↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
მადლობთ--tekla79.-- რომ მოგეწონა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ლია ახლა ვნახე პირველად.
მიხარიაააააააა!!!!!!!
=ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულია დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
ქვებიდან ასხლეტილი წყლის წვეთები მინდორს ეპკურება.
ნიავი მოძრაობს,ან კი აქ რა უნდა ჩახუთულ ჰაერს.
სველი მიწის სუნი გულამდე ატანს.ძვალ-რბილში აღწევს და სულს აფორიაქებს.
ყელში ბურთივით მომდგარი ხმა თვითნებურად პოულობს გამოსავალს.
ღრიალი არამხეცური:
სულში დაგროვილი დარდის და ვარამის გროვა,
უცხოობის განცდის გაქარწყლება,
მშობლიურის შეგრძნების,აღქმის უნარი,
ყველაფერი ერთად მიწის სუნით გაცოცხლებული-
სიამაყის გრძნობა რომ ისევ შეგიძლია ჩაეხუტო,მოეფერო და აღივსო ახალი მაცოცხლებელი ენერგიით.
-მხოლოდ ჩემს მიწას შეუძლია და მასზედ მობიბინე ცვარიან ბალახს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგები ხართ გოგოებო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ღებულობს მონაწილეობას კონკურსში, ვინც არა მინდა ვუთხრა, ინანებთ იცოდეთ.. :):):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
აუუ, მომეწონა ძალიან ნანანოს ვერსია...და წინა კონკურსშიც ისეთი კარგი ჩანახატი ქონდა, ჩემი აზრით გამარჯვებული იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
მე კი ფიქრების მორევში ისე ჩავეშვი,აღარც ლოდების ბათქუნის ხმა მესმის,აღარც ბეღურების ჟღურტული და ჩემს გაყინულ სახეს,ვეღარც ყინულივით ცივი მდინარის წვეთები აფხიზლებს.
თითქოს გუშინ იყო ყველაფერი,როგორც სიზმარში,მაგრამ სიზმარი ხომ მართლა იყო,ეს ხომ მეხის გავარდნა იყო მოწმენდილ ცაზე.
დავიჯერო,რომ შენ, მართლა აღარ ხაარ? არა,ეს დაუჯერებელია.
ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებსო,ხომ სულ ამას მეუბნებოდი!
იმ ავბედით დღეს,ჩვენ ქვეყნად ყველაზე ბედნიერები ვიყავით,ჩვენი ბედნიერება უსაზღვრო იყო,მაგრამ ხანმოკლე.
ღმერთს,მხოლოდ მადლობას წირავდი,რატომ? იმიტომ,რომ ამქვეყანაზე ვიყავით ჩვენ,მე და შენ!
მერე.....თითქოს სევდიანმა,ფაქიზად ლოყაზე მაკოცე და ხვალამდეო.
მერე რა მოხდა,შენგან ასეთი ღალატი? ჩვენ ხომ უსაზღვროდ ვიყავით შეყვარებულები!
შენ ხომ შემპირდი,დავბრუნდებიო,რომ არასოდეს დამტოვებდი,მაგრამ მე ხომ პატარა სულელი გოგო,ვიყავი.....
მჯეროდა,რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაცილებდა,მაგრამ ყველაფერი ხომ უფლის ნებაა...
ცხოვრება გრძელდება,შენ დამიტოვე ლამაზი და ფაქიზი ფიქრები,იმ სიყვარულისა,რომესაც დავიწყება არ უწერია!
უცბად გონს მოვედი,სახეზე სისველე ვიგრძენი,ვერ გავერკვიე,ეს მდინარიდან ასხლეტილი წვეთები იყო,თუ ჩემი ცრემლები, დაფეთებულმა აქეთ-იქით მიმოვიხედე,თითქოს მდინარის მეორე ნაპირიდან, ვიღაც ჩუმად მითვალთვალებდა.
ნეტა, მართლა იყო ვინმე? ვინ იცის!
აფუსფუსებულა მთელი ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე ბეღურები ჟღურტულებენ
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.ნაპირთან ვიდექი.....ვერ გადამეწყვიტა.....
ღმერთო, როგორ მჭირდებოდა დავიწყება. საკუთარი არსებობის, სიკვდილისა და სიყვარულის დავიწყება. მთელ სხეულში მამტვრევდა და არაადამიანური, გაუსაძლისი ტკივილის მორევი ისე მატრიალებდა, როგორც ბრინჯის მარცვალს ადუღებული წყალი. ამჯერად არსად ჩანდა ჩემი გადამრჩენელი, სულისწამღები სიცარიელიდან ჩემი გამომხსნელი. წავიდა და მასთან ერთად ყველამ და ყველაფერმა მიმატოვა, საკუთარმა სხეულმაც კი...
გონს რომ მოვეგე, შალში ვიყავი გახვეული,სხვის სახში წვიმისა თუ ჩემივე ცრემლისგან სველ იატაკზე ვიწექი და ვკანკალებდი.გადამარჩინეს. მაჯები დაკბენილი მქონდა,გული გატეხილი და წვრილ ნამსხვრევებად მთელ სხეულში მიმოფანტული ....მე გადავრჩი.ის .....წავიდა...
მზე ანათებდა....წელი გაჭირვებით ავითრიე ,ცრემლისგან დაბინდული თვალები მოვიმშრალე საყვედურისა და მადლიერების თვალებით შევხედე გადამრჩენელს და მზეს გავუცინე ბედის წერა ასეთი მქონია...მუცელში ბავშვი შეინძრა...მარტო აღარ ვიყავი.......
ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
სიშორით სიყვარული არ ნელდება

აფუსფუსებულა დედა ბუნება
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება ,
და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.

შხეფების ცისარტყელამ ღიმილში გამხვია,
წარსული მომეძალა, ფიქრები აიშალნენ.
შენმა გახსენებამ ამიღერღა გუნება,
ათქვირებული ატმები საამოდ ჩურჩულებენ

ვინცა სთქვა, რომ სიყვარული სიშორით ნელდება
მათთვის ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები არ ჟღურტულებენ.
მე კი, ვერდაბრუნებით შიშატანილს, ფიქრებს აყოლილი
ლამაზ ზმანებებს ოცნებებში უშურვლად დავფუსფუსებ.

ვერდაბრუნებით შიშატანილს ფიქრებს აყოლილს
გულზე დარდმოფენილს ოცნება შემომცინებს.
ტყემლის ყვავილი სიყვარულით ნიავს აყოლილი,
ბოშა ქალთან ერთად ზინზილაკებ აჩონჩხილი,
ყურში ჩამჩურჩულებს:გული არ გაიტეხო, არ დაიჯერო,
სიშორით სიყვარული არ ნელდება!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts140
კარმა55
OFFLINEPROFILE
სასიამოვნოა ბაზი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემი სამშობლოს მწვანე პატარძალი

აფუსფუსებულია დედა-ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
ირიჟრაჟა.ნელ-ნელა ამოიწვერა ცეცხლოვანი მზე და გაბრწყინდა დედამიწა.მიძინებული დედაბუნება გამოცოცხლდა და ბედნიერად ამოისუნთქა.ტყეში ჟივილ-ხივილი ატყდა და სიხარულის ფერხულში ჩაება სულიერი,თუ უსულო.ნებიერა შველიც წყაროს წყალს დაეწაფა და გაიფიქრა:ღმერთო,ნუთუ მართლა მშვენიერი ბუნების მწვანე პატარძალი გვეწვია...
მოულოდნელად მიწის ზედაპირი ნაზმა იამ დაამშვენა.მას ენძელამ.ყოჩივარდამ და სხვა ყვავილებმა მიბაძეს.ლამაზმა პეპელამაც ნაზად დაიწყო ფარფატი.
შორი ქვეყნებიდან მერცხლებიც მოფრინდნენ.ბულბულის ხალისიანმა გალობამ დაატკბო მთელი სივრცე.მისი ტკბილი ხმა მრავალჟამიერივით გადასწვდა მთასა და ბარს,ცასა და ზღვას,თითქოს სიცოცხლე თავიდან იწყებოდა.
ცოტა ხანი და დედაბუნება მწვანე პატარძლის სამოსით შეიმოსა,აყვავილდა ნუში და ტყემალი,ვაშლი და მსხალი,ატამიდა გარგალი,ბალი და ალუბალი.მწვანე ხალიჩა გადაეფარა ტყესა და ველს.ბაღ-ვენახებსა და ბაღჩებს.
მეცხვარემაც სალამურს მოფკიდა ხელი და ტკბილ ხმოვანებით ააკვნესა,თან ცხვარი გარეკა ფერდობზე.
მწვანე პატარძალი,ლამაზი და ხავერდოვანი,ჭრელ-ჭრელი და ხალისიანი,მუდამ ახალგაზრდა და ამაყი...უდრეკი და მომღიმარი...ეს ხომ გაზაფხულია...ქართული გაზაფხული...სწორედ ისეთი შენ რომ გენატრება,შენ რომ გელანდება...სწორედ ისეთი შენ რომ გელოდება,სწორედ ისეტი შენ რომ გიყვარს და შენ რომ უყვარხარ...
საქართველოს მწვანე პატარძალი შენ სულმოუთქმელად გელის...იცის,რომ დაბრუნდები და ხალისს,სიცოცხლეს და მარადიულ სიყვარულს დააბერტყავ შენს გაზაფხულივით მარადმშვენიერ წალკოტ სამშობლოს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
თამო კარგი ხარ! ძალიან ნაზი და მგრძნობიარე სულის ადამიანად მესახები.მე და შენ მონათესავე სულები გვაქვს. მიყვარხარ ძვირფასო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს მაგრამ უშენობა დატყობია სულს და ისევ სუსხია და სიცივე....\"

გაბრაზებულმა პასტა მოისროლა, რა სცოდნია სიყვარულს მაინც წერილი ცხოვრებაში არ ქონდა დაწერილი, მონატრებამ მოაფიქრებინა... არა არა რა დროს წერილებია შუასაკუნეები ხომ არაა ან რომელი რომანტიკოსი ის იყო.
ოთახში დაიწყო ბოლთის ცემა.

ტელეფონიიიიიიი =ml= დავურეკავ და ავუხსნი სიყვარულს. ტელეფონს მივარდა და ნომერი აკრიბა...
აბონომენტი რომელსაც თქვენ დაუკავშირდით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, აბონომენტი... უჰ, ტელეფონი გათიშა.

კომპიუტერი ჩართო, კამერა შეუერთა, 10 წუთი სარკესთან გაატარა თმები დაივარცხნა, ელვის სისწრაფით გაიპარსა წვერი და სკაიპს ეცა...
NINO OFFLINE... ეჰ ბედი არ გინდა სკაიპშიც არაა...

ყვავილებს ვიყიდი, ვარდები, წითელი ვარდები თუ ტიტები?... ერთად რომ შეურიოს და ლამაზი თაიგული მიართვას. წარმოიდგინა შედის სადარბაზოში უზარმაზარი თაიგულით, იქვე ბირჟაზე კაცები იცინიან, ნინო კარს აღებს და ეკითხება: პანაშვიდზე მიდიხარ?....=lol= არა, არა არ გამოვა... ამ ფიქრებში ჩაფლული ტელეფინის ზარმა გამოაფხიზლა. ნინო ურეკავდა...

-იცი ძალიან მიყვარხარ გიო, ამ ხნის განმავლობაში სულ შენზე ვფიქრობდი...

ასეა:) ყველაფერი დასწრებაზეა, დააგვიანებ?.. დაგასწრებენ სიყვარულის ახსნას =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზვიგენო! შენც ნუ ფიქრობ მაგდენს, ადექი და დაასწარი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს.
ფიქრებში ჩაფლული მდინარის პირას ჩამოვჯექი. უფრო ვიგრძენი დაღლა ჩემი ფიქრებით და მონატრებით. გადვწყვიტე დამესვენა მდინარის პირას განმარტოვებულს.
ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი, ცოტა სიხალისეც მომემატა , რადგან ჩემ ფიქრებთან მარტო დავრჩი. ბინდებოდა, შეუდარებელი საღამო იყო. მთვარე არემარეს ანათებდა, ცაზე ვარსკვლავები ლამაზად იწყებდნენ კაშკაშს. თვალს ახარებდა ცის სილამაზე.
არემარე სავსე იყო ფრინველების გამოცოცხლებულ ჟივილ-ხივილთ.
მდინარის პირას მოფენილი ლამაზ მინდვრის ყვავილებს, გარშემო შემოეფინა გულწარმტაცი სურნელება.
უეცრად ცისა და დედამიწის ძალა ვიგრძენი.
ბუნება ხომ შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა.
ისმოდა მდინარის ჩხრიალი და ვხედავდი ნელად აქანავებულ ტალღებს, რომელსაც ჩემი ყოფა არ ადარდებოდა.მარტო ვიგრძენი თავი და მონატრება მომეძალა. ამ დროს მომესმა ხმა:
ანი...ანი... სად იყავი, გეძებდი?
მე უკვე დიდი ხანია აქ ვარ, ვუპასუხე გაბუტულმა.
იცი, ანი სანამ დაღამდება, მინდა სიყვარულის ხე გაჩვენო, ძალიან ლამაზია, საოცრებააა..- მითხრა გიორგიმ.
წავიდეთ, გახალისებულმა ვუპასუხე.
ამ დროს, ცის ლამზი ღვაწები გაშავდა და ღრუბლები ახმაურდნენ. დაიწყო კოკისპირული წვიმა, თითქოც ეშმაკები ვედრებით ასხამდნენ ციდან წყალს.
იქნებ გადაიღოს- მითხრა გიორგიმ.
არა წავიდეთ სახლში, ვთხოვე გულდაწვეტილმა.
გიორგიმ ნაღვლიანად შემომხედა. მის სახეზე კი ეწერა: \"ანი, ნუთუ დავაგვინე სიყვარულის ხის ჩვენება.....\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
აფუსფუსებულა დედა ბუნება და ფოთში წყალდიდობაა აჭარაში კიდევ 3 ადამიანი მოკვდა წვიმების შედეგად ჩამოწოლილ მეწყწრში !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 80 posts ] 
PEN-მარათონი 2008 (კონკურსები)
დესპანი