↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გურმანთა კლუბი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა მარა ერთი ვერ გაგითვალისწინებია :) პამიდორი დაჭერი კი არა პამიდორი დააჭრევინე :) მე კვერცხს ვერ ვწვავ.კიდევ ერთხელ გმადლობთ

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რიგანს ჩვენებურად რა ქვია ხომ არ გახსოვს?ვერ მივახვედრე ვერ ავუხსენი არადა ქართული სახელი ნამდვილად არ ვიცი

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
კი არ დაჭრა გახეხო სახეხზე, ეს სხვა რამეა დაჭრილი არ გამოდის პასტასავით დუღილში (ეხლა შენ რომ საჭმლის კეთება არ იცი ტაშს ვერ დაგიკრავ)ხოდა რაც შეეხება დასახელებას, არა აქვს მე მგონი ქართული შესატყვისი, სულ ნუ ჩაუმატებ შენც, ისე ქონდარია ეგ ველური, გამხმარი ჩვენებური ქონდარიც წავა, მთავარია ქვაბში ზეთი მერე გახეხილი პომიდორი, მარილი პილპილი, ნახევარი კოვზი შაქრის ფხვნილი, ძალიან მჟავე რომ არ გამოვიდეს, მარილი შავი პოლპილი, და ადუღე დაბალ ცეცხლზე, ამოაშრება სითხე, ეგაა რა ცოტა დიდი ხანი უნდა ცდა, მაგრამ გემრიელი გამოდის, მაგის ეშხით მეც პიცა გავაკეთე დღეს!!!
ძირს ჩე
გაუმარჯოს ჩეს მეუღლეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა მოხიბლული ვარ თქვენი მონკალით :)
ძირს ხო ძირს მე რომ არ აღმეძრა ასეთი მადა მოუწევდა ფასოლადის ჭამა :)
ბარემ ხარჯი ნაქნარია და ძაძიკიც გვასწავლე რაა კეთილშობილო დეიდა.
ოღონდ არ თქვა ერთი სურათის დადება მასწავლა ამ კაცმა და შემჭამა ორი დღეაო :)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძაძიკი მიწერია კულინარიის განყოფილებაში თუ ვერ იპოვი დამიეპისტოლე და მოგართმევ!!!
ლენინ ჟივ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
natiku წერს:
ძაძიკი მიწერია კულინარიის განყოფილებაში თუ ვერ იპოვი დამიეპისტოლე და მოგართმევ!!!
ლენინ ჟივ

შენმა მეხსიერებამ აღმაფრთოვანა ნათიკუ ლენინთან დაკავშირებით და მინდა ცოდნა გაგიღრმავო მაგ საკითხში =br
და აფხაზურად გითხრა ლენინ ჟივ და მისი გაგრძელება.
" ლენინ ხარა, ლენინ ხურა, ლენინ ხარა-ხურა". =ci

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაგ ლენინ ხარა ხურა მე მგონი სომხურია
რაც შეეხება აფხაზურად აქ ა-ს (ანის)გარეშე წინ ვერ წავალთ ვერაფრით, ხოდა(მაშასადამე)ეს ჩვენი ძმები აფხაზები მაინცადამაინც ლენინს ახარახურებენ ალბათ ასე უნდა ჟღერდეს (ჩემი არც თუ ისე ღრმა რწმენით) ალენინ ახარა ახურა, ალენინ ახარა ახურა. არ მეთანხმები ქალაუ!!!
აი- ა მაროზ დრ დრ მაშინა კი ჭეშმარიტად აფხაზური მაცივარია.
ა ლაი ლაი იაშჩიკზე რომ არაფერი ვთქვათ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
natiku წერს:
შენმა მეხსიერებამ აღმაფრთოვანა ნათიკუ ლენინთან დაკავშირებით და მინდა ცოდნა გაგიღრმავო მაგ საკითხში
და აფხაზურად გითხრა ლენინ ჟივ და მისი გაგრძელება.
" ლენინ ხარა, ლენინ ხურა, ლენინ ხარა-ხურა".

მაგ ლენინ ხარა ხურა მე მგონი სომხურია
რაც შეეხება აფხაზურად აქ ა-ს (ანის)გარეშე წინ ვერ წავალათ ვერაფრით ხოდა(მაშასადამე)ეს ჩვენი ძმები აფხაზები მაინცადამაინც ლენინს ახარახურებენ ალბათ ასე უნდა ჟღერდეს (ჩემი არც თუ ისე ღრმა რწმენით) ალენინ ახარა ახურა, ალენინ ახარა ახურა. არ მეთანხმები ქალაუ!!!
აი ა მაროზ დრ დრ მაშინა კი ჭეშმარიტად აფხაზური მაცივარია
ა ლაი ლაი იაშჩიკზე რომ არაფერი ვთქვათ!!!
:<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" /> :<img class=:" title="Laughing" />

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
გამარჯობა

რა ღადაობაა, ისევ მოდერი ვარ :D

პიცის სოუსისთვის მე პამიდორს ბლენდერში ვატარებ, სახეხში თითებიც რომ არ მივაყოლო :D
easy

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაიიიი რაც გინდა ქენი გოგო რახან გამოჩნდი აწი შეგვიძლია ლენინიც დავმარხოთ!!
ბლენდერსი კი იმიტომ არ ვატარებ რო კურკები არ შეყვეს რა რაღაც წვრილი კურკები ხომ აქვს??? ვუჭერ ხელს გამოვაყრეინებ და მერე ვხეხავ!!! ისე ბლენდერშიც არა უშავს მარა ჯერ უნდა გაფრცქვნა მაგას დრომ მიაქვს!!! ეგრე გაჭერი შუაზე და გახეხე კანი ხელსი დაგრჩება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აღდგომა მოდის და

პასკა ქიშმიშით და გარგარის ჩირით

შემადგენლობა
ფქვილი - 1,5 კგ
რძე - 600 მლ
კვერცხი - 4 ცალი
საფუარი - 100 გრ.
კარაქი - 200 გრ.
შაქარი - 400 გრ.
მარილი - 1 ჩ/კ.
ქიშმიში - გემოვნებით
გარგარის ჩირი - გემოვნებით
მომზადება
ერთ ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 3 ს/კ შაქარი.

გავაჩეროთ სანამ არ მოიყენებს თავს.

დავუმატოთ გამდნარი კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი, კვერცხი და მარილი. ავურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

ნელნელა შევურიოთ ფქვილი და თან ვურიოთ.

ცომი ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება. სუფთა მაგიდაზე დავყაროთ 200 გრ ფქვილი, დავდოთ ცომი და შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი გარგარის ჩირი.

გავყოთ ცომი ფორმების მიხედვით (თუ სპეციალური ფორმები არ გაქვთ, შესაძლებელია ქვაბში ჩააფინოთ ფოლგა და ისე გამოაცხოთ).

თითოეულ ფორმაში ჩავდოთ ცომი ისე, რომ შუაზე ოდნავ მეტად შეავსოს.
ამის შემდეგ ისევ ვდგამთ თბილ ადგილას და ველოდებით ცომის ამოსვლას. ამის შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. იმისათვის რომ ძირი არ მიიწვას შეიძლება ღუმელის ფსკერზე დავდგათ ჭურჭელი წყლით.
მზა პასკა შეიძლება მოვრთოთ შაქრის პუდრით, გახეხილი ქოქოსით, თხილით და ა.შ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფუნჩულები (პონჩიკები)
გამოქვეყნებულია: 7 მარტი, 2010 - 15:06

2 ჩ/ჭიქა ფქვილში ავურიოთ 2 ს/კოვზი საფუარი. 2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 4-5 ს/კოვზი შაქარი, 0.5 ჩ/კ მარილი, დავასხათ საფუვრიან ფქვილს და ვამატოთ თანდათან ფქვილი. როცა სქელი არაჟნის სისქეს მიიღებს, 4-5 ს/კ ზეთი დავამატოთ და მოვზილოთ საშუალო ცომი ზეთიანი ხელებით. დააცადეთ კარგად აფუება. ერთხელ თუ ჩაზილავთ, უკეთესია. მე კვერცხს აღარ ვუკეთებ. ასეც ძალიან კარგი გამოდის.

ამ ცომში თუ ქადის გულს ჩადებთ და ღუმელში გამოაცხობთ, არ ინანებთ! ცხვება არაჩვეულებრივი ე.წ. "სოფლური ქადები". კრემი - ნებისმიერი, მოხარშული. ჩემს შემთხვევაში იყო ქოქოსის რძეზე დამზადებული კრემი. 1 ჭიქა ფქვილი+ 2 ჭიქა შაქარი, ფორთოხლის ცედრა და კარგად რომ ავურევთ ერთმანეთში, დავასხათ მდუღარე 3 ჭიქა რძე. მოვხარშოთ კრემი. გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავდოთ კრემი, კარგად შევკრათ და ფრიტიურში მოვხარშოთ. თუ არ გაქვთ სპეციალური მოწყობილობა, მაშინ უმჯობესია, სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, რომ ადუღდება, 1-2 წუთით გამოვრთოთ, მერე ისევ დავდგათ ცეცხლზე და ჩავუშვათ პონჩიკები სრულ დაბრაწვამდე. ძალიან დიდ ცეცხლს ნუ მისცემთ, რომ შიგნით ცომი არ დარჩეს, არც ძალიან დაბალი ვარგა, იზეთება ძალიან. ამ ცომის წყალზე დამზადებაც შეიძლება და ამ შემთხვევაში სამარხო იქნება.
თუ შაქარს მხოლოდ 1 კოვზს გაუკეთებთ და მარილს 2/3 ჩაის კოვზს, მაშინ ნებისმიერი ღვეზელისთვის გადასარევი ცომია. პიცაც კარგი გამოდის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
გურმანთა კლუბი
დესპანი