Re:მეზღვაურის დღიურები (კონკურსი) 1 დღის და 14 საათის წინ კარმა: 107
...
არ ვიცი გულს რა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?! სისულელეა! გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს,
ეს სიკვდილია- გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის. გაჩერება სიკვდილია. არა , სიკვდილი არა!
ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება! ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან მაღალში, სააქაოდან საიქიოში.გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები....
კარგია, ძალიან კარგია, როცა იცი ამ არეული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება - სამუდამო სასუფეველი, სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე... დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით.კივის, გაქცევა უნდა...მაგრამ სად წავა, სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია. იცოცხლე, სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება...რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა, ვისაც ცალი თვალით შეახედეს-ისიც ისეთ სილამაზეზე ლაპარაკობს, იქით მოგინდება...
მოგინდება? ეგრე არ არის! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოისმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ, ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს...რა გამოცდას? ნუ გეცინება! ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ. ჩვენი ცხოვრება -ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ- ვინ როგორ, და ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით, რომლის გამოცდებსაც აქ ჩავაბარებთ. ყველაფერი გამოცდაა, ყველა წუთი,წამი, ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ქცევა...ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს . ძნელია ისე იცხოვრო, ათი მცნება რომ არ დაარღვიო,კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ, მშობელს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რადგან მარჯვენაში გამარტყი,ახლა მარცხენაშიც შემომილაწუნეო...ძნელია. ერისკაცებისთვის კი არა ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა. ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვეს...
ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისათვის.მადლობა, რომ \"ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან\", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში, რომ ასეთი უტკბილესი ბებია-ბაბუა მყავდა, რომ უმაგრესი ძმა მყავს თავისი ლამაზი ოჯახით, უდიდესი მადლობა ჩემი მარიამისთვის, ჩემი ბუბუსთვის, ჩემი უსაყვარლესი არსებისათვის, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეცვალა,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს და მინდა ყველაზე მაგარი, ჯანმრთელი, ლამაზი, ბედნიერი,ღვთის მოყვარული და ღვთისგან დაფარული იყოს.ღმერთო, შეეწიე და დაიფარე ყოველგვარი ცუდისგან! მიეცი ძალა ცხოვრების, დაიფარე ყოველგვარი განსაცდელისაგან, ამინ!!! მარტო მარიამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყნად. ჩემთვის ყველაფერი არაფერია, როცა მარიამზე ვფიქრობ, ეს მისთვის, მისი მომავლისთვის შემიწირია.
ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ბიძაშვილ - მამიდაშვილებისთვისაც დიდ მადლობას გწირავ, უფალო. მე ბედნიერი ვარ , რომ ასეთი ადამიანები მყავს გარშემო, ადამიანები, რომლებსაც არაფრისთვის ვუყვარვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მე ვარ. იხაროს ყველამ, ყველა გააძლიერე, უფალო!
გამაძლიერე მეც, მომეცი ძალა ცხოვრების, გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში. უცხო, უცხო, უცხო-ეს არაა საუცხოო! მეტიჩრები ვართ ქართველები, რატომ არის ყველაზე კარგი საუცხოო? რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა?
სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის ფულის გარდა!
ჩვენთან რომ დედა-შვილობა, სიყვარული , მეგობრობა, სიმღერა, დროსტარება, სტუმართ-მასპინძლობა იციან,ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის, ამათ არც მოელანდებათ. რა იციან ამათმა ღვინის და საჭმლის გემო?...
ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა! ყველა ქართველი დააბრუნე თავის კერიაზე და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან. ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის.
ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.
ბუბუსუნა 7/2/ 2008.
ეს ჩემი წერილი გახდა ასეთი გარჩევის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ სადისკუსიო თემებში არ დამიწერია, უბრალოდ ჩემი ტკივილი და სიხარული ფურცლებზე გადმოვიტანე და თქვენ გაგიზიარეთ. (მეზღვაურის დღიურში გავაკეთე პირველი ჩანაწერი). გუშინ დავწერე კიდევაც, არანაირი სურვილი არა მაქვს მეთქი ამ წერილის გარჩევის, მაგრამ დღეს რომ გადავხედე ფორუმებს, საჭიროდ ჩავთვალე კომენტარი გამეკეთებინა. ამ კომენტარით მე არ ვცემ პასუხს არცერთი ფორუმელის წერილს, მე უბრალოდ ვავრცობ ჩემს წერილს და ფაქტებით ვამდიდრებ.
ლაპარაკი?--90% ამერიკელების (თუ არა 100%)სიტყვებს ყლაპავს და საშინელი მეტყველება აქვთ. ზანგურმა სლენგმა და მეტყველების მანერამ ხომ საერთოდ რევოლუცია მოახდინა ამერიკელების მეტყველებაში-HI, MAAAN...

ქცევა?--ისე მოგაბოყინებენ და მოგაკუებენ, ბოდიშსაც არ მოგიხდიან, შეხვედრაზე მისულს ფეხები თუ ცხვირწინ მაგიდაზე შემოგილაგეს, ცხვირის ჩიჩქვნა დაიწყეს, და თუ მოიხოცეს კიდევაც,შეიძლება მთლად გადაირიო. შუა სუფრაზე ,სადილობის დროს \"ბეზპარდონნად\"წამოდგებიან და ლამაზი სიურპრიზივით გამოგიცხადებენ-I have to go to bathroom:side: და უამრავი მასეთი რამ , რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წამიყვანს. არ იფიქროთ, რომ ბომჟებთან ვახლობლობ და მათზე ვლაპარაკობ.:)
ადათი?--რომელ ადათებზე უნდა ვილაპარაკო, 200 წლის ისტორიის მქონე ხალხზე, რომელიც ერიც კი არ არის? ჩვენ , ქართველებს უამრავი კარგი ადათ-წესი გვაქვს, მაგრამ აქ რატომღაც მხოლოდ მთაში არსებული სისხლის აღების წესი გაიხსენეს, ასეთი ადათ- წესი სხვა ერებშიც არის და უფრო ძლიერადაც, რა არის ვენდეტა? სისხლი და მანიაკალური სინდრომი აქ რომ არის, ნეტავი სადმე გინახავთ კიდევ? ყოველ დილით ჩართეთ ტელევიზორი და ახალ ამბებს უსმინეთ.
დედა-შვილობა?--აქ გახდება თუ არა ადამიანი 16-17 წლის, კრავენ პანჩურს და მიდიიიი, როგორც გინდა ისე იცხოვრე და ირჩინე თავი.საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს ვიცნობ, რომელთა შვილებიც ასე \"პახაობენ\" და მშობელს აზრადაც არ მოსდის, რამით დაეხმაროს, თუ გადაუხდის სწავლის ფულს , მერე უკან ართმევს, აქ მშობელსა და შვილს შორის უფრო საქმიანი ურთიერთობაა, ვიდრე დედა-შვილური, ან მამა-შვილური, არ ჰქვია მაგას სიყვარული! ცივი გონებით უყურებენ ყველაფერს, ურეკავენ შვილებს იმიტომ, რომ ახლა დროა დარეკვის,(ზოგიერთი წლობით არ ელაპარაკება, ნახვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), ეუბნებიან I LOVE YOU-ს, იმიტომ რომ სიტყვის მასალაა და ასეა საჭირო. ამიტომაც არის, როცა ბერდებიან და უსუსურები ხდებიან,შვილებიც თავისებურად \"იძიებენ შურს\" ასეთი დამოკიდებულებისთვის და ყოველგვარი ემოციების გარეშე მიაბრძანებენ \"ნერსი ჰოუმებში\", ან გაუკეთებენ სასიკვდილო ინექციას, რათა თავიდან მოიშორონ ყველა პრობლემა.რა თქმა უნდა, არის ერთეული ოჯახები, რომელთაც სესაშური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს ერთეულებია. აღარაფერს ვიძახი მშობლებსა და შვილებს შორის სექსუალურ ურთიერთობებზე, რომლის უამრავი მაგალითი აქვთ ამერიკელებს და რომელიც გულს მირევს!!!
და-ძმობა?--იგივე დამოკიდებულებაა დედ-მამიშვილებს შორის, როგორიც მშობლებსა და შვილებს შორის, შეიძლება ითქვას, უფრო გამძაფრებულიც, იმიტომ, რომ თითქმის ერთი ასაკის არიან და ამის გამო ვერ \"იძიებენ\" შურს ერთმანეთზე, როგორც ამას მშობელზე აკეთებენ, თითქმის მთელი ცხოვრება ერთმანეთს ექიშპებიან . მართალია, მეც გამიგია, საქართველოში ნახევარი მეტრი მიწის გულისთვის ძმამ-ძმა მოკლაო, მაგრამ რამდენად ხშირად გსმენიათ ძმისგან ძმის დახმარება და გატანა? მე სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ძმა და ვერც წარმომიდგენია ,მასთან სიყვარულის გარდა რამეზე ვილაპარაკო.
სიყვარული?--ამერიკელებს ყველაფერი გათვლილი აქვთ: უნდა შეიყვარო ეს და გაჰყვე ცოლად იმიტომ, რომ შენი მომავლისთვის ასე ჯობია, შენ კარიერას და მომავალ შვილებს ასე სჭირდებათ. სიყვარულისადმი ასეთი მიდგომა აქვთ 90% ამერიკელებს. ამას სიყვარული ჰქვია? ესაა გრძნობა? იქნებ ეს სჯობია-
\"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე ,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ,
უსიყვარულოდ არ არსებობს არ სილამაზე,
არც უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ\"...
მეგობრობა?--ისეთივე ანგარებიანები არიან მეგობრობაში, როგორც სიყვარულში. ყველაფერი გათვლილია. უნდა ვიმეგობრო მასთან იმიტომ, რომ მას კარგი მომავალი ექნება, ან ძლიერი და ფულიანი მამიკო ჰყავს და მომავალში სადღაც გამომადგება. მე მინდა ჩემზე გითხრათ, მე ვმეგობრობდი ჩვენი მეეზოვე ქურთი სალინას შვილ მანანასთან და დღესაც ვმეგობრობ, და ამავე დროს მეგობრებად მყავდა და მყავს საკმაოდ შეძლებული და ცნობილი ადამიანების შვილებიც,მაგრამ მათ სოციალურ წარმოშობას და ადგილს საზოგადოებაში ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არასოდეს არ შეუშლია. მე აბსოლუტურად უანგაროდ მიყვარს ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ერთად თითქმის მთელი ცხოვრება მოვდივარ, და ვიცი ,ასევე უანგაროდ ვუყვარვარ მათაც.
სტუმარ-მასპინძლობა?--ეს ადათი არ არის დამოკიდებული საქართველოს უხვმოსავლიანობაზე, ყოველთვის უჭირდა ქართველ გლეხს, რა შრომით და ჯაფით მოჰყავდათ მოსავალი, გვალვა და სეტყვა ხომ დაიძინებელ მტრად ჰყავდა ყოველთვის, მაგრამ თავის ასეთ ნაოფლარს სტუმართ-მასპინძლობის დიდ ლანგარზე უხვად დაგიდებს და გულით მოგართმევს. თითქმის მსოფლიო მაქვს მოვლილი, წლობით საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ ამის მზგავსიც კი, არსად არაფერი მინახია. სტუმართ- მასპინძლობა მარტო სუფრის გაშლით არ შემოიფარგლებოდა , მასში ბევრად მეტი იყო და არის ჩადებული.
\"დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითამც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა\"..ამას რა ჰქვია? თუ ეს მარტო სიტყვებია და ამის მაგალითები არ გვხვდება საქართველოში?
სიმღერა? ცეკვა?--აქ უამრავი მომღერალი ახსენეს, რომელთა ნიჭს ნამდვილად ვეთაყვანები, მაგრამ ეგეთი ნიჭიერები , ამდენ მილიონიან ხალხში, ერთეულები არიან, მაშინ, როცა ამ ერთი მუჭა ქართველებიდან, ყოველი მეორე მღერის.კოსმოსში გაშვებული რამოდენიმე სიმღერიდან, ერთ-ერთი \"ჩაკრულო\" იყო.!!!მე ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი გასტროლებზე \"ქართულ ხმებთან \" ერთად, უამრავი კონცერტი ჩაატარეს საზღვარგარეთ, და მე არ მახსოვს რომელიმე კონცერტი სრული ანშლაგით არ წარმართულიყოს. ამასვე ვიტყვი სუხიშვილებზე და ერისიონზეც.ხალხი, რომელიც სრულიად არ იცნობდა საქართველოს, ან რუსეთთან აიგივებდა, სიმღერის მოსმენის და ასეთი ცეცხლოვანი ცეკვების ნახვის შემდეგ, არა თუ მხოლოდ ინტერესდებოდა საქართველოს ადგილ-მდებარეობით, ქართულის სწავლას იწყებდა!!!რომ სიმღერა ემღერა. ცხონებულ გონაშვილს ყელის აპარატი დაუთვალიერეს, შეუძლებელია ადამიანს ასეთი ხმა ამოუვიდეს, ნამდვილად რაღაც აპარატი უდგას ყელშიო. სიმღერას ქართველისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,ქართული საგალობლების სამკურნალო თვისებებს Dღესაც იკვლევენ მეცნიერები, ასეთი პოლიგამია არცერთ სხვა ერებში არ გვხვდება. სიმღერა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,დედის ნანაზე ვიზრდებით, გვიჭირს თუ გვილხინს ვღიღინებთ და ამ ცოდვილ ქვეყანასაც სიმღერით ვტოვებთ. -ქართველი მაყურებელი ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე კრიტიკულიაო,- ერთხელ ალა პუგაჩოვამ თქვა,- იმიტომ რომ სმენა ულამაზესი სიმღერებით აქვს განებივრებულიო. ასეა ეს.
ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა?-- დამისახელეთ ამათი გემრიელი სასმელები და საჭმელები, რომელი მოგწონთ? ჩალასავით ერთი გემო აქვს ყველაფერს.საქართველო ვაზის ქვეყანაა, რომელიც თავისთავად ღვინოსთან ასოცირდება. ამ ერთი მუჭა მიწაზე რამდენი დასახელების ვაზი და რამდენი სახეობის ღვინო გვაქვს, მიუხედავად იმისა, ყველა ოჯახში არის სასმელი, ქართველი და \"ბრადიაგა\" იშვიათია. ღვინის სმის კულტურა ვიცით და იმიტომ. მართალია, ამ ბოლოს ,ლამის 20 ლიტრიანი ბოცებით სვავენ ღვინოს სუფრაზე, მაგრამ ესეც დროებითია, დამშვიდდება და დაწყნარდება ერი და ჭიქების ზომაც შეიცვლება, ეს აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. აქ ალკოგოლიკების მთელი არმიაა, პათოლოგები, ორი კათხა ლუდის შემდეგ ადამიანობის ყოველგვარ გასაღებს რომ კარგავენ. რას ეძახიან ესენი დროსტარებას? ჰო, ამიხსენით რას? დაჯდებიან ერთად, ერთმანეთს გაჭორავენ, სექსზე ილაპარაკებენ,ჩემმა ცოლმა ეს თქვა, შენმა ეს , ჰა, ჰა, ჰა და იშლებიან.ეს არის \" გუუდ თაიმის\" გატარება?! ქართველისთვის სუფრას სხვა დატვირთვა აქვს,სუფრასთან, ხელში ფიალით ,წყდებოდა საქართველოს ბედი, ქართული სუფრა, თავისი თამადობის ინსტიტუტით, მართლაც აკადემიაა, თუმცა ამაზე ხშირად შაყირობენ, მაგრამ ეს ასეა.წარმოიდგინეთ,ეს არის დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც ერთად თავმოყრილი ხალხი იმეორებს თავის ისტორიას, იხსენებს მტერ -მოყვარეს, იმუხტება დადებითად,(ვიცი, ქართველების ღრეობას და სუფრის მერე ჩხუბს მომიყვანთ მაგალითად, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, ეგ ერთეულია),თავისი მიცვალებულების შესანდობარს სვავს! მე არსად არ მინახავს ეს. ჩემთან ჩემი ფრანგი პროფესორი იყო ჩამოსული, ჩვენს ოჯახში იყო სუფრა გაშლილი, მამაჩემი თამადა იყო(მაგარი თამადაა!) და როცა წასულების შესანდობარი შესვა, თვალცრემლიანი პროფესორი მომიბრუნდა და მეკითხება:
-თქვენ ყოველთვის ასე იხსენებთო, თუ განსაკუთრებულ დღეებშიო? - ორი ჭიქა სასმელიც რომ დაილიოს სუფრაზე, ერთი აუცილებლად შესანდობარი იქნება მეთქი, რომ ვუთხარი, უცებ წამოხტა და მეუბნება, -თქვენ არასოგეს გაწყდებითო, იმიტომ, რომ ყველაფრის ფასი იცითო. მე 18 წელია მამა აღარ მყავს და ახლა გამახსენდაო.
ქალი? კაცი?--მოგწონთ აქაური კაცები და ქალები? რითი? ქართველები ლამაზი ხალხია, ეს არ არის მარტო ჩემი სიტყვები.დადექით ნახევარი საათი რუსთაველზე და დაითვალეთ რამდენი ლამაზი ადამიანი ჩაგივლით გვერდით...
საუკუნეების განმავლობაში \"სამის მხრით\" უხდებოდა ქართველ კაცს ხმლის ტრიალი , არ დანებდა, არ მოიდრიკა, ერთი მუჭა ვიყავით და უფრო ნაკლები დავრჩით(ჩვენი ისტორიის ერთეულ მონაკვეთებზე არაფერს ვიძახი), მაგრამ დღემდე მოიტანა ენა, მამული , სარწმუნოება!არ გეგონოთ ფანატიკი ვარ, არანაირად! მე საღად ვაზროვნებ(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი)

ვიცი, ბევრი ცუდი გაჩნდა ქართველების ქცევაში და ხასიათში, ბევრი რამ სამარცხვინოც გვჭირს, მაგრამ მე მაინც მეამაყება ჩემი ქართველობა , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამშობლოდან ასე შორს ყოფნა მარგუნა წილად,ათასჯერ ვწირავ ღმერთს მადლობას, რომ ქართველად მომავლინა! მადლობა ღმერთო!!!