↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts534
კარმა20
OFFLINEPROFILE
წამო რაა...

წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც \"დაბოლილი\" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
წამო,
აღარ ვითხოვ მოწყალებას
ყალბი სინანულის ნარჩენისთვის,
წვიმას გაზაფხული დაუტბორავს
მარტის უკანონოდ გაჩენისთვის.
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად
ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.

თეკლე ბატონიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
სიმონ ტაკაროჩე ჩემი დედას გეფიცები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts534
კარმა20
OFFLINEPROFILE
მომენატრე...და დღეს ჩემთან მთები არის...
და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე.
მომენატრე როგორც ქურციკს ლებიანი,
ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე.
მომენატრე...რა მოგწერო სხვა წერილი,
ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვითრევ,
მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი,
მომენატრე, აუ როგორ მომენატრე.
ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა,
დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გამბით ამტვრევს,
თმა კი არა , მგონი სისხლიც გამითეთრდა,
მომენატრე, იცი როგორ მომენატრე?
მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება,
ალბათ,ღამეც ამ ჩემ სულში გაშლის აფრებს,
წამილეკა ყველაფერი მონატრებამ,
მომენატრე, აუ როგორ მომენატრე.

გელა ოჩიაური
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ხშირად მახსენდება ჩემი ოდა სახლი,
თითქოს ლურსმანზე საცერიც კიდია,
აქეთ წიწაკაა გამხმარი ასხმული,
მზეს მიფიცხებული ჩირების მწკრივია.

ხის კოჭებს სიძველის ფერი დასდებიათ,
სიბერეს არ იმჩნევს და მეგობარს სანდომიანს
სხვენზე ასასვლელად მიდგმული ხის კიბე,
თითქოს ისვენებსო ისე დაყრდნობია.

ეზოში ორ მწკრივად გაბმული მავთული,
მატყლის ლეიბები მზეს მიფიცხებული,
კაკალთან ძველი ჭა ხავსმოკიდებული,
სათონე და კუტი შიგ მივიწყებული.

ხშირად მახსენდება ბომბორა მეცხვარე,
კუდის ქიცინით რომ დაჰყვება დედაჩემს,
დრო მოუჭამია, მაგრამ ვერ ღალატობს
და მარტო არ ტოვებს ფუსფუსა დედაბერს.

ახლაც თვალწინ მიდგას დედის გამოხედვა,
დამჭკნარი სახე და დამჭკნარი ხელები.
საბძელთან გადაჭრილ გამხმარ თუთის ხეზე,
მყარად დასობილი ცული და ცელები.

დედის გაღიმება, რაღაც უცნაური,
გულს ერთდროულად რომ მიკლავს და მიხარებს,
სიცილდავიწყებულს ღიმილი სტუმრობს და
უკბილო პირზე რომ ხელებს აიფარებს.

როგორ მენატრება პატარა ხის სახლი,
ძალიან მრცხვენია და მიკვირს იცი რის?
ქალაქის გაჭვარტლულ სახლებში გავცვალე,
ზურგი შევაქციე და მაინც მიღიმის.

მაინც მეფერება,გულში თბილად მიკრავს
და ეს სიყვარული ყველაზე დიდია
ახლა სულ მარტოა,ხმა რომ აღარ ისმის,
ძელზე რომ ჩამქრალი ლამპარი კიდია.

მინდა მოვეფერო დაბერებულ მხრებზე
ხელი შემოვხვიო და ვუთხრა - გპირდები
შენს თავს არ დავუთმობთ არცერთ სარეველას
ყიჟინით აგიკლებენ ქოჩორა ბიჭები.

როგორ მიგატოვებთ, როგორ დაგივიწყებთ,
ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც,
ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან,
შენ არც კი იცი ჩვენ როგორ გვჭირდები.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ ვერ გაიგე რა მკლავდა გუშინ
და არც ის იცი,დღეს რა მატირებს,
მოუღერია უგვანო მუშტი
შავი მდინარის უჟმურ ნაპირებს.
როგორ ვერ მიხვდი...მთელი სამყარო
შენი ხმა იყო,ჩემი ვედრება,
ვიყავი თიხა,მიწა აყალო,
რომელსაც ახლა მტვერი ეყრება...
სილა და ჟანგი ერთად აზილა
ქარმა და სულში ჩამომაფრქვია,
და მარტოობა ისე გაზრდილა
აღარავისი უკვე არ მქვია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა უდროო დროს გამოგეცხადე,
მშვიდად ცხოვრება არ დაგაცალე,_
მაგ სულის ფსკერზე მსხვილ მარგალიტებს
ქვიშა და ლამი გადავაცალე.

შეგამჩნიეს და ატყდა კამათი _
ვინ რა მოიმკო, ვინ რა დათესა...
და ჩემთვის ყველას ისე შეშურდი,
მე არ გაქციე თითქოს ასეთად.

***

ქარი არ ქროდა. არ ირხეოდა
შეუფოთლავი ბუჩქების ფარდა.
იის მშვიდი და ლურჯი ნათება
დაგვიანებულ სიყვარულს ჰგავდა,
რადგან ორივეს წილად ხანმოკლე
და მშვენიერი სიცოცხლე ერგოთ.
არა ჰყვაოდა უკვე ენძელა,
არც ყოჩივარდა შვენოდა ფერდობს.
ეს _ მე ვდარდობდი იების ბედზე,
მე მივტიროდი წამებს ჩავლილებს,
თორემ ფერდობი წინასწარ გრძნობდა
მკერდზე ამოსულ სულ სხვა ყვავილებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჭიან კბილივით გულს მკერდიდან ამოვიგლეჯდი,
ჯოჯოხეთის ბჭეს შევიბამდი მკერდის კარებად,
ფერად ყვავილებს ტლანქი ფეხით დავაბიჯებდი
და სულიც ტრფობას არასოდეს მიიკარებდა.
ყველა ლამაზმანს გავიგებდი საწოლ-ჭილოფად
და ყველა მარანს ალბათ ერთი შესმით დავლევდი
და ქვეყნად ყველა იარას და ყველა ჭრილობას,
გამდნარ თუთიას და მარილწყალს გადავავლებდი.
მოგიტაცებდი, ჩავქოლავდი ყველა მეტოქეს,
ქვრივად დარჩენილს მოგიგდებდი ცხენის გავაზე,
გადავანგრევდი ამოშვერილ კლდეებს მარტო რქებს,
ქაჯთა ციხეში დაგამწყვევდი როგორც ავაზას.
დავაგლიჯავდი ანგელოზებს ფრთების ბუმბულებს,
დავწერდი ლექსებს ამღვრეული შენი უარით,
მე გავიგებდი რა გაცოცხლებს რა გასულდგმულებს,
და ვუბრძანებდი ეშმებს, ჭინკებს-გადაუარეთ!
და ვუბრძანებდი-სულ გათელეთ, სულ გადაყარეთ!
ნუ დაინანებთ ცის ლაჟვარდს და შირაზის ვარდებს,
გავიმეტებდი გასაქრობად ფერად სამყაროს-
რომ არ მიყვარდე!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
თეა თოფურია
ამბობენ
პოეზია
2008.01.28
------------------------------------------------

***
ამბობენ...
რას არ იტყვიან,
იტყვიან, არ გადათქვამენ.
მისხალს და მისხალს სხვა მისხალს
დაუმატებენ, ხლართავენ...
ამბობენ...
მაგრამ სიმართლე
მე ხომ ვიცი, რომ ორია:
მიყვარხარ ეგ მართალია,
გიყვარვარ – მონაჭორია.

***
ამბობენ, საიქიოში
ცოტათი გვიან თენდება.
აქ დღეა იქით დილაა,
იქ მიწად აქეთ მეწყერად,
იქ ჭირად, აქეთაც ჭირად
შემეყარე და დამირჩი,
დარჩი და ნუ გამომყვები
საიქიოში, ამინდში,
სადაც წვიმაც კი ბედია
ბედი კი ხშირად წვიმდება.
და მთელი უსაშველობა
გამომძღოლია წინწყებად.
სადაც ვერავის ვერ ვეტყვი,
სადაც ვერავის მივმართავ,
რომ მიყვარდი და მოვედი,
რომ მოვედი და მიყვარხარ...
რომ მიყვარხარ და არ დარდობ,
დარდი რომ დამაქვს შენხელა.
ამბობენ, საიქიოში
ცოტათი გვიან თენდება.

***
დღე მძინავს, ღამე დავდივარ,
კედლებს დავყვები შორიდან.
შენთან არათუ კედელი
გზაც კი არც ერთი მოვიდა.
არც მოვიდა და არც გაცვდა
არც გზები და არც კედლები.
ზამთარში დავიწყებული,
გაზაფხულს გამახსენდები.
ის დარდი შემომეჩვევა,
ძარღვებში სისხლს რომ გამოლევს.
ამბობენ, გადაივლისო,
გადაივლისო, ამბობენ.

***
გავლელი ვარ,
თითქმის გავიარე,
ფეხქვეშ ახრაშუნდა მარილი.
ნუ ფიქრობ, ამდენი თუ ვიარე,
ერთხელაც შენს გზაზეც გავივლი.
გამვლელი ვარ, განა გამომვლელი,
აქეთ გზა ჩაიკეტა ჯებირად.
ამბობენ, მთა მთას ვერ ხვდებაო,
მთები ვართ?
გამოდის, მთები ვართ!@

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეკა ქაჯაია
ფიცრის ოდა
პოეზია
2006.09.22
------------------------------------------------

თურმე იყო სიზმრის გროვა,
ღამეები,- \"მრუმეები\",
პაწაწინა ფიცრის ოდა,
ათას რამე -რუმეებით...
თითქოს იყო მონატრება
ღიმილით და ცრემლით სავსე,
ვუმზერ ბავშურ მოკრძალებას,
ჩავლილს მტვრიან შარაგზაზე...
ქარში, დარში თუ ავდარში,
მოშრიალე მწვანე ყანა,
აქვე სადაც სოფლის თავში,
ჩაუვლია ათას მაყარს...
სად ოდიდან გაპარული,
ბნელ ღამეებს ვათენებდი,
ბალახებში ჩაფანტული -
თეთრი ციცინათელები...
შუა გზაზე მცხრალ კოცონთან,
ტაროებით სავსე კალთა,
- ფეხშიშველა ის გოგონა
ღმერთო როგორ მომენატრა...
თურმე იყო სიზმრის გროვა
ღამეები,- \"მრუმეები\"
პაწაწინა ფიცრის ოდა
ათას რამე -რუმეებით

სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,
ჰაერს დაწყებია უმადობა,
და მეც გავაკეთე აღმოჩენა,
თურმე,
მონატრება უვადოა.
თურმე, ოცნებაზეც ჩამოთოვა,
მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.
რადგან პოეზიამ დამიმონა,
სულში ჩამისახლდა უსახლკარო,
ფიქრი გამიმხილა...
ამიტომაც,
უსიტყვო ბგერები უნდა ვყარო.
მე კი მოლოდინი დამმჩნევია,
ფოთოლცვენისფერი, უხალისო,
რადგან არაფერი დამრჩენია,
თურმე,
შესამჩნევი უამისოდ,
და მეც პოეზიით მოვიარე,
მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,
ჩემი
იმერეთის შემოდგომა,
ჩემი
შემოდგომის იმერეთი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რომ მივიცვლები, დამაყარეთ გულზე ლექსები,
არ მინდა ვიგრძნო ყვავილების ფერიცვალება,
დრო მომაშორეთ, არ აქციოთ ციფრებად წლები,
გამიჯნეთ ისრით
დაბადება _ გარდაცვალება.
რომ მივიცვლები, დამაყარეთ გულზე ლექსები,
ჩემი მყვირალა და მდუმარე მონანიება,
თუკი მიწაზე დანარცხებებს შემინდობს ღმერთი,
მე პოეზიით თვითმკვლელობაც მეპატიება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენი ფიქრები ჩემი დუმილია,
ჩემი ლექსები შენი პოეზია,
თურმე ჩვენს გრძნობას ძარღვები დაუჭრია,
თვითმკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. . .

შენი თვალები ცაში გატყორცნილი
არბალეტიდან ნასროლი ისარია,
მიზანში ვიდექი, შენ არ ამაცილე,
დაჭრილი გულის სუნთქვა მიხარია.

შენი სიტყვები ჩემი გრძნობებია,
შეხება სურნელის ლამაზი ბილიკი,
ვენებგადაჭრილი არ ვითხოვ შენდობას,
სალბუნად მივიღე მზე, შენ და ივლისი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ვეკითხები
ასიათასებს
როცა დრო მეფეს
გადააფასებს,
რა ეშველება
ცბიერ მანასეს?!
ან რა მოელის
თვით ათანასეს?!
ვლიან დღეები ისე,
ხან-ასე,
მიაქვთ იმედი
და სიხალასე...
მე რაღა გითხრათ
შეშლილ ხანაზე,
ხალხზე,მეფეზე
და ქვეყანაზე?!
მიდის მოხუცი
სოფლის შარაზე-
ფიქრობს თეთნულდზე,
ფიქრობს შხარაზე..
მზეო ,
ამოდი აილამაზე
და საქართველო
გამილამაზე!

ლაშა ნადარეიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
განშორება

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts534
კარმა20
OFFLINEPROFILE
გღალატობ
უკვე მერამდენე ღამეა,
სექტანტი გავხდი და გღალატობ,
სისხლად დამიდიან ლექსები
და ვეღარ გუობენ კალაპოტს..

უკვე მერამდენე ღერია
ობლად მისრესილი საფერფლეს.
ჭიქას ჩავეკიდე თვალებით,
მხოლოდ დათრობას-ღა ვახერხებ.

საკუთარ თავს ვიწვევ დუელში,
სეკუნდანტის როლსაც ვთამაშობ!
სისხლად დამიდიან სიტყვები
და პოეზიასთან გღალატობ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი