შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მარიამი-(ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. \" შეუპოვარი \", \" დაუმორჩილებელი \", \" უარმყოფელი \" ; 2. \" მწარე \" ; 3. \" ქალბატონი \" ; 4. \" საყვარელი უფლისა \". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული
ქეთევან- (სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. \" შაჰ-ნამეს \" ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთინო, ქეთეთო. ამ სახელით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ისტორიული პიროვნება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც ტყვედ ჰყავდა შაჰ-აბაზს. ქეთევანმა არ უარყო ქრისტეს სჯული და წამებით მოკლეს. ამის გამო ეწოდა ქეთევან წამებული, შერაცხილ იქნა წმინდანად და მისი სახელიც შეტანილ იქნა საეკლესიო კალენდარში. ქეთევან წამებულის შესახებ არსებობს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.
დიანა- (ლათინური) მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.
ბაია- როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.
შორენა- (ქართული) მიღებულია ბორენა-საგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა), გააზრებულია როგორც \" შორეული \" (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ერქვა კონსტანტინე გამსახურდიას \" დიდოსტატის მარჯვენაში \" მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.
მირანდა- შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და \" მირიანის ასულს \" ან \" ამირის (ბატონის) ასულს \" ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა \" გურამის ასული \", ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.
პიროვნება თვითონ უქმნის იმიჯს თავის სახელს. ხშირად მიფიქრია ამა თუ იმ პიროვნებას, სხვა აბა რა უნდა რქმეოდა მეთქი. იგივეა გვარებზეც
ეგრეა, მაგრამ ზოგჯერ თითქოს პირიქითაც ხდება,სახელი \"ავერბოვკებს\" ადამიანს. ზოგჯერ კი ადამიანს შეუფერებელი სახელი აქვს,ერთ მეგის ვიცნობ და ინსტინქტურად სულ მინდა ნელი დავუძახო!