|
როგორც ყველა ადამიანს, ჩემშიც არის დადებითიც და უარყოფითიც. ვეცდები მოკლედ დავახასიათო ჩემი თავი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ერთხელ ავიტან. ფიცხი ხასიათი მაქვს, უცებ ვფეთქდები, მაგრამ ასევე უცებ გადამდის, წყენა კარებამდე არ მიმყვება, თუ სიტუაცია ან ვინმე ვერ ავიტანე , მე თვითონ მივდივარ (შეიძლება უთქმელადაც, თუ ვთვლი,რომ ახსნას და საქმის გარჩევას აზრი არა აქვს, ისე უმეტესად ასე ვიქცევი ხოლმე),ბევრი რამის პატიება შემიძლია, მაგრამ რასაც ვერ ვიტან ადამიანში ეს ფარისევლობა და ორგულობაა,ვერ ვიტან მატყუარებს ,და რასაც ვერ ვაპატიებ, ეს ღალატია!!! მიყვარს ღმერთი, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები,საქართველო,სიცოცხლე , ჩემი პროფესია,ყვავილები, წიგნები, ცხოველები, სიურპრიზების მოწყობა,სამზარეულოში ტრიალი, მოგზაურობა,და კიდევ ბევრი რამ, შეიძლება ერთმა პაწაწინა იის დანახვამ ბედნიერი გამხადოს, უბრალოდ ცუდმა გამოხედვამ კი -სულ მომშხამოს,სამართლიანი ვარ, სიმართლისთვის შემიძლია შევაკვდე ვინმეს, ერთგული ვარ და ვიცი გვერდში დგომის და გატანის ფასი,პატივს ვცემ ინტელექტს, მაღიზიანებენ ბრიყვები, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ,იმედი მაქვს ღმერთის და ჩემი საკუთარი თავის, არ მიყვარს ბოროტი , უმადური და ცინიკოსი ადამიანები,ვერ ვიტან რძეს , ფაფას და კარაქს, არასოდეს არ მიჭამია გველი, ბაყაყი და მწერები, და არც არასოდეს შევჭამ, არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, ტყუილი, თხოვნა,უაზრო ლაპარაი, ტყუილი დაპირებები.. ვაუ, რამდენი გამოვიდა, გავჩერდე ჯობია.
|