარა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელად საკუთარი გუნდის წევრი, ყოფილი მინისტრი დანიშნა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად - ასევე ხელისუფლების დირექტივების უსიტყვო შემსრულებელი”.
უცნაურია, რომ ბურჯანაძეს მედიის გაკონტროლების მცდელობად არ შეუფასებია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი ტელეკომპანია “იმედის” დამოუკიდებლობას იცავდა. საზოგადოების ვნებათაღელვის იგნორირებისთვის “ფქვილის პრინცესას” ყველაზე მაგარი “ფოლადის ლედის” სტატუსი მიანიჭეს და ერთ ლარად წყნეთის აგარაკიც აჩუქეს, რომლის რეალური ღირებულება მილიონებს აჭარბებდა.
მაშინდელი დუმილისთვის ხალხის წინაშე ბოდიში საჯაროდ მოიხადა და თავისი საქციელი მარტივად ასე ახსნა:
“ორი წლის წინაც იდგა უსამართლო სასამართლოს პრობლემა, ქონების ჩამორთმევის, ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების პრობლემა, მაგრამ ეს არ იყო იმდენად ღრმად წასული, როგორც დღეს. მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე ამ ტიპის განცხადებები არ კეთდება. ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო, რომ ადამიანებმა სწორი დასკვნა გააკეთონ. არ შეიძლება ადამიანი ერთნაირად ლაპარაკობდე მაშინ, როცა ხარ პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი და როცა ხარ ოპოზიციაში”.
შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას, რადგან რეალურად ხელისუფლებაში ყოფნისას ის ასე საუბრობდა:
“სახელისუფლო გუნდი ბევრს ესაუბრება ხალხს, იცის ადამიანების განწყობა, მათი პრობლემები და, რაც მთავარია, იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემები”.
2008 წლის იანვარში კი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, როდესაც მეორე ვადით არჩეულ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი უფლებები გადააბარა, აღნიშნა:
“ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც რთულ ვითარებაშიც კი ხალხს აქვს გონიერება, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას სწორი მომავლისთვის. საქართველოს აქვს სურვილი და მოთხოვნილება, რომ დემოკრატიულად განვითარდეს. ხელისუფლება კი სწორედ ამ მიმართულებით მიდის”.
დღეს კი ხელისუფლების ქმედებებში დემოკრატიის სიოსაც ვერ გრძნობს:
“ჩემთვის სიურპრიზია, რომ სააკაშვილი ევროპელ დიპლომატებთან დემოკრატიის მეორე ტალღაზე ლაპარაკობს მაშინ, როდესაც საზოგადოება დემოკრატიული რეფორმების არა თუ ტალღას, არამედ სიოსაც ვერ გრძნობს”.
“დღეს საქართველოში იწყება ომი იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, იწყება სერიოზული ბრძოლა ოპოზიციის, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ პროცესს, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა და კორუმპირებულობა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას”, - ეს განცხადება კი ოპოზიციურ არენაზე გამოსვლის პირველ დღეებში გააკეთა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალბატონი ნინო იყო თანაავტორი იმ გრძელვადიანი პოლიტიკისა, რომელსაც ხელისუფლება მიჰყვება და რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხვას უქადის, ეს აშკარად არაკორექტული გამოსვლაა. ეს არაკორექტულობა კი მას წყნეთის აგარაკის დაკარგვად დაუჯდა.
პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოკალათებული “ფოლადის ლედი” ყოველთვის მზად იყო ოპოზიციასთან დიალოგისთვის:
“როდესაც, ერთის მხრივ, შეთანხმებისკენ მოუწოდებ და, მეორეს მხრივ, უკიდეგანო ლანძღვა-გინება და გაკეთებულის იგნორირება გესმის, ამ დროს მეორე მხრიდან კვლავ კორექტული ნაბიჯებისა და კომპრომისების მოთხოვნა არაკორექტულია. მე ჩემს ოპონენტებს მოვუწოდებ, რომ გვერდზე გადადონ პირადი ამბიციები და იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რაც მართლა საქმესთან არის დაკავშირებული. მე კონკრეტული პირობები არასდროს წამიყენებია, ყოველთვის ვაცხადებდი, რომ მზად ვარ დიალოგისთვის”.
დღეს კი რადიკალური შეხედულება აქვს დიალოგზე და პრეზიდენტის გასამართლებას ითხოვს:
“ჩვენ შეურიგებელ პოზიციაზე ვდგავართ. ერთხელ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ვთქვი, რაც ამ ქვეყანას სააკაშვილმა დამართა, მის ჩამოხრჩობას უნდა ვითხოვდეთ, ჩვენ კი მის გადადგომას ვითხოვთ. ჩვენი ყველა ქმედება რადიკალური რომ იყოს, ბუნებრივია, სხვა რეალობა გვექნებოდა.”
“ბევრი რამ შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ ვერ აპატიებ ტყუილს ხელისუფლების მხრიდან, რაც იყო აგვისტოს მოვლენებამდე და დღემდე გრძელდება. ეს უსინდისო ტყუილებია, რომლითაც ეს ადამიანები კვებავენ საქართველოს მოსახლეობას მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებებით”.
“მე ადრეც ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ასეთი ქმედებებით კატასტროფამდე მივიდოდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედებები არ შერჩება და ყველა აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის. სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე იმიტომ უნდა წარსდგეს, რომ მან შეცვალა ქვეყნის რუკა, პოლიტიკურ რეპრესიებს კი სულ უფრო მასშტაბურად ახორციელებს”.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა:
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება საქართველოს იმ პრეზიდენტის ხელში, რომელიც აცხადებს, რომ დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც შარშან ომის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ომის დაწყებისთვის, რაც ქვეყანას მისმა გადაწყვეტილებებმა მოუტანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაიკლ ჩეჩირე

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის წასვლის შემდეგ, საქართველოს უმშვენიერეს დედაქალაქ თბილისში მისი სახელობის გამზირი დარჩა, იმ საქებარი სიტყვების აღსანიშნავად, რომელიც მან 2003 წელს ამ კავკასიური რესპუბლიკის დასავლეთისკენ შემობრუნების ნიშნად წარმოსთქვა. 2005 წელს, საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ტრადიციული რეჟიმი დაარღვია და დროულად დაძინების ნაცვლად, ზეიმზე დარჩა და იცეკვა კიდეც

2005 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც 2008 წელს რუსეთის ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ბუშმა არჩია კავკასიაში დასავლეთის მოკავშირე არ დაეცვა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმებული უღირსი დაუბალანსებელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაწყებული – დასავლურ მედიაში ტირანი ქართული მთავრობის ბინძური კარიკატურებითა და რუსეთთან ვაშინგტონის უნაყოფო და მოუქნელი გადატვირთვის ”პოლიტიკით” დასრულებული, საქართველო სწორედ იმ ქვეყნებისგან გაილახა, რომლებიც მის უახლოეს მეგობრებად ითვლებოდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ბოლოდროინდელი შეურაცხყოფა საფრანგეთს და რუსეთს შორის ”მისტრალი”-ს ტიპის სამხედრო გემების გაყიდვაზე შეთანხმება იყო. ეს გემები, რომლებსაც ვერტმფრენების, სამხედროებისა და აღჭურვილობის გადაზიდვა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ, იდეალურია ზღვის კონტროლისა და საზღვაო-ქვეითი ოპერაციების განხორციელებისთვის ბალტიის და შავი ზღვის სანაპიროებზე. მეტიც, რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელი, ადმირალი ვლადიმერ ვისოცკი, საკმაოდ გულწრფელი იყო როდესაც ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთს რომ ”მისტრალი” ჰქონოდა ის ოპერაციას ”26 საათის ნაცვლად 40 წუთში” წარმატებით დაასრულებდა.

მართალია, საქართველოს მოსახლეობა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის დეკლარირებას განაგრძობს, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ შეიძლება მოთმინება დაკარგოს. კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბოლოდროინდელი ოპოზიციური ამპლუა, ქართულ პოლიტიკაში შესაძლო კარდინალური ცვლილებების დემონსტრირებას ახდენს. ნოღაიდელის ოპოზიციურ ლიდერად გარდაქმნა იმ უკვე კარგად ცნობილი გზის გამეორებაა, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირეებმა განვლეს, მაგრამ ნოღაიდელმა თავის პოლიტიკურ ორიენტაციასთან მიმართებაში სრულიად უნიკალური მიდგომა გამოავლინა.

მისი ოპოზიციური კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ენერგიულად მიისწრაფვიან დასავლეთისკენ და ახდენენ დასავლური მანდატის დემონსტრირებას, ნოღაიდელი 2009 წელს მოსკოვს ოთხჯერ ეწვია – აქედან ერთხელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან აუდიენციაც კი მიიღო. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ იანვარში ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში თებერვალში დაბრუნდებოდა რუსეთის მმართველ პარტიასთან ”ერთიან რუსეთ”-თან ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. ნოღაიდელის პროვოკაციული სტილი არამხოლოდ მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების ტრანსლირებას ახდენს, არამედ ამით ”ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური რუკის ლანდშაფტის გადაწერა ხდება.

ბუნებრივია, საქართველოს მმართველმა პარტიამ ნოღაიდელის მხრიდან მეგობრების არჩევაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, თუმცა მსგავსი რეაქცია გაისმა ოპოზიციის სხვა ლიდერებისგანაც, მათ შორის გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩისგან ირაკლი ალასანიასგან და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისგან სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ სხვა ოპოზიციური ლიდერები აშკარად მიჩუმდნენ. მათ შორის ნინო ბურჯანაძეც, ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომლის მკაცრი კრიტიკული განცხადებების ციტირებაც მთავრობის მიმართ, მოსკოვმა ქართული ოპოზიციის მიმართ მოახდინა თავის ფრთხილ განცხადებებში. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ზოგიერთები ნოღაიდელის თამამ ქმედებებზე რეაქციის მოლოდინში არიან, ვიდრე გადაწყვეტენ გაემიჯნონ თუ არა მის პოლიტიკურ სტრატეგიას.

იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენციით მიყენებული ჭრილობები, თითქოს წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსი არჩევნებში გამარჯვებისთვის პრო-მოსკოვურ პოზიციას იკავებდეს, თუმცა წარსულში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ძლიერი მისწრაფების მიუხედავად, ნოღაიდელის ფლირტი ”ერთიან რუსეთ”-თან შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პირდაპირი პასუხი საქართველოს შეწყვეტილ ურთიერთობებზე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთის დისტანცირება საქართველოსთან, რაც ბუშის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს დაიწყო, ზოგიერთ ქართველს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროექტის მიმართ გაღიზიანებას უჩენს.

ნოღაიდელის გამბიტი შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი იყოს. კონფლიქტისგან და საქართველოს როგორც სჩანს მიუღწევადი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისგან დაღლილმა ზოგიერთმა ქართველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ რუსეთისგან ნაკარნახევი მშვიდობა სჯობს მიმზიდველ ალტერნატივაზე გარანტიებს. ასეთი შედეგი დასავლეთის საგარეო პოლიტიკისთვის სერიოზული მარცხი იქნება. მაშინ, როდესაც თურქეთის დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკური პოზა მას სულ უფრო არასანდოს ხდის და უკრაინის არჩევნები, რომელიც როგორც სჩანს პრო-რუსული ცვლილებით დასრულდება, საქართველო წარმოადგენს ბოლო, რეალურად დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყანას სტრატეგიულად უდიდესი მნიშვნელობის მქონე რეგიონში.

საქართველო, რომელიც უპრობლემოდ ხელმისაწვდომი დერეფანია ევროპისთვის ცენტრალური აზიის, რუსეთისა და ახლო- აღმოსავლეთის გზაზე, კარგი ადგილია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე მათთვისაც ვინც საგარეო პოლიტიკას გეგმავს. საქართველოს მდებარეობა, რომელიც სატრანზიტო მარშრუტია ცეტრალური აზიის და ახლო-აღმოსავლეთის ენერგეტიკული მარაგების ტრანსპორტირებისთვის (თანაც ერთადერთი მარშრუტია, სადაც რუსეთი ვერ დომინირებს) მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის სტრატეგიისთვის და მიუხედავად მოდური და გაზვიადებული დასავლური კრიტიკისა, საქართველო Freedom House-ის და Heritage Foundation-ის შეფასებებში სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ ლამის ერთადერთ ნათელ წერტილად რჩება რეგიონში, იმავდროულად ის უნიკალურად აქტიურია, როგორც უსაფრთხოებაში წვლილის შემტანი ქვეყანა და არა როგორც მომხმარებელი.

დასავლეთმა, რომელიც არაშორსმჭვრეტელურად მომქედებს და ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან, შეიძლება საქართველოს გვერდზე გადაწევით სტრატეგიული თავსატეხი შექმნას. თბილისის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებით ან სხვა ნაკლებად მისაღები რეჟიმების მხარდაჭერით მის ახლო სამეზობლოში, დასავლეთის ძალისხმევა დემოკრატიზაციის და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით თაობებით უკან გადაიწევს, დაკარგავს რა იმ ერთადერთ რეალურ ბერკეტს, რომელიც მას ცენტრალურ ევრაზიაში გააჩნია.

რა თქმა უნდა, საქართველო უპრობლემო ქვეყანა არ არის და პრობლემები მას მრავლადაც აქვს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საქართველო დასავლეთის ყველაზე მტკიცე, ერთადერთი ბოლომდე ერთგული მეგობარია რეგიონში. თუკი, ვაშინგტონს და ბრიუსელს სჯერათ, რომ საქართველოს 1996-წლიდან მათი ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მის მიმართ პოლიტიკის გადაფასებას უფრო ბრძნულად მოეკიდებოდნენ. თუკი საქართველოსთან მეგობრობის ჯორჯ ბუშისეული ვერსია მხოლოდ თაფლაკვერებს გულისხმობდა და მათრახს გამორიცხავდა, დღევანდელი დასავლური პოლიტიკა თბილისის მიმართ მხოლოდ მათრახს გულისხმობს და ძალიან ცოტა თაფლაკვერს, როგორც საქართველოს სტაბილურობა, ასევე დასავლური ინტერესები, დიდი ხანია, რაც ინტეგრაციის რეალური გზების ფუნდამენტურ გადაფასებას მოითხოვენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერი და მერი, ანუ ტეფტის ფორმულა, ვასილიჩი და მატომე უგაკი

საქართველო მორიგ პოლიტიკურ კრიზისს ისე მორჩილად უახლოვდება, როგორც სიკვდილმისჯილი - ეშაფოტს. გარკვეული შინაგანი შფოთვა, რაღა თქმა უნდა, არის, თუმცა საბედისწერო გეზის შეცვლის სურვილი და შესაძლებლობა ნამდვილად არ შეინიშნება. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების განწყობა დღეს უკვე ცხადყოფს, რომ გაზაფხულზე მწვავე კონფრონტაციის გარდა ვერაფერს შემოგვთავაზებენ. არსებობს თუ არა შანსი, მოსალოდნელი კრიზისი განსაკუთრებით მძიმე შედეგების გარეშე დასრულდეს?
სიცრუის ფორმულა
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, 30 მაისის “ადგილობრივი არჩევნები მეტია, ვიდრე უბრალოდ არჩევნები”. ისე, ამ ქვეყანაში “უბრალოდ არჩევნები”, დიდი ხანია, აღარ ტარდება, სულ გადამწყვეტი ბრძოლა და ტიტანების შერკინებაა. მთავარი კითხვა კი საკმაოდ მარტივია: არის თუ არა რომელიმე (ან რამდენიმე) პოლიტიკური ძალა საკმარისად თავდაჯერებული იმისათვის, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რეალური ნაბიჯები გადადგას?
“შტატების ელჩი ჯონ ტეფტი ეუბნებოდა საქართველოში პირველად ჩამოსულებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების უპირველესი წესი არის ყველაფრის გაზვიადება 25%-ით (თუ არა მეტით)”, - ეს ციტატა რონალდ ასმუსის ახალი წიგნიდანაა “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. მისი ხანგრძლივი და მტკივნეული ციტირება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამჯერად, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ქართულ პოლიტიკაში ჭეშმარიტების დადგენისას, ალბათ, მართლაც აჯობებს “ტეფტის ფორმულა” (X=0,75y) გამოვიყენოთ.
სწორედ ეს 25%, სავარაუდოდ, ქმნის ერთგვარ სიცრუის ველს, რეალობის აღქმის მრუდე სარკეს, რომლის ტყვეობაში, უპირველესად, თავად პილიტიკოსები ექცევიან. ნებისმიერ სიტუაციაში, რომლის განვითარებიდან ლოგიკურად ერთი შედეგი უნდა დადგეს (მაგალითად 2+2=4), “ასმუს-ტეფტის კოეფიციენტს” სრული გაურკვევლობა შეაქვს; შედეგად ჯამში ხან 5-ს ვიღებთ, ხან - 7-ს, ხანაც (გამოთქმისთვის ბოდიში) 3,14-ს მზარდ პროგრესიაში.
ყოველივე ეს სახალისო იქნებოდა, რომ არა შედეგების სიმძიმე: მაგალითად, რეალობიდან ერთ-ერთმა ბოლო აცდენამ 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოშვა - ეს აზრი რონალდ ასმუსის თხზულებას ერთგვარ რეფრენად გასდევს. ამერიკელი დიპლომატის წიგნი სულაც არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას ბოლო (გნებავთ ბოლოს წინა) ინსტანციაში, თუმცა მის მიერ შეგროვებული (რიგ შემთხვევაში, საკმაოდ ოსტატურად ინტერპრეტირებული) ფაქტები სავსებით საკმარისია, რომ მკითხველს საქართველოს ხელისუფლების მსუბუქი არაადეკვატურობის შთაბეჭდილება დარჩეს (აბსოლუტურის არა, ასე 25%-იანის).
მასში კიდევ ერთი საინტერესო ქვეტექსტის დაჭერა შეიძლება. ამ მხრივ, წიგნი უცნაურად ჰგავს სულ სხვა ჟანრში და გაცილებით მაღალი ოსტატობით დაწერილ ბარბარა ტაკმანის “აგვისტოს ზარბაზნებს”, რომელიც I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე მოგვითხრობს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, მეტიც, ღრმა შინაგანი რწმენა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს (ასმუსის შემთხვევაში - აშშ-ს) კრიზისის ფორმირებასა და ომის გაჩაღებაში განსაკუთრებული ბრალი არ მიუძღვის და იგი, უბრალოდ, გარემოებათა უიღბლო კომბინაციის მსხვერპლი გახდა. ამ აზრის თავს მოხვევა, ირიბად, მოვლენების თავბრუდამხვევი აღწერის მიღმა ხდება.
თუმცა ეს ნიუანსებია. ისევ “ტეფტის ფორმულას” დავუბრუნდეთ: სწორედ არაადეკვატურობის კოეფიციენტის წყალობით, გაზაფხულის მოსალოდნელმა კრიზისმა შეიძლება გამოიღოს შედეგი, რომელიც მოცემულობიდან ლოგიკურად არ გამომდინარეობს, ისეთი, როგორსაც საზოგადოება და საერთაშორისო მოთამაშეები ნაკლებად ელიან. ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება: გარე ძალების ჩარევა პროცესებში შედარებით შემცირებული იქნება. უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს. გლობალური ბალანსის შეცვლის, რიგი სხვა გარემოებების გამო ვაშინგტონი იძულებულია, ნაწილობრივ მაინც, უარი თქვას უშუალო ჩარევაზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამგვარად, რიგ შემთხვევებში ქართველ პოლიტიკოსებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. კურატორების კონტროლის შესუსტება გარკვეულწილად უკვე დაეტყო ხელისუფლებას და იგი საკმაოდ მძიმე შეცდომებს უშვებს (მაგალითი: იგივე უკრაინის არჩევნებში ჩარევის მცდელობა. როგორაა, ნეტა, ვასილიჩი?).
ორიოდე სიტყვით ვასილიჩზე; როდესაც პარასკევს საღამოს უკრაინელმა ძალოვანებმა კიევის ცენტრში 1968 წელს დაბადებული, ტროტილითა და პისტოლეტით შეიარაღებული ქართველი მამაკაცის დაკავების შესახებ გვამცნეს, გულმა ავი მიგრძნო, ვასილიჩიც ხომ 68-შია დაბადებული, ხომ არ გაუდგა იგი იაპონელი ვიცე-ადმირალის, მატომე უგაკის გზას და მარცხის აღიარებას სამურაის ღირსება არჩია; უგულვებელყო რა ბრძანება კაპიტულაციის შესახებ და ერთგულ კამიკაძეებთან ერთად მაინც აიჭრა ცაში უკანასკნელ პაემანზე ამომავალ მზესთან. მშფოთვარე წარმოსახვა ხატავდა შარფებით შემოხვეულ გივი ვასილიჩს (კიევში ცივა), რომელიც მერყევი ნაბიჯებით (ტროტუარები მოყინულია) ხრეშჩატიკს მიუყვება. გაყინული თითები პისტოლეტს ებღაუჭებიან, ხოლო ტუჩები იმეორებენ: “ნეტავ, დავეცე, სპეტაკი როგორც საკურას ყვავილი გაზაფხულზე”... თუმცა მალე გაირკვა, რომ დაკავებული სულ სხვა პიროვნებაა, ხოლო ის, რომ მატომე უგაკი და ვასილიჩი განსხვავებული მისწრაფებებისა და გაქანების ადამიანები გახლდნენ, იმთავითვე ცნობილი იყო.

აგერ - შენ და აგერ - გერმანია
ზოგადად, ქართული პოლიტიკის თანდათანობითი, თუნდაც იძულებითი, გამოსვლა ამერიკელთა კონტროლიდან მისასალმებელია, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მეზობელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით კონტროლდებოდა ასათიანის ქუჩაზე თეთრხალათიანი პროფესიონალების მიერ, უცებ, სადარბაზოში შემოგვეფეთა. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ადამიანი გამოწერეს, იგი იღიმის და კეთილგანწყობას აფრქვევს, მაგრამ არც ერთი ჩვენგანი არ მოტრიალდება და ზურგს უკან არ მოიქცევს, მითუმეტეს, რომ ჯიბიდან სამართებელი უჩანს.
ცვლილებებს საერთაშორისო არენაზე, ქართველი პოლიტიკოსების რეპერტუარში საგულისხმო სერენადების გაჩენა მოჰყვა. ირაკლი ალასანია: “ჩვენ რეალურად უნდა გავხსნათ სავაჭრო-ეკონომიკური და საკომუნიკაციო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დავიწყოთ სახალხო დიპლომატიის რესურსის ამოქმედება. თანაც ამ პროცესში უნდა ჩავრთოთ სერიოზული ევროპული ლიდერები. ეს შეიძლება იყოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც წონა აქვს რუსეთის თვალში და შუამავლის როლს იკისრებს პოლიტიკური დიალოგის აღდგენის საქმეში” (საინფორმაციო სააგენტო “პირველი”).
ნიშანდობლივი იყო ნინო ბურჯანაძის გამოსვლაც ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში (3 თებერვალი), როდესაც დავოსის სამიტზე (იქ სააკაშვილი არ მიუწვევიათ) გამართულ შეხვედრებზე საუბრისას, რამდენჯერმე, თითქმის ხაზგასმით, ახსენა აზრთა გაცვლა სწორედ გერმანიის წარმომადგენლებთან. მან, აგრეთვე, დაადასტურა მზადყოფნა კრემლთან მოლაპარაკებების გასამართად.
მოკლედ, მარლენ დიტრიხი რომ იტყოდა 1965-ში: “Berlin, Berlin, wenn deine Blumen spriessen...” -- ლოგიკურია, პროცესებისგან აშშ-ს შემდგომი დისტანცირების ჭრილში კი, ალბათ, გარდაუვალიც. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რაში სჭირდება ეს გერმანელებს? ამ კონტექსტში, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, ბოდენისა და შტაინმაიერის სამშვიდობო გეგმების გახსენებაც, რომელთაგან უკანასკნელი, ფაქტობრივად, უშუალოდ ომის წინ მოწოდებულ, ერთგვარ სამაშველო რგოლს წარმოადგენდა. იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იმ მომენტში, ალბათ, ერთადერთი შესაძლებელი იყო. ფაქტია, დღეს მსგავს გეგმას არავინ შემოგვთავაზებს. დღევანდელი გადასახედიდან, საკმაოდ მკაფიოდ ჩანს, რომ გერმანელები კარგად ხედავდნენ მოსალოდნელ საფრთხეს და მისი განეიტრალებისთვის შეძლებისდაგვარად ნაბიჯიც (ამაო) გადადგეს.
მიუნჰენის კონფერენციაზე (ამ ღონისძიებამაც რაღაცნაირად სააკაშვილის გარეშე ჩაიარა) გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ შემდეგი პრიორიტეტები ჩამოთვალა: ევროკავშირის ჯარების შექმნა, გერმანიის ტერიტორიიდან აშშ-ის ბირთვული იარაღის გატანა, “სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან ევრო-უსაფრთხოებისა და გლობალური პრობლემების გადაწყვეტის უზრუნველყოფისთვის”.
ხატოვნად რომ ვთქვათ, ადრე მსგავსი განცხადებების შემდეგ, ვაშინგტონში მოითხოვდნენ ჭირვეული ბუნდეს-მინისტრის სკალპის ჩამოკიდებას თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანზე, თუმცა, როგორც ჩანს, ტომოჰავკები დაუჟანგდათ ან ჩინგაჩგუკები დაუბერ­დათ.
Tres bien, გერმანია და საფრანგეთი ეკონომიკური კრახის პირას მდგარი საბერძნეთის გადარჩენის ოპერაციას შეუდგნენ. ზოგადად, ამ ორი სახელმწიფოს განმსაზღვრელი როლი პან-ევროპული სივრცის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში დღითიდღე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება;
პასუხისმგებლობის არეალი ფართოვდება, აქედან გამომდინარე რუსეთთან თანამშრომლობაც ინტენსიურ ხასიათს იძენს.
ეს რეალობაა - მოსწონს იგი ვინმეს თუ არა. საკუთრივ ამაში მდგომარეობს საერთაშორისო ურთიერთობების განსხვავება მწვავე შიზოფრენიისგან, რომლის ფარგლებში არასასურველი ფაქტორი შეიძლება არარსებულად გამოაცხადო.
ამგვარად, ირაკლი ალასანიას ვარიაციები ევროპულ თემაზე (არადა, ამ პოლიტიკოსს საქართველოში ხშირად ვაშინგტონის კრეატურად აღიქვამენ) შემთხვევითი, ალბათ, არ არის. შესაძლოა, იგი უბრალოდ Zeitgeist-ს, დროის სულისკვეთებას გრძნობს. მოხერხდება თუ არა ჩვენი პრობლემების მოქცევა ევროპული უსაფრთხოების განახლებული მოდელის ფარგლებში (მთავარია, ტროას ცხენად არ ჩაგვთვალონ), მომავალი გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაციის განხილვა შარიკოვის პოზიციიდან: “пишут, пишут… конгресс, немцы какие-то… Голова пухнет. Взять всё, да и поделить...”, ალბათ, აღარ გამოგვივა.

ერი და მერი
30 მაისის არჩევნების წინ ხელისუფლების ჩანაფიქრი ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმების გაფანტვისა და ამის ხარჯზე საკუთარი ფავორიტის გაყვანის შესახებ მეტ-ნაკლებად ცხადი შეიქნა. თუმცა საინტერესოა იმის გარკვევა, შეუწყობს თუ არა იგი ხელს ერთ-ერთი კანდიდატის, ნავთობკორპორაციის ყოფილი თავმჯდომარის - გია ჭანტურიას მიერ მაქსიმალური შედეგის მიღწევას, რადგან ამ ნაბიჯით შეიძლება რამდენიმე არცთუ ურიგო სცენარი აამოქმედოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფიგურა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რიგითი ტექნიკური კანდიდატი, რომლის ერთადერთ ფუნქციას არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი ფალავნისთვის (ალასანია იქნება თუ სხვა) ხმების გარკვეული რაოდენობის წართმევა წარმოადგენს. იდეაში, მას საკმარისი პოტენციალი (კავშირები, ბიოგრაფია, იმიჯი, რესურსები) გააჩნია იმისათვის, რომ სწორი ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შემთხვევაში, საპრიზო ადგილი დაიკავოს, მეტიც, მისი, გასვლა (თუ გაყვანა?) მეორე ტურში შეიძლება სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად წარმოჩინდეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატის მდგომარეობა ფრიად გართულდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არა მეორე, არამედ მესამე დაკავებული ადგილიდან მოუწევს. ამასთანავე, ჭანტურიას წამოწევა “მთავარი კონკურენტის” პოზიციაზე, ხელისუფლების კანდიდატის პოზიციონირებას მნიშვნელოვან წილად გააიოლებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას ოპერატიული სითამამე ეყოფა და იგი სულ რამდენიმე თანაგუნდელის (თბილისთან დაკავშირებულ) ბიზნეს-ინტერესებზე მაღლა დადგება, ერთი სტრატეგიული კომბინაციის გათამაშებასაც შეძლებს: იმ კანდიდატისთვის, რომელიც მისთვის უშუალო საფრთხეს არ წამოადგენს, პრინციპში, პოსტის დათმობაც შეიძლება. ეს მნიშვნელოვან წილად გაანეიტრალებს თბილისელთა 2/3-ის პროტესტს, რომელსაც მერის სავარძელში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ხილვა არ სურს. საერთაშორისო დამკვირვებლებსაც გაუჭირდებათ იმ არჩევნების გაკრიტიკება, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი მოიგებს. ისინი ხომ, ისევე როგორც მათ უკან მდგომი ქვეყნები, ჩვენი საპროტესტო ელექტორატისგან განსხვავებით, ქართველი ქრისტიან-დემოკრატების ოპოზიციურობის ხარისხის დადგენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. შესაბამისად, მომხდარი მთლიანობაში, სავარაუდოდ, შეფასდება, როგორც დემოკრატიის დიდი გამარჯვება. იმის გარანტია კი ხელისუფლებისთვის, რომ ახალი მერი მომავალში მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს, იქნება ქალაქის ბიუჯეტის ფორმირების წესი, ინიციატივების დაბლოკვისთვის საკმარისი წარმომადგენლობა საკრებულოში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტები და ფიგურანტის მძიმე ურთიერთობები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელიც არჩევნების წინარე პერიოდში აუცილებლად ჩამოყალიბდება.
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, გაცილებით დიდი ალბათობით, წინასაარჩევნო სიტუაცია უხეშ კონფრონტაციას წარმოშობს და ძალთა მკვეთრ პოლარიზებას გამოიწვევს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ისევ იქნება “მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები”, შესაბამისად, მერისა და საკრებულოს არჩევის ნაცვლად, კვლავ ხელისუფლების საკითხის ყოვლისმომცველ გადაწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
he New York Times–ი ამ სათაურით ევროკავშირ–რუსეთის დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსების ცენტრის დირექტორის, ფრაზერ კემერონის სტატიას აქვეყნებს.

პრეზიდენტმა დიმიტირ მედვედევმა სახალხოდ განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება კურსის ცვლილება, თუ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოხვედრა არ სურს.
პირველმა ვიცე პრემიერმა იგორ შუვალოვმა კი, ახლახან ინვესტორებს განუცხადა, რომ მიუხედავად უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში უმძიმესი ეკონომიკური ვარდნისა, რომელიც რუსეთმა გადაიტანა, ინვესტიციების წყალობით და „ადამიანურ რესურსებში“ ჩადებული ინვესტიციებით 2020 წლისთვის ის „ახალ ქვეყნად“ გარდაიქმნება.

შუვალოვის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კლიმატი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდება კორუმპირებული ბიუროკრატიის შემცირების და სასამართლო სისტემის სრულყოფის ხარჯზე.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთი დაპირებები ადრეც გვსმენია. როდესაც 10 წლის წინ კრემლში ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა, მან კანონის უზენაესობის და კორუფციაზე გამარჯვების პირობა დადო. თუმცა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, არ შეიმჩნეოდა არავითარი წინსვლა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით, ხოლო კორუმპირებული ბიუროკრატია პირიქით, გაიზარდა.

პუტინის პირობებში ჩამოართვეს ქონება კომპანიებს Yukos–ს, Shell–ის და BP–ის. პუტინის ეპოქაში სულ უფრო გახშირდა ჟურნალისტების უკანონო მკვლელობები. ისეთების, როგორიც იყვნენ ანა პოლიტკოვსკაია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორები ახლა დაპირებებს საყოველთაო კორუფციასთან გამკლავების და ეკონომიკის დივერსიფიცირების შესახებ სკეპტიკურად უყურებენ.

პუტინის საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში ნავთობზე ფასები რომ იზრდებოდა, მას თავისუფლად შეეძლო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პენსიების და ხელფასების უზრუნველყოფა. თუმცა, მან საერთოდ ვერ მოახერხა ახალ საწარმოებში, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა.

ახლა რუსეთს რთული დრო უდგას. ის სახსრები, რომელთა მობილიზებაც აყვავების წლებში მოახერხა, იწურება. ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები, ისეთი, როგორიც არის „გაზპრომი“ ბანკროტობის პირასაა და ენერგოსექტორში კაპიტალდაბანდებების უქონლობის გამო სერიოზულ პრობლემებს აწყდება.

მრავალპროფილიანი სახელმწიფო კორპორაციები და ბანკები დახმარებას სახელმწიფოსგან იღებენ, ხოლო საშუალო საწარმოებს, რომელნიც მომავალი ზრდის საფუძველი უნდა გახდნენ, ყურადღებას არავინ აქცევს.

რუსეთის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაეცა. ქვეყანაში ასობით მონოქალაქია, რომელიც მთლიანად ერთ საწარმოზე დამოკიდებული, რომელსაც მომავალი არ აქვს.
ღრმა უფსკრულია მდიდრებსა და ღარიბებს შორის და კიდევ უფრო სერიოზულია გათიშულობა რეგიონებს შორის.

კალინინგრადიდან ვლადივასტოკამდე ძლიერდება პროტესტი, რომელსაც სოციალური და ეკონომიკური საფუძველი აქვს. რუსეთის მომავლის ელიტასაც კი არ სჯერა. მას საკუთარი ფული ქვეყნის გარეთ გააქვს და შვილებს სასწავლებლად უცხოეთში აგზავნის.

„თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში რეფორმების გატარების მოწოდება გაისმა. ეს გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი დაახლოებულია პრეზიდენტ მედვედევთან.

პოლიტიკური სისტემის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, აუცილებელია გუბერნატორების და სენატორების არჩევითობის პრინციპის დაბრუნება, რომელიც პუტინის პრეზიდენტობისას გაუქმდა. მოხსენებაში ასევე ისმის მოწოდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების გაფართოების შესახებ, რომ მათ შეძლონ დახმარება კორუფციის დამარცხების ბრძოლაში და ხელი შეუწყონ პოლიტიკური დებატების ტრადიციის დამკვიდრებას. სახელმწიფო ახლა მედიის 93%–ს აკონტროლებს.

სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი, რომ ამ მოხსენებას მედიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია მმართველი პარტია „ედინაია რასია“, რომელსაც პუტინი აკონტროლებს, ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს. სახელმწიფო დუმა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების აღმასრულებელ მორჩილ იარაღად იქცა. დეპუტატთა უმრავლესობას კი, პირადი კეთილდღეობა უფრო აინტერესებს, ვიდრე ხელისუფლების კონტროლი.

მიმომხილველთა ნაწილი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეუძლიათ აიძულონ რუსეთი შეცვალოს ჩვევა და აზროვნების სტილი. თუმცა, პრეზიდენტი ობამა საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორი უმნიშვნელოვანესი, ირანის და ერაყის პრობლემის გადაჭრაში მთავარ იმედებს რუსეთის დახმარებაზე ამყარებს. მაგრამ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ მოსკოვს ამ მიმართულებით დახმარების გაწევა სურს.

შარშან ნოემბერში, სტოკჰოლმში გამართულ ევროკავშირ–რუსეთის სამიტზე, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუ რუსეთს მოდერნიზების საქმეში დახმარებას დაპირდა. თუმცა, ევროკავშირ–რუსეთის პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში წარმატებები არ ჩანს. რუსეთს ვერ გადაუწყვეტია გაწევრიანდეს თუ არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. რუსეთის განაწყენებული წარმოდგენები მსოფლიოზე ხელს უშლის ყველა მხარისთვის მომგებიანი ენერგეტიკული სცენარების წინსვლას.

რუსეთის ელიტის მენტალობა ძველებურად კვლა „გამარჯვებული დამარცხებულისაა“. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გაზ თუ ნავთობსადენებს უკრაინაში, ბელორუსიასა თუ საქართველოში. პუტინიც და მედვედევიც საუბრობენ რუსეთის უფლებაზე – აღმოსავლეთ ევროპა მისი გავლენის სფერო იყოს. არ არსებობს გაგება, რომ სტაბილური, განვითარებული და დემოკრატიული მეზობლების რკალი სინამდვილეში რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება.

თუმცა, ისინი ალბათ აცნობიერებენ, მოვლენების ასეთი განვითარება პუტინ–მედვედევის პოლიტიკის მართებულობაში ბევრს დააეჭვებს. ხმები მმართველ ტანდემში განხეთქილების შესახებ, ეს მხოლოდ ხმებია. მედვედევი საკუთარ მდგომარეობას და თანამდებობას 100%–ით პუტინს უნდა უმადლოდეს.დროდადრო „ცუდი და კარგი პოლიციელის“ როლის თამაში მათთვის სავსებით მომგებიანი და ხელსაყრელია. სინამდვილეში კი, ამ ადამიანებს შორის ფუნდამენტური უთანხმოება არ არსებობს.

ამიტომ რუსეთის შეცვლის იმედები მეტად სუსტია. თუმცა, ხელისუფლების უმოქმედობის გამო საზოგადოების უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება და უახლოეს მომავალში ვითარება შესაძლოა ფეთქებადსაშიში გახდეს. ამის მიუხედავად, ლიბერალურ–დემოკრატიული ძალებისადმი, რომელნიც სისტემის შეცვლას ესწრაფვიან, ჩვენი მხარდაჭერა არ უნდა შევასუსტოთ. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა.

„internet.ge“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამაზ ვაშაძე: ზვიადის მკვლელობის შესახებ ფაქტები მივაწოდე გენერალურ პროკურატურას და პირდაპირ დავადე ხელი მკვლელს. რატომ არ მოხდა აღსრულება? ეს არ არის გამოძიება, რომელსაც სააკაშვილი აწარმოებს, ეს არის ფარსი

"კაკო ასათიანს ხელს არ ვართმევ ოცი წელია. ის არის "ობერმოღალატე", რომელმაც უღალატა ზვიად გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც, აბაშიძესაც და სააკაშვილსაც.

კაკო არის ქრონიკული მოღალატე.
მაგას ორგანიზმში კოდი აქვს ჩადებული,
ვალდებულივითაა, უღალატოს ყველას.
რა პარტია აქვს? სამკაციანი?"

დიდატურა წამოაყენეს. სხვადასხვა მიზეზების გამო მე თარგამაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა ხანში ანკეტაში გაჩნდება ასეთი შეკითხვა _ სად იყავი ეროვნული მთავრობის დამხობის დროს? შეეკითხეთ ჭანტურიას, სად იყო იმ დროს, არაფერს ვამბობ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ფულის საკეთებელ "სტანოკზე" რომ გაისარჯა. ვის "აბოლებს" ჭანტურია? პატიოსანი ხალხი წამოაყენეთ ქალაქის მერად, ღმერთი არ გწამთ?" _ მოუწოდებს საზოგადოებას ზვიად გამსახურდიას დროინდელი თბილისის მერი, თამაზ ვაშაძე. "ჯორჯიან თაიმსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან იმ ადამიანებზეც ისაუბრა, ვინც, მისი აზრით, ოპოზიციონერობანას თამაშობს.

_ ბატონო თამაზ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელმა კომისიამ მალე დასკვნა უნდა დადოს, ელოდებით საქმის ობიექტურ გამოძიებას?

_ ეს კომისია მაშინ შეიქმნა, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. მეგონა, გამოიძიებდა, მაგრამ ყველაფერი ბლეფი გამოდგა. რა საქმის გამომძიებელია ის ხელისუფლება, რომელიც გაძეძგილია "მხედრიონელებით" და ყველა ჯურის სამშობლოს მოღალატეებით. გამოძიება "შემოაგდეს" იმისათვის, რომ ზვიადისტების დიდი ნაწილის ნდობა მოეპოვებინათ. ზვიადის მკვლელობის შესახებ ფაქტები მივაწოდე გენერალურ პროკურატურას და პირდაპირ დავადე ხელი მკვლელს. რატომ არ მოხდა აღსრულება? ეს არ არის გამოძიება, რომელსაც სააკაშვილი აწარმოებს, ეს არის ფარსი.

_ ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია, შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ?

_ ედუარდ შევარდნაძის დაკვეთით მოკლეს. ყველაფერი კარგად იცის ზვიადის პირადმა დაცვამ, რომელიც იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა.

_ დაცვის წევრებიდან ზოგი გაქრა, ზოგი გარდაიცვალა... როგორ დადგინდება ახლა სიმართლე?

_ ავთო იოსელიანმა ზვიადის სიკვდილთან დაკავშირებული საიდუმლო საფლავში ჩაიტანა. მისი დაცვის წევრები გააქრეს. კიტოვანისა და გიორგაძისნაირ უნომრო ნაძირალებს როგორ უნდა შეეკითხო, ვინ მოკლა გამსახურდია? ყოველდღე, სად იყო და სად მიდიოდა ზვიადი, შევარდნაძემ მათგან იცოდა. ახლა დაუბრუნდნენ გამოძიებას იმისათვის, რომ დრო გაიყვანონ. კონსტანტინეს უფლებამოსილებას მალე ვადა გაუდის, ისევ გაუგრძელებენ. რა არის გამოსაძიებელი, ორთაჭალაში ზის მკვლელი! ამასწინათ, სასაცილოდ აიგდო ზვიად გამსახურდია "რუსთავი-2"-მა. რა უფლებით? ჟურნალისტების ბრალია ზოგიერთი უღირსის გაფეტიშება. ვახო სანაიაა ჟურნალისტი? ვისზე და რაზე ლაპარაკობს ეგ? საკუთარი ძმის მკვლელობა დაიკიდა ფეხებზე. ვინ ჰკითხავს ვახო სანაიას, ვინ არის რუსეთის აგენტი? რუსეთის პატრიარქს რას ერჩის, როგორ ბედავს, რომ მას აგენტს უწოდებს? აბა, თვითონაა პატრიოტი?

_ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტანტინე გამსახურდია მამის გარდაცვალების გამოძიებას სათავეში არ უნდა ჩადგომოდა... თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ კონსტანტინე განათლებული ადამიანია, მაგრამ კითხვის ქვეშ ვაყენებ მის შინაგან ძალას. შეუვალობა, უკანდაუხევლობა მას არ ახასიათებს. ზვიადის საქმის გამოძიებას სჭირდება ადამიანი, რომლის პრინციპი იქნება _ "სიკვდილი, ან გამარჯვება", თუმცა კონსტანტინე არ არის ის პიროვნება, რომ ხელისუფლებას რამეში გაურიგდეს, ასეთ შეურაცხყოფას მას ვერ მივაყენებ.

_ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლების ინტერესშია გამსახურდიების ოჯახის დანგრევა?

_ რა თქმა უნდა. ცოტნეს დაპატიმრება მაგალითია იმისა, როგორ სურს ხელისუფლებას, დაანგრიოს და გაანადგუროს ზვიადის ოჯახი. თუ რამე არსებობს ეროვნული, ყველაფრის განადგურება სურთ.

ნახეთ სპექტაკლები, თეატრი, კინო, თუ სადმე არის ეროვნული სული. ირანელი მწერლის ნაწარმოებები იდგმება ქართულ სცენაზე და არა ქართველი დრამატურგებისა. სააკაშვილის და მისი გუბერნატორების ხუშტურებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მეცნიერებათა აკადემიის ბედი. აკადემია არის უპირველესი ექსპერტი. ჰიდროელექტროსადგურები მეცნიერის დასკვნის მიხედვით უნდა კეთდებოდეს, ესენი კი ხელფასს აძლევენ და ეუბნებიან, თავი დაგვანებეთ, თქვენი აზრი არ მაინტერესებსო. უნივერსიტეტები დაშალეს. ყველა სფეროში მზადდება შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულების მონაწილეები, პირველ რიგში, ქართველები არიან.

_ თქვენ დაპატიმრებული იყავით. როგორ გგონიათ, გამსახურდიას გამო დაისაჯეთ?

_ ამჯერად არა, მე სამშობლოს ღალატის მუხლით გამასამართლეს. დაპატიმრებული ვიყავი აბსურდული ბრალდებით და ჩემ გამო დააპატიმრეს 15 უდანაშაულო ადამიანი, პროკურატურა შეიყვანეს შეცდომაში. მოგვაყენეს დიდი შეურაცხყოფა. ეს უმსგავსობა ბიძინა ივანაშვილის დამსახურებით მოხდა, მაგრამ მე მჯერა, რომ, როგორც სხვა სასამართლო, ამასაც მოვიგებ. სულ ხომ არ იქნება სააკაშვილი. დადეს დასკვნა, რომ რეპრესირებული ვარ. გერმანიის და რუსეთის აგენტობას მაბრალებდნენ. ვინმემ აგო პასუხი იმაზე, რომ 12 წელი მაწამებდნენ? წამართვეს ენერგია, რომელიც ჩემს სამშობლოს უნდა მოხმარებოდა. არ არის ეს ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული? მილიარდები მებარა და კაპიკისთვის ხელი არ მომიკიდია. ვაფრთხილებ ქართველ ქურდ ჩინოვნიკებს, ნუ მისცემთ ნაქურდალ ფულს შვილებს. დამიჯერეთ, თორემ ისინი უარესი არაკაცები გამოვლენ. თუ ზედმეტი ფული გაქვთ, დაწვით და შვილებს მაინც არ მისცეთ. რას ჰპარავთ საქართველოს, რა დაგიშავათ ასეთი? სირცხვილი არაა? ყველა პატრიოტი სახლში გაუშვეს. შეიძლება პაატა ბურჭულაძეს და გოგი დოლიძეს აგინო? ესაა ეროვნულობა? გამსახურდიას სახელობის ქუჩას ალიევის სახელი დაარქვეს. სირცხვილი არაა?

_ ბატონო თამაზ, მერის არჩევნები დაინიშნა, როგორ ფიქრობთ, ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი?

_ უგულავაზე აზრი არ გამაჩნია. რატომ უნდა ვილაპარაკო მასზე, რამე დამსახურება აქვს ერის წინაშე? თბილისის მერი უნდა იყოს უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი, სამეურნეო მუშაკი. უგულავა დღეში სამი საათი ტელევიზიაშია და ჟურნალისტებს ებაასება. მეტი რა იცის, კამერებთან პოზირების გარდა? ეს ჟურნალისტები კიდევ, ჭკუას ეკითხებიან. მერი ვიყავი და მანახონ თუნდაც ერთი ჩემი ინტერვიუ. სად მეცალა ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ, ხალხს ვჭირდებოდი. სად აქვთ ამდენი დრო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ჟურნალისტებთან ლაპარაკში დაკარგონ? უგულავა გამოდის და ამბობს, სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათო, ეს არის ლაქლაქი და მეტი არაფერი. ასფალტი დავაგე, ხიდი ავაშენეო... მერი იმიტომ ხარ, რომ ხიდიც ააშენო და ასფალტიც დააგო, აბა, რისთვის გირჩევენ, რად უნდა ამას გახმიანება? იმიტომ გიქირავა ხალხმა შენ, რომ სახლებიც აუშენო და გზებიც დაუგო.

ნახეთ უგულავას გაკეთებული გადასასვლელი ხიდები, რომელთაც მე "სიკვდილის ხიდები" ვუწოდე. პენსიონერი რომ სამჯერ გადაივლის, მეოთხედ მისი დასაფლავების საკითხი დგება! მთავრობის ბემურაზები და ციგნები უცხოეთში დადიან და იქიდან გადმოაქვთ ყოველგვარი სიგლახე. ეს გადასასვლელებია არქიტექტურის ნიმუშები? იქ მოხუცები ჯოხით ძლივს ადიან და, ჩამოვლენ თუ არა ცოცხლები, არავინ იცის. მაგათ ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, ესაა ხალხის სამსახური? ეს ხალხის სიძულვილია. აბა, წადი, არ გაამხილო, რომ ჟურნალისტი ხარ და შეეცადე, მერიაში რომელიმე ჩინოვნიკს დაელაპარაკო. უგულავა კი არა, რიგითი ჩინოვნიკი არ მიგიღებს, შეიკეტებიან კაბინეტებში.

_ გია ჭანტურიას იცნობთ?

_ "ქრისტიან-დემოკრატებმა" წამოაყენეს კანდიდატურა... სხვადასხვა მიზეზის გამო მე თარგამაძეს პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა ხანში ანკეტაში გაჩნდება ასეთი შეკითხვა _ სად იყავი ეროვნული მთავრობის დამხობის დროს? სად იყო ამ დროს, შეეკითხეთ ჭანტურიას. არაფერს ვამბობ, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ფულის საკეთებელ "სტანოკზე" რომ გაიხარჯა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პატიოსანი ხალხი წამოაყენეთ ქალაქის მერად, ღმერთი არ გწამთ?

_ ძიძიგურზე რა აზრი გაქვთ?

_ რა იცის ძიძიგურმა ქალაქი? ამ არჩევნებში ეგ იმდენ ხმას მიიღებს, რასაც ჩემი მეზობელი გიგუა. შენ გგონია, ჭანტურია მიიღებს ხმებს? არ გაბედოს აქტიურობა, თორემ ისეთ ბრიგადებს შევქმნი მის წინააღმდეგ, რომ ორ ხმას ვერ მოაგროვებს. ნუთუ მთელ თბილისში ერთ პატიოსან კაცს ვერ იპოვის ადამიანი, რომ მერად აირჩიოს!

მერის არჩევნებით სააკაშვილმა "ივაჟკაცა", ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მოისროლა. ახლა, მალე, სართიჭალის არჩევნები იქნება და, სართიჭალას მიესევა ოპოზიცია. ძაღლებს ძვალი გადაუგდო და, კიდევ რომ მოატყუებს, მერე ვეტყვი, მიშა, მაგარი ხარ-მეთქი.

_ ალასანიას რა შანსი აქვს?

_ ვინ არის ალასანია და სოზარ სუბარი, უმუშავიათ სადმე? რა იციან მაგათ, რა უნდა გააკეთონ ქვეყანაში? რა გელაპარაკო მაგათზე, ან ირინა სარიშვილზე?

ირინა არის ერის შეურაცხყოფა. ეგ არის საცობი, რომელიც ყველა დროს ერგება.

_ ნოღაიდელის ოპოზიციურ მიდგომებს როგორ აფასებთ?

_ ნოღაიდელს მშობლიურ ქობულეთში ცნობილი აფერისტი ინვესტორისათვის რომ თბოელექტროსადგური უნდა აეშენებინა, რატომ არ გაუშვეს ექსპლუატაციაში? ნილსონი არის საერთაშორისო აფერისტი, ისევე როგორც ასლან აბაშიძე. ფული მოხვეტა და გაიქცა. ნილსონის დამსახურებაა, რომ წარმატებული კომპანია "თბილისი" დაიქცა, რომლის დავალიანება 400 000 ლარი ვალი დღესაც გაუსტუმრებელია და თბოელექტროსადგური 10 წელია, ექსპლუატაციაში არ გასულა. სააკაშვილმა ორივე ბრძოლა მოუგო ოპოზიციას. ბურჯანაძე და ნოღაიდელია ოპოზიცია, გამოვიდეს ვინმე და მითხრას, მე ვარ ოპოზიციაო. გაბედოს. ეს არის ნაძირალების, მლიქვნელების, ქურდების თავშეყრა. უსუფაშვილი და ხიდაშელია ოპოზიცია, ხელისუფლების ნაწყალობები ფულით რომ იკვებებიან? ხიდაშელი არ იყო, აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის რომ იბრძოდა? გაიხარე, თინა, დამოუკიდებელია აფხაზეთი, დატკბი მიღწეულით! სოროსის შვილებმა დააქციეს საქართველო! ოპოზიციაში მისვლა მინდა და ვისთან მივიდე? სუფთა ხალხი უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში და არა გასვრილი. დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ღირსები. ყველაზე დიდი ხელფასი დღეს სამშობლოს მოღალატეებს აქვთ. ვინც სახელმწიფო საბჭოში იჯდა, ყველა ციხეში უნდა იყოს.

_ თქვენ თქვით, რომ ავტორიტეტების წინააღმდეგ შეთქმულება არსებობს, ჟვანიას მკვლელობაზე რას ფიქრობთ?

_ ამ საკითხზე ვერას გეტყვით. შეცდომაა ჟვანიას დასაფლავება დიდუბის პანთეონში. რა უნდა იქ ისეთ ადამიანს, რომელსაც იქ ყოფნა არ ეკუთვნის?

_ მაშინ აკაკი ასათიანი თქვენს გუნდში იყო, ახლა როგორ შეაფასებთ მის მოღვაწეობას?

_ კაკო ასათიანს ხელს არ ვართმევ ოცი წელია. ის არის "ობერმოღალატე", რომელმაც უღალატა ზვიად გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც, აბაშიძესაც და სააკაშვილსაც. კაკო არის ქრონიკული მოღალატე. მაგას ორგანიზმში კოდი აქვს ჩადებული, ვალდებულივითაა, უღალატოს ყველას. რა პარტია აქვს? სამკაციანი?
ყარყარაშვილის გმირად შერაცხვა ერის სირცხვილია. გამყრელიძე რომ რკინიგზაზე ჩახტა, რა სასაცილო იყო! ეტყობა, მძლეოსნობაში მოიკოჭლებს, მაგრამ, სამაგიეროდ სროლა კარგად იცის. ზუგდიდში მთავრობის დასამარცხებლად დადიოდა. წარსული უნდა გქონდეს კარგი, რომ მომავალი გქონდეს ბედნიერი. ხალხი იძულებულს გახდის ოპოზიციას, წავიდეს სახლში.

ოქრუაშვილია ოპოზიცია? ეგენი არიან ქურდები, რომლებმაც დიდი ფული მოიპარეს და ახლა ცდილობენ, დამალონ.

_ შევარდნაძის გასამართლებას ითხოვთ. მავანს არგუმენტი აქვს, დაბერდა და რა აზრი აქვს ახლა მის დასჯას, ვაპატიოთო.

_ მასე არაა საქმე. გასამართლების ათასი სახე არსებობს, უნდა ამხილო... ვითომ არაფერი მომხდარა, ისე იქცევა. შევარდნაძის დროს დაიღუპა საქართველო და ეს უნდა შერჩეს? ქართველ ხალხს აკლია ანალიზის უნარი, ივიწყებენ იმ ადამიანებს, რომელთაც ფეხებზე ეკიდათ სამშობლო.

_ რუსეთისადმი სააკაშვილის მიდგომებზე რა აზრის ბრძანდებით?

_ არავინ იფიქროს, რომ მე რუსეთის მომხრე ვარ. პირიქით, მან დააქცია ჩემი ქვეყანა, ავტოკეფალია წაართვა ჩვენს ეკლესიებს, რუსეთის ეგზარქოსმა დასწყევლა ქართველი ერი, ის ოკუპანტია, მაგრამ ვინ შეგიცვლის მეზობელს, რომლისაც მთელ მსოფლიოს ეშინია? ორი აზრი არაა, სააკაშვილმა დაიწყო რუსეთთან ომი. რად უნდა ამას გამოძიება და ტალიავინის დასკვნა? წააქეზეს ამერიკიდან და გაება შენი მიშა. იმდენი აწვალა რუსეთი სხვისი წაქეზებით, რომ, რასაც ცდილობდა, მიიღო. როგორ იჭიმებოდა, გახსოვთ? სარკოზი და ბერლუსკონი რომ არა, თბილისსაც აიღებდნენ. არანაირი ჯარის დამსახურება არაა, რომ თბილისი გადარჩა. შეშინებული და აკანკალებული იყო ბაქრაძე. ერთ რეჟისორს ვთხოვე, კადრები გადაეღო, რომ ეს მომენტები არ დაკარგულიყო. ისეთი საცოდავები იყვნენ მთავრობის წევრები, საწყლებს ისე ეშინოდათ სიკვდილის და ქონების დაკარგვის, რომ კანკალებდნენ. მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველა ადამიანის ლუსტრაცია, რათა მისმა შთამომავლობამ იცოდეს, ვინ ჰყავდა წინაპარი. როცა ადამიანს შეეშინდება მომავალი თაობის, იქნებ მაშინ მაინც აღარ დაუშვას შეცდომები.

ჟანა ასანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნინი შერმადინი X ფაქტორის ფინალში საბერძნეთში, ის იმას ნიშნავს რომ ქართული ნიჭი და გენია კიდევ ერთხელ დაფასდა და აღიარებულ იქნა უცხო ქვეყანაში, ძალიან წინ არის წასული შემოქმედებითად დაახლოებით 5 წუთში გამოვა სცენაზე და კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს, ვუსურვოთ წარმატება!!!!

ამ ქვეყანაში როგორც საბერძნეთი,ა სადაც ძალიან ნაციონალისტი ხალხი ცხოვრობს ნინის ფინალში გასვლა ნიშნავს რომ უკვე გამარჯვებულია!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სებასტიან შეფერი

მართალია 2009 წელს, პრაღის სამიტზე „აღმოსავლური პარტნიორობის“ (EaP) პროგრამის ამოქმედებიდან მხოლოდ ცხრა თვე გავიდა, მაგრამ ამ ახალ რეგიონალურ ინიციტივას უკვე საკმარისი თავისტკივილი მოჰყვა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად საფრანგეთმა და ესპანეთმა (მათი ტრადიციული ორიენტაციით ევროკავშირის სამხრეთელი მეზობლების მიმართ), ახალ პროგრამასთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობა გამოხატეს. ასეთივე დამოკიდებულება იგრძნობა თავად პროგრამის მონაწილეების მხრიდან (მაგალითად, უკრაინა) რომლებიც შიშობენ, რომ ამ ინიციტივით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ.

ყველაზე დიდი შეშფოთება ამ პროგრამის გამო ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებში შესაძლო გართულებებს უკავშირდება. მოსკოვი შიშობს, რომ ევროკავშირი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც EaP–ის სამიზნე ქვეყნები არიან, რუსეთის გავლენის შერყევას ცდილობს. ტერმინს „გავლენის სფეროს“ რუსეთი გეოპოლიტიკურ კონტექსტში იყენებს და ამიტომ თამაშს ნულოვანი თანხით ცდილობს. იმავდროულად, ბრიუსელს და მოსკოვს ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საერთო ინტერესებიც გააჩნიათ, ასე რომ უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა “ინტერესების დიფუზია“. ეს კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ პროცესი აღვიქვათ, როგორც თამაში პოზიტიური თანხით. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ევროკავშირმაც და რუსეთმაც, მაგრამ განსაკუთრებით ბრიუსელმა, კომუნიკაცია უნდა გააუმჯობესონ. მე შევეცდები იმის ჩვენებას, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესების პირობებში მთავარი რუსული ჭმუნვები და პრობლემები, როგორც ეს ალექსანდრე სერგუნინის სტატიაშია გადმოცემული, შეიძლება გადაწყდეს. თითოეულ პუნქტზე ცალ–ცაკლე შეჩერების ნაცვლად, მე ისინი თემატურ ჯგუფებად დავყავი:

ენერგეტიკული უსაფრთხოება (ენერგომომარაგება): ევროკავშირს და კავკასიური რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუძლია გზა გაუხსნას ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტს (რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით). ადვილი გასაგებია, რომ რუსეთისთვის ეს შეშფოთების მთავარი საგანია, მაგრამ „აღმოსავლური პარტნიორობის“ მთავარი პლატფორმა „ნაბუქოს“ ან White Stream–ის პროექტების კულტივაცია არ არის. გარდა ამისა, EaP მრავალნაციონალური პროექტების ამოქმედების შესაძლებლობას ქმნის, რომლებშიც მონაწილეობას მესამე ქვეყნებიც შეძლებენ, მათ შორის რუსეთიც, რასაც ენერგომატარებლებით მომარაგებასთან დაკავშირებული იმ მარშრუტების გაუმჯობესება შეიძლება მოჰყვეს, რომლებიც უკრაინაზე გადის. ეს კი იმავდროულად რუსეთის ინტერესებშიც შედის. მოსკოვი და ევროკავშირი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად ალტერნატიული წყაროებიც რომ გააჩნდეთ, მათ რუსეთიდან მომარაგება საშუალოვადიან ან ხანგრძლივ პერსპექტივაში მაინც დასჭირდებათ. რუსეთის ფედერაციას კი ევროკავშირი როგორც მომხმარებელი ისე სჭირდება, რადგან მისთვის ის ენერგომატარებლების ექსპორტისთვის მთავარი ბაზარია.

გაყინული კონფლიქტები: ცხადია, რომ არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები არამხოლოდ EaP–ის მონაწილე ქვეყნებს შორის (მაგალითად, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის), არამედ თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მესამე ქვეყნებს (მაგალითად რუმინეთს და მოლდავეთს) შორის. EaP–მა შესაძლოა კონფლიქტების გადაწყვეტისთვის პლატფორმის როლიც შეასრულოს. მრავალნაციონალური განზომილება, ასევე EaP–ის პროგრამის რეალიზაციაში მესამე ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობა, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის.

დაფინანსება და განსხვავებული პრიორიტეტები ევროკავშირის შიგნით: ცხადია, რომ აღმოსავლურ მეზობლობასთან დაკავშირებით თავად ევროკავშირშიც განსხვავებული პრიორიტეტები არსებობს. ეს სხვაობები EaP–ის დაფინანსებასთან დაკავშირებით დილემას ქმნის. ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც სხვა რეგიონების მიმართ ტრადიცულად დიდ ინტერესს ამჟღავნებენ, სხვა მათთვის საინტერესო რეგიონების ხარჯზე აღმოსავლური პარტნიორობისკენ ფინანსების გადამისამართებას შეეწინააღმდეგებიან. ასევე ცხადია, რომ საჭირო გახდება მნიშვნელოვნად დიდი ფინანსური რესურსები EaP–ში ჩამოთვლილი ყველა პროექტის რეალიზაციისთვის. პოზიტიურმა დინამიკამ შეიძლება დამატებითი საგარეო დაფინანსება გააჩინოს, და ევროკავშირის ახალმა, რამდენიმე წელიწადზე გათვლილმა ბიუჯეტმა, რომელიც 2014 წელს უნდა შედგეს, შეიძლება თავის თავში მოიცვას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ (European Neighbourhood Policy (ENP) პროგრამის ყველა მონაწილის (როგორც აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში) მნიშვნელოვანი დაფინანსება.

ინიციატივების დუბლირება: შეიძლება რეგიონალურმა ინიციატივებმა ევროკავშირში არსებული წინააღმდეგობების შემსუბუქებასაც შეუწყოს ხელი. ბლოკში, სადაც 27 სახელმწიფოა და უახლოეს მომავალში შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს კიდეც, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბევრი ინიციტივის რეალიზაციას სტრუქტურული დუბლირება აუცილებლად მოყვება. ეს საფრთხე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი EaP–ის შემთხვევაშია, ასევე პროექტთან Black Sea Synergy–თან (BSS) დაკავშირებით. თუმცა EaP–ს იმ მხრივ აქვს უპირატესობა, რომ მასში უფრო ერთგვაროვენი ქვეყნები მონაწილეობენ. თავად რუსეთის ფედერაციას ევროკავშირთან სხვა ტიპის ურთიერთობა სურს, რის გამოც ის საკუთარი სურვილით არ არის ევროპის სამეზობლო პროგრამის წევრი, სადაც მოიაზრება კიდეც EaP და მისი აღმოსავლური განზომილება. მეტიც, პოტენციური პროექტების განხორციელება მოსკოვის თანხმობაზე დამოკიდებული რა არის, როგორც ეს იყო შავი ზღვის პროექტ BSS–თან დაკავშირებით.

განსხვავებული სამიზნე ქვეყნები: მართალია EaP–ის პროგრამის ქვეყნებთან საქმის დაჭერა, როგორც ჯგუფთან უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე ისინი გაერთიანებულები რომ ყოფილიყვნენ რუსეთთან, ან თუნდაც თურქეთთან ან ევროკავშირის სხვა სამხრეთელ მეზობლებთან, მათი ურთიერთობები ევროკავშირთან არსებითად განსხვავებულია. იმ დროს, როდესაც საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიოდ გამოხატული მიზანი აქვთ, ამ ორგანიზაციაში აზერბაიჯანის გაწევრიანების იმედი, საკმაოდ მცირეა. მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც იმ სქემით აზროვნება, როგორც რუსეთი აზროვნებს უნდა შეწყდეს, რადგან თუკი ბრიუსელი უფრო მკაფიო პოზიციას დაიკავებს, ამით პროგრამის ყველა მონაწილემ შეიძლება მოიგოს. ეს EaP–ის პროგრამის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივას გაუჩენს, როგორც ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში ხდება. EaP შეიძლება თავად იქცეს ინტეგრაციის პროცესის ალტერნატივად, მათ შორის ინტეგრაციას საწყის ეტაპად გარკვეულ სფეროებში სხვა პოლიტიკურ დარგებში პროგრესის მოთხოვნის გარეშე. ის ქვეყნები, რომლებსაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ, ასევე შეძლებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას. საჭიროა იმის მკაფიოდ ახსნა კრემლისთვის, რომ საკითხი ასე: ევროკავშირი თუ რუსეთი – არ დგას, არამედ სინამდვილეში მისი ფორმულირება ასეთია – ევროკავშირი და რუსეთი. სექტორების მიხედვით ინტეგრაცია ხელს შუწყობს რუსეთის ახლო სამეზობლოში უფრო სტაბილური გარემოს შექმნას, რაც თავად რუსეთს ეკონომიკური სარგებელის მიღების საშუალებას მისცემს.

აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამას დიდი პოტენციალი გააჩნია არახმოლოდ ევროკავშირს და პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის, არამედ ისეთ მესამე ქვეყნებთან ურთიერთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზირისით, როგორიც რუსეთია. ამგვარი პოტენციალის გამოყენებისთვის ევროკავშირს ზემოთჩამოთვლილ სფეროებში უფრო სერიოზული ძალისხმევა და აქტიურად მოქმედება სჭირდება. ბრიუსელმა მოსკოვთანაც უნდა გააუმჯობესოს კომუნიკაცია. ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წამომადგენლის ახლახანს შექმნილმა პოსტმა შეიძლება ხელი შეუწყოს აღმოსავლურ პარტნიორობაზე მოსკოვის მიმართულებით კონფლიქტური და/ან წინააღმდეგობრივი სიგნალების გაგზავნისგან გათავისუფლებას. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მიუდგეს რუსეთის წუხილებს და უნდა შეეცადოს ამ ქვეყნის მთავრობის დარწმუნებას აღმოსავლური პარტნიორობის პოტენციურ უპირატესობებში ორივე მხარისთვის. იმავდროულად, რუსეთმა უარი უნდა თქვას იმ მიდგომაბზე, რომელსაც ის დსთ–ს მთელი ტერიტორიის მიმართ იჩენს. საპირისპირო შემთხვევაში მან შეიძლება დაკარგოს მისი მნიშვნელოვანი როლი რეგიონში – ბრიუსელისთვის დასავლეთ ნაწილში და ჩინეთისთვის – აღმოსავლეთში. ამის ნიშნები დსთ–დან საქართველოს გამოსვლაშიც ჩანს (ეს გადაწყვეტილება შარშან აგვისტოში ამოქმედდა) და იმაშიც, რომ კიშინიოვში ბოლოს გამართულ სამიტს რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი (ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის) არ ესწრებოდა.

სებასტიან შეფერი – გრეიფსვალდის ერნსტ მორიც არნდტის სახელობის უნივერისტეტის შედარებითი პოლიტიკის კათედრის ლექტორი და მეცნიერ–თანამშრომელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=LnmLpYqKQ3w&NR=1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვნახე ვიდეო ხომ ამბობდნენ რომ აფხაზები არავის აინტერესებს უბრალოდ გამოიყენეს, ასეც იყო მათი თვითმყოფადობა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში შენარჩუნდებოდა, აი ნახეთ ფორთხვით მოვლენ და დახმარებას გვთხოვენ, ისედაც ერთი სტადიონი ხალხია დარჩენილი აფხაზები, მაგრამ მაგენი ოსებისაგან განსხვავებით ქართველებს გვანან(ყოველ შემთხვევაში ისინი ვინც საუკუნეების განმავლობაში ამ მიწაზე ეთნიკურ ქართველებთან ერთად ცხოვრობდა) ვაჟკაცობის დაფასებაც და პატიებაც იციან რა მაგათი ბრალია რუსებმა ტვინი რომ გადაუბრუნეს??? ოსები კი არა -ყველა მათგანში ჯაყო იმალება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შერიგების შანსი, თითქმის არ არსებობს, რუსეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოგებას რიგით ქართველებთან იმით ცდილობს, რომ თანამშრომლობის პაქტს დებს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც ოპოზიციის ლიდერად იქცა.

არ ეპუება რა თბილისში შემდგარ მთავარ კონსესუსს იმის თაობაზე, რომ სანამ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სადავო ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს, მოსკოვთან დიპლომატიური კონტაქტები არ შეიძლება არსებობდეს, ნოღაიდელმა, პარტიის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა 9 თებერვალს რუსეთის დუმას სპიკერთან ბორის გრიზლოვთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. სპიკერი ამავე დროს „ერთიანი რუსეთის“ პარტიის ლიდერია, იმ პარტიისა, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი თვამჯდომარეობს.

საქართველოს ოფიციალური პირების ხმაურისა და დაცინვის ფონზე, ორივე პარტია „კარგი მეზობლური“ურთიერთობების აღდგენაზე, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლაზე და პარტიათა შორის ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დოკუმენტია, რომელიც ქმნის საფუძველს ხვალინდელი დღისთვის, როდესაც მტრობა მეგობრობას დაუთმობს ადგილს“ – განაცხადა ნოღაიდელმა მას შემდეგ, რაც მოსკოვში შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გარიგებაზე საბოლოო ბეჭდის დასასმელად გრიზლოვმა ნოღაიდელს დამსახურებული რუსი პოპ-ვარსკვლავების – ოლეგ გაზმანოვის და წარმოშობით ქართველი სოსო პავლიაშვილის ჩანაწერი აჩუქა, რომელშიც ისინი რუსებსა და ქართველებს შორის წარსულში არსებულ სიყვარულსა და მეგობრობას უმღერიან.

ბევრმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ნოღაიდელის ქმედებანი, როგორც მოღალატური, დაგმო.

2 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილ პრემიერ-მისტრს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსულ ძალებთან კოლაბორაციონიზმში დასდო ბრალი და ამ დროს უხეში სიტყვაც გამოიყენა. „თუ გარკვეული პოლიტიკოსები, მაპატიეთ, ვიღაცის ძუკნები არიან („ჩმო“ ვიღაცის მორჩილს ან მონას ნიშნავს) საქართველო ასეთად არასდროს იქცევა“ – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო კომენტარში.

ნოღაიდელი და მისი მხარდამჭერები არად აგდებენ ამგვარ კრიტიკას. „ჩვენ არ ვატარებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტაგრიაციასთან დაკავშირებით“ – განაცხადა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ, პარტიის მაღალი რანგის წევრმა, რომელიც საგარეო ურთიერთობებზე აგებს პასუხს. „ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. თუ თავისუფალ შედარებებს მივმართავთ, გერმანიას გაერთიანებისთვის 45 წელი დასჭირდა. ფხაზებმა და ოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ამისთვის სააკაშვილის „დემოკრატურა“ („ყალბი დემოკრატია“) … უნდა დასრულდეს“.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ნოღაიდელი, რომელიც ცნობილია როგორ ფინანსური პოლიტიკის „ხუთოსანი“, ოპოზიციის ლიდერის ნიშის მოსაპოვებლად იბრძოდა. მოსკოვთან შეთანხმებამ, სხვა თუ არაფერი, მას საჯაროობა მოუპოვა.

ნოღაიდელმა რუსეთის ისტებლიშმენტთან არშიყობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც სააკაშვილს მოსკოვის გადამტერებაში დასდო ბრალი და ამავე დროს პირობა დადო, რომ უარს იტყვის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებაზე. მან იშუამდგომლა სეპარატისტი ოსების მიერ დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლებისას და 2010 წლის იანვარში მართლმადიდებლური შობის დროს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების აღდგენაზე პასუხისმგებლობაც აიღო.

ექს-პრემიერის ძალისხმევამ კულმინაციას 2009 წლის დეკემბერში მიაღწია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მონუმენტი საქართველოს მეორე დიდ ქალაქში, ქუთაისში ააფეთქეს, რათა პარლამენტის ახალი შენობისათვის ადგილი გაეთავისუფლებინათ. ნოღაიდელი ამ შესაძლებლობას ჩაეჭიდა და „ერთიან რუსეთთან“ ერთად ძეგლის დანგრევა გააკრიტიკა. 2009 წლის 23 დეკემბერს ის რუსეთის ტელევიზიით ეთერში გამოჩნდა პუტინთან ერთად, რომელმაც ქუთაისის დანგრეული მემორიალის რეკონსტრუქცია მოსკოვში შესთავაზა.

იმის გათვალისწინებით, რომ კრემლმა არაერთხელ გამოხატა სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის სურვილი, ბევრი ქართველი აბუჩად იგდებს ნოღაიდელის ქმედებებს. „მოსკოვმა ქართველი პრეზიდენტის შერჩევის როლი აიღო და ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მოსკოვში სინჯებზე მიიპატაჟა“ – აგდებით განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა თბილისის ოპოზიციასთან დაახლოებულ ტელეარხზე „კავკასიაზე“.

ზომიერი ოპოზიციური ჯგუფი, „ალინსმა საქართველოსთვის“, რომელსაც გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია უდგას სათავეში და ყველაზე დიდი საპარლამენტო უმცირესობა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია დისტანცირდნენ შემრიგებლური კამპანიისგან.

სოსო ცინცაძე, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი ამბობს, რომ მოსკოვმა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ „თანმიმდევრული მიდგომა“ არჩია და ნოღაიდელი ვიქტორ იანუკოვიჩის, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის მსგავს ფიგურად აირჩია. მოსკოვს უნდა თბილისში ისეთი ადამიანი ყავდეს, ვინც „ნეიტრალურ რეჟიმს“ დააწესებს და „არ ეცდება ნატოში ინტეგრაციას“.

მაგრამ ცინცაძე ფიქრობს, რომ ნოღაიდელს მცირე შანსები აქვს, როგორც მეორეხარისხოვან პოლიტიკოსს.

თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების საჭიროება, რასაც ნოღაიდელი უსვამს ხაზს, ქართველთა შორის გავრცელებულ სურვილს გამოხატავს- წარსყკს ჩაბარდეს გასული რამდენიმე წლის მტრობა. 2009 წლის აგვისტოში თბილისის კავკასიური კვლევითი რესურს- ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ დროს, როდესაც ქართველთა უმეტესობა ეჭვითაა მოსკოვისადმი განწყობილი, 1,600 რესპონდენტის 54 პროცენტი მხარს უჭერს რუსეთთან „ძალიან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას“.

„პრო-რუსული ორიენტაციის საარჩევნო პლატფორმად შეთავაზება პოლიტიკურად სარისკოა“ – ამბობს კავკასიის კვლევების რესურს-ცენტრის რეგიონალური დირექტორი ჰანს გალბორტი. „მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა უმეტესობას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ისინი კრემლს არ ენდობიან. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიით წარმატებას მიაღწიოთ, თქვენ უნდა დაარწმუნოთ ელექტორატი, რომ კრემსლ გულწრფელად სურს კოსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მომავალი რამდენიმე წლის და არა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში“.

ქართველებთან ამის მისაღწევად კრემლი, როგორც ჩანს, ორმაგ ფსონებს დებს. დუმას სპიკერმა, გრიზლოვმა ნოღაიდელთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სხვა ქართველ პოლიტიკოსებს ექს-პრემიერის მაგალითზე მიანიშნა და მოსკოვთან ლაპარაკისკენ მოუწოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=VLM0c56GjcM

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟი
15.02.2010 14:01
ტრისტან დანელია

"ექსპერტთა კლუბი" აგრძელებს მკითხველთა წერილების გამოქვეყნებას. სოხუმელი ტრისტან დანელია, "რუსეთის პოლიტიკოსებისადმი ღია წერილის" შემდეგ, მორიგ პუბლიკაციაში აღწერს თუ როგორ აღიქმება საზოგადოებაში ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზ.ნოღაიდელის მოსკოვში მოგზაურობების და პუტინთან შეხვედრის გამო, 2010 წლის იანვრის ბოლო დღეები ქართულ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანით აღინიშნა. მთელი საქართველო განცვიფრებით, აღშფოთებით და ზიზღით აკვირდებოდა, თუ როგორი გულითადობით უხდიდა ნოღაიდელი მადლობას პუტინს, ოღონდ გაურკვეველია რისთვის: რუსული ავიაციის მიერ ქართული ქალაქების დანგრევისათვის და მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტისათვის, თუ იმისთვის, რომ პუტინი დათანხმდა სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, ამჟამად კი შერისხული პრემიერ-მინისტრის მიღებას.

მაგრამ, როგორ მოხვდა მოსკოვში, ვინ დააკვალიანა, ვინ გააგზავნა და კონკრეტულად ვის წარმოადგენს ის, უბრალო ხალხისათვის ცხრაკლიტულში ჩაკეტილი საიდუმლოა. ასევე გაუგებარია ამ ვიზიტის ნამდვილი მიზანი. რაც მან ილაპარაკა ქართული ტელევიზიით, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: თურმე ნოღაიდელს რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლინების და საქართველოს გამთლიანებაში მათი დახმარების იმედი აქვს. რა მიამიტობაა! და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელი ცალსახად, მთელი მსოფლიოს გასაგონად არაერთხელ აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ წავლენ! და როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას, გაურკვეველია: ნუთუ რუსეთმა იმიტომ წაგლიჯა მიწები საქართველოს, რომ შემდეგ ზარ-ზეიმით, ბუკითა და ნაღარით დაუბრუნოს!

ნეტარნ არიან მორწმუნენი!

რაც შეეხება ოპოზიციის უმეტეს ნაწილს, მათ აღშფოთებით და უარყოფითად შეაფასეს ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟი. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მზად არიან გაუყვნენ მოსკოვისაკენ გაკვალულ გზას პუტინისათვის თაყვანსაცემად. სწორედ ამათზე იყო ნათქვამი რუსეთის პოლიტიკოსებისადმი მიწერილ ღია წერილში: "ღია წერილი რუსეთის პოლიტიკოსებს" - ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკანები, რომლებმაც ვერც მთავრობაში, ვერც პარლამენტში თავი უარყოფითი მხარის გარდა ვერაფრით გამოიჩინეს. მათგან ზიანის მეტი არაფერი ყოფილა. მთელი საქმე იმაშია, რომ მათ რაღაც საშინელი ძალა ექაჩება ხელისუფლებისაკენ, სახელმწიფო ჯიბისაკენ და ამისათვის ყველაფერზე მზად არიან. საქართველო და ხალხი მათ ფეხებზე ჰკიდიათ - მთავრობაში და პარლამენტში მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას მათ თავისი ხალხისათვის არაფერი ხეირიანი არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ თავისთვის და ახლო გარემოცვისთვის ყველაფერი გააკეთეს.

როგორც ზემოთხსენებულ წერილშია ნათქვამი, შავი სამუშაოს შესასრულებლად სწორედ ასეთებია საჭირო. მათ იციან თავისი ფასი, თავისი ადგილი, თავისი მოვალეობები, არ იქნება არც ზედმეტი ჭირვეულობა და არც მოულოდნელი თავხედობა - ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც უბრძანებენ. ოღონდ მიეცი მაღალი თანამდებობა და რაც შეიძლება ბევრი ფული.ნოღაიდელმა და გრიზლოვმა უკვე ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი. როგორც განაცხადა გრიზლოვმა, ხელშეკრულება მიზნად ისახავს პარტიული მუშაობის გამოცდილების ურთიერთ-გაზიარებას. აი ასე! არც მეტი, არც ნაკლები! პირდაპირ როგორც ძველ, კარგ, კომუნისტურ დროს. აწი უნდა ველოდოთ გაერთიანებულ პარტიულ კრებებს, კონფერენციებს, ყრილობებს და ა.შ. და ა.შ.

კრემლი რომ ქართულ ოპოზიციაში საყრდენს ეძებს, ძველი ამბავია. არც ისაა ახალი, რომ ზოგიერთები ქართული ოპოზიციიდან გარე-გარე დაეძებენ დახმარებას. მაგრამ ასე ღიად, შენი ქვეყნის უძველესი მიწების დამპყრობელ აგრესორთან კავშირი შეკრა, ძალიან ძნელი გასაგებია. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოხსენიებული კატეგორიის უპრინციპობას, დასაშვებია. ამ ხალხს პირველ ადგილზე დაყენებული აქვთ პირადი კეთილდღეობა. მაგრამ ქართველ ხალხსაც აქვს თვალი და ყური - ყველაფერს ხედავს და ისმენს. და არც საღად აზროვნების უნარი აქვს დაკარგული და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებს.

შედარებით სწორი წარმოდგენა რომ გვქონდეს ამ ე.წ. "ოპოზიციაზე" და მათ სიწმინდეზე, ვუპასუხოთ ერთ კითხვას: "ჩაუდგებოდნენ მთავრობას ოპოზიციაში ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი და სხვები, ძველებურად თავიანთ თანამდებობებზე რომ დარჩენილიყვნენ?" თუ მათ სააკაშვილისაგან განსხვავებული აზრები გააჩნდათ სახელმწიფოს მართვის საკითხებში, რატომ არ იყო ეს გაჟღერებული მთელი ქვეყნის გასაგონად? და მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენების, ანუ სახელმწიფო "ბეღელს" ჩამოშორების შემდეგ რატომ გადავიდნენ ოპოზიციაში? და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რა სახელი დატოვეს თავიანთ შესახებ?

ნოღაიდელი ორჯერ იყო ფინანსთა მინისტრი: ჯერ პრეზიდენტ შევარდნაძესთან, მერე კი პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელმაც ის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრადაც დანიშნა. შევარდნაძესთან, ფინანსთა მინისტრობის დროს ნოღაიდელს თავი არაფრით გამოუჩენია. ვთქვათ, რომ შევარდნაძესთან მას ფინანსისტის ტალანტის გამოვლენის საშუალება არ მიეცა. მაგრამ ვერც სააკაშვილთან გამოიჩინა თავი. ტალანტის გამოვლენას ვერც პრემიერად დანიშვნამ უშველა (ისე კი უცნობია, რა დამსახურებისათვის დაინიშნა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტალანტები არ არსებობენ. სამაგიეროდ, როგორც ხალხში ლაპარაკობენ, პირად გამდიდრებაში ფრიად და ფრიად დიდი მიღწევები აქვს. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენებისთანავე გადავიდა ოპოზიციაში, ჩამოაყალიბა "პარტია" თავისი ახლო გარემოცვიდან და შეუდგა ენერგიულ მოქმედებას, დაიწყო სააკაშვილის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, ხოლო თვითონ ვითომ არაფერ შუაში არ იყო, ვითომ ვიღაც სხვა იყო პრემიერ-მინისტრი და არა თვითონ.

იგივე სურათი გვაქვს ქ-ნ ნ.ბურჯანაძესთან მიმართებაში. შევარდნაძის დროს სულ პარლამენტში გახლდათ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მერე პარლამენტის სპიკერი, შემდეგ ისევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, კვლავ პარლამენტის სპიკერი. როდესაც პარლამენტს "მოაშორეს", ასევე უცებ ჩამოაყალიბა პარტია თავისი თანამოაზრეებისაგან და შეუდგა სააკაშვილის პოლიტიკის კრიტიკას, ვითომ თვითონ არ მდგარა სააკაშვილის გვერდით და ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიეღოს. მაგრამ, რაც მთავარია, ფრიად და ფრიად დიდი მიღწევები აქვს პირად გამდიდრებაში. თანაც ძალიან.

ზუსტად ასევე ოქრუაშვილიც: ჯერ გახლდათ პრეზიდენტის რწმუნებული რეგიონში, მერე გენერალური პროკურორი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრად (ამბობენ "მაგარი ეკონომისტიაო") გადაყვანის შემდეგ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა პრეზიდენტს, ასევე გადავიდა ოპოზიციაში და ჩამოაყალიბა საკუთარი “პარტია” თავის თანამოაზრეებთან ერთად. თუ როგორი თავდაცვის მინისტრი იყო, შესანიშნავად იციან სამინისტროშიც და მთელ საქართველოშიც. ხოლო როგორც პოლიტიკოსი რას წარმოადგენს, კარგად ჩანს მისი მოქმედებებიდან და საქვეყნოდ ცნობილი გამონათქვამებიდან. მასაც ძალიან დიდი, ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს "შავი დღისათვის" კაპიტალის დაგროვებაში. ამჟამად, როგორც ცნობილია, საფრანგეთში გახლავთ "პოლიტიკურ" ემიგრაციაში.

ეს რაღა გამოდის? სააკაშვილის გვერდით ესენი ყველა თავს მშვენივრად გრძნობდნენ, ხოლო თანამდებობებიდან გადაყენების შემდეგ სამკვდრო-სასიცოხლოდ გადაეკიდნენ მას და ოპოზიციაში ჩაუდგნენ. მაგრამ საზოგადოებისათვის ხომ ნათელი და გასაგებია, რომ აქ არავითარი პოლიტიკური მოტივები არ არის - მხოლოდ მერკანტილური ინტერესებია, ხალხზე "ზრუნვით" შემოფარული. იმ ხალხზე, რომელიც არც ახსენდებოდათ ხელისუფლებაში ყოფნის და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის დროს.

ამჟამად საუბარი არ გვაქვს ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც ხელისუფლებაში არ ყოფილა. მაგრამ ის იმიტომაც არის ოპოზიცია, რომ იბრძოლოს ხელისუფლებაში მოსასვლელად. მაგრამ არის მეთოდები ნებადართული, კანონიერი და არის მეთოდები დაუშვებელი და კანონით აკრძალული, კონსტიტუციითა და სამართლის კოდექსით განსაზღვრული, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედება, როგორც სამშობლოს ღალატი.

საქართველოს ბევრ ქალაქში ჩატარდა მიტინგები ნოღაიდელის სამარცხვინო ქმედების დაგმობით. განსაკუთრებით აქტიურად გამოდიოდა სტუდენტი ახალგაზრდობა. ხალხისათვის გაუგებარი და მიუღებელია ეს ვოიაჟი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ: "ეგებ რაიმე გამოვიდეს აქედან". თან მაგალითიც მოჰყავთ: "ხომ დაიხსნა კოკოითის ტყვეობიდან იქ დარჩენილი ორი ბავშვი". მაგრამ ავიწყდებათ, რომ იმ დროისთვის ცხინვალში უკვე იმყოფებოდა ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგერი, მაგრამ მას ბავშვები არ გამოატანეს. ნოღაიდელს კი -ინებეთ ბატონო! ეს არის პოლიტიკური პიარი! მაშ! რატომაც არ უნდა დაეხმარონ თავის მოკავშირეს თუნდაც ცოტათი მაინც აიმაღლოს ძირს დაცემული რეიტინგი, გამოაკეთოს შელახული რეპუტაცია.

ზემოთ თქმულიდან ცხადია ერთი რამ: ამ კატეგორიის ხალხისთვის უცხოა პატრიოტიზმის და წესიერების გრძნობა. მათთვის მთავარია მხოლოდ საკუთარი "მე". ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და ყველაფერზე თანახმა არიან. წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი არ გაუკეთებიათ თავისი ხალხისათვის, მისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სამაგიეროდ თავისთვის ყველაფერი გააკეთეს, და სწორედ იმ ხალხის ხარჯზე, ვისი სახელითაც სპეკულირებდნენ. მაგრამ ხალხიც ყველაფერს ხედავს და ადეკვატურად რეაგირებს - ყველას მიუზღავს თავისას.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი