|
ქართველებს სხვა ერებისადმი ტოლერანტობაში ბადალი არა გვყავს. მართალია ბარბი, ერთადერთი ერი , რომელიც ებრაელებს არ სდევნიდა -ეს ქართველი ერია ,და ქვეყანა,რომელიც სამშობლოს გაუტოლეს-საქართველოა.ისრაელში წასული ებრაელებიდან ქართველი ებრაელები ერთადერთი არიან , ვინც სახლები არ გაყიდა საქართველოში და ფუძე არ მოიშალა,ენა ქართული არ დაივიწყეს და იქ დაბადებულ შვილებს ქართულად ზრდიან და ქართულს ასწავლიან, საქართველოს და ქართველი ერის პატივსაცემად. ერთ მუჭა მიწაზე ერთმანეთის გვერდით ამაყად დგას სიონი, მეჩეთი და სინაგოგა,მე როგორც მახსოვს (მაპატიეთ თუ ციფრებში შევცდი)მარტო თბილისში 145 ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.თავს რომ ცუდად გრძნობდნენ , ამდენ ხანს არ გაჩერდებოდა არავინ. ჩვენ შემწყნარებლები ვართ ყველა უცხო ტომის ადამიანის მიმართ, სამაგიეროდ ვჭამთ და ვანადგურებთ ერთმანეთს.მითუმეტეს თუ ვინმე კარგი გამოგვერია, ილიასი არ იყოს,\"ისე გავთელავთ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა\".ტოლერანტობა არის ჩვენს გენში, მაგრამ სამწუხაროდ არა ქართველების მიმართ. ჩერუბ,გეთანხმები,მე ქირურგი ვარ და მეც ბევრჯერ შევეჩეხე ქართველების დაუნდობლობას, ერთმანეთის მიმართ გაუტანლობას,ინდიფერენტულობას,ბრბოს აზროვნებას. 3 წელი ვმუშაობდი ბულგარეთში , სოფიაში, პიროგოვის კლინიკაში. ამ სამი წლის განმავლობაში 7 ქართველი გავაგზავნეთ საქართველოში ცინკის კუბოთი, შვიდივე ქართველის ხელით მოკლული,1,5 წელი ვიყავი საფრანგეთში, იქიდან 4 მიცვალებული, ოთხივე ქართველის ხელით მოკლული.რა ქვია ამას? მე ვიცი აქ , ამერიკაში ბევრი შემთხვევა, როცა ქართველმა ქართველს ძალიან ცუდი რამ გაუკეთა, და ხალხი დაშინებულია, ყველა ცდილობს ქართველებთან აღარ იქონიოს საქმე, თავს არიდებენ ახალ ნაცნობობას. წარმოიდგინეთ, ამ უცხო ქვეყანაში, იმის მაგივრად რომ ერთმანეთი გავიტანოთ,მოვეფეროთ ერთმანეთს და დარდი შევუმსუბუქოთ, ვჭამთ და ძირს ვუთხრით ერთმანეთს,სად არის ჩვენი ტოლერანტობა? მარხვას ინახავენ , ტაძარში დადიან , და ისე გადაგივლიან და გაივლიან , უკანაც არ მოიხედავენ.მაპატიოს ღმერთმა, მე არა მაქვს არავის განსჯის უფლება, თან ამ შუა მარხვაში, მაგრამ მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი. მაქსიმალისტები ვართ ყველაფერში, საშუალო არ გაგვაჩნია.ისე ვილაპარაკე, თითქოს ყველა ასეთი იყოს.არა , რა თქმა უნდა , მაგრამ კარგები სანთლით საძებრები გახდნენ.
|