↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მრცხვენია, რომ დანაფურთხებს ვლოკავთ!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
mancho2007 wrote:
ციტატა:
კატო, ჩემო კარგო, მე მესმის შენი გულის ტკივილი მაგრამ მე უფრო მწარე დღეები მახსოვს. სხვა რომ არაფერი დამსახურება არ ქონდეს ამ მთავრობას, თუ კი შესაძლებელი იყო ხალხი სიცივით არ გაყინულიყო და 24 საათი სანთლის შუქზე არ მჯდარიყო, რატომ არ უზრუნველყოფდნენ მათ ამ ელემენტარული ,,კომფორტით\'\'.მ ე არავის ჩემს აზრს არ ვახვევ და ისიც ვაღიარე, შეიძლება მე რომ თბილისში არ ვარ ჩემთვის ყველაფერი რაც ხდება დიდი მიღწევაა, მაგრამ წეღანაც გითხარი , მე მახსოვს დღეები, როდესაც ჩემი 6 და 7 წლის შვილებით ტყეში მივდიოდით და თავიანთი პატარა გაყინული ხელებით , გირჩებს და შეშას ვაგროვებდით დილის 6 საათზე. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლიამ მაგრამ იმ დღეების გახსენება ტანში მზარავს , თანაც ყველაფერს სახალხოდ და სააშკარაოდ ვერ განსჯი. მაშინ გადავიტანე 28 წლის ასაკში პირველი ინფარქტი, და ეს პატარა ბიჭები სანთლის შუქზე მითენებდნენ ღამეს . ერთხელ ასეთი კურიოზი შემემთხვა, შეშა არ გვქონდა და ჩემმა შვილებმა რაღაც გადაგდებული უშველებელი საბურავი იპოვეს. რის ვაი ვაგლახით დახერხეს ტუ დაჭრეს და გაყინულებმა დიდი სიხარულით დავანთეთ ღუმელი, სიცივისგან გათოშილებს სითბოში უცებ ჩაგვეძინა. გათენდა და ბავშვების ხმამ გამაღვიძა, თვალი გავახილე და შიშისაგან შევყვირე . ბავშვებს სახე სულ შავი ქონდათ, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე სიცილი ამიტყდა , შემომხედეს ბავშვებმა და იმათაც სიცილი აუტყდათ, თვალები მიჩანდა მარტო თეთრად ისეთი მურიანი ვიყავი.

მანჩო ჩემო კარგო საშინელებაა რაც წავიკითხე და მართლა ამაყი ვარ შენით რომ შეძელი და ყველაფერს გაუძელი, ალბათ სხვა არჩევანი არ გვქონდა მაშინ, მეც და ჩემს ოჯახსაც გვქონდა რთული დღეები ეს თითქმის ყველამ გამოიარა...მაგრამ ეს იყო წარსულსი და ალბათ არავის არ უნდა ეს დღეები კიდევ გაიაროს და უარესი დღეებიც გადაიტანოს...
ალბათ ძალიან პესიმისტი და კრიტიკული ვარ დღევანდელი ყოფის მიმართ.. ფაქტია რომ თუ ახლა უბრალო ხალხმა ყველამ ერთად სულ მინიმუმ ჩვენი საქმე არ ვაკეთეთ და კიდევ დამატებით ჩვენს თავებს არ ვუშველეთ უარესი დღეები მოგველის.
მართლა ძალიან მტკივა ყველაფერი და მართლა ემოციურად და მკვეთრად განვიცდი ყველაფერს, ალბათ ასაკთან ერთად ემოციაც მემატება არ ვიცი :)
მერწმუნე რთულია ყველაფერს ამას უყურო ასე ახლოდან და ვერაფერი გააკეთო და იმაშიც მერწმუნე რომ თუ ახლა არაფერი შეიცვალა ერი მართლა დაიღუპება, მხოლოდ სოციალური პრობლემები არ არის საქართველოში უამრავი სხვა პრობლემაცაა...ეს ძალიან მტკივა, მაგრამ მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი აქ ვერაფერს გააწყობს:(
მშურს თქვენი ვინც აქ არ ცხოვრობთ კეთილი შურით რომ ყველაფერს ასე მძაფრად ვერ ხედავთ, მაგრამ შანსიც რომ გამიჩნდეს ალბათ ვერ ვიცხოვრებ ვერსად ჩემი ოჯახის , მეგობრების და თბილისის გარეშე!ნეტავ შემეძლოს ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება წუთით არ დავფიკრდებოდი და აქედან უკან მოუხედავად გავიქცეოდი!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
mancho2007 wrote:
ციტატა:
black-pirat-მდააა... ეხლა უყურე დროების პირდაპირ რეპორტაჟს და მართალი გითხრა მართლა ბევრი შეუსაბამობა ვნახე საექსპერტო დასკვნებში. თუ რა თქმა უნდა ეგეც ისეთივე შეთითხნილი არ არის, როგორც თვითონ ეძახიან დასკვნის ჩანაწერებს. ისე ერთმა აზრმა კი გამიელვა დღეს თავში: გასაკვირი იცით ხალხო რა არის?! გამსახურდიას მე მგონი 1 წელიც არ აცალეს, (ანტი რუსული მართვა ), შემდეგ შევარდნაძეს რატომღაც ,,არა კორუმპირებულს\'\' და ,,საქართველოს პატრიოტს\'\' რომლის პრეზიდენტობის დროს ოჯახური კლანების აღზევება და სიმდიდრისკენ სწრაფვა ,, არ\'\' შეიმჩნეოდა ლამის 11 წელი აბოგინეს და მის შემდეგ ისევ ანტი რუსული აზროვნების მიშას ისევ არჩევნებამდე დაუპირეს ჩაძირვა. მემგონი ცოტა დამაფიქრებელი ფაქტია. მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება მე ვცდები?

ჩემო კეთილო ადამიანო იცი რამდენი შეუსაბამობაა თუნდაც ამ ერთ საქმეში...არა მართო ექსპერტიზის დასკვნები, თუნდაც იმ უბედური უსუფოვის ფეხსაცმელებთან დაკავშირებით, რომელის დღემდე არ არის ნაპოვნი და კაცმა არ იცის სად არის...ნამდვილად არ ავიდოდა ის საცოდავი ფეხშველი იმ ბინაში ...ამ საქმის გახსნის ნაკლებად მჯერა რატომღაც...
და რაც შეეხება შენს მოსაზრებას არ ცდები ეს ყველაფერი არა მარტო დამაფიქრებელია, არამედ აღმაშფოთებელია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხალხნო რა ხდება,ოქრუაშვილმა უარყო ყველა ბრალდებები.მე არ ვიცი ქართველ ხალხს რა ეშველება და საერთოდ საქართრთველოს ,ისევ მე მგონი ყველაფერი თAვიდან იწყება .ღმერთმა უშველოს საქართველოს და ქართველ ერს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
წინა დღეებში ერთ-ერთმა დესპანის წევრმა თქვა: ოქროაშვილს კი არა, სპილენძიშვილსაც კი არ ვუწოდებდი მაგასო. მართალიც არის. ეგ მოღალატეა და მეტი არაფერი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
რაა? მე ეხლა ჩავრთე ლომპი, ჩემთან ეხლა გათენდა , ეს რა მელანდება ხალხო თქვენი ნაწერი? ზურიელ, ვინ გადათქვა? ოქრუაშვილმა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
აბა, ჩემო მანჩო, ოქროაშვილმა აღიარა, რომ იგი ბადრი პატარკაციშვილთან იყო შეკრული! მაგრამ მე დღესაც ვერ გამიგია: რაში დასჭირდა პატარკაციშვილს ეს ცირკები?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
tolia wrote:
ციტატა:
აბა, ჩემო მანჩო, ოქროაშვილმა აღიარა, რომ იგი ბადრი პატარკაციშვილთან იყო შეკრული! მაგრამ მე დღესაც ვერ გამიგია: რაში დასჭირდა პატარკაციშვილს ეს ცირკები?!

დიდი რუსეთი ჩემო კარგო, გუშინ ჩემ კომენტარში ნათლად ავღნიშნე ის, რომ ყველა ანტირუსული მიმართულების მმართველის მოშორება უნდა რუსეთს ასე მოიშორეს ზვიადი, მერე 11 წელი შევარდნაძე ატრიალეს თავის ჭკუაზე და ახლა იგივე დაუპირეს სააკაშვილს . პატარაკაციშვილი ბერეზოვსკის მეგობარი და თანამოაზრეა, ბერეზოვსკი კი თავის მხრივ გიორგაძის ესაა და ეს.=kf= =zer= =zer= =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი, მაგრამ გიორგაძე ხომ რუსეთის კუდია. მას დიდ რუსეთთან ერთიანობა უნდა. ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი კი რუსეთს გაურბიან. როგორ შეეგუებიან გიორგაძე და ის ერთმანეთს? ისე, ჩვენში რომ ვთქვათ: ჩამოვიდნენ საქართველოში მაგ პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი. ჩამოაყალიბონ დიდი ბიზნესი. გააკეთონ რამე და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება საერთოდ ხელს არ შეუშლის მათ. საქართველოს ფულიანი ხალხი სჭირდება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
tolia wrote:
ციტატა:
კი, მაგრამ გიორგაძე ხომ რუსეთის კუდია. მას დიდ რუსეთთან ერთიანობა უნდა. ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი კი რუსეთს გაურბიან. როგორ შეეგუებიან გიორგაძე და ის ერთმანეთს? ისე, ჩვენში რომ ვთქვათ: ჩამოვიდნენ საქართველოში მაგ პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი. ჩამოაყალიბონ დიდი ბიზნესი. გააკეთონ რამე და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება საერთოდ ხელს არ შეუშლის მათ. საქართველოს ფულიანი ხალხი სჭირდება.
ჩემო კარგო ფულიანი კი შეიძლება ჭირდებათ მაგრამ არა დებოშისტები. და თანაც სულ არ არის გასაკვირი, გიორგაძე მათი ხელშეუხებლობის გარანტი ყოფილიყო. რადგან ისინი რუსულ შეკვეთას შეასრულებდნენ. რუსეთს საქართველოს დაქუცმაცება, და ბოლომდე ხელში ჩაგდება ურჩევნია შენი პატარაკაციშვილის დაჭერას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ოქრუაშვილის ისტერიკა დასრულდა მე მგონი... ასე თუ ისე ხალხი დაინახავს ვინ ვინ არის. გაბადრებული ოპოზიცია. კარგად იყო მოფიქრებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ოქრუაშვილი, პატარკაციშვილი , ბოღმიანი ოპოზიცია , იმედის ტელევიზია! აღიარა მაინც არ სჯერა ოპოზიციასო.. რას დაიჯერებენ თავიანთ თავს ხომ არ გამოაშკარავებენ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგი პოლიტიკა უხმარია რუსეთს. მოკლედ, ძაღლი პატრონს ვერ სცნობსო ნათქვამი რომაა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts80
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა იყო ეს ააააა! რა მოხდა ხო არიცით ხალხო?.........მე 10 წელია საქართველიში აღარ მიცხოვრია,მაგრამ რასაც საქ. და რუს-ის არხები აჩვენებს გაგიჟება სეიძლება.მე თუ მკითხავ,არც ერთს ვუდგევარ მხარში დაარც მეორეს,მაგრამ ეგენი ყველა აბსოლუტურად ყველა მიშიკიადან დაწყილი დამთავრებული იგორა და ვალოდიამდე ყველა ერთი პამოიკიდან ამოქექილები არიან.ჭორიკანა ქალებივით დალანძღავენ ერთმანეთს და მერე უძვრებიან ......აჩვენეს ამის წინ სააკაშვილი რო გადეეხვია პუტინს შენ გენაცვალე ძლივს ააწიწკნეს ერთმანეთს.გადასარევია პირდაპირ თვითონ როგორაც აწყობთ ისე აბავენ ქოთანს ყურს,ამ საცოდავი ხალხის ხარჯზე.........რას ფიკრობთ?--არაფერი არ გვეშველება ნეტა? მე მართალი გითხრათ ძაან მეშინია ერთ მშვენიერ დღეს რომელიმეს არ წამოუაროს და 93 წელი არ განმეორდეს,როგორც აფხაზეთში.აღშფოთებული ვარ ძალიან.ღმერთო დიდებულო,წმინდაო ღვტისმშობელო მარიამ, წმინდაო გიორგი დაიფარე საქართველო,ქართველი ხალხი.ღმერთი გფარავდეთ ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
უდანასაულოდ არავის იჭერენ მართალი ხარ შენ... ხო მაგენს უნდათ მუხის პარკეტი, სპორტზალა, შუშაბანდები, კომპიუტერული ცენტრი(ინტერნეტი), ტახტები საკანში, საცურაო აუზი ციხეში. ასე რომ იყოს ციხე ყველა ინატრებს შიგ შესვლას გაჭირვებული. მე ვამბობ რომ ციხე არის ციხე. ანუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა მოიხადოს სასჯელი.

მართალი ხარ დამნაშავე უნდა დაისაჯოს,მაგრამ ერთია ის რომ უდანაშაულოდ არავის უნდა იჭერდნენ და მეორეა ის,რამდენად ხდება მართლა ასე,ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ბევრი დამნაშავე გარეთ დადის,თანაც არცთუ მსუბუქი ბრალდებით,რაც შეეხება ციხეებში არსებულ სიტუაციას ცოტა უცნაურია ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება,არავინ ითხოვს ციხეში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობას,ელემენტარული პირობები უნდა იყოს შექმნილი,როგორც ადამიანებისთვის...თქვენი აზრით ნორმალურია როცა ერთ საკანში 80 კაცია და რიგ-რიგობით ძინავთ და ა.შ.??....
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
პაში ბოღმა გალაპარაკებს შენ თორემ ჟვანიას მკვლელობა და სანდრო გირგვლიანისას არ მიაწერდი პრეზიდენტს. ჟვანია გაიგუდა ბუნებრივი აირით როდესაც იმყოფებოდა ბოიფრიენდთან... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, თავის დროზე ჩატარდა გამოძიება ობიექტურად, მეტი ობიექტურობა რომ ყოფილიყო გამოძიება პირადად ჩაატარა შეერთებულმა შტატებმა, ფედერალურმა ბიურომ, ექსპერტიზაც ჩატარდა როგორც საქართველოში ასევე ამერიკაში. რა არის აქ გაუგებარი არ ვიცი. თუ არ ვცდები ღრმად ჩახედული არა ვარ მაგრამ სანდრო გირგვლიანის მკვლელი დააკავეს დიდი ხნის უკან და იხდის სასჯელს. ბიჭების დახვრეტაში არ ვიცი რას გულისხმობ ...მაგ მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა მემგონი და სააკაშვილი არა მგონია ამდენი წლის იყოს. ოქრუაშვილი დაკავებულია კორუფციული საქმიანობისათვის. რატომ ცდილობთ ყველაფერი შეატრიალოთ , ბოდიში ყველასთან და \"ტრაკიდან\" უყუროთ?

კარგი იქნება თუ აზრს ისე გამოვხატავთ რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს მხოლოდ იმის გამო,რომ ვიღაც განსხვავებულად ფიქრობს,ეს ისე...რაც შეეხება ზემოთ თქმულს,მინდა ვთქვა,რომ უბრალოდ სასაცილოა რომელ გამოძიებას გულისხმობ ჟვანიასთან დაკავშირებით,იმას,რომელიც უამრავ უზუსტობას მოიცავს?!მე პირადად,ამ გამოძიების შედეგებში ვერაფერი ვნახე ისეთი,რომელიც დამაჯერებდა პრემიერ-მინისტრის ბუნებრივი აირით დაღუპვაში...და კიდევ ცოტა კორექტულები ვიყოთ ყველანი,არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ასე საუბარი,მითუმეტეს როდესაც არ იცი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
კი მაგრამ, ეს ექსპერტიზა მარტო იმით იყო დაკავებული, რომ დაედგინათ ბუნებრივი აირით არ მომკვდარაო? მათი მოვალეობა არ იყო დაედგინათ რითი გარდაიცვალა? რატომ არ ამბობენ, თუ ბუნებრივი აირით არა, მაშ რა არის სიკვდილის სავარაუდო ან ზუსტი მიზეზი?

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
მრცხვენია, რომ დანაფურთხებს ვლოკავთ!!!
დესპანი