↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

ხეებმა მითხრეს დავითალხეთო,
შენზე ოცნებას აქეთ უვლია,
მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო,
თვალებში მხოლოდ საყვედურია...

გადავემხობი მინდვრის ბალახებს,
ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ,
მოვკვდები, მაგრამ არ დაგანახებ,
არ დაგანახებ, როგორ ვტირივარ!

=kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -
სულ მენატრები,მაშინაც კი,როცა ვართ ერთად,
და ჩემს გარშემო, და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო,
მუდამ და ყველგან, ძილშიც,ცხადშიც, უშენოდ,შენთან,
სულ განუწყვეტლად მენატრები და შენზე ვდარდობ...

სულ მენატრები...ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი დაეძებს დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი, რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით და მაინც გნატრობ!

=bf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია-გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება,
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.

ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?

სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამ წუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?

თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვდიადში,
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ნელი ფერება ქარის ნიავში,
არ გესმის მთვარის ღიმილი მორცხვად ღრუბლებში ამოფარული,
წვიმის წვეთების ნაზი ჰანგები თითქოს მუსიკის ღმერთს მოპარული.
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ცრემლის ვედრება ღამის წვიმაში,
ოდეს ვარსკვლავნი გადამალულნი აღარ კრთებიან ზეცის წიაღში,
არ გესმის ნესტის ვედრება გზამალული!
არ გესმის ყლორტის კისკისი ცვრიან ბალახზე ამომავალი!
ვიცი, არ გესმის ცისკრის გალობა შენს შესახვედრად გამომავალი,
მაშ რას მიხვდები რა მაქვს მდუმარეს გულის სიღრმეში გადამალული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა,
რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება,
რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა,
რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.

ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით,
ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო
და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით..
შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.

იყავი მასთან,ვისთან ყოფნაც თავად გწადია,
დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარღული,
ვისაც ისურვებ, მას უძღვენი, რაც გაბადია
და შენი ცოდვის თავად იყავ მკაცრი მსაჯული.

ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი,ეს სულერთია,
მე მაინც გელი!.. ლოდინი კი ჯოჯოხეთია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ოცნებად მექცა მე შენი ნახვა,
ნატვრად კი მხოლოდ შენი ღიმილი.
შენმა ლოდინმა ფიქრი მასწავლა,
უშენობამ კი ჩუმი ტირილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
დაღამდა... სიჩუმე გულს მიკლავს,
თვალწინ მიდგახარ და მელანდები,
მრავლის მეტყველი სიტყვები კმარა,
უსიტყვოდ გეტყვი რომ მენატრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
კლინიკური სიკვდილის შემდეგ

-უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი.
ასე ხუმრობდა ერთი კაცი,სიტყვით ქველობდა.
-კაცო არავინ არ გამიღო სამოთხის კარი,
-შენ თვითონ ხარო სამოთხიდან-საქართველოდან.
შოთა ნიშნიანიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
დაღლილი სულის ჩუმი ვედრება,,მუდამ სიყვარულს რომ გევედრება...
არაფრით არის გამორჩეული,,,მხოლოდ შენა ხარ ჩემი რჩეული...
უიმედობა ყოფილა რთული,,,თუ ოცნებებში ხარ გადართული...
მუქი ფიქრები და შენი სახე,,,მე სიყვარული მიზნად ვისახე...
მე მოგიძღვენი სული და გული,,,ნატვრა ფიქრებში არის დარგული...
ჩემი რჩეული მხოლოდ ერთია,,,მასზე ძლიერი მხოლოდ ღმერთია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულითქმას,სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.

მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.

ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...

და მაშინ გეტყვი, რომ მიყვარხარ!თუმცა მანამდე
სჯობს არ მნახო და დავრჩე შენთვის გამოცანადვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
კაცი და ქალი...
კაცი :
ჩემი ნაღველი და ჩემი დარდი შენა ხარ მხოლოდ,
და მე არავინ სხვა არ მინდა ჩემს სიახლოვეს...
დემონური ამოხეთქვაც სისულელეა თუ უსაშველოდ,
სიყვარული მაგ ვნებაში არ გიამბორებს.
კივილით გავხლეჩ ყველა ნაპირს რაც კი არსებობს,
კივილით გავხლეჩ ყველა გრძნობას რაც განმიცდია,
კივილით გავხლეჩ ყველა ცოდვას და არც არასდროს
არ მეშინია…

ქალი:
შენ ნუ ეცდები ჩემთან ახლოს გაჩერდეს მზერა,
ასე უცნაურ მეტყველ თვალებს მე ვერ გავუძლებ,
შენ ნუ ეცდები დაიმონო ოცნება და ქალური ვნება
რადგან სიყვარულს ვეძებ და შენ ვერ დამაშორებ...
რადგან ეს გული სხვას ეკუთვნის დიდი ხანია,
რადგან ოცნება მხოლოდ ერთის ფიქრად გავხადე,
რადგან ფიქრებში ერთადერთი მიდგას ნათებად
ვერც შეგადარებ!...

კაცი:
ეს შენ გგონია, რომ გიყვარს და მხოლოდ ერთს ეტრფი,
შენი ოცნების გაფანტვასაც ის კი არა მე შევძლებ მხოლოდ,
ეს შენ გგონია, რომ ფიქრებში ვნებებსაც ებრძვი,
ჰოდა აქ ვდგევარ, შენს წინაშე და აქაც ბოლოს
ტყვეც კი გახდები!

ქალი:
თუკი ოცნება დაიმსხვრევა ჩემი ეული,
თუკი ფიქრები დამტოვებენ მე უიმედოდ,
მაინც ბოლომდე მეყვარება, ის ვინც მიყვარდა,
მეტყველ თვალებსაც რომ ვერ გაუძლო...

----
და ვერ გაუძლო მეტყველ თვალებს ლამაზმა ქალმა,
და ვერც ვნებებმა ვერ გაუძლეს ძალას არნახულს,
და სიყვარული მიუსაფარი და ობოლი, პატარა ხანმა
ცაში აფრინა, ვით უმანკო სულის სამყარო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემი უმანკო სული,
ფრჩხილზედ დაუდევს ეშმაკს
და ეკითხება უფალს,
არიოლი თუ რეშკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
ღამე მშვიდია...
სასურველი განწყობაც არის...
ვნებააშლილი საღამოა, თუმცა დამფრთხალიც...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
ფეხმძიმე ქლი

ქალი მინახავს ათასნაირი:
ქალი-მინდორი,
ქალი ყვავილი.
ქალი ნისლი
და ქალი ჰაერი
ქალი მშვენება იმერ-ამერის.
ასე კახეთით პირით ალაზნის
ვენეციამდე მოვრჩი ხეტიალს
მაგრამ ფეხმძიმე ქალზე ლამაზი
ქალი არასდროს არ შემხვედრია.

ჯანსუღ ჩარკვიანი

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი