|
მარტო მე უნდა ვწერო ეს დღიურებიიიიიიი? ყოჩაღ თქვენ.
პირქვედამხობილს და ცარიელს ჩემი ლამაზი ქვეყანა მელანდება. მისი ზურმუხტი მთა-ბარი. მისი ლაჟვარდისფერი ცა. მისი გაბრწყინვებული, მუდამ მომღიმარი მზე. მისი დაბურული ტყეები და აჯეჯეილებული მინდვრები. ჩემი თბილისი მელანდება ამაყად მდგარი ქართვლის დედით. ღმერთო! ზეზე ვიჭრები და სანთელს ვანთებ წმინდა მარიამის ხატის წინ. სანთელი ნელ- ნელა იწვის, ნამწვი თანდათან იღვენთება სტალაქტიტივით, ე. ი. უჭირს ჩემს სამშობლოს, ჩემი ტუჩები თავისდაუნებურად ბუტბუტებენ, ეს ლოცვაა, თუ რა არის? სიტყვები თავისით მიდიან,თითქოს ღმერთი მიგზავნისო ფიფქების სახით, ხოლო მე კი, თეთრ პეგასზე მჯდარი ღრუბლებში დავფარფატებ:
დედაო ღვთის იოსესი, დედავ წმინდა მარიამ, მუხლებს ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან. გვინდა შენი მფარველ კალთა, და მოწყალე თვალი, ჩემს ტკბილ ოჯახს, ჩემს სამშობლოს, გთხოვ ქართველი ქალი. მოგვიტევე ყველა ცოდვა, უმეცართა ჩვენთა, შეცდომები აპატივე, სიბრძნით განთქმულ ძეთა. მიეც პური არსობისა, მოუმართე ხელი, საქართველო მიჯანმრთელე, დამილოცე ერი. მოწმინდე ცრემლი დიაცსა, აუგიზგიზე კერია, ოდეს ვარდისფერ ქვეყანა, ამჟამად ნაცრისფერია. გამოუნათე მზის სხივი, მიეც იმედი მომავლის, ისმინე ჩემი ვედრება, დედის, ქართველი ქალის. მასმინე დედათ ნანაი,ყველა ოჯახის ბანიდან. ყოველგნით ჰქუხდეს სიუხვე, ზვიად მთიდან თუ ბარიდან. შენ გაამრავლე, განავრცე, ერი პურადი, გულადი, ხმალი უმსხვრიე მტერთათა, და გააქვავე გულამდი. და დაგვიბრუნე ის მიწა, ღმერთსა როს უბოძებია, და მოიყვანე ჭკუასა, თუ სადმე უღმრთო ძმებია. თონიდან პურის სურნელი, ტკაცან- ტკუცუნი წალმისა ახლაც ჩამესმის ყურებში, გადავირიო ლამისა, ამხიარულე, ალხინე, ცემი ამერ და იმერი, მასმინე სადღეგრძელო და ქართული მრავალ ჟამიერი,
დედაო, ღვთის იოსესი,დედავ წმინდა მარიამ, მუხლსა ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან, ქართვლის დედაც მიდღეგრძელე, - ისიც დედა ქალია.
|