↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
http://www.1tv.ru/owa/win/ort6_main.main

დაბლა ნახე ლინკს ვერ ვიღებ

18;23აქწრია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
არც მე არ მიხსნის,ეგებ უშველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბატატარი, მადლობთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისი, 21 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა/. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების ფაქტებზე საქართველოს ცესკოში უკვე 107 საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ ასოციაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მედია-ცენტრში განუცხადეს.

ასოციაციის განცხადებით, ხშირია ხმის მიცემის შემთხვევები მართვის მოწმობით ან პირადობის მოწმობის ასლით, ასევე ადგილი ქონდა ურნებში დამატებითი კონვერტებისა და ბიულეტენების ჩაყრას, რიგ უბნებზე რეალური ამომრჩევლები არ არიან შეყვანილი სიებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე აფრთხილებს ამომრჩევლებს იმის შესახებ, რომ სენაკში გამოჩნდნენ პირები, რომლებიც თავიანთ თავს ასოციაციის დამკვირვებლებად აცნობენ, თუმცა, სინამდვილეში არ არიან ასოციაციის წევრები. ასოციაცია დაბეჯითებით სთხოვს ყველას, შეამოწმონ დამკვირვებლების მოწმობები. --0--

საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისი, 21 მაისი /ახალი ამბები - საქართველო/. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში, სპორტის სასახლესთან იკრიბებიან. აქ დანიშნულია მიტინგი, რომელზეც მმართველი პარტიის ოპონენტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლის შედეგების გამოცხადებას გეგმავენ.

”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტის ინფორმაციით, მიტინგი, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათზე იყო დანიშნული, ჯერ არ დაწყებულა. სპორტის სასახლესთან 400-მდე ადამიანი იმყოფება.

ოპოზიციის მხარდამჭერთა გარდა აქ თავს იყრიან ფეხბურთის გულშემატკივრები. გაერთიანებულმა ოპოზიციამ სპორტის სასახლესთან დაამონტაჟა დიდი ეკრანი, რომელზეც პირდაპირი ეთერით გადაიცემა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ინგლისურ გუნდებს ”ჩელსისა” და ”მანჩესტერ იუნაითედს” შორის.

თავად ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან ტელეკომპანია ”კავკასიის” სტუდიაში, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე თოქ-შოუ მიმდინარეობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადეს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. ისინი არ დალოდებიან ცესკოს წინასწარ მონაცემებს, რომლებიც ხუთშაბათს, დილით გამოცხადდება.

ამასობაში, თბილისში კენჭისყრის დასრულებისას გამოცხადდა ეგზიტპოლების მონაცემები, რომელთა თანახმადაც ხმათა უმრავლესობა - 63,2% მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი 14% მიიღო.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ ენდობიან ეგზიტპოლების მონაცემებს. მათი მტკიცებით, ეგზიტპოლი მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარდა. ”ხელისუფლება იმდენად უგუნური აღმოჩნდა, რომ მეტისმეტად გაბერა ციფრები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩაატარა ხმათა პარალელური დათვლა და პირობა დადო, რომ მიტინგზე ალტერნატიული დათვლის შედეგებს გამოაცხადებდა. -0-

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
18:54 | 21/ 05/ 2008

თბილისი, 21 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, თეონა ხმელევსკი/. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსახლეობის დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

როგორც უსუფაშვილმა საპასუხო ბრიფინგზე განაცხადა, ეკა ზღულაძეს, როდესაც ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს ხმის მიცემა რეალური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ, თუ ისინი იქ რეგისტრირებულები არიან და არა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული მისამართის მიხედვით, მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეჰყავს შეცდომაში.

”ვაცხადებ, რომ საბურთალოს ოლქში პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებს. ჩვენ შევამოწმეთ 400 ადამიანი, რომლებმაც, ყველამ უცბად, პირდაპირ არჩევნების წინ, საბურთალოზე გადაწყვიტეს გადასვლა”, - განაცხადა მან.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესპუბლიკელებიდან ირაკლია ბათიაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ანალოგიური ფაქტები პირადობის დამადასტურებელ ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონშიც დაფიქსირდა, სადაც ის კენჭს იყრის. კერძოდ, მან ბრიფინგზე ამომრჩეველი ირინა ვაჭარაძე წარმოადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიღაცამ ყალბი მოწმობით თავისი მეუღლის და მულის ნაცვლად მისცა ხმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში იმყოფება.

ბათიაშვილის აზრით, ყალბი პირადობის მოწმობები არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მეთოდია. --0--

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ისეთი არჩევნები ვერ ჩატარდება რომ ყველა პარტიამ გაიმარჯვოს....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
რათქმაუნდა ზვიგენ ვერ ჩატარდება ,სანამ სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი და მერე კიდევ ვინ იცის ვის დაატოვებინებს ამერიკა სააკაშვილის შემდეგ მისაღებ კანდიდატურას, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მეთიუ ბრაიზა ჩაბრძანდა და მითითებები მისცა პრეზიდენტს ,ფაქტიურად ამერიკა მართავს საქართველოს ,ეგ არის და ეგ მალე დაიკარგება საქართველოში თუ კიდევ რაიმე შემოგვრჩა ქართული . ნეტა იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, ვინც წარსულ შევარდნაძის დროს და ეხლანდელს ავლებს პარალელს და შუქს და გზას ეთაყვანება, ან რატომ უნდა გაავლოს ადამიანმა პარალელი 10 თუნდაც 5 წლის წინანდელ და ეხლანდელ ვალებით აყვავებულ ქვეყანას რომელიც სული ეხდება ხალხს გადასახადებში კარგია ჭამოს ნაციონალებმა როცა საქართველო გაყიდულია,ვნახოთ რას მოუტანს ქვეყანას სამშობლოს ენის ქვეყნის და სარწმუნოების გამყიდველები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მესმის მაკო რომ უკანონობა ხდება. პირადად მინდოდა ნაციონალების გამარჯვება მაგრამ 55% ზე მეტი არ მინდოდა. პარლამენტში ოპოზიციას თუ არანაირი ძალა არ ექნება ქვეყნისათვის და დემოკრატიული პროცესებისათვის დიდი დარტყმა იქნება, ყველაზე ცუდი კი ისაა რომ საქართველოში ყველა პარტიას უნდა უმრავლესობაში მოსვლა რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. არც ნაციონალების გამარჯვება გამკვირვებია, ტელევიზია, პრესა მაგენისაა და არცაა გასაკვირი თუ ხალხმა ხმა მათ მისცა მაგრამ ცუდია ის რომ გაბერონ შედეგები და ოპოზიციას ხმა პროცენტულად ჩამოაჭრან. ერთპარტიანი პარლამენტი ცუდია და მისაღები არაა.

რამდენად აღმაშფოთებელია გალის შედეგები სადაც ხმის მისაცემად ხალხი ტყვიაზე წავიდა ოღონდ საზღვარი გადმოელახათ და არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, რამხელა პატრიოტიზმი დავინახე მათ თვალებში.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
არჩევნების შესახებ_ამდენი გარჩევით და ყაყანით ხალხს ინტერესი ეკარგება უკვე...
გალის ამბებზე-რ ო დ ე მ დეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ლეიბორისტების” მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო სიის ერთი გვერდი ქვედა საცვალში მოითავსა და გაიქცა
=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ლაგოდეხის რაიონის №21 საარჩევნო უბანზე კანონდარღვევის კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
ცსკ-ის პრეს-სპიკერის ზურაბ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხში “ლეიბორისტების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ქეთევან ტალახაძემ საარჩევნო სიის ერთი გვერდი ქვედა საცვალში მოითავსა და ისე გაიქცა.

კაჭკაჭიშვილი აღნიშნულ ფაქტს “უხეშ დარღვევად” და “სერიოზულ დანაშაულად” აფასებს.

“მსგავსი ქმედება საარჩევნო კოდექსის თანახმად, დასჯადია. ამ ფაქტს საარჩევნო კომისია გამოიძიებს და ქეთევან ტალახაძის წინააღმდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა, რომლის განმარტებით, ამ ქმედებით სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო ლაგოდეხის №21 უბანზე ხმის მიცემა არ შეწყვეტილა, თუმცა პროცესი დროებით შეწყდა.

ცსკ-ის მიერ გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას თავად “ლეიბორისტული პარტიიდან” ცსკ-ის წევრი გიორგი მთვრალაძე არ ადასტურებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქეთევან ტალახაძე პირადად შეესწრო ლაგოდეხის №21 უბანზე დარღვევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც მასა და კომისიის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

“სწორედ ამ დროს დაიკარგა საარჩევნო სიის რამდენიმე გვერდი, რომელიც ამ დროისთვის ნაპოვნია”- განაცხადა მთვრალაძემ.

კლოუნადააააააა აოიეეეეეეეეეეეეეეეე=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ვის რათ უნდა პარლამენტში უმრავლესობა,ვინც არ უნდა იყოს ის,პოზიცია ოპოზიცია,ამას არ აქვს მნიშვნელობა,პარლამენტში ისე უნდა იყოს გადანაწილებული პოლიტიკური ძალები,რომ ბალანსი არ დაირღვეს.ყოველ შემთხვევაში,ყველამ კარგად დაინახა,რისი მაქნისიც იყო ერთპარტიული პარლამენტი,ამიტომაა საშინელებაა და უაზრობა ის შედეგი,რომელიც ნაციონალების ეგზიტპოლებმა აჩვენეს,სირცხვილია და კიდევ ერთხელ უდიდესი სირცხვილია ქვეყნის და მისი პრეზიდენტის,როდესაც დემოკრატიაზე დებ თავს და ვერ უზრუნველყოფ ობიექტური არჩევნების ჩატარებას!!!რა უდევთ ნეტა ტვინში,არ ფიქრობენ მომავალზე?!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვის რათ უნდა პარლამენტში უმრავლესობა,ვინც არ უნდა იყოს ის,პოზიცია ოპოზიცია,ამას არ აქვს მნიშვნელობა,პარლამენტში ისე უნდა იყოს გადანაწილებული პოლიტიკური ძალები,რომ ბალანსი არ დაირღვეს.ყოველ შემთხვევაში,ყველამ კარგად დაინახა,რისი მაქნისიც იყო ერთპარტიული პარლამენტი,ამიტომაა საშინელებაა და უაზრობა ის შედეგი,რომელიც ნაციონალების ეგზიტპოლებმა აჩვენეს,სირცხვილია და კიდევ ერთხელ უდიდესი სირცხვილია ქვეყნის და მისი პრეზიდენტის,როდესაც დემოკრატიაზე დებ თავს და ვერ უზრუნველყოფ ობიექტური არჩევნების ჩატარებას!!!რა უდევთ ნეტა ტვინში,არ ფიქრობენ მომავალზე?!!!

=sher= სამწუხაროდ ტვინი არა აქვთ და შესაბამისად არც ფიქრი შეუძლიათ.:( არავინ არ ფიქრობს მომავალზე, ნინოჩკა,მომავალი რომ ადარდებდეთ დღეს ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა. ჩვენი მთავრობა დღევანდელი დღით ცხოვრობს,მედროვეები არიან, ასწრებენ , რაც შეიძლება მეტი გაყიდონ და ჩაიდონ ჯიბეში .=oops= =oops= სადამდე მიგვიყვანს ეს, არავის აინტერესებს. საერთოდაც , არავის აინტერესებს არც საქართველო და არც ქართველობა, მთავარია თვითონ გაიძღონ(ვერ ვიტან ამ სიტყვას) გაუმაძღარი კუჭები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ბუბუ,დაგავიწყდა,ჩვენ გვაქვს,შუქი,კარგი გზები,ფანტანები,გაზრდილი პენსიები,გაზრდილი გადასახადები,ეს ყველაფერი ამ მთავრობის ბრძოლოს შედეგია და პირნათლად ასრულებენ იმას რასაც ხალხს პირდებიან, \'საქმე ლაპარაკის გარეშე\'და შენ შეკიტხვას ბუბუ,რა უდევდეთ ტვინში? ეს ექიმ ქალს არ უნდა გეშლებოდეეეეეეეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვააა ოცდამეერთე საუკუნეში შუქს ვეღირსეთ, საღოლ მთავრობას, კი აქვთ სატრაბახო..:):):)
მეოცე საუკუნეში, აფრიკაში, ჯუნგლებში, მაიმუნებს ქონდათ შუქი.
ასფალტი დააგეს, 70-80 ათას დოლარიანი მანქანები კარგად ისრიალებენ ზედ. (ოღონდ ეს მანქანები ვისია ნეტა?) ისე სხვათაშორის ასფალტი სად დააგეს იცით? სადაც კარგად ჩანს. ცენტრალურ გზებზე. თბილისი არ მაქ მხედველობაში. რაიონებს ვგულისხმობ. ვიზუალურად აკეთებენ ყველაფერს.
ისეთი სიტუაციაა, გოჭი რომ გასაყიდად მიგყავს და მარილწყლით გაბერავ მსუქანი გამოჩნდესო. კარგი მაკიაჟი კი გამოსდის მთავრობას და რას იზამ. სამწუხაროა, რომ ამ მაკიაჟს ბევრი ქომაგი-გულშემატკივარი ჰყავს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი