შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ვინმე ხომ ვერ მეტყვის როგორ კეთდება "სალცა ტომატა" ქართულად არ ვიცი რა ქვია,პიცას რომ უკეთდება პირველი პირი ოღონდ ქართულად გაკეთებული(კეჩუპი და ასეთები)არა.როგორაც ნაღდ პიცას უშვებიან ისეთი
_________________ არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
სალცა ტომატას??? ოკ გაჭერი ორად პომიდორი, დაიჭირე კანის მხრიდან გახეხე სახეხზე ისე უნდა გახეხო კანი დაგრჩეს პომიდვრის მხოლოდ, მსხვილ მხარეზე სახეხის, ჩაასხი ქვაბში, შენ ხარ ჩემი ბატონი, აცადე რომ წყალი ამოაშრეს, ოკ დაამატე ზეითუნის ზეთი, ბევრი არა, ისე თვალით(თუ ზეითუნი არა გაქვს (კალაბოკელეო) ე.ი სიმინდის ზეთი, თან ურევ შიგადაშიგ, დაამატე- მარილი, რიგანი და შავი პილპილი, კოვზს რომ გაუსვამ ქვაბში, ძირი უნდა გამოჩნდეს ქვაბისა, ისეთ დონეზე უნდა შესქელდეს, მთელი წვენი ამოშრეს უნდა, თვალით მიხვდები რა!!! აბა წარმატებები. რაოდენობას რაც შეეხება ე.ი 4-5 პომიდორი კაი სოუსი გამოვა 1 პიცას კი ეყოფა და დარჩება კიდეც!!! ჩაასხი ქილაში და შეინახე მეორედ რომ პიცას შექმნი გექნება