↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ციცი ვარ მიყვარხართ უკვე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined21 Nov 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
გზა არა გქონდეს დედის საფლავზე,
მაინც არ უნდა გადაიარო
და როცა მშობელ დედას აფასებ,
შენს თვს აფასებ ადამიანო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined21 Nov 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედა

სიცოცხლის დიდი წყაროა დედა,
სინათლის დიდი წყაროა დედა
დედა ლექსია ალალად თქმული
დედის თვალებში მზის ღიმილს ხედავ.

დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული,
დედა - ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია,
დედა სინათლედ,დედა სიმართლედ.

დედა - ყოველი რაც კი კარგია
დედა მამულის დროშის მკერავი,
დედა ზრუნვაა,დედა ფერება
ისეთი ლექსი ვერ თქვას ვერავინ,
დედას, რომ მართლაც შეეფერება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედაშვილობა

"ნუ მომაგონებ,გეხვეწები,რა იყო ადრე,
ნუ მომაგონებ იმ თვალების მზერას სევდიანს.
ღმერთო,ვინ იცის,უნებურად რაღაცა ვკადრე
ყველა ტკივილი,უძილობა ახლაც ჩემია.

ვერ დავივიწყებ იმ დღეების კოშმარულ სიზმრებს
დაცვარულ შუბლს და აგონიას მზირალს სიკვდილით.
ნუ გაიკვირვებთ რომ ცხოვრება გვამსგავსებს გიჟებს,
ვინც დედის საფლავს ჩვენს საკუთარ სულში მივტირით.

ანდა ვინა სთქვა,დრო გავიდა,წაშალა სევდა,
ისე უბრალოდ დამავიწყდა სიკვდილის შიში.
ახლა ვის ვუთხრა სალოცავი სიტყვები:"დედა"
მე უკვე რიგში ჩავდექი და მორჩილად ვიცდი.

თურმე სულ ერთხელ იფარება ბნელით სამყარო,
დედაშვილობა როცა ღმერთმა უნდა გაყაროს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
*qeta* წერს:
საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

მედეა კახძე

დამასწარი ქეთა. მინდოდა ამ ლექსის დადება და აღმოვაჩინე რომ უკვე დაგიდვია. საუცხოვო ლექსია არა? ტანში დაბურძგლავს ადამიანს, რათქმა უნდა თუ პოეზია ესმის და უყვარს.

აი კიდევ, ამავე პოეტის ერთი ახალი ლექსი დედაზე

ნუ მკითხავთ

რამდენი წლის იყო დედაშენი?
ყურს ესმის მითქვია-მოთქვია,
მე მის დაბერებას ვერ ვამჩნევდი,
არც მისი თეთრი თმები მითვლია.

უმისოდ სამყარო მუქნაცრისფერია,
ვერსაით მიპოვნია მოვანება,
ის იყო ჩემი ლამაზი ფერია,
არასდროს მიკითხავს წლოვანება.

დედა, სხვა ზღაპარი, სხვა მითია,
სულს რომ ასაფრენად აქეზებს,
წლები არასოდეს დამითვლია,
მხოლოდ ღომილს ვთვლიდი სახეზე.

ვიცი, უკურნელი სევდა ჩემი
ჩემს გულს დიდხნობამდე უთარეშებს,
რამდენი წლის იყო დედაჩემი
ნუ მკითხავთ ნურავინ გულგარეშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალეკო შენგელია
დედა

თუ შენს სკოლას ასახელებ,
სად იყო და სად არა,
დედის გულის ხმა მოგწვდება,
ჩემო კარგო, პატარავ!

როცა ტოლებს ჩამორჩები
და სწავლა არ გწადია,
დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ,
მისი გულის დარდია!

სადაც იყო, ყველგან გნახავს
დედის გული ალალი.
ან დედაზე საყვარელი,
მითხარ, ქვეყნად რა არი!

და, პატარავ, მაშ იცოდე,
ყველას შეუყვარდები,
ოღონდ დედის გულს უსმინე,
გაუფურჩქნე ვარდები.

ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო,
მზე რომ გიკრთის თვალებში,
თან ატარე სასოებით
დედის წმინდა ალერსი.

და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე,
იცოდე, ჩვენც გვპირდები.
გმირი, ზრდილი, პირდაპირი,
შენ სამშობლოს სჭირდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს დიდებული ლექსი მინდა დაგიწეროთ. წინასწარ ტანში მბურძგლავს და ვიცი ცრემლებიც თავს შემახსენებენ.

საგალობელი დედებს

დიდება დედას.
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ლელო ბევრჯერ გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თოთო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი.
ვინც სალოცავად
საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს
შვილი სამასი
სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს!

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინარდა,
ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ!

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლოს მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის!

მედეა კახიძე
=ci =ci =ci

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას, ვისაც დედა არ ჰყავს, თვითონ მაინც ცოცხალია ჯერ კიდევ..

მეც, თქვენსავით, დედა მყავდა ერთი!
რატომ,
რატომ არ იწამეთ ღმერთი,-
თუ ქვეყანა ინგრეოდა- ვერ თქვით?!
ახლა რა ვქნა- ვინ აღმდგარა მკვდრეთით!
დავდივარ და...
ნახევარი კაცი ვარ,
სული თითქოს
გაიყინა,
გაცივდა.
ვატყობ,-
გული გლახდება და
საპყრობს, დაირღვა და დაიშალა
სამყარო.!
შენი წასვლით
თუ კავშირი გაწყდა-
წამოვალ და...
სულ გავქრებით, ალბათ...
აქ მიმზერდი
უსიტყვოდ და საწყლად,
მანდაც, ალბათ, გეყოლები დარდად!
გული გასკდა,
ვით ცისფერი ბუშტი,
ახლა
დაბლა
ჩამოვარდნას ვუცდი,
ჩამოვალ და...
ახმე,
ვახმე,
ოხმე,-ეგებ რამე სასწაული მოხდეს!
გულს ვიკეთებ,
თორემ ვიცი, რაც არი:
შენს საფლავზე
ხელს ჩამოვყოფ
მიწაში
ამოგიღებ,
როგორც წყლიდან მთვარეს:
ჩემს ხსოვნასი
რა აღმოფხვრის,
ვინ წაშლის
ჩემით სავსე
შენს სევდიან თვალებს...
...მორჩა!
ვიდრე
სულთა სიღრმეს შევერთვები
არ გეგონოთ,
პირში სული მედგას...
ვისაც დედა ცოცხალი გყავთ
გევედრებით,
მოუარეთ
მოეფერეთ დედას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დედი,შენს ცრემლზე ია მოვიდა,
იაზე ჭრელი პეპელა დაჯდა;
დედი,ამ დილით მზე ამოვიდა,
სახსოვრად შენი საფლავი დამრჩა.

დედი,დღეიდან ობოლი მქვია,
ობლად ვეკუთვნი ქვეყანას მზიანს
და ვეფერები პატარა იას,
რომელზეც ჭრელი პეპელა დაჯდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

იოსებ ნონეშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 116 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი