↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გაგვეცანით, ანუ (ქართველების მატარებელი)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 302 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
თუ როგორი ვარ? საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი,მირჩევნია სხვებმა ისაუბრონ ჩემზე, მათ მოუსმინო, თუ როგორს მხედავენ, და ამ მოსმენისას ყურადღება გავამახვილო ჩემ ნაკლზე, რის შემდეგადაც განვაზღვრო, რამდენად მართალია ,ან რამდენად სწორედ გამიცნეს.
ვარ მორცხვი და უბრალო, უბრალოებაში ვპოულობ სილამაზეს არ მიყვარს თავდაჯერებული ხალხი,მსურს მოუსმინო და ვთქვა ჩემიც ,ვარ პირდაპირი როცა გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას (თუნდაც მწარეს) ვხმარობ დიპლომაციას ისე რომ იყოს ნათელი და არა საწყენი.სახელს, ფულს და სიმდიდრეს ურთიერთობაში არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. მოვითხოვ ზრდილობას და პატივისცემას ,არ ვარ \"პესიმისტი\" ვცდილობ ყველაფერს ვუყურო \"ოპტიმისტურად\"ცხოვრებაში არ არის მხოლოდ \"აღმართი\" მას უეჭველი \"დაღმართიც\" მოყვება, ამიტომ კრიტიკულ მომენტებში მიყვარს მოვიცადო.
არ გაურბივარ პრობლემებს ვცდილობ მათ რეალურად დანახვას და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტას და მოგვარებას. ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია(ვფიქრობ შეუცდომელი არავინაა)სიტყვა\" ბოდიშს\"იშვიათად ვხმარობ, მირჩევნია ფაქტებით დავანახო რომ მივხვდი ჩემს შეცდომას, თუნდაც ეს შეცდომა არ იყო შეგნებულად და განსაზღვრული და დაშვებული.ალბათ ცოტა უფრო მეტად უნდა მეფრთხილა.(\"ბოდიშს\" ბევრი ხმარობს თუმცა სამწუხაროდ ცოტამ იცის მისი ფასი) ვუსმენ სიტყვებს და მჯერა ფაქტების, გავცემ სიმართლეს და მოვითხოვ სიმართლეს ,მჯერა მეგობრობის ერთგულების, ვარ ალალი და არ შემიძლია ღალატი, შური, ბოროტება და თუ მიღალატეს არ შემიძლია და არ ვპატიობ, რის შემდეგ ვკარგავ იმ ადამიანს.
ცხოვრებაში როდესაც \"ჩავდივარ სტადიონზე სათამაშოდ ,ჩემთვის მთავარი მარტო ის არაა რომ მოვიგო(კარგია მოვიგო და გამარჯვებული დავბრუნდე)ყველაზე მთავარი ისაა თუ მე როგორ ვითამაშებ და როგორ დავტოვებ მაყურებლებს და სტადიონს.\"
მაქვს ჩემი საღი პრინციპები, რომელიც წარმოადგენს ჩემს ადამიანობას ,პიროვნებას და სადაც არ უნდა ვიყო ვრჩები ისეთი როგორიც ვიყავი.არ ვივიწყებ წარსულს და ვცხოვრობ მომავლით,ვარ ბედნიერი ჩემი ოჯახით საქართველოში და ჩემი მეუღლით და შვილებით იტალიაში.
მიყვარს ჩემი სამშობლო და ხალხი, ასევე იტალია და იტალიელები სადაც 13 წელია ვცხოვრობ.
ხშირად ვსაუბრობ პოლიტიკაზე და ნათლად გამოვხატავ ჩემს პოზიციას.
გამაჩნია ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჯიულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მე ყველა მიცნობს ვააა.აუ იტალიაზე და იტალიელებზე მაბოდებს გიულია,მაგარიაააააააააააააააააააააააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
ბევრი საერთო გვაქ ქართველებს და იტალიელებს ნინიკარა . ესენიც თბილი სტუმრისმოყვარე და ასევე ჩვენსავით ხმაურიანი (ხმამაღლა მოსაუბრე) ხალხია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
giulia wrote:
ციტატა:
თუ როგორი ვარ? საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი,მირჩევნია სხვებმა ისაუბრონ ჩემზე, მათ მოუსმინო, თუ როგორს მხედავენ, და ამ მოსმენისას ყურადღება გავამახვილო ჩემ ნაკლზე, რის შემდეგადაც განვაზღვრო, რამდენად მართალია ,ან რამდენად სწორედ გამიცნეს.
ვარ მორცხვი და უბრალო, უბრალოებაში ვპოულობ სილამაზეს არ მიყვარს თავდაჯერებული ხალხი,მსურს მოუსმინო და ვთქვა ჩემიც ,ვარ პირდაპირი როცა გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას (თუნდაც მწარეს) ვხმარობ დიპლომაციას ისე რომ იყოს ნათელი და არა საწყენი.სახელს, ფულს და სიმდიდრეს ურთიერთობაში არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. მოვითხოვ ზრდილობას და პატივისცემას ,არ ვარ \"პესიმისტი\" ვცდილობ ყველაფერს ვუყურო \"ოპტიმისტურად\"ცხოვრებაში არ არის მხოლოდ \"აღმართი\" მას უეჭველი \"დაღმართიც\" მოყვება, ამიტომ კრიტიკულ მომენტებში მიყვარს მოვიცადო.
არ გაურბივარ პრობლემებს ვცდილობ მათ რეალურად დანახვას და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტას და მოგვარებას. ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია(ვფიქრობ შეუცდომელი არავინაა)სიტყვა\" ბოდიშს\"იშვიათად ვხმარობ, მირჩევნია ფაქტებით დავანახო რომ მივხვდი ჩემს შეცდომას, თუნდაც ეს შეცდომა არ იყო შეგნებულად და განსაზღვრული და დაშვებული.ალბათ ცოტა უფრო მეტად უნდა მეფრთხილა.(\"ბოდიშს\" ბევრი ხმარობს თუმცა სამწუხაროდ ცოტამ იცის მისი ფასი) ვუსმენ სიტყვებს და მჯერა ფაქტების, გავცემ სიმართლეს და მოვითხოვ სიმართლეს ,მჯერა მეგობრობის ერთგულების, ვარ ალალი და არ შემიძლია ღალატი, შური, ბოროტება და თუ მიღალატეს არ შემიძლია და არ ვპატიობ, რის შემდეგ ვკარგავ იმ ადამიანს.
ცხოვრებაში როდესაც \"ჩავდივარ სტადიონზე სათამაშოდ ,ჩემთვის მთავარი მარტო ის არაა რომ მოვიგო(კარგია მოვიგო და გამარჯვებული დავბრუნდე)ყველაზე მთავარი ისაა თუ მე როგორ ვითამაშებ და როგორ დავტოვებ მაყურებლებს და სტადიონს.\"
მაქვს ჩემი საღი პრინციპები, რომელიც წარმოადგენს ჩემს ადამიანობას ,პიროვნებას და სადაც არ უნდა ვიყო ვრჩები ისეთი როგორიც ვიყავი.არ ვივიწყებ წარსულს და ვცხოვრობ მომავლით,ვარ ბედნიერი ჩემი ოჯახით საქართველოში და ჩემი მეუღლით და შვილებით იტალიაში.
მიყვარს ჩემი სამშობლო და ხალხი, ასევე იტალია და იტალიელები სადაც 13 წელია ვცხოვრობ.
ხშირად ვსაუბრობ პოლიტიკაზე და ნათლად გამოვხატავ ჩემს პოზიციას.
გამაჩნია ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჯიულია

ჯიულია სასიამოვნოა გაცნობა, გიცურვებ წარამატებეს ცხოვრებასში. :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
როგორც ყველა ადამიანს, ჩემშიც არის დადებითიც და უარყოფითიც. ვეცდები მოკლედ დავახასიათო ჩემი თავი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ერთხელ ავიტან.
ფიცხი ხასიათი მაქვს, უცებ ვფეთქდები, მაგრამ ასევე უცებ გადამდის, წყენა კარებამდე არ მიმყვება, თუ სიტუაცია ან ვინმე ვერ ავიტანე , მე თვითონ მივდივარ (შეიძლება უთქმელადაც, თუ ვთვლი,რომ ახსნას და საქმის გარჩევას აზრი არა აქვს, ისე უმეტესად ასე ვიქცევი ხოლმე),ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ რასაც ვერ ვიტან ადამიანში ეს ფარისევლობა და ორგულობაა,ვერ ვიტან მატყუარებს ,და რასაც ვერ ვაპატიებ, ეს ღალატია!!! მიყვარს ღმერთი, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები,საქართველო,სიცოცხლე , ჩემი პროფესია,ყვავილები, წიგნები, ცხოველები, სიურპრიზების მოწყობა,სამზარეულოში ტრიალი, მოგზაურობა,და კიდევ ბევრი რამ, შეიძლება ერთმა პაწაწინა იის დანახვამ ბედნიერი გამხადოს, უბრალოდ ცუდმა გამოხედვამ კი -სულ მომშხამოს,სამართლიანი ვარ, სიმართლისთვის შემიძლია შევაკვდე ვინმეს, ერთგული ვარ და ვიცი გვერდში დგომის და გატანის ფასი,პატივს ვცემ ინტელექტს, მაღიზიანებენ ბრიყვები, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ,იმედი მაქვს ღმერთის და ჩემი საკუთარი თავის, არ მიყვარს ბოროტი , უმადური და ცინიკოსი ადამიანები,ვერ ვიტან რძეს , ფაფას და კარაქს, არასოდეს არ მიჭამია გველი, ბაყაყი და მწერები, და არც არასოდეს შევჭამ, არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, ტყუილი, თხოვნა,უაზრო ლაპარაი, ტყუილი დაპირებები..
ვაუ, რამდენი გამოვიდა, გავჩერდე ჯობია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბუბუ,მიუხედავად იმისა რომ \"თვალდაუნახავად\"გიცნობ,აბსოლუტურად გეთანხმები.ბაყაყის და გველის რა მოგახსენო:)(ახლა გავიგე)დანარჩენი ყველაფერი დიდი ხანია ვიცი=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ამ თემას მერე დაუბრუნდები,ისე ძალიან გამიჭირდება ჩემს თავზე დავწერო რამე

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
აქ, ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, დავიბლოკები =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
აბა ახლა მე ვცდი:ვთვლი, რომ აფექტური ვარ, უბრალოდ ეს ყოველთვის უცბად არ იშიფრება, იმიტომ რომ თავს ვაკონტროლებ_ რაღაც ეტაპამდე,აი მერე კი სხვა ეტაპი მოდის...არც თუ ისე სასიამოვნო.მოკლედ, ვარ დადებითი მუხტის მატარებელი ადამიანი მდგომარეობიდან გამოსვლამდე.მიყვარს შვილი,ჩემები.მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, რისკიანი ვარ და გმირული სულისკვეთების.ფულთან აზარტული დამოკიდებულება მაქვს, ვშოულობ, ვხარჯავ, ვშოულობ და ა.შ.ინტუიციის მჯერა.მორწმუნე ვარ. რას ვაკეთებ და როგორ ამ მიმართულებით-არასოდეს არ ვლაპარაკობ.მაქვს სიტუაციის ხედვა, ადამიანში სილამაზის ჩემეული აღქმის უნარი.სამართლიანობა მიყვარს და ვინმეს თუ ჩაგრავენ_ მთელ ჩემს ცხოვრებას გავაჩერებ და მივეხმარები! პატრიოტი ვარ და გულს მიკლავს ჩემი ქვეყნის უსასოობა.შავი ფერი მიყვარს, ხშირად ვიცინი, მანქანის ტარებით არასოდეს ვიღლები.ვინც მიყვარს, იმათთვის მსიამოვნებს საჭმლის კეთება,მამაჩემისთვის განსაკუთრებით.ცუდი თვისებებიდან გამოვყოფდი იმას, რომ ავ-კარგიანი ვარ. არც ცუდი მავიწყდება და არც კარგი, მთელი სიცოცხლე მიმყვება ეს ინფორმაცია და არ იშლება!ბევრი ხალხი მღლის და ზოგჯერ განმარტოვება მირჩევნია.ჯაზი მიყვარს და ცოტ-ცოტას ვუკრავ კიდევაც. კიდევ ვხატავ, მაგრამ ხატვა არ მიყვარს, როცა ვხატავ,ვიცლები, ვიფიტები.მიზანს რომ დავისახავ,ატომური ყინულმჭრელივით ვარ, \"მაინც ამოვთხრი\"ხოლმე.საჭმლის, ტანსაცმლის, მანქანის ამოჩემება ვიცი ხოლმე.ერთხელ ისეთი ძველი მანქანა მყავდა, 1989 წლის კრაისლერ ლე-ბარონი_მთელი სანათესაო-საახლობლო მეხვეწებოდა, გამოცვალე და ჩვენ გადავიხდითო.ახლაც ძველი მეგობარივით მახსოვს.ჰო, მართლა, მეგობარსაც, როგორც ყველაფერ სხვას_ძნელად ვირჩევ, მაგრამ როცა ეს ხდება_ლიმიტი არა მაქვს,ერთმანეთით ვცოცხლობთ.ამიტომ ისეთი მეგობრები მყავს, ნუ იტყვით...ძაააააააააალიან მაგრები არიან.=ko= =ko= =ko=
რა ვიცი, ესა ვარ რაცა ვარ, შემოგევლოთ დორადო.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მიხარია რომ გიცნობთ.
მე ბევრი არაფერი-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,ჩემი მინუსებითა და პლიუსებით.
ადამის და ევას შთამომავალი,ცოდვილი,რომელიც ოდესმე მაინც ეცდება რომ თქვას აღსარება,...თუ დასცალდა რა თქმა უნდა:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
აქ, ჩემ თავზე რომ ვილაპარაკო, დავიბლოკები =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
ართქვა პიკასო,არა.(გატყუებენ გაბრიეეეელ!)
=lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
გაიგმარჯოთთ ქართველნო.
მე ერთი პატარ ცოტაა უცნაური ბიჭიი ვარრ. მიყვარს მეგობრები და მათაან ერთად გართობააა მიყვარს შრომის მოყვარეე ხალხიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
კეთილი იყოს გიოგეგე სჰენი ფეხი დესპანის სამეზობლოშიიიიი:):):)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
გმააადლობ გაიხარეეე. ესეთი დახვედრისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
giogege wrote:
ციტატა:
გმააადლობ გაიხარეეე. ესეთი დახვედრისთვის.

=sher= გაიხარე შენც:)

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 302 posts ] 
გაგვეცანით, ანუ (ქართველების მატარებელი)
დესპანი