↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ზნეობრივი საზოგადოების შენება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined01 Jun 2007
Posts48
კარმა50
OFFLINEPROFILE
:kevi:
აღარ დასრულდა ეს გარდამავალი ეპოქა და განვითარებადი სტატუსები ქვეყანაში.

მაინტერესებს თქვენი აზრი, რა არის საჭირო რომ საზოგადოება არ წავიდეს რეგრესისკენ და ღირსეულად გაუმკლავდეს ათას მანკიერებას,რომელიც ჩვენდა უკითხავად თავის ადგილს იკავებს და ვითარდება?

ჩემი აზრით საზოგადოების ზემორალისტები ,პირიქით ხელს უწყობს ევროპული ცხოვრებიდან შემოსულ ცივილიზაციების დამკვიდრებას ხელს.(განურჩევლად ,კარგია თუ ცუდი,რადგან მათ არაფერი არ მოწონთ)
ავიღოთ ჩაინიკური მაგალითი

ცეტი,გადარეული ადამიანი,რომლსაც უყვარს ყურადღების ქვეშ ყოფნა და მატრაბაზობს.
თუ გაუკეთებ სრულ იგნორს,მალე დაიღლება ,მაგრამ მის მიმართ გამოხატული აღშფოთება,აგრესია და უარყოფითი ყურადღება,უკვე კარგი პიარია და რეკლამა.

არ ვამბობ იმას რომ როცა გეი პარადის მოწყობა უნდოდათ,საზოგადოებამ არ შემდგარი აღლუმის ჩაშლით,არასწორი სხვლა გააკეთა.
მაგრამ
რატომ აქვთ ასეთი მწვავე რეაქცია,თუნდაც ჟურნალის გარეკანზე გაშიშვლებულ ფოტოებზე?

ეს ხომ სალაპარაკოდაც არ ღირს...
ვობშემც,რაც უფრო მეტს გააპროტესტებს ,თანამედროვე,ევროპული ცხოვრების მიმდევართა "ნამოღვაწარს" ჩვენი პატრიოტები,მენტალური ტრადიციონალისტები და მშობელთა კავშირების ჯგუფები,მით უფრო მეტ პროპაგანდას და რეკლმას უწევენ მათ.

იმისათვის რომ ნამდვილი ღირებულებები არ გადაშენდეს და "ბეღურა/თაგვის" ბედი არ გავიზიაროთ,ამავე დროს ჩადრებიც ჩაბარდეს წარსულს,რა შუალედური და პოზიტიური პოზიციაა საჭირო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ღმერთო ჩემო ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ჭინჭო ივო ზნაეტ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
აქ ისეთი ამბები წავა დედა შვილს არ აიყვანს.

ევროპაში არა ვარ?! სადაა აქ გიჟი და გადარეული კაბაწამოხდილი გოგოები ქუჩაში და გეი პარადები? ამდენი ხანია აქ ვცხოვრობ და მასეთი არაფერი მინახავს.რატომ აძაგებთ ამ ევროპას კარგი არაფერი აქვს მარტო ცუდს რომ ხედავთ? საკვირველია პირდაპირ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:პირველი,რაც ვერ გავიგე,აქ ზნეობრივი საზოგადოების შენებაზეა საუბარი თუ დასავლური საზოგადოების შენებაზე??თუ პირველზეა,მაშინ,სწორედაც,რომ გამართლებულია სქესობრივ უმცირესობათა აღლუმების ჩაშლა,მაგრამ თუ დასავლური საზოგადოების შენება გვინდა,მაშინ მივიღოთ,იქ ხომ ისინი არ იდევნებიან...21-ე საუკუნეში,როდესაც მსოფლიო გლობალიზაციამ მოიცვა,ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებების შენარჩუნება არათუ საჭირო,აუცილებელიცაა,რათა არ დაიკარგოს ინდივიდუალიზმი,ეს სულაც არ გულისხმობს,რომ ან არ მოხდება დასავლეთიზაცია და ან კიდევ,ჩადრით ივლის ვინმე(თუმცა ნაკლებად მახსოვს საქართველოში ვინმეს ჩადრით ევლოს)...გაზვიადება სულაც არაა საჭირო,ყველას უნდა გვესმოდეს ერთი,რომ დასავლური ღირებულებების უბრალოდ გადმოღება და ისეთივე სახით მიღება,როგორც იქაა,არ არის მიზანშეწონილი,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ქვეყანა პროგრესის გზას დაადგა და განვითარება დაიწყო,რას ვგულისხმობთ განვითარებაში??...არც ის რეაქცია მიკვირს,რაც უმცირესობათა აღლუმს მოყვა და არც ის,რაც ჟურნალის გარეკანზე გაშისვლებულ ქალთა ფოტოებმა გამოიჩინა,ისიც მართლაი,რომ ანტირეკლამა საუკეთესო რეკლამაა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩუმად ვიყოთ ხო?...ყველა ქვეყანას თავისი ფასეულობები აქვს,აქ დასავლურისა და საქართველოს შედარება არაფერს მოგვცემს თუარა მათ შორის არსებული დიდი განსხვავების დანახვისა,ამიტომ სხვადასხვაგვარად უნდა მივუდგეთ თითოეულ მათგანს,ზეპირად რამის და მითუმეტეს ღირებულებების გადმოღება კარგს არაფერს მოგვცემს,უნდა შევუსაბამოთ ჩვენსას და შემდეგ ეს ყველაფერი...ყველაფერს ზედაპირულად ნუ მივუდგებით,მე მაპატიეთ თუ გადახვევა გავაკეთე,მაგრამ,მგონი,თემას გავეცი პასუხი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ზნეობრივი საზოგადოება არ არსებობს საქართველოში და თუ ცოტა მაინც მოიპოვება მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი გულმოდგინებით. პირველი ვფიქრობ რაც უნდა გაკეთდეს არის კანონის სიმკაცრე და კანონი ყველასათვის უნდა კანონებდეს, მეორე უნდა მოხდეს მართლმადიდებლური ეკლესიის შემოსვლა სკოლებში და მომავალი თაობის ზნეობრივ კურსზე დაყენება. მესამე უნდა განვითარდეს რადიო ტელე მაუწყებლობა და შესთავაზონ საზოგადოებას ისეთი გადაცემები და ფილმები რომლებიც იქნება პროფესიული და ზნეობრივი. საქართველოში გეი პრიდე დღეები არ უნდა ტარდებოდეს, და უმრავლესობის უფლებები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ეხლა ეს ცუდი თემაა ვითომ,რომ არავინ წერთ არაფერს???????????????

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
ეხლა ეს ცუდი თემაა ვითომ,რომ არავინ წერთ არაფერს???????????????

ცუდი თემა ნამდვილად არ არის , მაგრამ დაინგრა ზნეობრივი საზოგადოება საქართველოში და აღარავის არ უნდა უკვე წარსულზე ლაპარაკი.
ისე ნატუკის არ იყოს, ერთი რამ ვერ გამიგია. ცუდი და კარგი ყველგანაა, ყველა ქვეყანაში, ევროპა იქნება თუ ამერიკა. რაღა ცუდი გადმოგვაქ და უზნეობას ვითვისებთ. კარგი გადმოვიღოთ.
მივადექით და ვლანძღავთ ამ ევროპელებს, იქნებ ჩვენს ზნეჩვეულებებშიც ჩაგვეხედა ა? მე ნამდვილად არ ვარ ბევრი ძველი ქართული ადათწესების მომხრე და ამიტომ უზნეოსაც გამხდიან ალბათ. 21-ე საუკუნეა ქართული მენტალიტეტიც შეიცვალოს უნდა. რაღა დროს ადათწესებია. მაშინ შემოარტყით გალავანი საქართველოს და აღარ გადმოიხედოთ იქედან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
კი მაგრამ ძველი თუ დაკარგე ახალსი რაზე უნდა ავაშენოთ,საფუძველი არ გვინდა???ადათების სრული ამორეცხვა და ასე უბრალოდ გადაგდება ჩემი ზრით კარგს არაფერს მოგვიტანს...21-ე საუკუნე სულაც არ გვეუბნება იმას,რომ ადათების და ტრადიციების გარეშე არაფერი გამოვა:huh: მე ესე ვფიქრობ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მოდი მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ, რა ტრადიციები მოგწონს ქართული?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ გადაშენდება ქართული ტრადიციები და მათ შორის ქართული ზნეჩვეულებები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
მე არ ვსაუბრობ იმაზე,რომ იდეალურია ყველა და ყველას მივსდევ,არა,ეს ცოტა ძნელიცაა...
უბრალოდ ვამბობ იმას,რომ თქმა,თითქოს 21-ე საუკუნეში რომ იცხოვრო ამისთვის აუცილებელია დაკარგო ტრადიციები,მგონი ყველაზე იყო საუბარი და არა რომელიმეზე,სწორედ არ მიმაჩნია...რაღაცები თავისთავად შეიცვლება,რაღაცები უკვე შეიცვალა,რაღეცებიც აღარ გვხვდება საერთოდ,ანუ ეს პროცესი ძველის შეცვლა და ახლის წამოსვლა ისედაც მიმდინარეობს,უბრალოდ ყველაფრის ამოგდება არ შეიძლება,ჩემი აზრია ეს:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე მეგონა დაასახელებდით თუნდაც ერთერთ წმინდა ქართულ ტრადიციას, წმინდა ქართულს ხაზგასმით, რომელიც საამაყოა და რომლის შენარჩუნებაც ძალიან გვჭირდება ქართველებს.

ისე რამდენიმეს ჩამოგითვლით ეხლა.

ქართული სუფრით დავიწყებ, სხვა არცერთ ქვეყანაში რომ არ შეგხვდებათ, გაუთავებელი სმა, 2-3 ჭიქაში კოცნა-ლოშნა, სიყვარულის ახსნა და 6-7 ჭიქაში დანების ტრიალი და ერთმანეთის ახანჯვლა.

ჭირი გინდა? ვინმე გარდაიცვალა, არიქა დაიქირავეთ მოტირლები, თავი არ მოგვეჭრას და სხვა დაიტირებს შენს მიცვალებულს. ან თუ ზრდასრული შვილი ვერ ტირის კარგად, მოთქმით, ხმით :) თავის გამზრდელ მშობლებს, მთელი სოფლის სალაპარაკო გახდება მეორე დღეს.

ქალი გიყვარს, მოიტაცე. ჩატენე მანქანაში. ოღონდ სახლამდე მიათრიე და ... გარანტირებული ცოლია. მოვა მშობლები, განა გოგოს რაიმეს გკითხავს. რასქვია უკან წაგიყვანოს, ხომ მოეჭრათ თავი მთელ ქვეყანაში. ჯობია ისევ იქ დარჩე.
ომია, ცემა-ტყეპაა ოჯახში-როგორ, ოჯახი უნდა დაანგრიო? მოითმინე...

ისე ქართველებმა რომ ერთმანეთზე ჭორაობა იციან, არსად არ იციან ეგრე, არცერთ ქვეყანაში. და მსოფლიოში ყველაზე ამბიციური ერი ვართ. ყველაზე გაუტანლები და დიდების მოყვარულები.

ესაა წმინდა ქართული. ხო ცოტა აზიურიც ურევია :) ირანული ტრადიციებიც.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მგონი თემა შემეშალა, რანი ვართ ქართველები იქ უნდა დამეწერა ეს :).
ისე გინებას ნუ დამიწყებთ ეხლა ამისათვის, რაც აქ დავწერე. რაც ვართ ის დავწერე რა :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ პიკასო....კარგით რა ....ცოტა განვითარდით ხალხნო....ნუ დაკარგავ შენს ქართულ სულს და დარჩი ქართველი მაგრამ იმ ტრადიციებს მაგალითად რაც პიკასომ ახსენა-------ნუთუ შენარჩუნებას უპირებთ? 20 წლის ასაკში სოფელში მომიტაცეს,ისე რომ ის ბიჭი მხოლოდ დანახული მყავდა,ჩემებმა მეორე დღეს ჩამომაკითხეს და წამოვყევი,სოფელში რომ კითხოთ ,,ბოზი\" ვარ,იმიტომ რომ ღამე გავათენე ბიჭთან არ კითხულობენ როგორ და რა ვითარებაში,,,მაგას რომ ვუყურო ვინ რას იტყვის---შენი ჭირიმე,მაშინ ჩადრი უნდა დავიფარო და თავი ზემოთ არ ავიღო....ძველი თაობა ვერ განვითარდება,ახალი თაობა უნდა განვითარდეს თორემ ,,ათაბაბას\" ტრადიციები ისევ დარჩება (თუმცა ზოგისათვის ქართველობა სწორედ ეგაა),და ჩემთვის მიუღებელია ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია,განვმეორდები ---რაც პიკასომ დაასახელა სრულიად საკმარისია.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
კარგით რა ხალხო,რაზე ვსაუბრობთ,დავტკეპნეთ მეხუთე თემა იმაზე საუბრით,რა ცუდი სუფრა გვაქვს და როგორი აზიატი ბუნების ვართ...არ მინდა ამაზე,ჩადრით არასოდეს გვივლია,ახლა მითუმეტეს არავინ ითხოვს,ნუ ვამუქებთ და ძალიან ნუ ვაზვიადებთ ყველაფერს,დღეს თუ ვინმეს იტაცებენ ეგეც საკითხავია...ქართული სული ახსენეთ რომელიღაცამ,თქვენი აზრით მაგისი გამოხატვა მარტო ღვინის სმით და მოტაცებით ხდებოდა და ხდება?!სისულელეა უბრალოდ...თემა სულ სხვაა,როგორ უნდა მოხდეს ზნეობრივი საზოგადოების შენება,საკითხი,პიკასოს მიერ წამოწეული მგონი,რომ უნდა დავივიწყოთ ტრადიციებიო,ამას გამოვეხმაურე და ვთქვი,რომ თუ ადამიანი ივიწყებს ძველს და იმას საიდან მოსულა და ვინ არის,არამარტო სახელით და გვარით,არამედ ფასეულობებით,ღირებულებებით,ერისას ვგულისხმობ,მაშინ რაზე უნდა დავაშენოთ ახალი მეთქი,ეს ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია...

თვითონ საკითხი,ზნეობრივი საზოგადოების აშენება როგორ უნდა მოხდეს,საკმაოდ რთულია ალბათ,უბრალოდ უნდა გაძლიერდეს მთელი რიგირ საზოგადოებრივი,სოციალური ინსტიტუტები,ვეთანხმები ზვიგენს,უნდა გაიზარდოს რელიგიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 18 posts ] 
ზნეობრივი საზოგადოების შენება.
დესპანი