მე მეგონა დაასახელებდით თუნდაც ერთერთ წმინდა ქართულ ტრადიციას, წმინდა ქართულს ხაზგასმით, რომელიც საამაყოა და რომლის შენარჩუნებაც ძალიან გვჭირდება ქართველებს.
ისე რამდენიმეს ჩამოგითვლით ეხლა.
ქართული სუფრით დავიწყებ, სხვა არცერთ ქვეყანაში რომ არ შეგხვდებათ, გაუთავებელი სმა, 2-3 ჭიქაში კოცნა-ლოშნა, სიყვარულის ახსნა და 6-7 ჭიქაში დანების ტრიალი და ერთმანეთის ახანჯვლა.
ჭირი გინდა? ვინმე გარდაიცვალა, არიქა დაიქირავეთ მოტირლები, თავი არ მოგვეჭრას და სხვა დაიტირებს შენს მიცვალებულს. ან თუ ზრდასრული შვილი ვერ ტირის კარგად, მოთქმით, ხმით

თავის გამზრდელ მშობლებს, მთელი სოფლის სალაპარაკო გახდება მეორე დღეს.
ქალი გიყვარს, მოიტაცე. ჩატენე მანქანაში. ოღონდ სახლამდე მიათრიე და ... გარანტირებული ცოლია. მოვა მშობლები, განა გოგოს რაიმეს გკითხავს. რასქვია უკან წაგიყვანოს, ხომ მოეჭრათ თავი მთელ ქვეყანაში. ჯობია ისევ იქ დარჩე.
ომია, ცემა-ტყეპაა ოჯახში-როგორ, ოჯახი უნდა დაანგრიო? მოითმინე...
ისე ქართველებმა რომ ერთმანეთზე ჭორაობა იციან, არსად არ იციან ეგრე, არცერთ ქვეყანაში. და მსოფლიოში ყველაზე ამბიციური ერი ვართ. ყველაზე გაუტანლები და დიდების მოყვარულები.
ესაა წმინდა ქართული. ხო ცოტა აზიურიც ურევია

ირანული ტრადიციებიც.