|
დიასახლისო და დედაო მოგონებათა, ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა, რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან, დიასახლისო და დედაო მოგონებათა.
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის. გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი! კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის, საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი.
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს! ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია! შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია! რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი, გეძებდა თვალი,გაურბოდა მზერა ობლობას, მე თითქოს ვსვამდი შენი სუნთქვის შხამს და სიხარულს, ჩემი ხელები შენს ფეხებთან კვლავ მეგობრობდა ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი.
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან, დღე ბედნიერი,რომ გართხმულა შენს თეთრ მუხლებთან, მშვენიერების საძებნელად სადღა წავიდე, ის შენს სულში და სხეულშია კვლავ ხელუხლებლად! მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან...
ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი ნუთუ ამოვა,ჩაძირული ფსკერზე ლოტივით, როგორც ამოდის განბანილი ოკეანეში მზე მორევიდან სიხარულით და მოლოდინით? ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი!...
/შარლ ბოდლერი/
|