↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქვაზე ამოკითხული

მორის ფოცხიშვილი

ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა, _
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;

რტოებგაშილი და გამოჩინებული
ყოფილა ორ-ზღუას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოფილა ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა,

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

- რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! -
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი…
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათლო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში
გამომენთება ზღვის სამყაროში;
მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში
ჩავიხატები წმინდა წყაროში;
მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე
მტვრის ავარდება კორიანტელი,
უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე
დაილანდება როცა გამვლელი.
მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით
აღიმართება შორეთში ტალღა;
ჩუმ ხეივანში მივაყურადებ
როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად.
მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც
მე მაინც ახლო მეგულვი თითქო!
დახდების მზე და მე აღმომხდება:
ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე თქვენ მიყვარდით. სიყვარული თითქოსდა ბედად
ჩემი სულისთვის ისევ მგონი ვერ იქცა უცხოდ.
ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო, რადგანაც მეტად
მე აღარ მინდა თქვენ რამეთი რომ დაგამწუხროთ.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, არ იყო შველა;
ხან შიში მკლავდა, ხან მიღრნიდნენ გულს ეს ეჭვები,
მე თქვენ მიყვარიდთ, ისე ნაზად და ისე წრფელად,
ასე უყვარდეთ კიდევ ვინმეს, ღმერთს ვევედრები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო. :) :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემი მხარე

ვინც ეწვევა საქართველოს
საოცნებო სერებს,
სიმღერაც რომ არ იცოდეს,
მაინც დაიმღერებს;
ვინც მისწვდება ჩემი მთების
მწვერვალებს და ღრუბლებს,
ისიც მგოსნად გადიქცევა,
ლექსად ისაუბრებს.
საარაკო სილამაზე,
ხალხიც სასახელო,
მტერსაც კი მოინადირებს
ტურფა საქართველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მალე....
მალე მარტი მომანატრებს ზამთარს...
ისევ...
ისევ თოვს და ფიფქებს კოცნით ვადნობთ...
ალბათ...
ალბათ გულიც შეელევა ამ დარდს...
მერე...
\"დრო ყველაფრის მკურნალია\"_ვამბობთ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად,
ან მის ისარს ჩავუდგები კვალში,
ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ
შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში.

დაფიფქული მონატრების სიშორეს
წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში,
პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან,
როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში.

რაღაც,ფიქრით ამოვსება მომინდა
იმ ბზარების,შენ რომ გიჩანს ხმაში,
ან -გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად
ან-დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში

თეკლე ბატონიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბედი

ტრაგიკოსია და კლოუნდა გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს.
კაცო, ნუ ხარო უმადური, ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო.

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიცოცავს, სიმწრის ოფლი გადის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს,
ვერ დაეწევა ვერასდორსო კუს აქილევსი.

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისსივე ნებით,
და ჯუჯად სთვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს დაჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...

შ.ნიშნიანიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე გელოდი-არ მოხვედი..
იქნებ ჩემი სიყვარული შეცდა?
არ მოხვედი, არ შეიგრძნე
ჩემი სულის მარტოობა, სევდა..
შენ გელოდი და მჯეროდა
გაზაფხულის განახლებულ მზისა...
მაგრამ,ვაი,რომ ცდებოდა
ის სიზმრები გაზაფხულის დღისა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო,ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო-
შენზე თუ უთქვამთ,პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არავარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე-ცოლ შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილი მახრა და
პატარა ციცოვ ,უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის
და შენი მახრა ფეხებზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ის შეახსენებს ,რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწა გასახეთქი,
ვითომ ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში-
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო-
შენზე ტუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რატომ არ მოდიოდი,
სხვასთან რატომ გაჩერდი?!
გული როგორ მტკიოდა!-
მარტო შენ მომარჩენდი.
ისევ ისე,მომინდი,
ვუსმენ მტირალ კლავიშებს,
ერთხელ რომ გიპოვიდე,
მერე აღარ გაგიშვებ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მაგ შენ თვალებით მცინარი...
როდის დამწიფდება მაყვალი?!
როდის გაიზრდება ჩინარი..
მაგ შენი ტანივით მაღალი?!
როდის მოირთვება ვაზი
მიწა სააპრილო მზითევით?!
როდის დამწიფდება მარწყვი..
შენი ტუჩებივით წითელი?!
როდის გამიყუჩებ ტკივილს
შენი შემოხედვის ღადარი?!
მაგ შენი გულივით ცივი,..
ნეტავ ,...როდის წავა ზამთარი?!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი