↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სახელები და მათი წარმომავლობა


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 131 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
მაია- - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Mar 2008
Posts240
კარმა11
OFFLINEPROFILE
ხომ ვაბობ რომ ჯიგარი ხარ ხატო გენაცვალე ჩემი ნიკის და სახელის ასეთი სრული ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობა კარმა ცემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გაიხარე ფოცხვერ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts29
კარმა6
OFFLINEPROFILE
მარიამი- (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. \" შეუპოვარი \", \" დაუმორჩილებელი \", \" უარმყოფელი \" ; 2. \" მწარე \" ; 3. \" ქალბატონი \" ; 4. \" საყვარელი უფლისა \". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული

ქეთევან- (სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. \" შაჰ-ნამეს \" ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთინო, ქეთეთო. ამ სახელით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ისტორიული პიროვნება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც ტყვედ ჰყავდა შაჰ-აბაზს. ქეთევანმა არ უარყო ქრისტეს სჯული და წამებით მოკლეს. ამის გამო ეწოდა ქეთევან წამებული, შერაცხილ იქნა წმინდანად და მისი სახელიც შეტანილ იქნა საეკლესიო კალენდარში. ქეთევან წამებულის შესახებ არსებობს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.


დიანა- (ლათინური) მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.

რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts18
კარმა1
OFFLINEPROFILE
მე ჩემი სახელი მიყვარს))))))))))ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული სახელია====))))))))))))))))))))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
პიროვნება თვითონ უქმნის იმიჯს თავის სახელს. ხშირად მიფიქრია ამა თუ იმ პიროვნებას, სხვა აბა რა უნდა რქმეოდა მეთქი. :) იგივეა გვარებზეც :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ნაია- (ბერძნული) \" ალი \", \" წყლის ნიმფა \".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ბაია- როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.



შორენა- (ქართული) მიღებულია ბორენა-საგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა), გააზრებულია როგორც \" შორეული \" (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ერქვა კონსტანტინე გამსახურდიას \" დიდოსტატის მარჯვენაში \" მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.



მირანდა- შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და \" მირიანის ასულს \" ან \" ამირის (ბატონის) ასულს \" ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა \" გურამის ასული \", ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცისანაზე რას მეტყვი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
პიროვნება თვითონ უქმნის იმიჯს თავის სახელს. ხშირად მიფიქრია ამა თუ იმ პიროვნებას, სხვა აბა რა უნდა რქმეოდა მეთქი. :) იგივეა გვარებზეც :)

ეგრეა, მაგრამ ზოგჯერ თითქოს პირიქითაც ხდება,სახელი \"ავერბოვკებს\" ადამიანს. ზოგჯერ კი ადამიანს შეუფერებელი სახელი აქვს,ერთ მეგის ვიცნობ და ინსტინქტურად სულ მინდა ნელი დავუძახო!:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ცისანაზე რას მეტყვი?

ცისანა -ზე ის შემიძლია გითხრა მხოლოდ რომ ქართული სახელია:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 131 posts ] 
ქართული სახელები და მათი წარმომავლობა
დესპანი