↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ღია ცასთან ვარ პატარა ცერცვი,
ვერ დავემსგავსე რა ვქნა არწივებს,
მე ამ ღამეებს ვერ გავექეცი
და მიწას თავი ვერ დავაღწიე.
ყველგან სიჩუმე გამეფებულა,
რომ გითხრა,ალბათ გაიოცებო
ოცნების არეც დადუმებულა
და რაღა დამრა მე საოცნებო?
უბანს როდემდე უნდა ვუარო,
უკვე მოვწყიდი ალბათ ამ ქუჩებს
სადღაც შორს ხე დგას ჩუმად, უქაროდ,
მეც იმ ხესავით უნდა გავჩუყდე.
მართლა ხე გავხდი-ქარს ველოდები,
თითქოს ფოთლები მცვივა მკლავიდან,
რატომ გაისმის ჰანგი გოდების
ამ სიმღერიდან, გულსაკლავიდან?!
ღია ცასთან ვარ პატარა ცერცვი,
ვერ დავემზგავსე რა ვქნა არწივებს,
ან ღამეებს მე ვერ გავექეცი
და მიწას თავი ვერ დავაღწიე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა
მაგარიაააა ძალიანნნნ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
განშორება

გულში ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
მონატრებამ გამიჩინა იარა,
სიყვარულის კიდევ მქონდა იმედი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

მე მივნატრი იმ წუთებს და იმ წამებს,
როცა სახეს გინათებდა ღიმილი,
დავიჯერე ის ალერსი ვიწამე,
მაგრამ ახლა ამივარდა ტირილი.

რა ლამაზი იყო ჩვენი ოცნება,
მე ამურმა გულში მტყორცნა ისარი,
შენი ტუჩი დღეს აღარ იკოცნება,
თითქოს ვნახე სიყვარულის სიზმარი.

ჩვენი გრძნობა იყო რა გულსაკლავი,
სიყვარულის დაიცალა ფიალა,
ცაზე ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

გიორგი არაბული

ქეთა, დიდი ხანია არ გამოჩენილხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ღამე დედამიწას აყურადებს,
მთვარე თავზე ადგას დარაჯივით -
ყველას მიდგომა აქვს საკუთარი,
რიგი საკითხების გადაჭრისას.

და მეც, რა თქმა უნდა! მაგალითად:
ვმარცვლავ პეონების კრიალოსანს,
სახლში, კონსტრუქციის მონოლითურ,
ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ჰქვია, როცა

მთვრალი მცენარეულ ნაყენებით,
გული კი არ ფეთქავს - ბაქი-ბუქობს.
მტვერმა გამოჭამა საყრდენები,
ჩემი სისხლძარღვების აკვედუკებს.

თმაში ლითიუმი შემეპარა,
უფრო ლირიულად: ამ ბოლო დროს,
გახდა უმნიშვნელო ყველაფერი -
წლების ჰაშიშივით გაბოლებას

ისე მივეჩვიე, შემისრულდა
ოცი საუკუნე... და რა იცი,
იქნებ იყოს კიდეც დასასრული,
ყველა დასაწყისის პანაცეა?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...
ისე ეტანება სისხლი აორტიდან
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი!

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოვალთ და მარტო ბუხარს კი არა,
გულშიც აგვინთებ ცეცხლს მოგიზგიზეს,
ეს რა სინათლე ჩაგვეზიარა,
რა სიყვარული შემოგვიკიდე...
ამ ბუხრისპირას უფრო ძალუმად
გვესმის საკუთარ სისხლის შხივილი,
ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ მალულად
დაგვცდება მაცდურ ბედზე ჩივილი...
აქ უფრო გვიყვარს ადიხანჯალა,
ვერ განამეტი ხარი წიქარაც,
გამოიღვიძებს რწმენა ფარ-ხმალად,
უიმედოდ რომ ლამის მიმქრალა.
ვინმეს თუ ცოტა დაგვაგვიანდა,
ყოველდღიური ცრემლით დანათოვს...
მოვალთ და მარტო ბუხრის კი არა,
ლექსიან გულის ცეცხლით გაგვათბობ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თენდება,
შაშვების ნაკენკ ხურმებს
ყინვა მაქმანებით რთავს,
შენთვის ყველაფერი შემიძლია თურმე,
შენთვის გავიმეტებ თავს...
შენ გძინავს...
ჯერ მხოლოდ რიჟრაჟია,
გძინავს კეთილსა და დიდს,
გიმზადებ საუზმეს_ ფინჯან ყავას,
თაფლკვერებს და ღიმილს მშვიდს...
ათასი საქმე გაქვს სადღეისო,
ჯერ გძინავს დაღლილს და ქუფრს,
შენი გულისცემას ვაყურადებ,
გიკოცნი თვალებს და შუბლს.
შენთვის ვკინძავ რითმებს,
ამ სიხარულს
ვერაფერს გაუგებს სხვა,
შენ გძინავს
და მითბობს ზამთრის დილას
შენი მშვიდი სუნთქვის ხმა...
გარეთ თოვლია და ავობს ქარი,
სადღაც დაგვეკარგა მზე,
თენდება ჩვიდმეტი თებერვალი,
შენი დაბადების დღე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვიცი, ცაო, გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება.
არ იქნება, არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.

ბევრი მხარე მოვიარე -
ასე იწყებს ამბავს მთვარე, -
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე.

ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძველესი მთა და ველი,
მისი წყალი, მისი სივრცე,
მისი შოთა რუსთაველი!

რუსთაველი მახსოვს ბავშვი,
ოცნებობდა ოქროს ნავში,
მიცქეროდა და თან თრთოდა,
ვით ფოთოლი თრთის ნიავში.

ვიცი, ცაო, ფანტომიდან
ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება.
მრავალ ახალ კარგს მომიტანს
ოცნებათა შემოწმება.

კაცთა შრომამ მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
ახალ ჩაით, ახალ იით
ახლად გააოქროსფერა.

აგერ მძლავრი და ტიტანი
მოსჩანს კავკასიის ტანი.
მიჯაჭვული აქ იყო და
აქ აიშვა ამირანი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -
ვიმარჩიელებ ფოთლის კარტებით
და მთელი ღამე ვიფიქრებ შენზე...
თუმც ფეხშიშველი ბოშა ვარ, მაგრამ
გულწრფელ სიყვარულს მე მაინც შევძლებ.

შავი მზეები აივსებიან
ჩუმი ცრემლებით სევდიან დღეში,
მე გელი მაგრამ
ფიქრები მათოვს...
და გიცდი ქარში...
წვიმაში...
მზეში...

რა ვუყოთ მერე, გიწამე ღმერთად,
თუმც ფეხშიშველი გოგო ვარ- ბოშა,
შავი მზეები სიყვარულს გთხოვენ,
შენ მათი ცქერა არ გიღირს გროშად.

=rose

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
ბუხარი

სულ ჩაიფერფლა ბუხარი,
ბუხრის პირს თვლემა ტკბილია...
ბედს ქედი არ მოუხარე?
რა გზები გამოგივლია...

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო- ძლიერ უყვარდი...
იყო დრო- ძლიერ გიყვარდა...

გაყვითლებულან ფურცლები,
რა უნდა გითხრან ფურცლებმა,
განა მარტო ჩვენ ვხუცდებით,
თურმე ბუხარიც ხუცდება...

წლები კი ისევ მიჰქრიან,
წლები კი ისევ მოჰქრიან,
ბუხარში ფერფლი ხომ ყრია-
დაღლილი კაცის ფიქრია...

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო- ძლიერ უყვარდი,
იყო დრო- ძლიერ გიყვარდა.

=army

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი