↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
უძლეველ ვნებას ვერ აკავებს ძარღვებში სისხლი,
და ვერც საზღვრები შველის ვნებას აშლილს, არეულს,
შენ მეყვარები! ავადმყოფური თვალების შიშით,
და უდაბნოშიც დავსახლდები, მე შენთან ერთად თუნდაც დანგრეულს...

იპობა ნერვი, ელოდება ამღვრეულ თვალებს...
იპობა ფიქრიც, აღარ იცის ამდენს თუ გაძლებს!
იპობა გრძნობაც - მოლოდინი დაღლის, დაათრობს!
მისი სიჩუმე! სამართებლით ძარღვსაც გააპობს!

გრძნობები, ფიქრი, ნერვიც თითქოს უფერულდება...
ვნებააშლილ უმანკო ძარღვში, სისხლი მჩქეფარეც ნელ-ნელა შრება,
დაღლილ თვალებში სევდა წყნარად ანათებს წამებს
და ის გაათბობს! სიყვარულის არეულ ღამეს...

ავადმყოფური თვალი! სიყვარული რომ მოაქვს შიშით,
ვნების ღამეში დაწყნარდება... აილეწება წარსულზე ფიქრით...
უმანკო სული და სხეული დათვრება ხარბად,
ხოლო საზღვრები,
სიყვარულის გრძნეულ მორევში,
ჩაირაზება სამოდამო წყვდიადში მძაფრად!....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში
ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი
იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს
შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის
მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი
დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ
შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში
ჭორი!
..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და
მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა
დამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში
მათხოვრის მუჭას.
..გახსოვს? ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ
დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ
შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა
თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის
ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა
ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან
მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი
სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე
ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი
შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ
ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს
მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი
აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ
მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს
ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს
არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს
ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ
მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით
მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ
გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ
პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს
ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას
მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა
შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა
გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის
ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს
ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და
ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და
ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე
ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ
მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო
ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
.. არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ
არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი
კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ
არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის
შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი
ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა
შენი პასუხი ზეპირად ვიცი მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე
ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის
ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს
დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი იყო და არა
იყო რას მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა
ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე
ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა
იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე
ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და
მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ
მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის
მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ
იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი
მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და
დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან
სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას
გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე
ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე
ნეტაში დაგახრჩობ მერე.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ
მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!
-ვერა მცნობ?
-მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,
ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ
დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,
რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
უკვე თენდება.
თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც
ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა
ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).
მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც
მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება
ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის
მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე
გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას
ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო
უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის
ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს
ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან
გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც
სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა
ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით
ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი
არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო
რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ
მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების
იქით!...
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც
არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს
თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
აუ მალადეც შენ ბუბუსუნა..ძალიან ლამაზია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მიყვარს ეს ლექსი.:)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
არაფერი არ მინდოდა ,
არაფრისთვის ვიყავ ცადო,
არაპერი არ გამოვა,
არაფრისთვის უნდა ცადო

ხალხური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
ტანთ გაიხდიან ქალიშვილები
და აივსება მდინარის უბე
ათასი ღრუბლით,
ბროწეულებით,
ოქროს თევზებით.
გაიფაჩუნებს ყანა მაღალი,
დაფეთდებიან...
არაფერია...
ჩანს ორად ორი შავი მაყვალი
......................
მაგრამ ყანაში რა უნდა მაყვალს?
შ.ნიშნიანიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე შენ მინდი, შენმა მზემ...
მე შენ მემშვენიერები...
დღისით_ემსგავსები მზესა...
ღამით_მემთვარიანები...

ხალხური
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს...
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით და რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს რომ სძინავს მშვიდად
მე შევიყვარე ხმა რომელიც დღესაც ჩამესმის
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალბათ შემოდგომის მონატრება ვარ...
ფოთოლცვენისქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა
შენც ატირდები,წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რომ ამ ქვეყნად არსებობს ბიჭი
ბიჭი,რომელიც მოუთმენლად შენს ნახვას ელის..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მთას ნუგეშა ავიტანე,
წამოვიდა გორებითა,
აქ სიცოცხლით დამეღალეთ,
იქ კი-სულის ცხონებითა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?

ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე:
ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე,
ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე
ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე,
მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?

ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა,
მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა,
ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა!
ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა!
დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?

შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?..
მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები,
შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!..
გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!..
მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა!?

საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოეია!
მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია,
შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია,
თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია,
მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
აუუუ, პოეზიის ფასი თუ რამე იყოს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად-ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა-
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს- ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი-საზოგადოდ ქალის,
სუნი-საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო!ღმერთო!მე სულ ველი
სიკვდილს-შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
baco მაგარია....

სკარაბაუსი...მაჩუქეს ნიკი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
***

უცვლელი გეზი გაქვთ...
გზა არსად გეყოფათ...
თქვენ ვინმე რად გინდათ?!
_თქვენი \"მე\"-ც გეყოფათ.
ვერც მცლით და არც მავსებთ,
არც ეს და არც ის..
ვერ ხედავთ?_ხართ ასე
და ლპებით, ნარცის...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი