\"აფუსფუსებულა დედა ბუნება.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟღურტულებდნენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს მაგრამ უშენობა დატყობია სულს და ისევ სუსხია და სიცივე....\"
გაბრაზებულმა პასტა მოისროლა, რა სცოდნია სიყვარულს მაინც წერილი ცხოვრებაში არ ქონდა დაწერილი, მონატრებამ მოაფიქრებინა... არა არა რა დროს წერილებია შუასაკუნეები ხომ არაა ან რომელი რომანტიკოსი ის იყო.
ოთახში დაიწყო ბოლთის ცემა.
ტელეფონიიიიიიი

დავურეკავ და ავუხსნი სიყვარულს. ტელეფონს მივარდა და ნომერი აკრიბა...
აბონომენტი რომელსაც თქვენ დაუკავშირდით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, აბონომენტი... უჰ, ტელეფონი გათიშა.
კომპიუტერი ჩართო, კამერა შეუერთა, 10 წუთი სარკესთან გაატარა თმები დაივარცხნა, ელვის სისწრაფით გაიპარსა წვერი და სკაიპს ეცა...
NINO OFFLINE... ეჰ ბედი არ გინდა სკაიპშიც არაა...
ყვავილებს ვიყიდი, ვარდები, წითელი ვარდები თუ ტიტები?... ერთად რომ შეურიოს და ლამაზი თაიგული მიართვას. წარმოიდგინა შედის სადარბაზოში უზარმაზარი თაიგულით, იქვე ბირჟაზე კაცები იცინიან, ნინო კარს აღებს და ეკითხება: პანაშვიდზე მიდიხარ?....=lol= არა, არა არ გამოვა... ამ ფიქრებში ჩაფლული ტელეფინის ზარმა გამოაფხიზლა. ნინო ურეკავდა...
-იცი ძალიან მიყვარხარ გიო, ამ ხნის განმავლობაში სულ შენზე ვფიქრობდი...
ასეა:) ყველაფერი დასწრებაზეა, დააგვიანებ?.. დაგასწრებენ სიყვარულის ახსნას
