↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
\"სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამედე მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია-უპირველეს ყოვლისა.\"


ვიწყებთ პოეზიის კონკურსს დესპანზე.


გთავაზობთ კონკურსის პირობებს:

1.კონკურსი მთავრდება 20 ივლისს
2.კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, დესპანზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პიროვნებას
3.ლექსების რაოდენობა შეზღუდულია, არაუმეტეს 3 ლექსისა.
4.ვწერთ მხოლოდ საკუთარ ლექსებს.(ნებისმიერი ჟანრი)
5.გაითვალისწინეთ: თუ აქ დაწერილ ლექსს, ვიპოვი სხვა რომელიმე საიტზე, ლექსიც წაიშლება და კონკურსის მონაწილე დატოვებს კონკურსს.
6.ნუ გაადიდებთ ასოებს და ნუ მისცემთ ფერებს.
7.როდესაც აკეთებთ კომენტარს ვისიმე ლექსზე, ნუ გადმოაკოპირებთ ლექსს. მიუთითეთ ავტორი და საკმარისია.
8.\"ვპოსტავთ\" მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის ირგვლივ, ნებისმიერი სხვა \"პოსტი\" წაიშლება.
9.წაშლილ \"პოსტებზე\" არანაირ ახსნა-განმარტებას არ ვიძლევი.

ყველა კონკურსანტს ვუსურვებ წარმატებას!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
(კონკურსგარეშე)

ჩემთვის გაგინდია სურვილი შენი.
გითქვამს, რომ გინატრია ყოფილიყავი წვიმა.
უბრალოდ წვიმა, თბილი და სველი.
რომლის წვეთებიც ლურჯ ციდან ცვივა.
ეს ნატვრა შენ რომ აგიხდებოდეს,
მუხლმოყრით ვთხოვდი დიდებულ ღმერთებს.
მე დავდგებოდი ჩემი სარკმლის წინ
და ვუყურებდი შენს ლამაზ წვეთებს.
ან ვინატრებდი ღრუბლებად ყოფნას,
რომ შენთან ერთად, მეც ცაში ვფრენდე.
ან კიდევ მიწა ვყოფილიყავი,
რომ წვიმის წვეთებს ზედ გულზე მფენდე.
უცნაურია ჩემთვის სურვილი შენი,
ნატრობდე წვიმას შმაგს და ქარიანს.
რომ მკითხოს ვინმემ, რას ინატრებო ყველაზე უფრო,
წვიმას ვინატრებ
მის ლამაზ წვეთებს და შენს თავს ძალიან.

აბა დესპანის პოეტებო, თქვენია ბურთი და მოედანი. :side:
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჩემი ოცნება, შენა ხარ მხოლოდ,

ჩემი ფიქრები,შენზე დარდია,

შენ ხარ ჩემი დღის დასაწყისი,

და ღამეც მხოლოდ შენზე ფიქრია.

შენთან ვარ მხოლოდ,

გულით და სულით,სხვა ყველა ჩემთვის არაფერია,

შენა ხარ ჩემი,ერთი სანთელი

გზის მნათებელი,ჩემი ცხოვრების,

შენა ხარ,ჩემი დიდი იმედი

ჩემი მალამო,ჩემი წყლულების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვდგევარ,ქარში,ბალახვანში.

და შენს უბანს,ვერ ჩავცილდი,

ფრესკავ,მე შენს დანახვაში,

მთელ ქუთაისს გადავცვლიდი.

მაგრამ,სად ხარ,ვერ გიპოვე,

ვერც ვიკითხე სამყოფელი,

ფრესკავ,მე შენს დანახვაში,

მთელს იმერეთს გადავცვლიდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვედრება

ღმერთო! გავედრებ შენ საქართველოს,
ნუ შეახვედრებ ორ ძმას უგულოდ,
სიონს ავანთოდ წმინდა კანდელი
მცხეთას ზარები დავაგუგუნოდ.
ერის გოდება ესმის სამებას,
ქაშვეთს ტყვიები აწვიმს გუმბათზე,
შეჩერდით ძმებო!,გონს მოდით ვიდრე
ნაბიჯი დარჩა თვით უფსკრულამდე.
შთამომავლობა არ გვაპატიებს
ჩვენს ნასისხლარზე რომ გაივლიან,
ვაი სირცხვილო!, რომ ვერ შევძელით
საქართველოსთვის ვერ მოგვივლია.
ვიკმაროდ მოძმის ღალატი, მტრობა,
მტერი გვაცდუნებს,გვიმზადებს მახეს
ქართველს ,ქართველის ხელით ამარცხებს,
ჩვენსავე ნაქსოვ ბადეში გვახვევს.
ოდითგან გვსპობდა მუდამ ღალატი,
გაუტანლობა გვთიშავდა მარად,
დაგვახოცვინა ჩვენი თვის-ტომი,
დაგვანგრევინა რაც გვედგა მყარად.
ურყევი ზღუდე ერთად ვაშენოდ,
სამშობლოსათვის თავს ვიდოთ ვალად,
გავერთიანდეთ ერიც და ბერიც.
რომ საქართველოს ავეკრათ ფარად. =army
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
(კონკურსგარეშე)

დრო ფეხაკრეფით შეუდგა აღმართს
ველზე ცეკვავდა წვიმა.
ღრუბლებს დღეს დარდი შემოჰპარვიათ.
წვიმდა და წვიმდა.
ცხრა მზე მინდოდა მქონოდა
გარეთ კი მუდამ ცრიდა.
როცა ვხატავდი ჩემს მარტოობას
წვიმდა და წვიმდა.
ფოთოლმა ფოთოლს უთხრა
რა დიდი სევდაც სჭირდა.
ამ უსასრულო ღამეს
ისევ წვიმდა და წვიმდა.

მოგვბაძეთ სხვებმაც :side:
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Nov 2007
Posts10
კარმა1
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ! ძალიან ლამაზი ლექსებია, გეტყობათ აქ მართლა კარგი ხალხი ხართ თავმოყრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
ქარვა,ზურმუხტი,ლალი,
პატიოსანი თვალი,
ხომ ლამაზია ლალი?
ჩემი ოცნების ქალი.

ტკბილია როგორც თაფლი,
მწიფე გულაბი მსხალი.
ოოო როგორ მიყვარს ლალი,
ჩემი ოცნების ქალი.

მკერდი სავსე აქვს ისე,
ვით შემოდგომა ხვავით,
თუ კი არ შემიყვარა
უნდა მოვიკლა თავი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.ძალიან ლამაზი ლექსებიააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
პაქსაკი ყოჩაღ! ძალიან მომეწონა. კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined20 Dec 2007
Posts186
კარმა56
OFFLINEPROFILE
გმადლობთ მანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელოში ნუ დამიმტკიცებ ერთგულებას და
ნურც ქებით ამავსებ დღეს,
ნუ დამპირდები რასაც ვერ შეძლებ,
ხოტბა-დიდებით ნუ გაეჯიბრები სხვებს.
ახალ ფეხ ადგმულს ხელს მიაშველებენ,
ცხოვრების წესია ეს,
უთქმელად აკეთე სიკეთე და
მეტი დრო დაუთმე სხვებს.
სითბოს,რომ ყოველთვის უხვად იმეტებს
სხივი არ მოკლებია მზეს,
უფალი განაგებს ყველაფერს და
გამოცდას გვიტარებს მრევლს.
უთქმელად აკეთე სიკეთე და
უფალი შეგიწყობს ხელს
და თუ სიკეთეს ვერ გაიმეტებ
ნურც დამიხლართავ გზებს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველას მადლობა მინდა გითხრათ, ყველანი ძალიან კარგები ხართ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
გაზაფხული სურათია,ტვალწარმტაცი,მომხიბვლელი.
იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ ველი.
ღიღილო და ვარდკაჭაჭა თავს უხრიან ერთურთს ნაზად,
მრავალფერა ყვავილები,გეფინება ფიანდაზად.

აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს, ბუდეს აგებს თანდათანა,
იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ გაუმართავთ განდა-განა,
განდა-განი, განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი,
ეს ფერხული, ჟრიამული, ნეტავ გასტანს დიდი ხანი?

ატმებსა და ტყემლის კვირტებს დაებერათ მსხვილი ცური,
ალმურ ასდით ბროწეულებს,- ეკიდებათ სიყვარული.
ჯეჯილმა კი როგორც იქნა ამოხეთქა მიწის გული,
და დაჰფარა თვის სიმწვანით, ტრაქტორების სწორი ხნული.

ათას ფერთა ჰარმონია, ჩიტუნების მაჟორ გამა,
თუ გსმენიათ, ან გინახავთ ამ სურათის მსგავსი განა?
ნაკადულმა გადმოხეთქა, დიდ მდინარედ გადაიქცა,
ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,და გუგუნებს თავად მიწა.

მინდორ ველი გადაივსო, ოთხფეხით და ფრინველ-მწერით,
ბალახებში დაფაჩუნებს,-მსუქანი და დიდი მწყერი.
მხიარულად დაღიღინებს საამური სიო ნელი,
რძიან ბალახს ეტანება, პირუტყვი თუ საქონელი.

მზე მაცდურად იღიმება
და იმედით ჩქროლავს გული,
ასეთია ვინც არ იცით
საქართველოს გაზაფხული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დარდი ძუ ვეფხვივით მომვარდა
და ყელს მსწვდა ბასრი კლანჭადა,
ჟღრიალა სიმი ჩამიწყდა,
სიტყვათ მადანიც გათავდა.
დავალ და წინ მეფეთება,
ცივი სისველე მასპინძლად,
დამჭკნარან ყაყაჩოები,
და გაზაფხულიც გაფრინდა.
მაინც მივიწევ ბინდ-ბუნდში,
შუბლს მილოკავენ ქარები
ვერ მაბრკოლებენ აფთარსა
ვარ უკუნ ბნელეთს მარები.
რკინის ქალამნებს ცავიცმევ,
ცას დავიხურავ ქუდად,
ფასკუნჯს ფრთებს დავესესხები,
ვიფრენ და ვიფრენ მუდამ.
და მტრის ჯინაზე ვიბრძოლებ კვლავაც
გავიტან მაინც ლელოს,
მივაღწევ ნანატრ უკვდავების წყალს,
და ყაყაჩოვან მდელოს.
და ჯეირანის ნახტომით მყისვე,
მოვივლი ცას და მიწას,
ყაყაჩოების ხანძარს გავაჩენ (და)
უკვდავების წყლის წვიმას

პიკაააააააააა! გამაჩერეეეეეეეეეეეე! მოვიმართე უკვეეეეეეეეეეე!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 121 posts ] 
პოეზია-უპირველეს ყოვლისა. (კონკურსი)
დესპანი