↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

მე მგონი საკმარისია თუ არადა კიდევ მივცემ შეკვეთას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ესეც ყოველი შემთხვევისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
აბა აირჩიეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
25 ივნისი 2008 წ

აჰააააა! მოგწყინდა უჩემობა ჩემო დღიურო, ჩემო აზრთა კონავ? მოვედი მეგობარო, რომ ჩემი ფიქრები გაგიზიარო,რომ ჩემი სულის ნაწილი შენც დაგიტოვო. მოვედი რომ შემოგჩივლო ჩემი მარტოობა ამ უკიდეგანო ქვეყანაზედ. შენ ხომ ჩემიფიქრების კიდობანი, სულის მედროშე ხარ? მაგონდება სტრიქონები \" და მე ავტირდი ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული\". ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. გადმოხვეწილი, მოწყენილი,მონატრებული. გიჟს ვგევარ ალბათ. გუშინ ჩემმა დესპანელმა მეგობარმა ბაზიმ შესანიშნავი სტრიქონები წამიკითხა საკუთარი ლექსისა:
პატარავ, შენი შეშინებული, უმწეო მზერა
უკან მომყვება.
წელთა თარეში უძლურია და დავიწყებას დავიწყნია
ტკივილთა კურნვა.
ყველაფრის ყიდვა თვით უმაღლესს ვერ შესძლებია,
მეც უძლური ვარ ვიყიდო ჩვენთვის ჩახუტება და მოფერება.
მართალია, ნამდვილია, როგორ მინდა ძვირფასო ერთხელ მაინც ჩაგეხუტოთ შენ და ჩვენს ნინიკოს. რას არ გავცემდი, ჩემი სიცოცხლის რაღაც ნაწილსაც კი არ დავიშურებდი ამ ერთ ჩახუტებასა და მოფერებაში, მაგრააააამ. ფუჭი ოცნებაა.ჯერ- ჯერობით......როგორც ყვავილებს, ვეფერები საკუთარ ფიქრებს, შენზე ფიქრებს ჩემო სიხარულო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
გააგრძელეთ დღიურებიიიიიიიიიი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
06 07 08

ძვირფასო! ძალიან მომენატრე. ამ დღეებში ისე ვიყავი გადატვირთული სამსახურში, რომ ვერ მოვიცალე შენთან სჭორაოდ.ბევრი რაიმე მაქვს მოსათხრობი, ბევრი გულისტკივილი, ბევრი უსამართლობა, მაგრამ ვუძლებ ყველაფერს, ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა, უფრო სწორად ჩვენთანაადა ყოველთვის გვფარავს და გვაძლევს ძალას და ბრძოლის უნარს.
ჰო მართლა ამ ბოლო დღეების მოვლენებმა მუზები მომიყვანეს და ლექსი დავწერე. გინდა? ნაწყვეტს წაგიკითხავ.
..................
.................
ათასჯერ მიწას ჩამმარხონ,
ამოვხეთქ, ავჯეჯილდები,
წყაკში ჩამაღრჩონ?- მე მყისვე
ქალთევზად გადავიქცევი.
ვერ გადამჩეხავს ღვინიას,
თუნდ ასნი იალბუზები
მიშველენ, ამომიყვანენ,
ჩემი ღმერთი და მუზები.
არ შევუდრკები, ვიბრძოლებ,
მე ქრისტე ღმერთი მიცავს,
ცისფერი სისხლით მივაწერ,
მზეს გამარჯვების სიტყვას.
მოგეწონა საყვარელო? ხომ იცი რა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ? შენი სიყვარული მაძლევს ასეთ ენერგიას.
კარგი, ეხლა დავიძინებ და კიდევ ერთხელ მინდა ჩაგჩურჩულო: \"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
რაც გადის დრო და ხანი\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მატარებელი რატომ მივივიწყეთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
...მით უფრო ძლიერ მიყვარს შენი პატარა ტანი...არ მომბეზრდები არასოდეს ... ჩემთან რომ იყო, ულამაზეს საღამოს გაჩუქებდი, ჩამოგიკრეფდი ციდან ვარსკვლავებს და შენს ფერხთით მიმოგიბნევდი, ლექსებად გავიღვრებოდი და ცის კაბადონზე დედოფლად დაგსვავდი, შენს სუნთქვას მოვიტაცებდი და შენი სიზმრების დარაჯად დავდგებოდი..ჩემთან რომ იყო...
ეხ, რამდენ რამეს გავაკეთებდი...მაგრამ ახლა უკვე გვიან არის და ისევ მარტო მივდივარ დაძინებლად, ჩემს მესაიდუმლე ბალიშთან ერთად ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მარტო მე უნდა ვწერო ეს დღიურებიიიიიიი? ყოჩაღ თქვენ.

პირქვედამხობილს და ცარიელს ჩემი ლამაზი ქვეყანა მელანდება. მისი ზურმუხტი მთა-ბარი. მისი ლაჟვარდისფერი ცა. მისი გაბრწყინვებული, მუდამ მომღიმარი მზე. მისი დაბურული ტყეები და აჯეჯეილებული მინდვრები. ჩემი თბილისი მელანდება ამაყად მდგარი ქართვლის დედით. ღმერთო! ზეზე ვიჭრები და სანთელს ვანთებ წმინდა მარიამის ხატის წინ. სანთელი ნელ- ნელა იწვის, ნამწვი თანდათან იღვენთება სტალაქტიტივით, ე. ი. უჭირს ჩემს სამშობლოს, ჩემი ტუჩები თავისდაუნებურად ბუტბუტებენ, ეს ლოცვაა, თუ რა არის? სიტყვები თავისით მიდიან,თითქოს ღმერთი მიგზავნისო ფიფქების სახით, ხოლო მე კი, თეთრ პეგასზე მჯდარი ღრუბლებში დავფარფატებ:

დედაო ღვთის იოსესი, დედავ წმინდა მარიამ,
მუხლებს ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან.
გვინდა შენი მფარველ კალთა, და მოწყალე თვალი,
ჩემს ტკბილ ოჯახს, ჩემს სამშობლოს,
გთხოვ ქართველი ქალი.
მოგვიტევე ყველა ცოდვა, უმეცართა ჩვენთა,
შეცდომები აპატივე, სიბრძნით განთქმულ ძეთა.
მიეც პური არსობისა, მოუმართე ხელი,
საქართველო მიჯანმრთელე, დამილოცე ერი.
მოწმინდე ცრემლი დიაცსა, აუგიზგიზე კერია,
ოდეს ვარდისფერ ქვეყანა, ამჟამად ნაცრისფერია.
გამოუნათე მზის სხივი, მიეც იმედი მომავლის,
ისმინე ჩემი ვედრება, დედის, ქართველი ქალის.
მასმინე დედათ ნანაი,ყველა ოჯახის ბანიდან.
ყოველგნით ჰქუხდეს სიუხვე, ზვიად მთიდან თუ ბარიდან.
შენ გაამრავლე, განავრცე, ერი პურადი, გულადი,
ხმალი უმსხვრიე მტერთათა, და გააქვავე გულამდი.
და დაგვიბრუნე ის მიწა, ღმერთსა როს უბოძებია,
და მოიყვანე ჭკუასა, თუ სადმე უღმრთო ძმებია.
თონიდან პურის სურნელი, ტკაცან- ტკუცუნი წალმისა
ახლაც ჩამესმის ყურებში, გადავირიო ლამისა,
ამხიარულე, ალხინე, ცემი ამერ და იმერი,
მასმინე სადღეგრძელო და ქართული მრავალ ჟამიერი,

დედაო, ღვთის იოსესი,დედავ წმინდა მარიამ,
მუხლსა ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან,
ქართვლის დედაც მიდღეგრძელე, - ისიც დედა ქალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ელჩი გიორგი, მოგვახმარე ერთი შენი მოქარგული ენა ცოტა ჩვენც, დაწერე ერთი დღიური მაინც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბუბუ ბრავოოოო, მაგარია.გაკოცებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Jul 2008
Posts83
კარმა2
OFFLINEPROFILE
მატარებელი, ჩემი ადრენალინიიიიიიი......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ადრენალინი არ შველის მატარებელს, დაპოსტვა უნდაააააააააააააააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვეძეფ მეგობარს ნაბულა ჰქვია ნეტავ სად არის,როგორ არის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციციიიიიიიიიიიი! მატარებელში ჩაჯექი და მიგიყვანს ნაბულასთაააააააააააან! ჩუქუ, ჩუქუ, ჩუქუუუუუუუუუუუუ. დაპოსტე ნუ ზარმაცოოოოოოოობ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი