↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
მე შენს ტალღებზე გავშლი იალქანს,
მე ზღვას ბავშვივით ჩავეხუტები,
მე გამოვყვები შენსკენ ნიავქარს
და ჩვენ გვექნება თრობის წუთები.

შემეფეთება თეთრი აპრილი,
გულში ჩამიკრავს თბილი ხელებით,
მეც უნებურად შენთან გაყრილი,
დავბრუნდები და მოგეფერები.

თუნდაც გაგვრიყოს მერე სამყარომ,
თუკი ცხოვრება ესაა მხოლოდ,
შენთან სიკვდილმაც ვეღარ გამყაროს,
ჩემი სიცოცხლის თავო და ბოლო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
ოშოშოს ფოთლებს წავაფარებ ჩათვლემილ ვნებას
და მეგრულ ნანას ცრემლნარევი დუდუნით ვეტყვი.
გავერიდები ძილმორეულ ხეების წყებას
და კლდის ნაპირთან შემაჩერებს ნაცნობი ვერტყვი.

სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან, შენით გათელილს,
ისე სათუთად ამომკოცნის ტკივილს ბაგედან...
შორს,სიბნელეში იკიაფებს ჩემი სანთელი
და წასასვლელიც არ მექნება არსად აქედან...
:)
:( ტეკლა ძალიან კარგია, ვისია?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
მირზა გელოვანი
ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე,
დასჭკნები, სულელო.

1933 წელი,
თიანეთი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
იოსებ გრიშაშვილი

დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

1940

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
წვიმს და მერამდენედ გადაწერილ
სტრიქონს ბალდახინით ასვენებენ,
მე კი წვიმასავით ალმაცერი,
შენზე მოგონება მასველებს და...

ვდგავარ .... აღარაფერს ეშველება...
თოკზე ავდარია გაფენილი.
ახლა გამოსავლად მეჩვენება,
ვენებდასერილი ქვაფენილი...

წვიმს და, სიკვდილისგან მაციებს და,
დღეა საღამოსკენ გადახრილი,
ახლა მე მჭირდება გაცილება,
უკან დააბრუნეთ ბალდახინი!..

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
ვეღარასოდეს ვიცხოვრებ შენთან
მე შენთან ყოფნა მღლის და მაოსებს-
ასე მგონია, ჩემი სიცოცხლე
მტვრით შეთეთრებულ ზედა თაროზე
შემოუდიათ ფინჯანთა შორის,
იქ, სადაც მნათე მალავს გასაღებს
და მეჩვენება, თითქოს გამთელეს
და სამუდამოდ გადამასახლეს.
იმ ფაიფურის მტვრიან ჭიქებში,
რომ მოიძულა დიასახლისმა-
ასე გულით რომ უნდა გადაყრა
ძველი ჭურჭლის და ყიდვა ახლისა...
მე ვერ დავუცდი შენ გვერდით სიკვდილს,
ვერც შენი წასვლის ცდას ვერ ავიტან,
ნეტავ, ვინ იცის, როდის იქნება
მოვკვდე, ან თვითონ მომწყდე თავიდან!
ან ვით შევძლებდი განზე გადგომას
და შენი ცივი ბუნების ჭვრეტას,
გვამივით გრილი შენი სხეული
რა ცეცხლით უნდა გამეთბო ნეტავ!
ვერც შენთან ერთად ავმაღლდებოდი
მაგ სახითა და ხმელი მუხლებით
ნირს წაუხდენდი ცაში წმინდანებს
და მაცხოვარსაც დაამწუხრებდი....
მინდა იცოდე, რომ შორი შუქი,
მონატრებული ჩემი თვალისთვის,
უშენოდ მეტად აელვარდება
და იკაშკაშებს მეტი ხალისით.
რატომ განგვსაჯა ასე სასტიკად
ზეცამ მაღალმა-შენმა მსახურმა,
თავისი კარი,შენთვის გახსნილი
ჩემ წინ სასწრაფოდ რად არ დახურა?
რად დამიბინდე თვალსაწიერი,
რად დამანახე სამყარო ცერად,
შენ ხომ იცოდი, აღარ შემეძლო
სამოთხის მდორე სიმშვიდის ცქერა?
და თუ წარწყმდები, მეც გამოგყვები,
რომ გაგიკვალო გზა და სავალი
და ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდან
შენს საცხოვნებლად ლოცვას აღვავლენ.
და თუ დაგიხსნი, მე იქ დავრჩები,
დაე, გეენის შუქი მქმკობდეს,
სადაც შენ არ ხარ, იმ ჯოჯოხეთში
მე დავიმკვიდრებ მზიან წალკოტებს.
ასე რომ, გვიჯობს, გავიყაროთ, ვიყოთ ცალ-ცალკე
შენ იქ და მე აქ,
და ჩვენ შორის კარებს დავკეტავ.
ჩვენ ვართ შორიშორს, ვით ორი ზღვა,
ვით ცა და მიწა
ვით გულმხურვალედ მლოცველი და
სასოწარკვეთა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ - და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჟკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი ბაბილონი დიდი ელადა
მე შენ მიყვარხარ - ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა
მე შენ მიყვარხარ - კაპულეტის მთვარეულ ბაღში
შკეერთდა ორი უცოდველი ბავშვი ამბორი
მე შენ მიყვარხარ - შენი ალით უნდა ვიდაგო
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
დიდოსტატის სულ შემოეჭდო ვით ჭიგოს ვაზი
მე შენ მიყვარხარ ყვავილები მინდორს ამკობენ
გოგო ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ
დაინგრევიან მეჩეთები, სინაგოგები
დაიმსხვრევიან ჯამები და ღვინის დოქები
და თუნდაც იყოს ზეცის ნგრევა მიწის რყევა
მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არასოდეს დასრულდება სიცოცხლე ქვეყნად !!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts625
კარმა96
OFFLINEPROFILE
შენ რომ გგონია ზეცის ბოდვები,
ის ქარი მთისკენ ანაქროლია,
შენს ბედისწერას ვერ გაშორდები,
არცა თქვა,-ბედი არა მქონია.
დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,
უდავოდ ენდე, თუ ის გენდობა,
გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,
მკრეხელობაა უიმედობაც.
გაოგნებული მიმზერ ვით ხარი,
ვაჰ თუ გგონივარ ღმერთი გამრიგე,
-ხომ ვერ გაიგე, რაც მე გითხარი,
და შენ გგონია,
რომ მე გავიგე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
თეთრი ბინდი.დანაცრული
ბუხარი.
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.
ბედისწერა მიაქანებს
იალქნებს.
კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს
მიაქნევს.
ჩამქრალი მზე ახლა უფრო
შორს არი.
მე ვარ გულო
ღამეული მგოსანი.
და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ.
თავი რომელ ნიღაბს გინდა
მიანდო?
ხედავ როგორ მიცურავენ
ლანდები.
ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით.
მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერი.
და მოწყდება ხელს ყვავილი
ცისფერი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჩემო ბავშვო,გულმოკლული შენი ბედის მიერ,
ყოველ რამით ვნაღვლობ შენზე უფრო ძლიერ,ძლიერ...

ვიცი,ვიცი,მალე,მალე,საღამო რომ მოვა,
დაკრძალვისას ჩემს ცხედართან გაიგონებ გლოვას...

და როდესაც ჩემს სამარეს დაინახავ გარეთ,
შენი გული ჩუმი სევდით დაიკვნესებს მწარედ...

ჩემო ბავშვო,მე ვტიროდი,ქარი ქროდა ცივად
და ცრემლები შემეყინა მარგალიტთა მძივად...

და ავკინძე ყელსაბამად,შემოივლე ყელზე
იმ დღეების მოსაგონრად,ცრემლს რომ ვღვრიდი შენზე!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts147
კარმა10
OFFLINEPROFILE
იყო ის,,ვიყავი მე,,იყო სიყვარული,,
უცებ ის გაქრა,გაუჩინარდა,გაჩნდა სინანული,,
მე მარტოობის მეშინოდა,,ვარ კიდეც მარტო,,
მხოლოდ წარსულის სიზმრები და სურათი მათბობს,,
თმაში ჭაღარა შემომერია,ძლიერ მოვხუცდი,,
რას ველოდები,ვის ველოდები,არავინ იცის,,
წვიმიან ღამეს ფანჯარასთან ვდეგვარ ეული,,
მოხუცი ყველას სიყვარულით გადარეული,,
მთელი ცხოვრება მის გზას ვუყურებ არ მოვა ვიცი,,
საიქიოშიც მხოლოდ მისთვის,მისთვის დავიცდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე და შენ

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი