ვედრება
ღმერთო! გავედრებ შენ საქართველოს,
ნუ შეახვედრებ ორ ძმას უგულოდ,
სიონს ავანთოდ წმინდა კანდელი
მცხეთას ზარები დავაგუგუნოდ.
ერის გოდება ესმის სამებას,
ქაშვეთს ტყვიები აწვიმს გუმბათზე,
შეჩერდით ძმებო!,გონს მოდით ვიდრე
ნაბიჯი დარჩა თვით უფსკრულამდე.
შთამომავლობა არ გვაპატიებს
ჩვენს ნასისხლარზე რომ გაივლიან,
ვაი სირცხვილო!, რომ ვერ შევძელით
საქართველოსთვის ვერ მოგვივლია.
ვიკმაროდ მოძმის ღალატი, მტრობა,
მტერი გვაცდუნებს,გვიმზადებს მახეს
ქართველს ,ქართველის ხელით ამარცხებს,
ჩვენსავე ნაქსოვ ბადეში გვახვევს.
ოდითგან გვსპობდა მუდამ ღალატი,
გაუტანლობა გვთიშავდა მარად,
დაგვახოცვინა ჩვენი თვის-ტომი,
დაგვანგრევინა რაც გვედგა მყარად.
ურყევი ზღუდე ერთად ვაშენოდ,
სამშობლოსათვის თავს ვიდოთ ვალად,
გავერთიანდეთ ერიც და ბერიც.
რომ საქართველოს ავეკრათ ფარად.
