ლეიბორისტების” მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო სიის ერთი გვერდი ქვედა საცვალში მოითავსა და გაიქცა

ლაგოდეხის რაიონის №21 საარჩევნო უბანზე კანონდარღვევის კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
ცსკ-ის პრეს-სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხში “ლეიბორისტების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ქეთევან ტალახაძემ საარჩევნო სიის ერთი გვერდი ქვედა საცვალში მოითავსა და ისე გაიქცა.
კაჭკაჭიშვილი აღნიშნულ ფაქტს “უხეშ დარღვევად” და “სერიოზულ დანაშაულად” აფასებს.
“მსგავსი ქმედება საარჩევნო კოდექსის თანახმად, დასჯადია. ამ ფაქტს საარჩევნო კომისია გამოიძიებს და ქეთევან ტალახაძის წინააღმდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა, რომლის განმარტებით, ამ ქმედებით სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო ლაგოდეხის №21 უბანზე ხმის მიცემა არ შეწყვეტილა, თუმცა პროცესი დროებით შეწყდა.
ცსკ-ის მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას თავად “ლეიბორისტული პარტიიდან” ცსკ-ის წევრი გიორგი მთვრალაძე არ ადასტურებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქეთევან ტალახაძე პირადად შეესწრო ლაგოდეხის №21 უბანზე დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც მასა და კომისიის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
“სწორედ ამ დროს დაიკარგა საარჩევნო სიის რამდენიმე გვერდი, რომელიც ამ დროისთვის ნაპოვნია”- განაცხადა მთვრალაძემ.
კლოუნადააააააა აოიეეეეეეეეეეეეეეეე=lol=
