pikaso22 wrote:ციტატა:
ვერ დაგეთანხმები თამო იმაში რომ სკოლაში სწავლება გაუფასურდა და კარგი სკოლა საძებნია. ყველა სკოლაში აბსოლიტურად ერთნაირი სიტუაციაა. სწავლა თუ უნდა ბავშვს ყველგან ისწავლის. მიყრუებული სოფლებიდან ჩამოდიან აბიტურიებტები და ხვდებიან 100% დაფინანსებაში. სკოლაში ვსწავლობდი და მერე ვასწავლიდი და სხვაობა ისაა რომ არც მშობელს და არც ბავშვს სწავლა არ აინტერესებს, ესეა ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა. რაც შეეხება ფასიან, ელიტარულ სკოლებს, ბევრი ვიცი, პირადად ჩემი სკოლიდან, მშობლებმა რომ გადაიყვანა და 3 თვეში უკან მოაბრუნა, იმ მიზეზით რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებენო. არ იფიქრო ვიღაცის მონაყოლს ვწერდე. საქმეთა მმართველი ვიყავი და ვიცი კერძოდ ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებში, სად რა ხდებოდა.
ბოდიშს ვიხდი თემიდან გადახვევისთვის

ეგ შენ დროს იყო და ჩემ დროს პიკასო რო სწავლა არ იყო გაუფასურებელი.აბა ეხლა ნახე,შუშანიკის წამება რა საჭიროა განათლების მინისტრი რომ იტყვის და ბავშვებს გონება რაზე დავუტვირთოთ ამ ტანჯული დედაკაცის ისტორიითო,ვაჟას და გამსახურდიას კაბინეტებს რომ გააუქმებენ.და 1გიმნაზია გადატანის საშიშროების წინაშე რომ დააყენეს თურმე მანჰეტენზე სკოლა არ დგასო და გიმნაზიის ადგილიც არ ყოფილა იქ.მე არ ვიძახი რომ ელიტარული სკოლის იქით სწავლა არ არის და მარტო იქაა.ეგეც ვიცი.უბრალოდ მექნება საშუალება ჩემ შვილს მივცემ ყველაფერს ელიტარული ექნება სახელად თუ საშუალო არ აქვს მნიშვნელობა.ეგეც ვიცი ვაკის სკოლებში რაც ხდება მაგრამ მთავარი მაინც ისაა შვილს არ დაუმახინჯო ფულით სული.რამდენიც გინდა იმდენია მასე.მე მყავს მეგობრებიარი წლების წინ გავიცანი დები არიან,საკმაოდ უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანები,მალეც დავმეგობრდით.ვერც კი წარმოვიდგენდი ვისი შვილები იყვნენ,საკმაოდ ცნობილი და შეძლებული მამის შვილები,ეს მათთან პირველი სტუმრობისას გავიგე მარტო და გაოგნებული დავრჩი,ვერასოდეს წარმოვიდგენდი.იმის მერე ათმაგად ამაღლდნენ ჩემ თვალში,განა იმიტომ რომ გავიგე ვინც იყვნენ,უბრალოდ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები რომ იყვნენ,ასეთივე ყავთ მშობლები.ასე რომ რავიცი ბავშვს შეგიძლია მისცე ყველაფერი მაგრამ მთავარია როგორ აღზრდი მაინც.მაგრამ ფული რომ ბევრს წყვეტს ცხოვრებაში ეგ უდავოა.