ხანდახან მგონია რომ თითქოს სოდში მუშაობთ ყველანი

რა გაკვირვებაა ვერ გავიგე. მე მჯერავს იმის რასიც მჯერავს, კი შეიძლება მიამიტიც ვიყვე მაგრამ ისე უბრალოდ ვერ იცხოვრებ ყველაფერს თუ ეჭვის თვალითა და ბრაზით შეხედე.
არ მინდა და არც მეგულება ვინმე უხაროდეს დაჯერება იმის რომ: ყავს მკვლელი პრეზიდენტი მის ქვეყანას, შსს მინისტრი ხალხს -ვერებით კიდებს ალვის ხეებზე და არაფერი კარგი ქვეყანაში არ ხდება და ასე შემდეგ. ეს რომ მჯეროდეს ხალხო როგორ გგონიათ საქართველოში დაბრუნებას ექნება აზრი? ანდა გსიამოვნებთ ამ ყველაფრის რომ გჯერავთ?
უნდა გავიგოთ ერთი რამ რომ პოზიცია ცდილობს გააკეთოს რამე და ასევე იქცევა ოპოზიციაც მაგრამ ბინზურ თამაშშია ორთავე. ვის გაუხარდა და უხარია ჟვანიას, გირგვლიანის, რობაქიძეს სიკვდილი? ოპოზიციას და აიმაღლეს რეიტინგი იმის ძახილით რომ ესენი ყველა მოკლეს. ოპოზიცია ვერ იტყვის შშ სამინისროზე რა კარგად მუშაობენო ანუ რამე შარი უნდა მოდონ რომ ხელისუფლება დააკნინოს, ხელისუფლება კი ეცდება ოპოზიცია დაადანაშაულოს რაიმეში, როგორც აგენტობა და ასე შემდეგ. ასეთია პოლიტიკა. მთავარი ისაა რით უნდა მიეჩვიოს ქართველი ხალხი რომ აპოლიტიკური გახდეს, რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ ან ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ რომ აღარ გვჯერავდეს?